ბოტასი და ”ბოტასი”

ბოტასი და ”ბოტასი”

რას ეძახიან ასლის გადამღებ აპარატს? რა თქმა უნდა – ქსეროქსს. ფოტოაპარატს, რომელიც თავადვე ამჟღავნებს და ბეჭდავს სურათებს? პოლაროიდს. რა ქვია სპორტულ ფეხსაცმელს? კითხვაც არ უნდა, რა თქმა უნდა – ბოტასი.

დღეს ეს სიტყვა შეიძლება ბევრს აღარც ახსოვს, არადა არც ისე შორეულ 70-ებში ვინ იყო იმ ბავშვზე ბედნიერი, რომელიც ”სპეკულიანტებთან” ნაყიდ ბოტასებში გამოეწყობოდა? Read more

მსოფლიო ბრენდები ხელვაჩაურში

ბრენდების მოყვარულებს ხშირად უკვირთ ხოლმე, როდესაც ვეუბნები, რომ მათი საყვარელი ესა თუ ის ბრენდი, მაგალითად “ზარა” ან “კოტონი” საქართველოში, კერძოდ კი ხელვაჩაურშიც იკერება და იქვე საკმაოდ იაფადაც იყიდება.

ბრენტი

ხელვაჩაურში თურქული ინვესტიციით ამუშავებული თანამედროვე სტანდარტების ფაბრიკა მსოფლიო ბრენდების დაკვეთებზე მუშაობს. ტანსაცმლის მწარმოებელი ცნობილი კომპანიები მათ მიერ შექმნილი ახალი მოდელების მასობრივი გამოშვებისთვის ისეთ ფაბრიკებს ეძებენ, რომლებიც სტანდარტებსაც აკმაყოფილებენ და იქ ტანსაცმლის შეკერვა სხვადასხვა ფაქტორის გამო იაფი დაჯდება.

ლაკოსტა

სწორედ ამიტომ იკერება აჭარაში Tommy Hilfiger, Zara, Marks & Spencer, Cotton, Puma, Mexx, Next, George, Miss etam, Lotto, Per Una, Autograph, Lebek, Hawes & Curtis, Primark… ამ ბრენდების პროდუქცია ხელვაჩაურის ფაბრიკის წინ, გზისპირას გახსნილ სავაჭრო ცენტრში იყიდება.

ბრენტი

ფასები ხშირ შემთხვევაში ბაზრობაზე გამოტანილი პროდუქციის ღირებულებაზე ნაკლებია, ხარისხი კი ევროპული. მაგალითად მამაკაცის შარვლები.

ხელვაჩაურის ფაბრიკის პროდუქცია

ქალების ტანისამოსიც ძალიან იაფია, მაგალითად ეს მაისურები 10-15 ლარი.

ხელვაჩაურის ნაწარმი

ტანისამოსის გარდა ამ სავაჭრო ცენტრში უამრავი პროდუქციაა, მათ შორის “თეთრეული”

თეთრეული

იხ რუკა: გუგლის რუკა

ქუთაისის ფაბრიკა

სანამ ”საშოპინგოდ” თურქეთში წახვალთ, გირჩევთ ქუთაისში შეიარეთ და ფაბრიკა ”იმერის” მაღაზია დაათვალიერეთ 🙂

”იმერის” მაღაზია

ფაბრიკის მაღაზია თანამედროვე დიზაინით და კომფორტით არა, მაგრამ პროდუქციის ხარისხითა და სიიაფით ნამდვილად გამოირჩევა.

პალტოები

2012 წლის ზაფხულში USAID-ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” ორგანიზებით ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკას ”იმერს” 20-მდე ჟურნალისტთან ერთდ ვესტუმრე. კოლეგებს ისე მოეწონათ ქუთაისური პროდუქცია, რომ ზამთრის ტანისამოსიც კი მოიზომეს და შეიძინეს.

პალტო ზაფხულში

ზამთრის ტანისამოსით გოგონებიც დაინტერესდნენ.

ქალის პალტო

ბიჭები კიდევ გოგონების ტანსაცმლით…

ვაჭრობა

ამ მაღაზიაში პროდუქცია ე.წ. ფაბრიკის ფასად იყიდება. ტანსაცმლის დიზაინი თანამედროვეა, ზოგიერთი კი ავთო ცქვიტინიძის ნამუშევარია. სწორედ ამ ფაბრიკასთან თანამშრომლობით დაიწყო დიზაინერ ავთანდილის კარიერა.

იაფფასიანი პიჯაკი

ქალის ზუსტად ასეთი პიჯაკი სტამბოლის სიიაფით ცნობილ მაღაზიებში, იქ სადაც ხშირად დადიან საქართველოს ვაჭრების უმრავლესობა, თითქმის სამჯერ ძვირი ღირდა.

ფაბრიკა

სააქციო საზოგადოება ”იმერმა”, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში აშენდა, საბჭოთა კავშირის ნგრევისა და საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი ათწლეულის რთულ პერიოდს დიდი ძალისხმევის შედეგად გაუძლო.

ფაბრიკა ”იმერი”

”იმერმა”, ძველი საწარმოო რესურსების მეშვეობით, ინვესტიციების გარეშე შეძლო უცხოური კომპანიის ყურადღების დამსახურება ჯერ კიდევ 1995 წელს. ეს ის პერიოდია, როდესაც სამკერვალო საწარმოებმა ევროპიდან აზიისკენ გადასვლა იწყეს. ფაბრიკის ხელმძღვანელი მაია სიმონიძე იხსენებს, თუ რა რთულად დაიწყო გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობა:

მაია სიმონიძე

”მაშინ გერმანელი ქალიც მოგვივლინეს ტექნოლოგად. დიდი უსიამოვნებები გვქონდა ამ ქალთან, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ იმ ქალმა მუშაობა გვასწავლა, მაგრამ ჩვენ არ მოგვწონდა. ის რომ ითხოვდა, გაგიჟებული ვიყავით, გვეჩხუბებოდა, კიოდა, მუშებსაც ეჩხუბებოდა… ჩვენ, ქართველებს, მაგის სასწავლებელი რა გვჭირს – ინსტიტუტი გვაქვს დამთავრებული, ასპირანტურა გვაქვს დამთავრებული, ხარისხები გვაქვს დაცული, ამ ქალმა რა უნდა გვასწავლოს…

ფაბრიკის მუშა

– თურმე ამ ქალს ინსტიტუტიც არ ჰქონია დამთავრებული… -ჰოდა, ამის სასწავლებელი რა გვაქვს!.. მაგრამ… რაღაც ტვინში შეიცვალა -მუშაშიც, ინჟინერშიც, ტექნოლოგშიც, ჩემშიც, ყველაში რაღაცნაირად გარდატეხა მოხდა და ორ წელიწადში შევძელით ის, რომ პროდუქციას ვუშვებდით ნორმალურს.”

ქუთაისის ფაბრიკა

​​ახლა ფაბრიკას, რომელსაც მაია სიმონიძე ხელმძღვანელობს, ძირითადი უცხოური დამკვეთის გარდა, ადგილობრივებიც აკითხავენ. შედეგად, ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ტანისამოსის გამოშვება ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2012 წელს 400 ათასი ლარის პროდუქციის გამოშვებას გეგმავდნენ, მაშინ როდესაც 2011 წელს ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქციის ღირებულება 300 ათასს არ აღემატებოდა.

ფაბრიკა

ფაბრიკის პერსონალის საშუალო ხელფასი 350 ლარს შეადგენს. დაახლოებით ამდენივეა ქუთაისში ბანკების ოპერატორთა ხელფასებიც.