რეკომენდირებული აპარტამენტი ბუდაპეშტში

რეკომენდირებული აპარტამენტი ბუდაპეშტში

თუ ბუდაპეშტში ოჯახით, ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობას აპირებთ, ანუ თქვენი ჯგუფი 3-5 კაცისგან შედგება ჰოსტელებზე და სასტუმროებზე მეტად გირჩევთ აპარტამენტებს. 2 წლის წინაც დავწერე პოსტი ბუდაპეშტის იაფიანი, 2-3 კაციანი აპარტამენტების შესახებ, ახლა კი უფრო დიდი და ერთ-ერთი საუკეთესო აპარტამენტი მიმოვიხილოთ, რომელიც ჩვენგან რეკომენდირებულიაRead more

რატომ ვირჩევ Airbnb-ს აპარტამენტებს

რატომ ვირჩევ Airbnb-ს აპარტამენტებს

სოციალურ ქსელებში წავაწყდი რამდენიმე უკმაყოფილო ადამიანის კომენტარებს, რომლებიც Airbnb-ს საყვედურობდნენ საზღვარგარეთ უხარისხო აპარტამენტებში დაბინავების გამო. ზოგი იჩემებდა მაგას ახლოს აღარ გავეკარებიო, ზოგიც ფეხს აღარ შევდგამ დაქირავებულ ბინაშიო…

არადა, როგორ შეიძლება უარი თქვა ისეთ იაფ აპარტამენტებზე, რომელსაც ქვევით მიმოვიხილავ და თანაც ისეთ არც თუ იაფ ქალაქში, როგორიც არის ათენი. Read more

როგორ “გავმდიდრდეთ” ბინის გაქირავებით?

როგორ “გავმდიდრდეთ” ბინის გაქირავებით?

ბინის გაქირავება ორ სტუდენტ გოგოზე ან უცხოელზე, შესაბამისად, სტაბილური შემოსავლის – 400-800 ლარის (160-320 აშშ დოლარი) მიღება ბევრი თბილისელის ბიზნესია ან კიდევ ოცნება. თუმცა მოგება შეიძლება გასამმაგდეს და გაოთხმაგდეს თუ ბინას ან ოთახს Airbnb-ის მეშვეობით “დღიურად” უცხოელ ტურისტებზე გააქირავებთ. შენიშვნა: ეს არ არის ჰოსტელი.

რატომ “ეარბიენბი”? იმიტომ რომ ეს არის ყველაზე პოპულარული და რეალური საიტი, საიდანაც შეკვეთებს აუცილებლად მიიღებთ და თვეში (ერთოთახიანი ბინის შემთხვევაში) 700, 800, 900 აშშ დოლარის გამომუშავებასაც შეძლებთ. ეს არ არის დაუჯერებელი ამბავი, მითუმეტეს დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია “ვიზეარმა” ევროპიდან ახალი რეისები დაამატა და მოსალოდნელია დაბალბიუჯეტიანი ტურისტების რაოდენობის ზრდაც. უბრალოდ, საჭიროა რამდენიმე რჩევის გათვალისწინება.  Read more

კიევის სტუმართმოყვარეობა

კიევის სტუმართმოყვარეობა

“აეროსვიტის” თვითმფრინავმა დააგვიანა და ამიტომ კიევში საღამოს ნაცლად ღამე ჩავედი. ამას ხელი შეუწყო ბორისპოლის აეროპორტში თვითმფრინავიდან გაჭიანურებულმა ჩამოსვლამ და სასაზღვრო კონტროლთან უსაშველო რიგმა. როგორც ყოველთვის რიგს, ბარიერების მიუხედავად, “მოძმე” კავკასიური რესპუბლიკების შვილები “ნაგლად” ან ეშმაკურად არღვევდნენ. სასაზღვრო კონტროლის შემდეგ, პოლიციის კონტროლი მოუწყვიათ, შარშან არ იყო. პოლიციამ სად მიდიხართო, ფული რამდენი გაქვთო, საჩუქრები თუ მიგაქვთო და რომ გაიგო “გრუზინები” ვიყავით ბარგის შემოწმება გადაიფიქრა და გასასვლელი მიგვასწავლა. Read more