სტამბოლი და სტამბოლს მიღმა

სტამბოლი და სტამბოლს მიღმა

2012 წლის 5 ნოემბრის პოსტი. ქვეყნდება მცირედი ცვლილებებით.

მოგზაურის რვეული: ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

გაფრთხილება ეს ძალიან ვრცელი (და ძალიან სუბიექტური) სითიგაიდი იქნება (რმდენიმე ნაწილად) და მათთვის დავწერე, ვინც სტამბოლში გამგზავრებას აპირებს, სხვები ამსიგრძე პოსტის კითხვით თავს ნუ შეიწუხებთ. შევეცადე, პოსტი უფრო ინფორმატიული და პრაქტიკულად გამოყენებადი ყოფილიყო, ამიტომ, თუკი ცუდად შეკმაზული გეჩვენა, შენთვის არ დამიწერია. 😉 Read more

ქუთაისი პარიზი (ბოვე)

ქუთაისი პარიზი (ბოვე)

2018 წლის 17 მაისიდან პარიზში მოგზაურობის მსურველებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ქუთაისიდან გაფრინდნენ. ამაში მათ Wizz Air-ის იაფფასიანი ავიაბილეთები დაეხმარება. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე ისინი იყენებენ მცირე ზომის აეროპორტებს, რომელთა ნაწილი დანიშნულების ადგილიდან მოშორებით მდებარეობს. ამ შემთხვევაშიც ასეა, ქუთაისიდან პარიზში ჩაფრენის მსურველი თავდაპირველად Beauvais (ბოვეს) აეროპორტში მოხვდება. Read more

ვენეცია და ფასები

ვენეცია და ფასები

არის თუ არა შესაძლებელი ვენეციაში მოგზაურობა მცირე ბიუჯეტით? ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ ეკონომია მაინც შესაძლებელია. ვენეციის უნიკალურობის გამო მას ყოველწლიურად 5 მილიონი ტურისტი სტუმრობს და შესაბამისად ყველაფრის ფასი იმაზე მაღალია ვიდრე იტალიის ისედაც ძვირ, სხვა ტურისტულ ქალაქებში. აქ ჩემს მაგალითზე განვიხილოთ სად და როგორ შეიძლება ეკონომიის გაკეთება. Read more

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთები

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთები

ეს არის სერვისი, რომელიც საშუალებას მოგცემთ იაფი ბილეთები მოძებნოთ, როგორც “ბიუჯეტური” ასევე ”არაბიუჯეტური” ავიაკომპანიების ვებსაიტებზე.

Read more

გზა პრაღამდე და უკან

გზა პრაღამდე და უკან

ორწლიანი პაუზის შემდეგ პრაღაში გასეირნება გადავწყვიტე. ამის მიზეზი მონატრებასთან ერთად “ვიზეარის” იაფი ბილეთების თარიღები იყო, რომლებიც კრაკოვში ევროპის ადგილობრივი მთავრობების კონგრესში მონაწილეობისთვის 3-4 თვით ადრე შევიძინე. თავდაპირველად, კონფერენციის დასრულების შემდეგ მორჩენილ დღეებში ლვოვში კიდევ ერთხელ მოგზაურობას ვფიქრობდი, მაგრამ ადრეგაზაფხულის არასტაბილურმა ამინდმა შემაშინა, რაც ლვოვში ხეტიალის საშუალებას არ მოგვცემდა და პრაღაში კვლავ ნაცნობი და მონატრებული გარემოს მონახულება ვარჩიეთ.

თავიდანვე აღვნიშნავ, თითქმის ყველა ბილეთი შეძენილია წინასწარ და ძალიან დაბალ ფასად. Read more

როგორ მოვხვდი ლვოვში

როგორ მოვხვდი ლვოვში

ბევრი მეკითხება, რა გინდოდა ლვოვში, რატომ გადაწყვიტეო? ამის შესახებ ცალკე პოსტს მოვამზადებ, მანამდე კი აღვწერ იმ მარშრუტს, რომლის მეშვეობითაც ლვოვში მოვხვდი. Read more

რატომ სჭირდება თბილისს ტრამვაი

tram tbilisi skoda 15t
ტრამვაი რუსთაველის გამზირზე (ფოტომონტაჟი)

(ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოსვლის ტექსტი)

ამ ბოლო დროს, ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომ თბილისში ავტომობილების რაოდენობა ძალიან გაიზარდა და სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა სხვადასხვაგვარი შეზღუდვების და რეგულაციების დაწესება. თუმცა კი ეკონომიკის ზრდასთან და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან ერთად ავტომობილების რიცხვის ზრდა გარდაუვალი პროცესია. თუ ამჟამად თბილისში ავტომობილი საშუალო სტატისტიკური მონაცემებით ყოველ მესამე მოქალქეს ჰყავს, განვითარების შედარებით მაღალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების მაჩვენებელი გაცილებით მეტია. მოკლედ, პრობლემას წარმოადგენს არა რაოდენობა, არამედ ავტომობილის გამოყენების ინტენსივობა ქალაქის ფარგლებში გადაადგილებისას. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ მიკროავტობუსების, “მარშრუტკების” სიმრავლე. Read more

ევროპაში იაფად და კომფორტულად მგზავრობა

ევროპაში იაფად და კომფორტულად მგზავრობა

მოკლედ, დაბალბიუჯეტიანი მოგზაურების ევროპაში ხეტიალისთვის სულ უფრო და უფრო მეტი საშუალებები ჩნდება. Read more

როგორ ვიმგზავროთ ბუდაპეშტში

როგორ ვიმგზავროთ ბუდაპეშტში

ბუდაპეშტს საკმაოდ გამართული “ინტეგრირებული” ურბანული სატრანსპორტო სისტემა გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქალაქო ავტობუსები, ტროლეიბუსები, ტრამვაი, მეტრო, მდინარის ტრამვაი და საგარეუბნო მატარებლებიც კი ერთმანეთთან არის დაკავშირებული განრიგით და ინფრასტრუქტურით. ამგვარი ტრანსპორტი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ბუდაპეშტში ქუჩებში ხეტიალს. Read more

Leo Express

ერთ სატრანსპორტო კომპანიაზე, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მინიმუმ 4 ქვეყანაში იაფად მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ.

Leo Express

ლეოექსპრესი” ჩეხური კერძო სარკინიგზო კომპანიაა, რომელმაც მგზავრების გადაზიდვები ამ შავი, ყვითელზოლებიანი მატარებლით, Stadler FLIRT-ით ჩეხეთის მსხვილ ქალაქებს შორის დაიწყო (Stadler-ის შემადგენლობა იმოძრავებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზეც).

ერთი წელი იქნება რაც “ლეოექსპრესმა” პოლონეთის ტერიტორიაზეც შეაბიჯა და ერთმანეთს დაუკავშირა კრაკოვი, კატოვიცე და პრაღა. ეს იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ კატოვიცეში ქუთაისიდან დაბალბიუჯეტიანი ავიარეისები სრულდება. მოკლედ, კატოვიცეში ვთქვათ 30-40 ევროდ ჩაფრენის შემდეგ შეგიძლიათ კრაკოვს ესტუმროთ და შემდეგ “ლეოექსპრესით” პრაღაში გაემგზავროთ 22-23 ევროდ, ხანდახან უფრო დაბალფასადაც კი. თუ პირდაპირ პრაღაში გამგზავრებას გადაწყვეთთ ეს უფრო იაფი დაგიჯდებათ. ამ ქალაქებში იაფფასიანი საცხოვრებლის საპოვნელად ეწვიეთ hotelscombined-ის საძებო სისტემასRead more

თბილისის ტრანსპორტი 1999 წ.

უნიკალური ვიდეოკადრები, რომლებიც 1999 წლის სექტემბერში გადაიღეს საქალაქო ტრანსპორტის უცხოელმა ფანებმა. ვიდეოების მოძიება და მონტაჟი Irakli Ika-ის დამსახურებაა.

ტროლეიბუსები და ავტობუსები

მეტრო

ტრამვაი

პარიზის მეტრო

გამოადგებათ მათ ვინც პარიზში ხეტიალს გადაწყვეტს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალისტებიც ბევრ საინტერესოს აღმოაჩენენ.

Paris Metro

ავტორი: შოთა კუბლაშვილი

პარიზის მეტროს სახეობები

პარიზის სისტემა შედგება ორი ტიპის ხაზისგან. M და RER. M-ს უწოდებენ მეტროს.

მეტრო შედგება 14 ხაზისგან. ყველას აქვს განსხვავებული ფერი და ნომერი – 1 დან 14-ის ჩათვლით.

RER 5 ხაზიანია. აქაც ყველას აქვს თავისი ფერი და ლათინური ანბანის სიმბოლო A დან E-მდე.

Paris Metro

მათ შორის განსხვავება ისაა, რომ მეტროს გაჩერებები არის მალ-მალე. ბევრგან სადგურები ისე ახლოს არის ერთმანეთთან, რომ გვირაბში ერთი სადგურიდან  შემდეგი სადგურის ბაქანი მოჩანს. ეს ტრანსპორტი დადის ცენტრალურ ზონებში და შედარებით მოკლე შემადგენლობებია (ეს მოკლე ზოგ ხაზზე თბილისისაზე ორჯერ დიდია). ზოგ ხაზზე ვაგონებია, ზოგ ხაზზე კი სექციები.

RER ჩერდება მხოლოდ დიდ სადგურებზე, დადიან ორ სართულიანი მატარებლები გარეუბნებში. შემადგენლობაში არის ბევრი ვაგონი.

RER - T4

მგზავრობის ღირებულება და გადახდის ფორმა Read more

ჟენევის ტრამვაი

ბევრ ქართველს შემთხვევია სიტუაცია, როდესაც ევროპის რომელიმე ცნობილ ქალაქში ტაქსით სარგებლობის შემდეგ შეხვედრაზეც დაგვიანებია და ჯიბეც საგრძნობლად შეუთხელებია. ასეთ გასაჭირს ჟენევაში ტრამვაი აგარიდებთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ტალონს სასტუმროში უფასოდ მიიღებთ, ხოლო ტრამვაის სისტემა შვეიცარიული საათივით გამართულად და ზუსტად მუშაობს.

Stadler Tango ZR

ჟენევის ტრამვაის სისტემას გამორჩეული დიზაინის მქონე ტრამვაი ამშვენებს. ყველაზე მეტ ყურადღებას ტრამვაის ეს მოდელი იპყრობს – შტადლერის “ტანგო” (Stadler Tango ZR) – ტანგოს მოცეკვავეს წააგავს რელსებზე 🙂

შტადლერის ტანგო

ამ თანამედროვე, მიმზიდველი დიზაინის შიგნით ისეთი ინტერიერი იმალება, რომელიც ცეკვასთან მწყრალად მყოფსაც კი აცეკვებს ტანგოს 🙂

ჟენევის ტრამვაი "ტანგო"

ტანგოსკენ გიბიძგებთ უამრავი საფეხური, მიხვეულ-მოხვეული გასასვლელი და სხვა უცნაურობები, რომლებსაც ბევრ თანამედროვე ტრამვაიში აღარ ვხვდებით (ეს “ტანგოს” ერთ-ერთ ძირითად ნაკლს წარმოადგენს).

შტადლერის ტანგო

ხედი ვატმანის კაბინიდან.

ვატმანი

ჟენევაში შტადლერის ტანგო 2011 წლიდან გამოჩნდა. ის 70%-იან დაბალიატაკიან ტრამვაით ითვლება. ვაგონში დახმარების გარეშე შესვლა და გამოსვლა შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, საბავშვო ეტლით მოსეირნე მშობლებს თუ მოხუცებს. 6 სექციანი ვაგონის სიგრძე 44 მეტრს შეადგენს, ცარიელის წონა 57 ტონაა, იტევს 260-მდე მგზავრს.

ტრამვაის საფეხურები

ყველა კარი აღჭურვილია ავტომატური პანდუსით, რომელიც ტრამვაისა და ტროტუარს შორის არსებულ მანძილს ფარავს. მისი მოქმედების პრინციპი კარგად ჩანს შემდეგ ვიდეოზე.

გაცილებით კომფორტულია, სალონში უფრო მეტი სივრცე აქვს და შიდა საფეხურების დაძლევა არ მოგიწევთ ბომბარდირის “ფლექსიტი აუთლუკში” (Bombardier 3000 Flexity Outlook Cityrunner).

Bombardier 3000 Flexity Outlook C

ამ 7 სექციანი ტრანსპორტისთვის სირთულეს არ წარმოადგენს ჟენევის ცენტრის ვიწრო ქუჩებში გადაადგილება. მისი სიგრძეა 42 მეტრი, სიმძიმე 50 ტონაა და შეუძლია 231 მგზავრის გადაყვანა.

ტრამვაი ბომბარდირი

ბომბარდირის ეს მოდელი ჟენავაში 2004 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ჟენეველების და ჟენევის სტუმრების სიმპატიებს იმსახურებს.

Bombardier 3000 Flexity Outlook C

“ფლექსიტი” 100%-იან დაბალიატაკიან ტრამვაის წარმოადგენს, და მაში შესვლა-გამოსვლა თავისუფლად შეუძლიათ ეტლიან მგზავრებს. ისიც, ისევე როგორც “ტანგო”, აღჭურვილია გადმოსაკეცი მცირე პანდუსით, რაც ტრამვაის ტროტუართან კიდევ უფრო აახლოვებს.

ტრამვაის პანდუსი

ბომბარდირის ფლექსიტი გამოირჩევა სალონის მოცულობით, სივრცით.

ბომბარდირის სალონი

მის ზირითად ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს წკაპა-წკუპი, რომელიც ისმის “გარმოშკიდან” მოსახვევების გავლისას. აუფრო მეტ დეტალს აღმოაჩენთ ვიდეოში (1:46 წუთიდან).

რამდენიმე სიტყვა ჟენევის ტრამვაის უფრო ძველ ვაგონებზე. “დუევაგის” (Duewag-Vevey) სხვადასხვა მოდიფიკაციები ჟენევაში 1984 წლიდან გამოჩნდა და დღემდე ექსპლოატაციაშია.

 Duewag-Vevey Be 4/6   ასაკის მიუხედავად ტრამვაის ეს ვაგონები საკმაოდ კომფორტულია. მასში შესვლის საშუალება აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც და სალონში გაცილებით მეტი სივრცეა ვიდრე შტადლერის ტანგოში.    Duewag-Vevey Be 4/6  Duewag-Vevey Be 4/6

ასაკის მიუხედავად ტრამვაის ეს ვაგონები საკმაოდ კომფორტულია.

Duewag-Vevey Be 4/6 სალონი

მასში შესვლის საშუალება აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც და სალონში გაცილებით მეტი სივრცეა ვიდრე შტადლერის ტანგოში.

ჟენევის ტრამვაი

ჟენევაში “დუევაგის” ორ და სამსექციანი ვაგონები ერთმანეთს ჩაბმული მოძრაობენ. ტრამვაის ასეთი შემადგენლობის სიგრძე 53 მეტრია და შეუძლია 450 მგზავრის გადაყვანა. ცარიელ მდგომარეობაში შემადგენლობის ჯამური წონა 62 ტონამდე აღწევს.

Duewag-Vevey Be 4/6

ეს ვიდეო კი ჟენევაში დუავეგის მოძრაობის თავისებურებებს ასახავს.

ჟენევის ტრამვაის 2013 წლის რუკა

Genève Tramway network map 2010

ჟენევის ტრამვაი სათავეს იღებს 1862 წლიდან, რომელიც ცხენების მეშვეობით მოძრაობდა. 1889 წელს კი ორთქლის ძრავიანი ტრამვაი ამუშავდა, ხოლო 1894 წლიდან ჟენევაში ელექტროენერგიის ძრავიანი ტრამვაი გამოჩნდა. მას შემდეგ სისტემა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და 1920 წელს მთელს ევროპაში ყველაზე დიდი ქსელის (119 კმ) ტიტული მოიპოვა. ის ჟენევას გარეუბნებთან ერთად საფრანგეთის ქალაქებთანაც აკავშირებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ტრამვაის დეგრადაცია და 1970 წლისთვის ჟენევაში მხოლოდ ერთი ხაზი შემორჩა. ტრამვაის აღორძინების პროცესი სათავეს ირებს 1995 წლიდან.

Geneva Tram, CERN

ამჟამად ქსელის სიგრძე 36 კილომეტრს შეადგენს და ის თითქმის ყოველ წელს იზრდება.

პოლიტიკა – ტრამვაის პროექტის შეჩერების მიზეზი

თბილისის ტრამვაი "კონკა"

საქართველოს მთავრობას ხშირად საყვედურობენ შეჩერებული თუ უარყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო. მთავარ კრიტიკას იწვევს თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის შეწყვეტა, მაგრამ არის სხვა პროექტებიც, რომლებიც საწყის ეტაპზევე შეჩერდა. მათ შორისაა თბილისის ტრამვაის იდეა. ტრამვაის ხაზების გაყვანას უნდა გაეუმჯობესებინა დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

თბილისის ტრამვაის პროექტის თემა პერიოდულად წამოტივტივდება ხოლმე საქართველოს მედიაში. საკითხის მორიგი აქტუალიზაცია ერთი კვირის წინ მოხდა, როდესაც ინტერნეტის სოციალურ ქსელებში – ასევე რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს ვებსაიტზე – რადიო თავისუფლების რეპორტაჟი თარიღის მიუთითებლად გავრცელდა. მასალა, რომლის სათაურია ”თბილისის ახალი ტრამვაი რუსთაველზე გაივლის”, ჩვენს ვებსაიტზე ერთ წელზე მეტი ხნის წინ – 2012 წლის აპრილში -გამოქვეყნდა. თუმცა ახლა ინტერნეტის სოციალურ ქსელებში ის გავრცელდა როგორც ამჟამინდელი სიახლე, რამაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების იმედთან ერთად, უამრავი განსხვავებული აზრი და კითხვის ნიშანი წარმოშვა. ”სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” გამგეობის წევრს, ლევან ჩიტაძეს, დარჩა შთაბეჭდილება, რომ 2012 წელს ხელისუფლებამ თბილისის ტრამვაის პროექტი წინასაარჩევნო პიარად გამოიყენა. მისმა ორგანიზაციამ კითხვებით არაერთხელ მიმართა დედაქალქის მერიას:
Read more

ჟენევის ტროლეიბუსი

ჟენევის საქალაქო ტრანსპორტის სახეობებში მნიშველოვანი ადგილი უკავია ტროლეიბუსს. მე არ ვარ მისი დიდი თაყვანისმცემელი, მაგრამ ჟენევის ტროლეიბუსის გამართულმა და მოწესრიგებულმა მოძრაობამ მაინც მიიქცია ყურადღება.