როგორ ავიღოთ ფული Airbnb-დან

როგორ ავიღოთ ფული Airbnb-დან

Airbnb-ის  მომხმარებლის ნაწილს, როგორც სტუმრებს, ასევე მასპინძლებს (ჰოსტებს), არასწორი წარმოდგენა აქვთ ამ სისტემის მომსახურების შესახებ. სასტუმროებისა და აპარტამენტების დაჯავშნის სხვა ძველ სისტემებს შეჩვეული მომხმარებელი იგივეს ეძებს “ეარბიენბის” საიტზეც და როდესაც განსხვავებულ სერვისს თუ ინტერფეისს ხედავს უჭირს მასთან შეჩვევა, ამიტომ ხშირად საყვედურს გამოთქვამენ. ბევრჯერ გადავაწყდი პოსტებს და კომენტარებს, რომ თითქოს Airbnb არ ამართლებს, რაზეც სპეციალური პოსტიც მოვამზადე, ან მასპინძლები წერენ, რომ საიტი ფულს უგვიანებს, ან იმაზე ნაკლები ჩაურიცხა ვიდრე სტუმარმა გადაუხადა. Read more

როდის არ ამართლებს Airbnb

როდის არ ამართლებს Airbnb

ამ პოსტის მომზადება Airbnb-ის შესახებ გავრცელებულმა მცდარმა მოსაზრებებმა გადამაწყვეტინა, რომელთა მიზეზიც ძირითადად არის პირადი ან ნაცნობების უარყოფითი გამოცდილება. ზოგს ჯავშანს უუქმებენ, ზოგს ადგილზე ჩასვლისას სთხოვენ უფრო მეტის გადახდას, ან ბინა არ არის ისეთი, როგორიც ფოტოებზე, ან სისუფთავე მოიკოჭლებს და ასე შემდეგ. სურათს ისიც ამძაფრებს, რომ უკმაყოფილო მომხმარებლები უფრო აქტიურობენ – ეს ბუნებრივიცაა და ყველას უმტკიცებენ, რომ Airbnb არ არის სანდო, ასე ვთქვათ არ ამართლებს.

განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა ჩემს პირად მაგალითზე და გავაანალიზოთ როდის არ ამართლებს Airbnb, ან რატომ არ ამართლებს. Read more

ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა

ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა

ბუდაპეშტში თუ ძირითადი „სტანდარტული“ ღირსშესანიშნაობები მოინახულეთ, მუზეუმებში ხეტიალი და რესტორნებში ჯდომაც მოგბეზრდათ, ამასთანავე ხართ ტრანსპორტის, განსაკუთრებით, რკინიგზის მოყვარული და თან გინდათ, მოზარდებიც გაახაროთ – შეგიძლიათ საბავშვო რკინიგზას ეწვიოთ. თბილისისგან განსხვავებით, ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და თანაც მაღლობზე.
Read more

ვენეცია და ფასები

ვენეცია და ფასები

არის თუ არა შესაძლებელი ვენეციაში მოგზაურობა მცირე ბიუჯეტით? ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ ეკონომია მაინც შესაძლებელია. ვენეციის უნიკალურობის გამო მას ყოველწლიურად 5 მილიონი ტურისტი სტუმრობს და შესაბამისად ყველაფრის ფასი იმაზე მაღალია ვიდრე იტალიის ისედაც ძვირ, სხვა ტურისტულ ქალაქებში. აქ ჩემს მაგალითზე განვიხილოთ სად და როგორ შეიძლება ეკონომიის გაკეთება. Read more

აპარტამენტი მილანში

აპარტამენტი მილანში

მილანში მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე, მაგალითად, ბათუმში დასვენება. ამის მთავარი მიზეზი, როგორც ცნობილია “ვიზეარის” იაფი ავიარეისებია. ამჯერად 25 ლარიანი ბილეთების შეძენა დავაგვიანე, მაგრამ 65 ლარიანი ბილეთებიც არ არის ძვირი.

მილანში გასეირნება რომ არ გაძვირდეს საჭიროა სათანადო საცხოვრებლის შერჩევა. როგორც ყოველთვის მე ოჯახთან ერთად მოგზაურობისას აპარტამენტებს ვანიჭებ უპირატესობას. მათი დაქირავება შესაძლებელია Airbnb.com-ზე. Read more

გაგრილება ბაკურიანში

გაგრილება ბაკურიანში

თბილისის 40 გრადუსიანი სიცხისგან თავის დაღწევის რამდენიმე საშუალება არსებობს და გაგრილება ბაკურიანში ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. შუადღით 10 – 13 გრადუსით დაბალი ტემპერატურა, ღამით კიდევ უფრო დიდი სხვაობა, მთის ნიავი და სუფთა ჰაერი – ბაკურიანს, ზამთრის ამ კურორტს, აქტუალობას ზაფხულშიც არ უკარგავს. Read more

როგორ გამოვიყენოთ 35 ევროიანი ფასდაკლება Airbnb-ზე

როგორ გამოვიყენოთ 35 ევროიანი ფასდაკლება Airbnb-ზე

ვიდეოინსტრუქცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ 35 ევროს ფასდაკლება Airbnb-ზე. Read more

ოლესკის სასახლე და ციხესიმაგრე

ოლესკის სასახლე და ციხესიმაგრე

ლვოვი თავად სასახლე და დედოფალია 🙂 სასახლეები არც მის შემოგარენს აკლია. ბოლო საუკუნეებში დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ავსტრო-უნგრეთისა და პოლონეთის გავლენამ მრავალი ისეთი კულტურული კერა გააჩინა, რომელიც ამ მხარეს განსაკუთრებულ ინტერესსა და სილამაზეს მატებს. სასახლეები და ციხესიმაგრეების ნაწილში მუზეუმები და გალერეებია მოწყობილი, ნაწილი კი უპატრონობით ინგრევა. მათ შესახებ შემდეგ პოსტებში, თავდაპირველად ოლესკის ციხესიმაგრე. Read more

ლვოვი – ქალაქი ყავა და შოკოლადი

ლვოვი – ქალაქი ყავა და შოკოლადი

ზოგიერთი ქალაქი ბაზარს ჰგავს, ზოგს ლუდის გემო აქვს, ზოგს მარიხუანის სუნი ასდის, ზოგიც ღამის კლუბთან ასოცირდება – აი ლვოვი კი ყავა და შოკოლადია.

უკრაინის ამ უძველესი ქალაქის მონახულება დიდი ხანია მინდოდა. მიზეზი ინტერნეტში მიმობნეული ცნობები და ფოტოებია, რომლებიც მეტყველებენ ლვოვის მდიდარ ისტორიაზე, არქიტექტურაზე, კრეატიულ კაფე-რესტორნებზე და გამორჩეულ ატმოსფეროზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის. Read more

გზა პრაღამდე და უკან

გზა პრაღამდე და უკან

ორწლიანი პაუზის შემდეგ პრაღაში გასეირნება გადავწყვიტე. ამის მიზეზი მონატრებასთან ერთად “ვიზეარის” იაფი ბილეთების თარიღები იყო, რომლებიც კრაკოვში ევროპის ადგილობრივი მთავრობების კონგრესში მონაწილეობისთვის 3-4 თვით ადრე შევიძინე. თავდაპირველად, კონფერენციის დასრულების შემდეგ მორჩენილ დღეებში ლვოვში კიდევ ერთხელ მოგზაურობას ვფიქრობდი, მაგრამ ადრეგაზაფხულის არასტაბილურმა ამინდმა შემაშინა, რაც ლვოვში ხეტიალის საშუალებას არ მოგვცემდა და პრაღაში კვლავ ნაცნობი და მონატრებული გარემოს მონახულება ვარჩიეთ.

თავიდანვე აღვნიშნავ, თითქმის ყველა ბილეთი შეძენილია წინასწარ და ძალიან დაბალ ფასად. Read more

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტები პრაღაში

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტები პრაღაში

ზოგიერთს ჰგონია, რომ Airbnb-ის აპარტამენტი მხოლოდ ის ბინაა, რომლიდანაც მესაკუთრე სადღაც შორს გადაბარგდა და ცარიალი ერთ-ოთახიანი გასაქირავებლად საიტზე გამოაქვეყნა. აქედან მომდინარეობს რეალური თუ მითადქცეული ამბები აუტანელი და სისხლისმსმელი მასპინძლების შესახებ, რომლებიც სტუმრებს ბრალდებებს უყენებენ და კომპენსაციებს მოითხოვენ… ასეთი რიტორიკის ავტორები ყოველთვის სასტუმროებს აქებენ, თუმცა კი რეალობაში უხარისხო სასტუმროებიც საკმაო რაოდენობით გვხვდება. მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევნის გაკეთებას სასტუმროებისთვის მინიჭებული ვარსკვლავების რაოდენობა აიოლებს და როგორც ჩანს სწორედ ეს განაპირობებს ნდობის უფრო მაღალ ხარისხს.

მე განსხვავებული შეხედულება გამაჩნია

Read more

რატომ ვირჩევ Airbnb-ს აპარტამენტებს

რატომ ვირჩევ Airbnb-ს აპარტამენტებს

სოციალურ ქსელებში წავაწყდი რამდენიმე უკმაყოფილო ადამიანის კომენტარებს, რომლებიც Airbnb-ს საყვედურობდნენ საზღვარგარეთ უხარისხო აპარტამენტებში დაბინავების გამო. ზოგი იჩემებდა მაგას ახლოს აღარ გავეკარებიო, ზოგიც ფეხს აღარ შევდგამ დაქირავებულ ბინაშიო…

არადა, როგორ შეიძლება უარი თქვა ისეთ იაფ აპარტამენტებზე, რომელსაც ქვევით მიმოვიხილავ და თანაც ისეთ არც თუ იაფ ქალაქში, როგორიც არის ათენი. Read more

35 ევრო საჩუქრად მოგზაურებს

35 ევრო საჩუქრად მოგზაურებს

რა უნდა იყოს ხეტიალის მოყვარულთათვის მოგზაურობის დაფინანსებაზე კარგი საჩუქარი? მოკლედ, Airbnb-მ თქვენი წახალისების საშუალება მომცა.

35 ევროს სამოგზაურო კრედიტს მიიღებს ყველა ვინც ჩემი გვერდიდან, აქედან დარეგისტრრდება 🙂 Read more

როგორ მოვხვდი სანტორინიზე

როგორ მოვხვდი სანტორინიზე

დიდი ხანია მცირე ბიუჯეტით მოგზაურობის შესაძლებლობა ვირწმუნე, მაგრამ კაპიკებად თუ სანტორინიზე მოხვედრას შევძლებდი არ მეგონა. Read more

აპარტამენტები ლვოვში

აპარტამენტები ლვოვში

ბიუჯეტური მოგზაურობისას დაბალფასიანი მარშრუტით მგზავრობის გარდა აუცილებელია იაფი, მაგრამ კომფორტული საცხოვრებლის მოძებნა. ლვოვის შემთხვევაში ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან იქაური ფასები ხშირ შემთხვევაში სასაცილოდაც კი გამოიყურება დანარჩენ ევროპასთან შედარებით. მაგალითად Airbnb-ის მეშვეობით 18 დოლარად თქვენ დაჯავშნით ორადგილიან მშვენიერ აპარტამენტს ქალაქის ისტორიულ ცენტრში.

ლვოვი აპარტამენტები

ჩემს შემთხვევაში 18 დოლარიანის დაჯავშნა ვერ მოხერხდა, განა იმიტომ რომ დაკავებული იყო, არამედ მე მსურდა “ეარბიენბის” სამოგზაურო კრედიტის გამოყენება, რომელიც იმ შემთხვევაში ამუშავდება თუ ბინის დაქირავებისას მინიმუმ 75 დოლარს დახარჯავთ. მე კი ლვოვში 3 ღამით ვრჩებოდი და 3-ჯერ 18 კრედიტის ათვისების საშუალებას არ მაძლევდა. ამიტომ ავირჩიე 30 დოლარიანი აპარტამენტი, რომელიც მდებარეობს “ბაზრის მოედანზე”, ლვოვის ცენტრალურ, ისტორიულ მოედანზე. Read more