ქუჩის რეკონსტრუქციის ინსტრუქცია

ქუჩის რეკონსტრუქციის ინსტრუქცია

აღმაშენებლის გამზირის შემდეგ თბილისში დიდი ქუჩის – გამზირის რეკონსტრუქცია აღარ განხორციელებულა. იმედია, მომავალში ქუჩების განახლების აუცილებელი პროცესი ისევ გაგრძელდება. როგორი უნდა იყოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი გამზირი?

მაგალითი პრაღიდან. აქ ქალაქის ხელისუფლეამ 2018 წლამდე “ვინოჰრადსკას” (ვენახების) ქუჩის რეკონსტრუქცია გადაწყვიტა. Read more

მიმართულების მაჩვენებლები

კარგია, როდესაც რაღაც კეთდება, კიდევ უფრო კარგია როდესაც კარგად კეთდება. ამ დღეებში თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მიმართულების ახალი მაჩვენებლები შევამჩნიე.

მიმართულების მაჩვენებლები

აშკარად აკლია ვიზუალური და პრაქტიკული დიზაინი. ქალაქის დიზაინში, ისევე როგორც ყველა სხვა დიზაინში, დიდი მნიშვნელობა აქვს შრიფტს. ამ შემთხვევაში მოიკოჭლებს, როგორც შრიფტი, ასევე მიმართულების მაჩვენებელი დაფის დიზაინიც. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ვიღაცამ “ჟეშტის” ნაჭერზე წარწერა გააკეთა და რკინის ბოძზე მიაჭედა, თანაც ისე, რომ არ უფიქრია ერთი დაფა მეორეს ხომ არ ფარავს, იკითხება თუ არა წარწერა?

მიმართულების მაჩვენებლები თელავში

გაცილებით უკეთესი მიმართულების მაჩვენებლები აღმოვაჩინე თელავის რეკონსტრუირებულ ცენტრში.

სიღნაღის ქუჩა

ასევე, მშვენიერია, ცოტა დიდი ზომისაც კი არის, მიმართულების საინფორმაციო დაფები სიღნაღში.

mimartulebis machvenebeli

თბილისში კი ძველი უბნის არქიტექტურასთან შეუსაბამო მაჩვნებლების დაფები საგზაო მოძრაობის ნიშნებს ფარავს.

ანალოგიური მაჩვენებლები პრაღის ქუჩებიდან.

პრაღა

ასეთი სტილიზებული მაჩვენებლებით ბევრი ქალაქის ისტორიული ცენტრი ვერ დაიკვეხნის.

პრაღა

პრაღის ნაკლებად ისტორიულ უბანში, ჟიჟკოვის ტელეანძასთან, აი ასეთი ფუნქციური მიმართულების მაჩვენებლებია.

ფუნქციური მაჩვენებლები

ბოძი იმდაგავარად არის მოწყობილი (მას აქვს სპეციალური ჭრილები, არხები), რომ მასზე ყველა მიმართულების მაჩვენებლის დამაგრება მოხერხდება.

ხის მაჩვენებლები

პრაღის პარკებში კი ასეთი მაჩვენებლებიც შეგხვდებათ. თბილისის პარკებში მაჩვენებლების ბოძი მხოლოდ მთაწმინდაზე შევამჩნიე, შრიფტი ასკარად მოიკოჭლებს.

მთაწმინდის პარკში

ჟენეველები – ლამაზი ხალხი

IMG_2950

ჟენევაში გადაღებული ფოტოების გადათვალიერებისას შევამჩნიე, რომ ამ ულამაზეს ქალაქს კიდევ უფრო ალამაზებენ მისი მოქალაქენი.

IMG_3136

ბიბლიოთეკარი და მკითხველები

IMG_3135

ახალგაზრდა ვატმანები. Read more

რუსთავის ქუჩები

რუსთავის ქუჩები

რუსთავი აქედან იწყება და ჟიული შარტავას გამზირს ქალაქის ცენტრისკენ მივყავართ. Read more

კიევის სტუმართმოყვარეობა

კიევის სტუმართმოყვარეობა

“აეროსვიტის” თვითმფრინავმა დააგვიანა და ამიტომ კიევში საღამოს ნაცლად ღამე ჩავედი. ამას ხელი შეუწყო ბორისპოლის აეროპორტში თვითმფრინავიდან გაჭიანურებულმა ჩამოსვლამ და სასაზღვრო კონტროლთან უსაშველო რიგმა. როგორც ყოველთვის რიგს, ბარიერების მიუხედავად, “მოძმე” კავკასიური რესპუბლიკების შვილები “ნაგლად” ან ეშმაკურად არღვევდნენ. სასაზღვრო კონტროლის შემდეგ, პოლიციის კონტროლი მოუწყვიათ, შარშან არ იყო. პოლიციამ სად მიდიხართო, ფული რამდენი გაქვთო, საჩუქრები თუ მიგაქვთო და რომ გაიგო “გრუზინები” ვიყავით ბარგის შემოწმება გადაიფიქრა და გასასვლელი მიგვასწავლა. Read more