პოლონური ღვინის ტურიზმი

პოლონური ღვინის ტურიზმი

აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანო შენაო – იტყოდა კახელი კაცი. მართლაც, რამ მოიყვანა ვენახი პოლონეთის მთიან და ცივ მხარეში, იქ სადაც ძირითადად ქლიავის მოსავალი მოდის?

ვენახები პოლონეთში

სოფელ პოლომ მალიში, (Połom Mały) რომელიც მდებარეობს ივკოვას რაიონში, კრაკოვიდან კრინიცაში მიმავალი გზის შუაში,  ერთმა ახალგაზრდა კაცმა ოჯახის შექმნის შემდეგ ღვინის ტურიზმის განვითარება გადაწყვიტა. Read more

ვინექსპო 2016

WinExpo - 2016

ჩემს აპარტამენტში უცხოელ სტუმრებს ყოველთვის საჩუქრად გადავცემ ხოლმე ქართულ ღვინოს. შესაბამისად ღვინის საბითუმო მომწოდებელს დავეძებ. ღვინის იაფად შესაძენად სუპერმარკეტში ფასდაკლების აქციების ლოდინი არ ამართლებს. ჩემს მდგომარეობაშია აპარტამენტის ბევრი მფლობელი, ასევე ბევრი საოჯახო სასტუმრო…  Read more

ახალი ღვინის ფესტივალი 2016

14 მაისს, მთაწმინდის პარკში, ღვინის კლუბის ორგანიზებით უკვე მეშვიდედ ჩატარდა ახალი ღვინის ფესტივალი.

2015 წლის მოსავლის ღვინოები წარმოადგინეს მცირე-ოჯახურმა მარნებმა (102 მარანი) დ საშუალო და დიდმა მეღვინეობებმა (78 ღვინის კომპანია).

ახალი ღვინის ფესტივალზე ტრადიციულად ჩატარდა ქვევრის საზეიმო გახსნის ცერემონიალი. გათამაშდა საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები…

“მეიდან ბაზარი”

მეიდან ბაზარი

რამდენიმე წლის წინ თბილისის რეაბილიტაციის აქტიური ფაზის დროს, გორგასლის მოედნის ქვეშ, მიწისქვეშა გადასასვლელი გააკეთეს. არადა თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა იქაც კი არ არის მოდაში სადაც გადატვირთული მოძრაობაა. შესაბამისად გორგასლის მოედნის მიწისქვეშა უფუნქციოდ დარჩა და მალე ჩაიკეტა. ორი კვირის წინ აქედან ანტისანიტარიის საშინელი სუნი ამოდიოდა.

გვირაბი, მეიდან ბაზარი

ორი დღეა მიწისქვეშა გადასასველი “მეიდან ბაზრად” (კომპანიის აბრევიატურა ასეთია, წესით ეს ორი სიტყვა ერთად უნდა იყოს – მეიდანბაზარი) გამოცხადდა და იქ ძირითადად ტურისტული პროდუქციისთ ვაჭრობა დაიწყო.

ღვინის თაროები

მეიდანბაზარში ჩასვლისთანავე თვალში გეცემათ ღვინის სტენდების მრავალფეროვნება.

ჩურჩხელები

ჩურჩხელები 2-3 ლარად. აქვე შეიძლება ჭაჭის არყის დაგემოვნებაც.

ჭაჭა

ღვინის შეძენის მსურველებს კონსულტაციას უწევს აქაური პერსონალი.

კონსულტაცია

ღვინის გვერდით იყიდება ღვინის მისართმევად საჭირო ტრადიციული საშუალებები.

ყანწები

ყანწები და დოქები.

დოქები

გვირაბის სიღრმეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო სტენდიც არის, სადაც რუკებს და სხვა საინფორმაციო მასალებს უფასოდ არიგებენ.

მეიდან ბაზარი

აქვე უნდა შეიძლებოდეს ჩამოჯდომა და ღვინის, ჩურჩხელის ან ჭაჭის დაგემოვნება… ქართული ჩაიც არ აწყენდა ამ გარემოს, მაგრამ ვერსად ვიპოვე.

ვერცხლის ნაწარმი

გვირაბის სიღრმეში საიუველირო ნაწარმიცაა და სხვა ტურისტული სუვენირები.

სუვენირები

ფასებიც “ტურისტულია”, ანუ მაღალი, არარეალური.

20 ლარიანი ფინჯანი

ბუბა კიკაბიძეს მიმინოს ღიმილი რომ დაეპატენტებია ტურისტული პროდუქციის მწარმოებლებისგან მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებდა 🙂

ბუბა - "მიმინო"

გვირაბის მეორე ბოლო, შარდენის ქუჩაზე ამოსასვლელი, უფრო საგამოფენო დარბაზსს წააგავს.

მეიდან ბაზარი, შარდენის ქუჩა

ყვარელი და ღვინის ტურიზმი

ვენახები

კახეთში არამარტო ღვინის წარმოება ვითარდება, არამედ სულ უფრო ფეხს იკიდებს ღვინის ტურიზმი. ამ სფეროს პოტენციალის გასაცნობად USAID-ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივამ” 15-მდე ჟურნალისტი შეკრიბა და 18 ივნისს ყვარელში ჩაგვიყვანა.

ყვარელი, იუსტიციის სახლი

ყვარელში, კერძოდ კი “ყვარლის ედემში” ქართველი ჟურნალისტები შეუერთდნენ უკრაინელი კოლეგების დიდ ჯგუფს. უკრაინელები რამდენიმე დღე ეცნობოდნენ საქართველოს ღვინის ტურიზმს და მის შესახებ სატელევიზიო სიუჟეტებს და სხვა საინფორმაციო მასალებს ამზადებდნენ.

ქართველი და უკრაინელი ჟურნალისტების შეხვედრა

“ყვარლის ედემი”

ყვარლის ედემი

“ყვარლის ედემი” ეს არის სასტუმრო კომპლექსი, რომელიც ყვარლის ცენტრთან ახლოს, ულამაზეს ბუნებაშია გაშენებული. Read more

კაბადოკიური მევენახეობა-მეღვინეობა

კაბადოკიური ღვინო

კაბადოკიაში (კაპადოკიაში) ღვინის კულტია, მიუხედავად იმისა, რომ ღვინის სმის კულტურა თურქული ტრადიციებისგან შორს დგას.

ღვინის მაღაზია

ღვინის (შარაფის) მაღაზიებში ძირითადად თურქული წარმოების ღვინოებია, მაგრამ ადგილობრივი, კაბადოკიური ღვინის შეძენა არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა. ვეძებდი იმ დასახელების ღვინოს, რომელიც უკვე დავაგემოვნე ადგილობრივ რესტორნებში.

ღვინის მარანი კაბადოკიაში

ამ კაბადოკიელი ქალის ღვინის მაღაზიაში 20 ლირად (დაახლოებით 17 ლარი) შევიძინე წითელი ღვინო “უჩისარი”. მშრალი ღვინოა, ოდნავ წააგავს საფერავს. გაცილებით ნაკლებად მომეწონა “ტურასანის’ მარკის ღვინოები. მაგალითად ნახევრადმშრალი წითელი თავიდან კი ბროწეულის არომატს ქმნიდა, მაგრამ მოგვიანებით ჭაჭისა და წიპწების გემოს ტოვებდა. Read more

კაბადოკია

კაბადოკია

კაბადოკიის ერთ-ერთი ქალაქი – გორემე  Read more

ღვინის გზა ალავერდისკენ მიდის

USAID-ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” ორგანიზებით 20-მდე ჟურნალისტთან ერთად, უამინდობის მიუხედავად, კახეთისკენ მიმავალ ღვინის გზას დავადექი.

გზად ამ მხარეში “პოპულარულ” ავტომობილს რამდენჯერმე გადავაწყდი. საბჭოური “ჟიგული ვაზ 2106” ჩვენებურად “ნოლშესტი” სახედარივით გამძლეა და ამდენად სასურველი ავტო კახეთის სოფლებში.

გზის პირას ამ “ნოლშესტის” გვერდით სამწვადე მასალა და გოგრა იყიდება. ჩალით დახურულ ბუნგალოს ტიპის კონსტრუქციას, საბჭოთა მაღაზიების განუყოფელი ატრიბუტი, მაცივარი ამშვენებს.

ტრანსპორტის მოსაცდელითაც კი შეიძლება მიხვდე, რომ ღვინის სამშობლოში ხარ. მოსაცდელის შენობა ძალიან ჰგავს მარანს.

Read more

შუხმანის სამოთხე

შუხმანის სამოთხე

2008 წლის 11 აგვისტოს, როდესაც რუსეთის ჯარი თბილისისკენ მიიწევდა, გერმანელმა კაცმა ბურკჰარდ შუხმანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოში დაახლოებით 7 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებდა.

წინანდლის მეზობლად, სოფელ კისისხევში, აგებული ეს შენობა იტევს ღვინის ქარხანას, მარანს, ღვინის მიწისქვეშა საცავს, რესტორანს და სასტუმროს.

მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებასთან ერთად, შუხმანის სტრატეგიის ნაწილია ღვინის ტურიზმი. ღვინის ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად USAID-ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” ორგანიზებით “შუხმან ვაინს ჯორჯიას” 20-მდე ჟურნალისტთან ერთდ ვესტუმრე. ტური ღვინის თანამედროვე წარმოების გაცნობით დაიწყო.

თანამედროვე ტექნიკით ღვინის დაყენება ევროპული ტექნოლოგიის მიხედვით ხდება. ამავე ეზოშია და ერთიანი კომპლექსის ნაწილად იქცა მარანი, რომლის შეძენითაც დაიწყო შუხმანის ღვინის ბიზნესი.

ამ ქვევრებში “ქვევრის ღვინოს” აყენებენ, რომელზეც დიდი მოთხოვნაა, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. აქვე დავამატებ, რომ ქვევრში ღვინოს 6 თვეზე მეტხანს არ აჩერებენ და მისი დაძველება ბოთლებში ხდება. ეს წესი მხოლოდ თეთრ ღვინოს შეეხება.

ცარიელი ქვევრები ღია მდგომარეობაშია და წლის მანძილზე რამდენჯერმე რეცხავენ. მარნიდან ღვინის სარდაფში ჩავდივართ, სადაც მზადდება შუშხუნა ღვინო, ისე როგორც საფრანგეთში “შამპანური”.

შუხმანის ღვინის კომპანიის მეღვინე და მენეჯერი როლანდ ბურდიაშვილი ჟურნალისტებს შამპანურის ბუნებრივად მიღების ტექნოლოგიას აჩვენებს.

როლანდ ბურდიაშვილმა მეღვინის განათლება გერმანიაში მიიღო და სწორედ იქ გაიცნო ბურკჰარდ შუხმანი.

აქვეა მიწისქვეშა ღვინის საცავი, რომელშიც ღვინის შესანახად საჭირო ტემპერატურული რეჟიმი ბუნებრივად ყალიბდება – ზამთარში +15 გრადუსი, ზაფხულში +17.

შემდეგ გადავდივართ შესაფუთ საამქროში, სადაც ბოთლებზე სხვადასხვა ქვეყნის მოთხოვნების შესაბამისი ეტიკეტის დაწებება და შეფუთვა ხდება.

დგება ყველაზე საინტერესო მომენტი – დეგუსტაცია 🙂

დეგუსტაციის წესებს როლანდ ბურდიაშვილი განმარტავს – ჯერ ცხვირთან ახლოს მიიტანეთ, შეისუნთქეთ და შემდეგ გასინჯეთ, დაიმახსოვრეთ არომატი; მეორე ჯერზე ღვინო ჭიქაში დაატრიალეთ და დააგემოვნეთ, უსათუოდ იგრძნობთ განსხვავებას და ესეც დაიმახსოვრეთ; მესამედ ღვინო ისევ შეანჯღრიეთ და შეისუნთქეთ, მხოლოდ ამის შემდეგ გასინჯეთ და ღვინით სრულად ისიამოვნებთ.

თავდაპირველად, მშრალი, ევროპული ყაიდით დამზადებული თეთრი ღვინო დავაგემოვნე, ძალიან მომეწონა 🙂 შემდეგ ქვევრის თეთრი ღვინო გავსინჯე. უგემრიელესი იყო. ცნობიერებაში ამოტივტივდა ბავშვობაში განცდილი, პაპაჩემის ხის მარანის სუნელი.

საფერავი განუმეორებელია 🙂 რომლის შემდეგაც ნახევრადტკბილი ქინძმარაული გავსინჯეთ და აღფრთოვანებული გოგონების რეაქციამაც არ დააყოვნა… 🙂

და ბოლოს ევროპული ლაზათით გაშლილ ქართულ სუფრასთან მიგვიპატიჟეს. ყველა კერძს პროფესიონალი მზარეულის ხელი ეტყობოდა. სუფრაზე ყველაფერი ზომიერად, “სართულების” გარეშე იყო მოწოდებული. მომსახურე პერსონალს კი თავაზიანობა და პროფესიონალიზმი არ აკლდა. სამწუხაროდ სასტუმრო ვერ დავათვალიერე, რვავე ნომერი დაკავებული აღმოჩნდა.

ეს გერმანული ხარისხის მომსახურება საქართველოში, იაფი სიამოვნება არ არის, მაგრამ ძალიან კარგი ვარიანტია უცხოელი სტუმრების გასაოცებლად. სასტუმროსა და ღვინის ტურის დასაჯავშნად ეწვიეთ საიტს: www.hotelscombined.com

წინანდალი და პოლონური თაფლის ღვინო

წინანდალში, 2010 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში გომბორის ახალი გზით წავედი და თანამგზავრებთან ერთად ულამაზესი ხედებით დავტკბი.

გომბორის გზაზე

აქ გვიანი შემოდგომაც მშვენიერია

ალექსანდრე ჭავჭავაძის მამული – აზიურ-ევროპული მიქსი

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

ჭავჭავაძეების ეზო-პარკი

წინანდლის ცნობილი მარანი უნიკალურ ღვინოებს ინახავს.

ამ საუკუნოვან ღვინოებში უძველესი პოლონური თაფლის ღვინო აღმოვაჩინე, 1814 წელსაა ჩამოსხმული.

მეც მივბაძე ჭავჭავაძეებს და პოლონეთიდან ორი ბოთლიო თაფლის ღვინო ჩამოვიტანე 🙂

შუა ნოემბერია

რესტორანი გომბორის გზაზე