პრაღის ეიფელი – პეტრინის კოშკი

პრაღის ეიფელი – პეტრინის კოშკი

1889 წელს პარიზში მსოფლიო გამოფენის შესასვლელში აღმართულმა ეიფელის კოშკმა ბევრი ააფორიაქა. მათ შორის იყვნენ გამოფენის დასათვალიერებლად ჩასული გამოჩენილი ჩეხები. მათ შორის იყო ვილემ კურცი, ჩეხი ზოოლოგი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც შინ დაბრუნებისას გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც პეტრინის გორაკზე პრაღის ხედების დასათვალიერებლად კოშკის აშენების ინიციატივით გამოვიდა. Read more

იაფი კვება პრაღაში

იაფი კვება პრაღაში

გახსოვთ “ევროტურიდან” მთვრალი თხა? ჰოდა ეს სცენა გადაღებულია პრაღაში, ჩვენში “კოზელის” სახელით ცნობილი ლუდის რესტორანში “კოზლოვნაში”. რამ გამახსენა ეს ამბავი და უამრავმა შეკითხვებმა პრაღაში იაფი კვების ობიექტების შესახებ. ბიუჯეტური მოგზაურობის მოყვარულთა სამწუხაროდ, პრაღის რესტორნები საკმაოდ გაძვირდა ტურიზმისა და ჩეხეთში ცხოვრების დონის ზრდის პარალელურად. თუ ჩეხური კერძები გაინტერესებთ, ან მოგზაურობისას შიმშილის გრძნობამ შეგაწუხათ და გინდათ ხარისხიანად და საფუძვლიანად გამოიკვებოთ გირჩევთ “კოზლოვნა ლიდიცკა” – Kozlovna Lidická მოინახულოთ. Read more

კარლოსის ხიდი

კარლოსის ხიდი

2007 წლის 17 დეკემბრის პოსტი. ქვეყნდება მცირედი ცვლილებებით.

კარლოსის ხიდზე, ჩეხურად Karlův most-ზე (და არა ჩარლის ხიდზე) ხშირად ვსეირნობდი. არარომანტიული ადამიანი ვარ, მაგრამ იქაურობის რომანტიკა, განსაკუთრებით დაბინდების შემდეგ, თავისით მიზიდავდა. ერთხელაც, ზლაზვნით სიარულის დროს ქართველების ხმა შემომესმა. ”ზღაპარში ვართ, ზღა-პა-რშიიი!!!…” იმეორებდა აღტაცებული ქალი ქართველების დიდი ჯგუფიდან. წამოვეწიე, მივესალმე და აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია იყო. სურათის გადაღება მთხოვეს, გადავუღე, დავემშვიდობე და კარლოსის ხიდის ქანდაკებებით შექმნილ ზრაპარულ აურაში, “ზღაპარში” დავტოვე. Read more

ბოტასი და ”ბოტასი”

ბოტასი და ”ბოტასი”

რას ეძახიან ასლის გადამღებ აპარატს? რა თქმა უნდა – ქსეროქსს. ფოტოაპარატს, რომელიც თავადვე ამჟღავნებს და ბეჭდავს სურათებს? პოლაროიდს. რა ქვია სპორტულ ფეხსაცმელს? კითხვაც არ უნდა, რა თქმა უნდა – ბოტასი.

დღეს ეს სიტყვა შეიძლება ბევრს აღარც ახსოვს, არადა არც ისე შორეულ 70-ებში ვინ იყო იმ ბავშვზე ბედნიერი, რომელიც ”სპეკულიანტებთან” ნაყიდ ბოტასებში გამოეწყობოდა? Read more

Leo Express

ერთ სატრანსპორტო კომპანიაზე, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მინიმუმ 4 ქვეყანაში იაფად მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ.

Leo Express

ლეოექსპრესი” ჩეხური კერძო სარკინიგზო კომპანიაა, რომელმაც მგზავრების გადაზიდვები ამ შავი, ყვითელზოლებიანი მატარებლით, Stadler FLIRT-ით ჩეხეთის მსხვილ ქალაქებს შორის დაიწყო (Stadler-ის შემადგენლობა იმოძრავებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზეც).

ერთი წელი იქნება რაც “ლეოექსპრესმა” პოლონეთის ტერიტორიაზეც შეაბიჯა და ერთმანეთს დაუკავშირა კრაკოვი, კატოვიცე და პრაღა. ეს იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ კატოვიცეში ქუთაისიდან დაბალბიუჯეტიანი ავიარეისები სრულდება. მოკლედ, კატოვიცეში ვთქვათ 30-40 ევროდ ჩაფრენის შემდეგ შეგიძლიათ კრაკოვს ესტუმროთ და შემდეგ “ლეოექსპრესით” პრაღაში გაემგზავროთ 22-23 ევროდ, ხანდახან უფრო დაბალფასადაც კი. თუ პირდაპირ პრაღაში გამგზავრებას გადაწყვეთთ ეს უფრო იაფი დაგიჯდებათ. ამ ქალაქებში იაფფასიანი საცხოვრებლის საპოვნელად ეწვიეთ hotelscombined-ის საძებო სისტემასRead more

ქუჩის რეკონსტრუქციის ინსტრუქცია

ქუჩის რეკონსტრუქციის ინსტრუქცია

აღმაშენებლის გამზირის შემდეგ თბილისში დიდი ქუჩის – გამზირის რეკონსტრუქცია აღარ განხორციელებულა. იმედია, მომავალში ქუჩების განახლების აუცილებელი პროცესი ისევ გაგრძელდება. როგორი უნდა იყოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი გამზირი?

მაგალითი პრაღიდან. აქ ქალაქის ხელისუფლეამ 2018 წლამდე “ვინოჰრადსკას” (ვენახების) ქუჩის რეკონსტრუქცია გადაწყვიტა. Read more

ჰლავნი ნადრაჟი

პრაღის მთავარი ვაგზალი

იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის რაოდენობით პრაღა თბილისს ოდნავ აღემატება, პრაღაში გაცილებით მეტი რკინიგზის სადგურია, ისტორიული თუ შედარებით ახალი. ეს კი არის პრაღის მთავარი ვაგზალი “ჰლავნი ნადრაჟი”. მისი მთავარი შესასვლელი განთავსებულია მომცრო პარკში, ვაცლავის მოედნის მახლობლად. რკინიგზის სადგულის ძირითადი ნაწილი მიწის ქვეშ მდებარეობს.

ჰლავნი ნადრაჟი

ვაგზლის სახურავზე ავტოსადგომია, მასზე გადის ერთ-ერთი ცენტრალური ავტომაგისტრალიც. ვაგზლის დატვირთული ცხოვრება ისეა ორგანიზებული, რომ ის ხელს არ უშლის პარკში დასვენების მოყვარულებს. Read more

ისტორიული ვაგზალი

ეს გაშავებული და ალაგ-ალაგ ჩამონგრეული კედლები რომელიმე პროვინციული ქალაქის მიტოვებული ვაგზალი არ გეგონოთ…

პრაღის ცენტრში მდებარე “მასარიკის” (ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის) სახელობის რკინიგზის სადგური 1845 წლიდან ფუნქციონირებს. Read more

ფისი-ფისი ბიჭები

ფისი-ფისი ბიჭები

ყველანაირი შადრევანი გამიგია მაგრამ ასეთი… 🙂

კაფკას მუზეუმს რომ მივადექი იქ უცნაური შადრევანი დამხვდა. ორი რკინის კაცი მოძრავი პენისებით ჩეხეთის ტერიტორიას ”რწყავენ”. თან უწესივროდ კი არა, არამედ გუბედ ქცეულ ჩეხეთის რესპუბლიკაში ცნობილი ჩეხების გამონათქვამებს წერენ.

თუ მის ახლოს დადგებით და მობილურით SMS-ს გააგზავნით, შადრევანი ჯერ თქვენს ნომერს დაწერს, შემდეგ კი მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსს 🙂 Read more

პრაღის ასტრონომიული საათი

სტარომესტკა

პრაღის, ”სტარომესტკე ნამესნის”, მოედანზე მოხვედრისას უმალვე თვალში მოგხვდება ისედაც უხვი ტურიტების თავყრილობა ქალაქის რატუშის შენობის გვერდით. ყველა მათგანი კოშკზე დამონტაჟებულ დიდ საათებს შესცქერის და რაღაცას ელოდება.

ასტრონომიული საათი

ეს არის პრაღის ასტრონომიული საათი, რომელიც რატუშაზე პირველად 1410 წელს დაამონტაჟეს. საათი მესაათე მიკულაშ კადენმა და კარლოსის უნივერსიტეტის მათემატიკისა და ასტროლოგიის პროფესორმა იან შინდელმა შექმნეს.

რატუშა

გადმოცემის თანახმად, ასტრონომიულისაათის შექმნის შემდეგ, მიკულაშ კადენს ხელები მოკვეთეს რათა მას აღარ შესძლებოდა მსგავსი საათის შექმნა.

1490 წელს მას მიუმატეს კალენდარული (მზის) საათი და ორივე მოაპირკეთეს გოთიკული არქიტექტურის ფიგურებით. საათი საუკუნეების მანძილზე რამდენჯერმე გაჩერდა და აღდგენილიქნა.

ასტრონომიული საათი

ასტრონომიულ საათს აქვს რამდენიმე დისკი და ფენა. პირველი ფენა არის ცა და დედამიწა. მეორე ზოდიაქოს რგოლი. მესამე რგოლი მზის მდგომარეობას ამსახველ ისარს ამოძრავებს, მეოთხე მთვარეს და მეხუთე კიდევ ვარსკვლავური საათია.

ზოდიაქო

პირველ ფენაზე, შუაში, ცისფერ წრეში ჩახატულია დედამიწა. მის გარშემო ზევით ცისფერი ფერით გამოსახულია ცა, რომელიც ჰორიზონტის ზედა ნაწილია. სტაფილოსფერი და შავი ჰორიზონტს ქვედა ცის ნაწილია. დღის მანძილზე მზის გამოსახულება მოთავსებულია ფონის ცისფერ ნაწილზე, ღამით კი შავზე. გამთენიისას და საღამოს კი მზის გამოსახულება დისკის სტაფილოსფერ ნაწილზეა მოთავსებული. ამ ნაწილებს შესაბამისი ლათინური წარწერები აქვს. აღმოსავლეთით მარცხენა ნაწილს აწერია ”ავრორა” და მაღლა ”Ortus” (განთიადი). დასავლეთით, მარჯვენა მხარეს კი Occasus (მზის ჩასვლა) და Crepusculum (წყვდიადი).

ქორწილი

შიდა ძირითად დისკზე რომაული ოქროს ციფრებით აღნიშნულია 24 საათი და ისარი აჩვენებს ადგილობრივ პრაღის (ცენტრალური ევროპის) დროს. ცისფერ ფონზე ოქროს ოვალებით გამოყოფილია არათანაბარი 12 ნაწილი, რომლებიც ასახავენ დროს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. ეს ნაწილები დროთა განმავლობაში იცვლებიან წელიწადის დროების ცვლილებასთან ერთად.

ზოდიაქოს შავ მოძრავ რგოლზე ოქროსფერი სიმბოლოებით გამოსახულია ზოდიაქოს ნიშნები.

ძირითადი დისკის გარე შავ რგოლზე ოქროს ციფრები აჩვენებენ ძველ ჩეხურ დროს. ეს დრო აითვლება მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. რგოლი მოძრაობს წლის დროების ცვლილებასთან ერთდ და შესაბამისად ასახავს დროს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე.

ოქროს ხელის გამოსახულება რომაულ ციფრებზე აჩვენებს პრაღის დროს. ოქროს მზის მდებარეობა ოვალური ოქროს რკალებზე აჩვენებს არათანაბარ საათებს. ოქროს ხელი შავ გარე რგოლზე ასახულ ციფრებზე აჩვენებს ძველ ჩეხურ დროს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. და კიდევ, მზის მანძილი დისკის ცენტრამდე ასახავს მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს.

სტარომესტკა

მთვარეც მზის მსგავსად ასახავს მთვარის ფაზებს და გაცილებით სწრაფად მოძრაობს ვიდრე მზე.

გზად პრაღიდან ბერლინისკენ

პრაღიდან ბერლინამდე ავტობუსით დაახლოებით 5 საათის სავალი გზაა.

პრაღის ავტოსადგური

გზა პრაღის ავტოსადგურიდან იწყება, რომელიც საკმაოდ მომცრო და უბრალოა. E55-ის ავტომაგისტრალის ჩეხეთის მონაკვეთზე სხვადასხვა ტიპის ისტორიულ ძეგლებს მოვკარი თვალი და ავტობუსის სქელი ფანჯრის მიუხედავად მაინც გადავიღე.

კოშკი

Read more

პრაღის ”უჟასნი” ქუჩები

პრაღის ქუჩები ღამით განსაკუთრებული იდუმალებით მოცული ხდება…

ტურისტების საფრთხობელა

უჩინმაჩინი

თუმცა არც ისე საშიში Read more

პრაღის შემოგარენი – კონოპიშტე და კარლშტაინი

კონოპიშტე. სასახლე სავსეა იარაღითა და ნანადირევის ფიტულებით, რქებითა და ეშვებით. ნადირობის ჟინით შეპყრობილმა სასახლის პატორონმა პრინცმა ფრანც ფერდინანდმა, ვიდრე სარაევოში ტერიტორისტის ტყვია დაეწეოდა, 30 თასამდე სულიერის დახოცვა მოასწრო… Read more

ჩესკი კრუმლოვი

ამ ქალაქში ხეტიალისას თავი ნამდვილად ზღაპარში მეგონა. ძალიან ლამაზი და საინტერესოა, ამ ყველაფერზე უფრო კარგად ფოტოები მეტყველებს.  Read more