ყვარელი და ღვინის ტურიზმი

ვენახები

კახეთში არამარტო ღვინის წარმოება ვითარდება, არამედ სულ უფრო ფეხს იკიდებს ღვინის ტურიზმი. ამ სფეროს პოტენციალის გასაცნობად USAID-ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივამ” 15-მდე ჟურნალისტი შეკრიბა და 18 ივნისს ყვარელში ჩაგვიყვანა.

ყვარელი, იუსტიციის სახლი

ყვარელში, კერძოდ კი “ყვარლის ედემში” ქართველი ჟურნალისტები შეუერთდნენ უკრაინელი კოლეგების დიდ ჯგუფს. უკრაინელები რამდენიმე დღე ეცნობოდნენ საქართველოს ღვინის ტურიზმს და მის შესახებ სატელევიზიო სიუჟეტებს და სხვა საინფორმაციო მასალებს ამზადებდნენ.

ქართველი და უკრაინელი ჟურნალისტების შეხვედრა

“ყვარლის ედემი”

ყვარლის ედემი

“ყვარლის ედემი” ეს არის სასტუმრო კომპლექსი, რომელიც ყვარლის ცენტრთან ახლოს, ულამაზეს ბუნებაშია გაშენებული. Read more

კაბადოკიური კერამიკა

კაბადოკიური კერამიკა

კაბადოკიურ კერამიკასთან ნაცნობობა სასტუმროს ეზოდან დაიწყო, სადაც თიხის სხვადასხვა სახის ჭურჭელი გაზონზე იყო მიმოფანტული.  Read more

კაბადოკიური მევენახეობა-მეღვინეობა

კაბადოკიური ღვინო

კაბადოკიაში (კაპადოკიაში) ღვინის კულტია, მიუხედავად იმისა, რომ ღვინის სმის კულტურა თურქული ტრადიციებისგან შორს დგას.

ღვინის მაღაზია

ღვინის (შარაფის) მაღაზიებში ძირითადად თურქული წარმოების ღვინოებია, მაგრამ ადგილობრივი, კაბადოკიური ღვინის შეძენა არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა. ვეძებდი იმ დასახელების ღვინოს, რომელიც უკვე დავაგემოვნე ადგილობრივ რესტორნებში.

ღვინის მარანი კაბადოკიაში

ამ კაბადოკიელი ქალის ღვინის მაღაზიაში 20 ლირად (დაახლოებით 17 ლარი) შევიძინე წითელი ღვინო “უჩისარი”. მშრალი ღვინოა, ოდნავ წააგავს საფერავს. გაცილებით ნაკლებად მომეწონა “ტურასანის’ მარკის ღვინოები. მაგალითად ნახევრადმშრალი წითელი თავიდან კი ბროწეულის არომატს ქმნიდა, მაგრამ მოგვიანებით ჭაჭისა და წიპწების გემოს ტოვებდა. Read more

კაბადოკია

კაბადოკია

კაბადოკიის ერთ-ერთი ქალაქი – გორემე  Read more

აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში

აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში

მოხიბლული ვარ ბათუმით, მაგრამ კლიმატი კაიფს ტეხავს. აჭარის და მთლიანად საქართველოს შავი ზღვისპირეთის სხვა ადგილებში კლიმატს კიდევ ემატება გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მომსახურების დაბალი დონე და სიძვირე. Read more

შროშის თიხა

შროშის თიხამ მეორე სიცოცხლე მას შემდეგ დაიბრუნა, რაც საქართველოში ტურისტების რაოდენობამ იმატა. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ თუ პირიქით მძრავი ტურისტები შროშის თიხის ნაკეთობებს ეტანებიან.

საბჭოთა პერიოდიდან ცნობილი ეს სავაჭრო წერტილი შროშაში ერთადერთი აღარ არის. ორიოდე წლის წინ ხელისუფლებამ რამდენიმე ადგილზე სავაჭრო დახლები ააგო.

კონკურენციაც გაიზარდა და პროდუქციაც მრავალფეროვანი გახდა.

ტრადიციული თიხის ნაწარმიც გაფერადდა.

თიხას ხის ნაწარმიც შეემატა

დოლები და კალათები

შროშის ქვევრები და თონეები

შროშის ქვევრები და თონეები

ასეთ ახალ სავაჭრო დახლებს შროშამდე და შროშის შემდეგ რამდენიმე ადგილზე შეხვდებით.

რუკა Read more

ღვინის გზა ალავერდისკენ მიდის

USAID-ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” ორგანიზებით 20-მდე ჟურნალისტთან ერთად, უამინდობის მიუხედავად, კახეთისკენ მიმავალ ღვინის გზას დავადექი.

გზად ამ მხარეში “პოპულარულ” ავტომობილს რამდენჯერმე გადავაწყდი. საბჭოური “ჟიგული ვაზ 2106” ჩვენებურად “ნოლშესტი” სახედარივით გამძლეა და ამდენად სასურველი ავტო კახეთის სოფლებში.

გზის პირას ამ “ნოლშესტის” გვერდით სამწვადე მასალა და გოგრა იყიდება. ჩალით დახურულ ბუნგალოს ტიპის კონსტრუქციას, საბჭოთა მაღაზიების განუყოფელი ატრიბუტი, მაცივარი ამშვენებს.

ტრანსპორტის მოსაცდელითაც კი შეიძლება მიხვდე, რომ ღვინის სამშობლოში ხარ. მოსაცდელის შენობა ძალიან ჰგავს მარანს.

Read more

შუხმანის სამოთხე

შუხმანის სამოთხე

2008 წლის 11 აგვისტოს, როდესაც რუსეთის ჯარი თბილისისკენ მიიწევდა, გერმანელმა კაცმა ბურკჰარდ შუხმანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოში დაახლოებით 7 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებდა.

წინანდლის მეზობლად, სოფელ კისისხევში, აგებული ეს შენობა იტევს ღვინის ქარხანას, მარანს, ღვინის მიწისქვეშა საცავს, რესტორანს და სასტუმროს.

მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებასთან ერთად, შუხმანის სტრატეგიის ნაწილია ღვინის ტურიზმი. ღვინის ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად USAID-ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” ორგანიზებით “შუხმან ვაინს ჯორჯიას” 20-მდე ჟურნალისტთან ერთდ ვესტუმრე. ტური ღვინის თანამედროვე წარმოების გაცნობით დაიწყო.

თანამედროვე ტექნიკით ღვინის დაყენება ევროპული ტექნოლოგიის მიხედვით ხდება. ამავე ეზოშია და ერთიანი კომპლექსის ნაწილად იქცა მარანი, რომლის შეძენითაც დაიწყო შუხმანის ღვინის ბიზნესი.

ამ ქვევრებში “ქვევრის ღვინოს” აყენებენ, რომელზეც დიდი მოთხოვნაა, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. აქვე დავამატებ, რომ ქვევრში ღვინოს 6 თვეზე მეტხანს არ აჩერებენ და მისი დაძველება ბოთლებში ხდება. ეს წესი მხოლოდ თეთრ ღვინოს შეეხება.

ცარიელი ქვევრები ღია მდგომარეობაშია და წლის მანძილზე რამდენჯერმე რეცხავენ. მარნიდან ღვინის სარდაფში ჩავდივართ, სადაც მზადდება შუშხუნა ღვინო, ისე როგორც საფრანგეთში “შამპანური”.

შუხმანის ღვინის კომპანიის მეღვინე და მენეჯერი როლანდ ბურდიაშვილი ჟურნალისტებს შამპანურის ბუნებრივად მიღების ტექნოლოგიას აჩვენებს.

როლანდ ბურდიაშვილმა მეღვინის განათლება გერმანიაში მიიღო და სწორედ იქ გაიცნო ბურკჰარდ შუხმანი.

აქვეა მიწისქვეშა ღვინის საცავი, რომელშიც ღვინის შესანახად საჭირო ტემპერატურული რეჟიმი ბუნებრივად ყალიბდება – ზამთარში +15 გრადუსი, ზაფხულში +17.

შემდეგ გადავდივართ შესაფუთ საამქროში, სადაც ბოთლებზე სხვადასხვა ქვეყნის მოთხოვნების შესაბამისი ეტიკეტის დაწებება და შეფუთვა ხდება.

დგება ყველაზე საინტერესო მომენტი – დეგუსტაცია 🙂

დეგუსტაციის წესებს როლანდ ბურდიაშვილი განმარტავს – ჯერ ცხვირთან ახლოს მიიტანეთ, შეისუნთქეთ და შემდეგ გასინჯეთ, დაიმახსოვრეთ არომატი; მეორე ჯერზე ღვინო ჭიქაში დაატრიალეთ და დააგემოვნეთ, უსათუოდ იგრძნობთ განსხვავებას და ესეც დაიმახსოვრეთ; მესამედ ღვინო ისევ შეანჯღრიეთ და შეისუნთქეთ, მხოლოდ ამის შემდეგ გასინჯეთ და ღვინით სრულად ისიამოვნებთ.

თავდაპირველად, მშრალი, ევროპული ყაიდით დამზადებული თეთრი ღვინო დავაგემოვნე, ძალიან მომეწონა 🙂 შემდეგ ქვევრის თეთრი ღვინო გავსინჯე. უგემრიელესი იყო. ცნობიერებაში ამოტივტივდა ბავშვობაში განცდილი, პაპაჩემის ხის მარანის სუნელი.

საფერავი განუმეორებელია 🙂 რომლის შემდეგაც ნახევრადტკბილი ქინძმარაული გავსინჯეთ და აღფრთოვანებული გოგონების რეაქციამაც არ დააყოვნა… 🙂

და ბოლოს ევროპული ლაზათით გაშლილ ქართულ სუფრასთან მიგვიპატიჟეს. ყველა კერძს პროფესიონალი მზარეულის ხელი ეტყობოდა. სუფრაზე ყველაფერი ზომიერად, “სართულების” გარეშე იყო მოწოდებული. მომსახურე პერსონალს კი თავაზიანობა და პროფესიონალიზმი არ აკლდა. სამწუხაროდ სასტუმრო ვერ დავათვალიერე, რვავე ნომერი დაკავებული აღმოჩნდა.

ეს გერმანული ხარისხის მომსახურება საქართველოში, იაფი სიამოვნება არ არის, მაგრამ ძალიან კარგი ვარიანტია უცხოელი სტუმრების გასაოცებლად. სასტუმროსა და ღვინის ტურის დასაჯავშნად ეწვიეთ საიტს: www.hotelscombined.com