თხილამურებით ბოჰემიის მთებში

2008 წლის პოსტი. ქვეყნდება მცირედი ცვლილებებით.

წინასიტყვაობა: 10 წლის წინ ზამთრის არდარდეგების გატარებას უცხოეთში ვგეგმავდი და ბიუჯეტურ სამთო-სათხილამურო კურორტებს ვეძებდი. რა თქმა უნდა თავიდანვე ძიება ჩეხეთის რესპუბლიკაში დავიწყე. იმ ხანად ჩემთვის პოლონეთზე და უნგრეთზე მახლობელი ჩეხეთი იყო, პირდაპირი ავიარეისებისა და პრაღასთან ახლო ნაცნობობის გამო. სხვადასხვა მიზეზთა გამო მოგზაურობა არ შესდგა, მაგრამ მოძიებული ინფორმაცია ჩემმა ერთ-ერთმა ძველმა ბლოგპოსტმა შემოინახა. ვფიქრობ, ის ახლა კიდევ უფრო აქტუალურია საქართველოს ზამთრის კურორტების გადატვირთულობისა და სიძვირის ფონზე.

სამთო-სათხილამურო კურორტი ხარაჩოვი

ხარაჩოვი მდებარეობს პრაღიდან 130 კილომეტრის მოშორებით, გერმანიისა და პოლონეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 650-1020 მეტრის სიმაღლეზე, სადაც სათხილამურო სეზონი იწყება დეკემბერში და აპრილის ბოლომდე გრძელდება.

მოთხილამურეების განკარგულებაშია 20-მდე სათხილამურო ტრასა. მათ შორის 10-მდე დამწყებთათვის, 3 საშუალო სირთულის და 1 რთული ტრასა. აგრეთვე, რამდენიმე ძირითადი ტრასა მთელი ღამის მანძილზე განათებულია და თავისუფლად შეიძლება რომანტიკულ გარემოში სრიალი 🙂

ხარაჩოვის  ერთერთი ტრამპლინი თავისი სიდიდით მთელს მსოფლიოში მეექვსეა. აქ 1983, 1992 წლებში ჩატარდა საერთაშორისო შეჯიბრებები ტრამპლინიდან ხტომაში.

ხარაჩოვში არის თხილამურების, სნოუბორდებისა და სხვა აქსესუარების გაქირავების ცენტრები და თხილამურებით სრიალის შემსწავლელი სკოლები, როგორც უფროსებისთვის ასევე ბავშვებისთვის.

კურორტის ცენტრში მდებარეობს ბროლის ქარხანა ”ბოჰემიის კრისტალი”, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე მუშაობს. აქვეა ბროლის ნაკეთობათა მუზეუმიც.

მუზეუმები იქეთ იყოს და ეს მხარე ცნობილია ლუდის აბაზანებითაც. ამბობენ, გაახალგაზრდავება იცისო 🙂

რა თქმა უნდა ლუდსახარშებიც არ აკლია აქაურობას.

ხარაჩოვში მოგემსახურებათ 40-ზე მეტი რესტორანი და ბარი, ღამის კლუბები და დისკოთეკები, საბილიარდოები, ბოულინგცენტრები და კინოთეატრები.

სათხილამურო სპორტის მოყვარულებს და თხილამურებით სრიალის შესწავლის მსურველებს, მთაში მოგზაურობისა და სუფთა ჰაერის მოყვარულებს ვიწვევთ ხარაჩოვში ბიუჯეტურ სასტუმროებში და აპარტამენტებში.

ვიდეო:

ხარჯები:

გაზაფხულიდან Wizz Air ქუთაისიდან პრაღაში ფრენას იწყებს და ავიაბილეთებთან დაკავშირებული ხარჯები საგრძნობლად შემცირდება, მაგრამ ეს გაისისთვის. ახლა კი, მაგალითად 15 თებერვალი – 22 თებერვალი, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 240 ევროს შეადგენს. ეს და სხვა ვარიანტები შეგიძლიათ იხილოთ და დაჯავშნოთ აქ!

პრაღიდან ხარაჩოვამდე და უკან შეგიძიათ იმგზავროთ “რეგიოჯეტის” ავტობუსით, ბილეთის ღირებულება ორი გზა 4 ევროა.

ახლა განთავსების საშუალებები. თავდაპირველად Airbnb-ის შესახებ, სადაც თქვენ შეძლებთ აპარტამენტების დაქირავებას.

ფოტოს მიხედვით აპარტამენტების ფასი 24 აშშ დოლარიდან, ანუ 20 ევროდან იწყება. ხოლო, თუ Airbnb-ზე ამ ბმულიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.

იმის შესახებთუ რა არის Airbnb აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში:

ხოლო, თუ ტრადიციული სასტუმროების მოყვარული ბრძანდებით საუკეთესო ვარიანტების შერჩევა შეგილიათ არა “ბუკინგკომზე”, ან სხვა რაიმე მსგავს საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე.

როგორც ფოტოზე ჩანს სასტუმროს ნომრის დაქირავება შესაძლებელია 120 ლარად, ანუ 39 ევრო. (ერთ კაცზე 20 ევრო). 10 დღეზე სასტუმროს ფასი დაახლოებით 200 ევრო გამოდის. კვება და სხვა ხარჯები ინდივიდუალურია, საშუალოდ ერთი კერძი 7-8 ევროს ფარგლებში. თხილამურების და სხვა ატრიბუტიკის საფასური ცალკე ამბავია. ზოგს თავად აქვს, ზოგი კი ადგილზე დაქირავებას ამჯობინებს.

სულ 10 დღიანი გასეირნება ბოჰემიის მთებში – 525 ევრო.

ხარაჩოვი არ არის ერთადერთი სამთო-სათხილამურო კურორტი ბოჰემიის მთებში. მის მეზობლად კიდევ უამრავი დასახლება და სასრიალო ტრასაა, აირჩიეთ რომელიც მოგეწონებათ 🙂

თხილამურებით ბოჰემიის მთებში
5 (100%)

მსგავსი თემები

კომენტარი