ქუთაისი პარიზი (ბოვე)

ქუთაისი პარიზი (ბოვე)

2018 წლის 17 მაისიდან პარიზში მოგზაურობის მსურველებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ქუთაისიდან გაფრინდნენ. ამაში მათ Wizz Air-ის იაფფასიანი ავიაბილეთები დაეხმარება. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე ისინი იყენებენ მცირე ზომის აეროპორტებს, რომელთა ნაწილი დანიშნულების ადგილიდან მოშორებით მდებარეობს. ამ შემთხვევაშიც ასეა, ქუთაისიდან პარიზში ჩაფრენის მსურველი თავდაპირველად Beauvais (ბოვეს) აეროპორტში მოხვდება. Read more

გზა პრაღამდე და უკან

გზა პრაღამდე და უკან

ორწლიანი პაუზის შემდეგ პრაღაში გასეირნება გადავწყვიტე. ამის მიზეზი მონატრებასთან ერთად “ვიზეარის” იაფი ბილეთების თარიღები იყო, რომლებიც კრაკოვში ევროპის ადგილობრივი მთავრობების კონგრესში მონაწილეობისთვის 3-4 თვით ადრე შევიძინე. თავდაპირველად, კონფერენციის დასრულების შემდეგ მორჩენილ დღეებში ლვოვში კიდევ ერთხელ მოგზაურობას ვფიქრობდი, მაგრამ ადრეგაზაფხულის არასტაბილურმა ამინდმა შემაშინა, რაც ლვოვში ხეტიალის საშუალებას არ მოგვცემდა და პრაღაში კვლავ ნაცნობი და მონატრებული გარემოს მონახულება ვარჩიეთ.

თავიდანვე აღვნიშნავ, თითქმის ყველა ბილეთი შეძენილია წინასწარ და ძალიან დაბალ ფასად. Read more

Wizz Air: ქუთაისი – ლონდონი

Wizz Air: ქუთაისი – ლონდონი

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი „აირბას A320“ და 230 ადგილიანი„ აირბას A321“ ტიპის საჰაერო ხომალდებით.

მგზავრებს 16 თებერვლიდან ავიაბილეთების შეძენის საშუალება ექნებათ ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99* ლარი/£ 34.99*-დან. Read more

როგორ გავფრინდეთ ევროპაში ყველაზე იაფად

როგორ გავფრინდეთ ევროპაში ყველაზე იაფად

“ვიზეარის” დაბალფასიანი ავიაფრენების შესახებ დაწერილი პოსტების კომენტარებში ბევრი მეკითხება, არის თუ არა მსგავსი იაფი ავიარეისები ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით, განსაკუთრებით კი ესპანეთით ინტერესდებიან. ბევრს სამუშაოდ წასული ახლობლების მონახულება სურს, ბევრიც პირიქით მონატრებული სამშობლოს მონახულებაზე ოცნებობს. Read more

როგორ მოვხვდი სანტორინიზე

როგორ მოვხვდი სანტორინიზე

დიდი ხანია მცირე ბიუჯეტით მოგზაურობის შესაძლებლობა ვირწმუნე, მაგრამ კაპიკებად თუ სანტორინიზე მოხვედრას შევძლებდი არ მეგონა. Read more

10 ევროდ ქუთაისიდან ევროპაში

10 ევროდ ქუთაისიდან ევროპაში

ავიაკომპანია Wizzair-მა, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკკომპანიაა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბაზის გახსნა აღნიშნა.

wizzair georgia

“ვიზეარმა” ქუთაისში მოახდინა თავისი ერთ-ერთი ახალი ავიახომალდის Airbus A320-ის ბაზირება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ხომალდი მოემსახურება დამატებით 7 ახალ დაბალტარიფიან მიმართულებას: ბერლინი, დორტმუნდი და მიუნხენი (მემინგენი) გერმანიაში, ლარნაკა კვიპროსზე, მილანი იტალიაში, სოფია ბულგარეთში და სალონიკი საბერძნეთში. ახალი ავიამიმართულებების ჩათვლით, “ვიზეარი” თავის მომხმარებელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახლა უკვე 11 მიმართულებას სთავაზობს. ეს საშუალებას აძლევს ქართველ მომხმარებელს მთელს ევროპაში, 70-ზე მეტი მიმართულებით იმოგზაურონ “ვიზეარის” ყველაზე დაბალი ფასებით. Read more

რამდენად იოლია ქუთაისიდან ფრენა

რამდენად იოლია ქუთაისიდან ფრენა

ცნობილია, რომ ევროპაში მოგზაურობა ძალიან იაფია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თუ როგორ უნდა შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები, იაფი სასტუმროები და აპარტამენტები, ამის შესახებ გაეცანით წინა პოსტებს. ხოლო, თავად ქუთაისიდან ევროპაში მგზავრობის პროცესი თავისი სირთულეებითა და თავისებურებებით შეგიძლიათ იხილოთ ამ ვიდეოში. მგზავრობა იწყება თბილისიდან ავტომობილით, გრძელდება ქუთაისიდან თვითმფრინავით კატოვიცემდე და შემდეგ მიკროავტობუსით კრაკოვამდე.

მცირებიუჯეტიანი მოგზაურობის მოსაწყობად იაფფასიანი სასტუმროს შერჩევაც დაგჭირდებათ. ეძებეთ არა ბუკინგკომზე, ან სხვა რაიმე მსგავს საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე. თუ უცხოეთში დაბინავების კიდევ უფრო იაფი ვარიანტი გინდათ, მაშინ აპარტამენტები გადაათვალიერეთ. ესაა ჩვეულებრივი ბინა, ან ოთახი ბინაში, რომელსაც თან ახლავს სასტუმროსათვის დამახასიათებელი მომსახურება. თუ ამ ბმულიდან დაჯავშნით ბინას თქვენ მიიღებთ 20 დოლარის კრედიტს Airbnb-ზე.

სად “გვატყუებს” WizzAir-ი

სად “გვატყუებს” WizzAir-ი

“ვიზეარმა” ქუთაისიდან 7 ახალი მიმართულებით: ბერლინი, მიუნხენი (მემინგემი), დორტმუნდი, მილანი, თესალონიკი, ლარნაკა და სოფია – 30-40 ევროდ ფრენების დაწყების შესახებ გამოაცხადა. ეს ინფორმაცია უმალვე აიტაცა სრულიად ინტერნეტმა და უამრავი ტყუილ-მართალიც დაიწერა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ “ვიზეარის” მიერ გამოცხადებული ფასები სარეკლამო “ტრიუკია”, ზოგი ირწმუნება ეგეთი იაფი ბილეთი 2-3 ცალია და დანარჩენი უძვირესიო, ზოგიც კი ამტკიცებს ბილეთები ბარგის და საკვების დამატების შემდეგ ძვირდებაო… რა ასაზრდოვებს ამ ეჭვებს და პესიმიზმს, ანუ სად გვატყუებს “ვიზეარი”? Read more

როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში იაფად?

ბუდაპეშტი

ბუდაპეშტში ბიუჯეტურზე ბიუჯეტური ტურით მივემგზავრები. მოკლედ იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება 150-200 ევროდ მოინახულო ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. Read more

დავით აღმაშენებლის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ყველა რეკორდი მოხსნა. ჯერ მგზავრთა რაოდენობის რეკორდებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ არც ეს არის შორს. 2010 წლიდან 2015 წლის ჩათვლით მგზავრების რაოდენობა დაახლოებით 2400%-ით გაიზარდა.

ქუთაისის აეროპორტი

თუმცა, დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის რეკორდი ძირითადად მის აღიარებას უკავშირდება გამორჩეული არქიტექტურისა და დიზაინის გამო. ერთი თვის წინ აშშ-ს გამოცემა “არქიტექტურულმა დაიჯესტმა” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საოცარი დიზაინის ხუთ ახალ აეროპორტთა შორის დაასახელა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჰოლანდიური კომპანია UNstudio-ს მიერ დაპროექტებული ტერმინალი მგზავრთა სწრაფად მზარდი რაოდენობით გამოირჩევა. Read more

მოგზაურობა კაპიკებად

წლებია იაფი მოგზაურობის საიდუმლოს ვეზიარე, მაგრამ არასდროს ყოფილა მოგზაურობა ისე იაფი როგორც ახლა. ამის მიზეზი კი არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir.  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის ქალაქებში გადაფრენა ხშირ შემთხვევაში იგივე ჯდება რაც თბილისიდან ბათუმში ავტომობილით ჩასვლა. მტკიცებულებად ეს სკრინშოტი გამოდგება.

wizzair

ქუთაისიდან კატოვიცეში (პოლონეთი) გადაფრენა 40 ევრო ღირს, ხოლო უკან დაბრუნება 30 ევრო. თუ ავიაკომპანიის კლუბშიც გაწევრიანდებით, რაც 30 ევრო ღირს, უფრო იაფად ფრენასაც შეძლებთ. ამ სურათზე ჩანს, რომ კლუბის წევრი კატოვიცეში 30 ევროდ ჩაფრინდება, ხოლო უკან 20 ევროდ დაბრუნდება. საერთო ჯამში მგზავრობა სულ რაღაც 50 ევრო დაჯდება. მეც სწორედ ეს ბილეთი შევიძინე და კატოვიცეს გავლით კრაკოვში, პოლონეთის სამეფო დედაქალაქში ჩასვლა გადავწყვიტე. კატოვიცეს აეროპორტიდან კრაკოვამდე 10-12 ევროიანი მიკროავტობუსით 1:30 საათის გზაა. Read more

ბაგრატის ტაძარმა თანამედროვე რესტავრაციის საუკეთესო ნიმუშის ნომინაციაში გაიმარჯვა

ბაგრატის ტაძრის ინტერიერი

“დომუსის რესტავრაცია და კონსერვაციის” მესამე საერთაშორისო კონკურსში”ბაგრატის ტაძარმა” თანამედროვე რესტავრაციის საუკეთესო ნიმუშის ნომინაციაში გაიმარჯვა. კონკურსის ჟიური აღნიშნავს, რომ არქიტექტურული და გამომსახველობის ურთიერთშერწყმის საყურადღებო მაგალითს წარმოადგენს ანდრეა ბრუნოს მიერ განხორციელებული ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები საქართველოში. წყარო: www.admnetwork.it

დაჯილდოების ცერემონიალი 2013 წლის 20 მარტს, ქალაქ ფერარაში, პალაცო ტასონიში გაიმართება.

ბაგრატის ტაძარი

“ბაგრატის ტაძრის ანდრეა ბრუნოსეული სარეინტეგრაციო პროექტი ტაძრისა, რომელიც გახლავთ მეთერთმეტე საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი, გახლავთ არქიტექტორის უზადო ძალისხმევის მაგალითი. ამ პროექტში კარგად გამოიკვეთა “ახლისა” და “ძველის” შერწყმა, ისე რომ შესაძლებელი გახდა ტაძრის პირვანდელი სახის უნიკალური აღქმა. აღნიშნული პროექტი არის უკვე დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოების გაგრძელება, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მანამდე ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების მეთოდოლოგია. ტაძრის პირვანდელ სახეს ფონად გასდევს თანამედროვე და ხაზგასმულად განსხვავებული მასალა, როგორიცაა თანამედროვე ანტრესოლი სადაც დაცული გახლდათ საწყისი პერიმეტრი. ასეთი სახის მიდგომა გამოკვეთს ტაძრის პირველწყაროს და სრულად აღადგენს მის მოცულობას”, – ნათქვამია ჟიურის შფასებაში.

მსგავსი პოსტები:

ქუთაისი

“უცნაური ამბავი დამემართა: უამრავი უცხო ქვეყანა დავიარე და ჩვენი მეორე დედაქალაქი ქუთაისი კი თითქმის პირველად ვნახე. შარშანწინდელ პირველ მგზავრობას არ ვანგარიშობ, რადგან მხოლოდ 2 დღეს დავრჩი. მისი მდებარეობა და საერთო იერი მომხიბვლელია. ამგვარი ლამაზი, საქალაქო პეიზაჟი არსად მინახავს. ცოდვაა, რომ ქუთაისის რაიონს ესოდენ უვარგისი გზები ჰქონდეს, ხოლო ქალაქს კანალიზაცია და ტრამვაი არ გააჩნდეს… სახარბიელო და ღირსეული მომავალი ელის ქუთაისს.”

მიხეილ ჯავახიშვილი – 1932 წ, 16 ივლისი.

ქუთაისის ცენტრი, ახალი შადრევანი და ძველი, ცნობილი თეატრი.

ცენტრალური მოედანი, რეკონსტრუქციის შემდეგ.

ცენტრის მიმდებარე ქუჩა

ქუთაისი

ბაგრატის ტაძარის რეკონსტრუქცია დასრულების სტადიაზეა. 2012 წლის ზაფხული.

ქუთაისური კოლორიტი სუპერმარკეტებსაც შეეხება.

რიონის პირას

kutaisi-1

საბაგირო გზა რიონის მარცხენა სანაპიროს აკავშირებს მდინარის მარჯვენა მხარეს მდებარე გორაკთან, რომელზეც გაშენებულ უბანს “გორას” ეძახიან.

საბაგირო გზა

ქუთაისის ცნობილი ღირშესანიშნაობა “თეთრი ხიდი”. ფოტოს ავტორი მზია საგანელიძე.

თეთრი ხიდი

ბაგრატის ტაძრის ავთენტობის ამბავი

ბაგრატის ტაძრის ავთენტობის პრობლემა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. როგორი იყო ტაძრის ნანგრევები, როგორი ფორმით მიიღო მან ”იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის” სტატუსი და როგორია ახლა?

ბაგრატის ტაძრის ნანგრევები 1950-იანი წლები

ბაგრატის ტაძრის ნანგრევები 1950-იანი წლები. ფოტოები საიტიდან: ვიტრაჟი

ბაგრატის ტაძრის ნანგრევები 1950-იანი წლები

ამ ნანგრევების რეკონსტრუქცია საბჭოთა-კომუნისტურ საქართველოში განხორციელდა და ტაძარმა შემდეგი სახე მიიღო.

ბაგრატის ტაძარი 1994 წ.

სწორედ ამ ფორმის ნანგრევები მიიჩნია ”იუნესკომ” კულტურულ მემკვიდრეობად 1994 წელს და მისი ავთენტობა კითხვის ქვეშ არ დაუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის რეკონსტრუქცია უკვე განხორციელებული იყო. ეს შესამჩნევია 1950 და 1994 წლის ფოტოების შედარების გარეშეც. Read more

ქუთაისის ფაბრიკა

სანამ ”საშოპინგოდ” თურქეთში წახვალთ, გირჩევთ ქუთაისში შეიარეთ და ფაბრიკა ”იმერის” მაღაზია დაათვალიერეთ 🙂

”იმერის” მაღაზია

ფაბრიკის მაღაზია თანამედროვე დიზაინით და კომფორტით არა, მაგრამ პროდუქციის ხარისხითა და სიიაფით ნამდვილად გამოირჩევა.

პალტოები

2012 წლის ზაფხულში USAID-ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” ორგანიზებით ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკას ”იმერს” 20-მდე ჟურნალისტთან ერთდ ვესტუმრე. კოლეგებს ისე მოეწონათ ქუთაისური პროდუქცია, რომ ზამთრის ტანისამოსიც კი მოიზომეს და შეიძინეს.

პალტო ზაფხულში

ზამთრის ტანისამოსით გოგონებიც დაინტერესდნენ.

ქალის პალტო

ბიჭები კიდევ გოგონების ტანსაცმლით…

ვაჭრობა

ამ მაღაზიაში პროდუქცია ე.წ. ფაბრიკის ფასად იყიდება. ტანსაცმლის დიზაინი თანამედროვეა, ზოგიერთი კი ავთო ცქვიტინიძის ნამუშევარია. სწორედ ამ ფაბრიკასთან თანამშრომლობით დაიწყო დიზაინერ ავთანდილის კარიერა.

იაფფასიანი პიჯაკი

ქალის ზუსტად ასეთი პიჯაკი სტამბოლის სიიაფით ცნობილ მაღაზიებში, იქ სადაც ხშირად დადიან საქართველოს ვაჭრების უმრავლესობა, თითქმის სამჯერ ძვირი ღირდა.

ფაბრიკა

სააქციო საზოგადოება ”იმერმა”, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში აშენდა, საბჭოთა კავშირის ნგრევისა და საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი ათწლეულის რთულ პერიოდს დიდი ძალისხმევის შედეგად გაუძლო.

ფაბრიკა ”იმერი”

”იმერმა”, ძველი საწარმოო რესურსების მეშვეობით, ინვესტიციების გარეშე შეძლო უცხოური კომპანიის ყურადღების დამსახურება ჯერ კიდევ 1995 წელს. ეს ის პერიოდია, როდესაც სამკერვალო საწარმოებმა ევროპიდან აზიისკენ გადასვლა იწყეს. ფაბრიკის ხელმძღვანელი მაია სიმონიძე იხსენებს, თუ რა რთულად დაიწყო გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობა:

მაია სიმონიძე

”მაშინ გერმანელი ქალიც მოგვივლინეს ტექნოლოგად. დიდი უსიამოვნებები გვქონდა ამ ქალთან, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ იმ ქალმა მუშაობა გვასწავლა, მაგრამ ჩვენ არ მოგვწონდა. ის რომ ითხოვდა, გაგიჟებული ვიყავით, გვეჩხუბებოდა, კიოდა, მუშებსაც ეჩხუბებოდა… ჩვენ, ქართველებს, მაგის სასწავლებელი რა გვჭირს – ინსტიტუტი გვაქვს დამთავრებული, ასპირანტურა გვაქვს დამთავრებული, ხარისხები გვაქვს დაცული, ამ ქალმა რა უნდა გვასწავლოს…

ფაბრიკის მუშა

– თურმე ამ ქალს ინსტიტუტიც არ ჰქონია დამთავრებული… -ჰოდა, ამის სასწავლებელი რა გვაქვს!.. მაგრამ… რაღაც ტვინში შეიცვალა -მუშაშიც, ინჟინერშიც, ტექნოლოგშიც, ჩემშიც, ყველაში რაღაცნაირად გარდატეხა მოხდა და ორ წელიწადში შევძელით ის, რომ პროდუქციას ვუშვებდით ნორმალურს.”

ქუთაისის ფაბრიკა

​​ახლა ფაბრიკას, რომელსაც მაია სიმონიძე ხელმძღვანელობს, ძირითადი უცხოური დამკვეთის გარდა, ადგილობრივებიც აკითხავენ. შედეგად, ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ტანისამოსის გამოშვება ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2012 წელს 400 ათასი ლარის პროდუქციის გამოშვებას გეგმავდნენ, მაშინ როდესაც 2011 წელს ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქციის ღირებულება 300 ათასს არ აღემატებოდა.

ფაბრიკა

ფაბრიკის პერსონალის საშუალო ხელფასი 350 ლარს შეადგენს. დაახლოებით ამდენივეა ქუთაისში ბანკების ოპერატორთა ხელფასებიც.