ტურიზმი ვენეციაში

ტურიზმი ვენეციაში

რა გამოცდილების გათვალისწინება შეუძლია საქართველოს

იტალიაში ტურიზმი ყვავის, ეს ქვეყანა მსოფლიოში ტურისტების რაოდენობის მხრივ მეხუთე ადგილზეა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით მეოთხე ადგილს იკავებს. ტურიზმი იტალიის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და ის მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტს შეადგენს. იტალიური ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია ვენეცია – ქალაქი კუნძული, რომელშიც მოგზაურობა ფრანგული ფილმების მილიარდერი გმირებისთვისაც კი პრესტიჟულია. Read more

სტამბოლი და სტამბოლს მიღმა

სტამბოლი და სტამბოლს მიღმა

2012 წლის 5 ნოემბრის პოსტი. ქვეყნდება მცირედი ცვლილებებით.

მოგზაურის რვეული: ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

გაფრთხილება ეს ძალიან ვრცელი (და ძალიან სუბიექტური) სითიგაიდი იქნება (რმდენიმე ნაწილად) და მათთვის დავწერე, ვინც სტამბოლში გამგზავრებას აპირებს, სხვები ამსიგრძე პოსტის კითხვით თავს ნუ შეიწუხებთ. შევეცადე, პოსტი უფრო ინფორმატიული და პრაქტიკულად გამოყენებადი ყოფილიყო, ამიტომ, თუკი ცუდად შეკმაზული გეჩვენა, შენთვის არ დამიწერია. 😉 Read more

როგორ ავიღოთ ფული Airbnb-დან

როგორ ავიღოთ ფული Airbnb-დან

Airbnb-ის  მომხმარებლის ნაწილს, როგორც სტუმრებს, ასევე მასპინძლებს (ჰოსტებს), არასწორი წარმოდგენა აქვთ ამ სისტემის მომსახურების შესახებ. სასტუმროებისა და აპარტამენტების დაჯავშნის სხვა ძველ სისტემებს შეჩვეული მომხმარებელი იგივეს ეძებს “ეარბიენბის” საიტზეც და როდესაც განსხვავებულ სერვისს თუ ინტერფეისს ხედავს უჭირს მასთან შეჩვევა, ამიტომ ხშირად საყვედურს გამოთქვამენ. ბევრჯერ გადავაწყდი პოსტებს და კომენტარებს, რომ თითქოს Airbnb არ ამართლებს, რაზეც სპეციალური პოსტიც მოვამზადე, ან მასპინძლები წერენ, რომ საიტი ფულს უგვიანებს, ან იმაზე ნაკლები ჩაურიცხა ვიდრე სტუმარმა გადაუხადა. Read more

ბინის გაქირავების შედეგები

ბინის გაქირავების შედეგები

Airbnb-ზე ბინის უცხოელ ტურისტებზე გაქირავების შესახებ ჩემს მიერ გამოქვეყნებული ბლოგპოსტით, როგორ “გავმდიდრდეთ” ბინის გაქირავებით?, ბევრი დაინტერესდა. მას შემდეგ ექვსი თვე გავიდა და შედეგების შეჯამების დროც დადგა. Airbnb-ს შესახებ პოსტიდან ბინის გასაქირავებლად დარეგისტრირებულთა დიდი რაოდენობიდან ამ ეტაპისთვის საბოლოო შედეგს 11-მა მიაღწია. (სკრინშოტებზე მათი ფოტოები და გვარები დაფარულია.) Read more

როგორ “გავმდიდრდეთ” ბინის გაქირავებით?

როგორ “გავმდიდრდეთ” ბინის გაქირავებით?

ბინის გაქირავება ორ სტუდენტ გოგოზე ან უცხოელზე, შესაბამისად, სტაბილური შემოსავლის – 400-800 ლარის (160-320 აშშ დოლარი) მიღება ბევრი თბილისელის ბიზნესია ან კიდევ ოცნება. თუმცა მოგება შეიძლება გასამმაგდეს და გაოთხმაგდეს თუ ბინას ან ოთახს Airbnb-ის მეშვეობით “დღიურად” უცხოელ ტურისტებზე გააქირავებთ. შენიშვნა: ეს არ არის ჰოსტელი.

რატომ “ეარბიენბი”? იმიტომ რომ ეს არის ყველაზე პოპულარული და რეალური საიტი, საიდანაც შეკვეთებს აუცილებლად მიიღებთ და თვეში (ერთოთახიანი ბინის შემთხვევაში) 700, 800, 900 აშშ დოლარის გამომუშავებასაც შეძლებთ. ეს არ არის დაუჯერებელი ამბავი, მითუმეტეს დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია “ვიზეარმა” ევროპიდან ახალი რეისები დაამატა და მოსალოდნელია დაბალბიუჯეტიანი ტურისტების რაოდენობის ზრდაც. უბრალოდ, საჭიროა რამდენიმე რჩევის გათვალისწინება.  Read more

რა განასხვავებს პრაღის და თბილისის ინფრასტრუქტურას

პრაღა

ორი ქალაქის ტურისტული პოტენციალი თვალის ერთი შევლებით

ქალაქებში თანამედროვე ტურიზმის მნიშვნელოვანი განვითარება შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე რომ შეუძლებელია, თუნდაც საქართველოს მაგალითიდან ჩანს. თბილისის ინფრასტრუქტურა განვითარებული ქვეყნების ქალაქებთან შედარებით საკმაოდ ცუდ დღეშია, რასაც არამარტო უცხოელი ვიზიტორი, ადგილობრივი მაცხოვრებელიც კარგად ხედავს. რა უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ და რა მიმართულებით უნდა იაროს, ამის მაგალითად თუნდაც ის ქალაქები გამოდგება, რომელსაც თბილისის მსგავსად კომუნისტურ ეპოქაში მოუწია არსებობა და შემდეგ უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის პირობებში აგრძელებს განვითარების გზას. Read more

1 ევროდ საფრანგეთში პრაღიდან

1 ევროდ საფრანგეთში პრაღიდან

ესპანურმა დაბალბიუჯეტიანმა კომპანიამ Volotea-მ ავიაბილეთებზე ფასდაკლება გამოაცხადა. პრაღიდან გადაფრენა 0,97 ევრო ღირს საფრანგეთის შემდეგ ქალაქებში: ნანტი, ბორდო, ტულუზა და მარსელი. მოგზაურობა ორი მიმართულებით 1.99 ევრო დაგიჯდებათ.

იმისთვის, რომ ბილეთები შეიძინოთ უნდა იყოთ SuperVolotea-ის წევრი. კლუბის წევრობა წლიურად 50 ევრო ღირს.

აქცია მოქმედებს 2016 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით. Read more

ილიას ტბა

კუნძულები, ილიას ტბა

ამ ფოტომ, კუნძულებმა “ილიას ტბაზე” დიდი მოწონება დაიმსახურა. ზოგიერთმა ეჭვიც კი შეიტანა იმაში, ეს ნამდვილად “ილიას ტბა” არის თუ არა. Read more

“ავთენტური” ბათუმი

ბოლო წლების მანძილზე ბევრი დავიდარაბა მსმენია: ბათუმი დაანგრიესო, ბათუმმა ავთენტობა და ძველი იერი დაკარგაო… კარგად მახსოვს ძველი 10 წლის წინანდელი ბათუმი, მაგრამ ვისაც არ ახსოვს, დღემდე შემორჩენილი არტეფაქტები შეახსენებს.

ბათუმის გაურემონტებელი კორპუსი

ამ ფოტოზე კორპუსი ყოფილი პროკურატურის უკან. კიდევ ერთი ხელუხლებელი კორპუსი ახალი მაკდონალდსის მიდამოებში.

ბათუმის ავთენტური კორპუსი

კორპუსების გარდა არც ხელუხლებელი კერძო სახლები ბრწყინავენ. აი ასეთი ხედი იშლება ბათუმის საბაგირო გზიდან.

ძველი ბათუმი

ამ უბნებში, ბათუმის მაშტაბური რეკონსტრუქციის ფარგლებში, ჯერ მხოლოდ გზების ნაწილის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ავთენტური ბათუმი

ძალიან მიყვარს ძველი, ორიგინალური არქიტექტურა, მაგრამ ამ შენობებში ვერაფერი განსაკუთრებული ვერ აღმოვაჩინე, რომ მათ ავთენტობაზე და განუმეორებლობაზე დავიდარაბის ატეხვა ღირდეს.

ბათუმური სახლები

პრობლემა: ქალაქს არასათანადოდ უვლიან

ამის შესახებ ერთი წლის წინაც ვწერდი. უამრავი დეტალია რაც ახალ გარემონტებულ ქალაქს იერს და კომფორტს უკარგავს. მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.

ავტობუსის მოსაცდელი ბათუმში

ამ თანამედროვე კონსტრუქციის შუშები თითქმის ყველგან ან გაბზარულია, ან კიდევ დამსხვრეული.

ვანდალიზმი ბათუმში

ვანდალებს არც ის აშინებთ, რომ მოსაცდელში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები.

ბათუმის მაკდონალდსი

სარეველა ბალახები ბათუმის მაკდონალდსთან, რომელიც მსოფლიოში არქიტექტურისა და დიზაინის გამორჩეულ ნიმუშსს წარმოადგენს. სარეველა ბალახებია არა მარტო აუთვისებელ ტერიტორიაზე, არამედ პლაჟის ფრენბურთის მოედანზეც კი.

პლაჟის ფრენბურთის მოედანი

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფრის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებაა…

ბათუმის საბაგიროს პერსონალი

“მეიდან ბაზარი”

მეიდან ბაზარი

რამდენიმე წლის წინ თბილისის რეაბილიტაციის აქტიური ფაზის დროს, გორგასლის მოედნის ქვეშ, მიწისქვეშა გადასასვლელი გააკეთეს. არადა თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა იქაც კი არ არის მოდაში სადაც გადატვირთული მოძრაობაა. შესაბამისად გორგასლის მოედნის მიწისქვეშა უფუნქციოდ დარჩა და მალე ჩაიკეტა. ორი კვირის წინ აქედან ანტისანიტარიის საშინელი სუნი ამოდიოდა.

გვირაბი, მეიდან ბაზარი

ორი დღეა მიწისქვეშა გადასასველი “მეიდან ბაზრად” (კომპანიის აბრევიატურა ასეთია, წესით ეს ორი სიტყვა ერთად უნდა იყოს – მეიდანბაზარი) გამოცხადდა და იქ ძირითადად ტურისტული პროდუქციისთ ვაჭრობა დაიწყო.

ღვინის თაროები

მეიდანბაზარში ჩასვლისთანავე თვალში გეცემათ ღვინის სტენდების მრავალფეროვნება.

ჩურჩხელები

ჩურჩხელები 2-3 ლარად. აქვე შეიძლება ჭაჭის არყის დაგემოვნებაც.

ჭაჭა

ღვინის შეძენის მსურველებს კონსულტაციას უწევს აქაური პერსონალი.

კონსულტაცია

ღვინის გვერდით იყიდება ღვინის მისართმევად საჭირო ტრადიციული საშუალებები.

ყანწები

ყანწები და დოქები.

დოქები

გვირაბის სიღრმეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო სტენდიც არის, სადაც რუკებს და სხვა საინფორმაციო მასალებს უფასოდ არიგებენ.

მეიდან ბაზარი

აქვე უნდა შეიძლებოდეს ჩამოჯდომა და ღვინის, ჩურჩხელის ან ჭაჭის დაგემოვნება… ქართული ჩაიც არ აწყენდა ამ გარემოს, მაგრამ ვერსად ვიპოვე.

ვერცხლის ნაწარმი

გვირაბის სიღრმეში საიუველირო ნაწარმიცაა და სხვა ტურისტული სუვენირები.

სუვენირები

ფასებიც “ტურისტულია”, ანუ მაღალი, არარეალური.

20 ლარიანი ფინჯანი

ბუბა კიკაბიძეს მიმინოს ღიმილი რომ დაეპატენტებია ტურისტული პროდუქციის მწარმოებლებისგან მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებდა 🙂

ბუბა - "მიმინო"

გვირაბის მეორე ბოლო, შარდენის ქუჩაზე ამოსასვლელი, უფრო საგამოფენო დარბაზსს წააგავს.

მეიდან ბაზარი, შარდენის ქუჩა

მშვიდობის ხიდი ახალ წელს

მშვიდობის ხიდი

2014 წლის პირველ დღეს ქალაქის ქუჩებში სასეირნოდ გასული “მშვიდობის ხიდს” (შუშის ხიდს) მივადექი. საოცრება, ხიდი პირველ იანვარსაც კი სავსე იყო. მეგონა რომ საახალწლო სუფრების მოყვარული საზოგადოება პირველ იანვარს არ ესტუმრბოდა ათასგვარი დაცინვისა და კრიტიკის ობიექტს.

მშვიდობის ხიდი

მიუხედავად მშვიდობის ხიდის წინააღმდეგ აგორებული “შავი პიარისა”, მას ქალის ჰიგიენური საფენების სახელი “ოლვეისიც” კი შეარქვეს, ხიდი მაინც რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სანახაობად, როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის.

ეტლით მშვიდობის ხიდზე

მასზე გასეირნების სურვილი იმდენად დიდია, რომ საბავშვო ეტლით საფეხურების დაძლევასაც არ ერიდებიან.

მშვიდობის ხიდის საფეხურები

ბევრს საფეხურებზე სირბილი და ფოტოების გადაღება მოსწონს, რადგან მტკვარზე გადაფენილი შუშის მოაჯირიანი კიბეები თითქოს ჰაერში, სივრცეში გადაადგილების საშუალებას იძლევა.

ბავშვები მშვიდობის ხიდზე

ხიდის იდეა და მშენებლობა მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება, ამიტომ მისი სიძულვილი ლამის პოლიტიკურ დოქტრინად იქცა დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ახლახანს საკამათო გახდა თანხის მოცულობა რაც საჭიროა ერთი წლის მანძილზე ხიდის ექსპლუატაციისთვის.

დაზიანება მშვიდობის ხიდზე

ვეჭვობ ელოდებიან როდის დაიმსხრევა ხიდის სახურავზე დამაგრებული რომელიმე შუშის ფირფიტა, რათა შემდეგ უსაფრთხოების მომიზეზებით იუსტიციის სახლის მსგავსად დახურონ.

მშვიდობის ხიდი

კაბადოკია

კაბადოკია

კაბადოკიის ერთ-ერთი ქალაქი – გორემე  Read more

აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში

აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში

მოხიბლული ვარ ბათუმით, მაგრამ კლიმატი კაიფს ტეხავს. აჭარის და მთლიანად საქართველოს შავი ზღვისპირეთის სხვა ადგილებში კლიმატს კიდევ ემატება გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მომსახურების დაბალი დონე და სიძვირე. Read more

მეთხუთმეტე ტურისტული გამოფენა

"ექსპო ჯორჯია"

საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” მე-15 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “კავკასიის ტურისტული ბაზრობა” გაიხსნა.

ტურისტული გამოფენა

გამოფენის მეორე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ უქმე იყო, კავკასიის ტურისტულ ბაზრობაზე სიხალვათე შეინიშნებოდა. Read more

ბათუმი 2008 – 2012

ბათუმში 4 წლიანი შუალედით რამდენიმე ფოტო გადავიღე, რომელთა შედარება იმ ცვლილებებს წარმოაჩენს, რომლებიც ბათუმში ხანმოკლე პერიოდში, რუსეთ-საქართველოს ომისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ განხორციელდა.

ბათუმი, ივლისი 2008 წ.

ბათუმი, ივლისი 2008 წ.

ბათუმი, ივნისი 2012 წ.

ბათუმი, ივნისი 2012 წ.

სანაპირო ბულვარის დასაწყისთან, ივლისი 2008 წ. Read more