ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა

ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა

ბუდაპეშტში თუ ძირითადი „სტანდარტული“ ღირსშესანიშნაობები მოინახულეთ, მუზეუმებში ხეტიალი და რესტორნებში ჯდომაც მოგბეზრდათ, ამასთანავე ხართ ტრანსპორტის, განსაკუთრებით, რკინიგზის მოყვარული და თან გინდათ, მოზარდებიც გაახაროთ – შეგიძლიათ საბავშვო რკინიგზას ეწვიოთ. თბილისისგან განსხვავებით, ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და თანაც მაღლობზე.
Read more

ლვოვი – ქალაქი ყავა და შოკოლადი

ლვოვი – ქალაქი ყავა და შოკოლადი

ზოგიერთი ქალაქი ბაზარს ჰგავს, ზოგს ლუდის გემო აქვს, ზოგს მარიხუანის სუნი ასდის, ზოგიც ღამის კლუბთან ასოცირდება – აი ლვოვი კი ყავა და შოკოლადია.

უკრაინის ამ უძველესი ქალაქის მონახულება დიდი ხანია მინდოდა. მიზეზი ინტერნეტში მიმობნეული ცნობები და ფოტოებია, რომლებიც მეტყველებენ ლვოვის მდიდარ ისტორიაზე, არქიტექტურაზე, კრეატიულ კაფე-რესტორნებზე და გამორჩეულ ატმოსფეროზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის. Read more

რატომ სჭირდება თბილისს ტრამვაი

tram tbilisi skoda 15t
ტრამვაი რუსთაველის გამზირზე (ფოტომონტაჟი)

(ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოსვლის ტექსტი)

ამ ბოლო დროს, ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომ თბილისში ავტომობილების რაოდენობა ძალიან გაიზარდა და სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა სხვადასხვაგვარი შეზღუდვების და რეგულაციების დაწესება. თუმცა კი ეკონომიკის ზრდასთან და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან ერთად ავტომობილების რიცხვის ზრდა გარდაუვალი პროცესია. თუ ამჟამად თბილისში ავტომობილი საშუალო სტატისტიკური მონაცემებით ყოველ მესამე მოქალქეს ჰყავს, განვითარების შედარებით მაღალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების მაჩვენებელი გაცილებით მეტია. მოკლედ, პრობლემას წარმოადგენს არა რაოდენობა, არამედ ავტომობილის გამოყენების ინტენსივობა ქალაქის ფარგლებში გადაადგილებისას. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ მიკროავტობუსების, “მარშრუტკების” სიმრავლე. Read more

თბილისის ფუნიკულიორი 111 წლისაა

ფუნიკულიორი

1905 წლის 27 მარტის დილით ფუნიკულიორი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

1900 წელს თბილისის მთავრობასა და ბელგიურ ანონიმურ საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ბელგიელებს ფუნიკულიორი 45-წლიანი იჯარით გადაეცათ. ვადის გასვლის შემდეგ ციცაბო მთაზე მოწყობილი ტრამვაი ქალაქის საკუთრება უნდა გამხდარიყო. ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წელს დაიწყო და 1905 წელს დასრულდა. მას ეკისრებოდა ტრამვაის ქვედა ხაზისა და “ზედა თბილისის” ერთმანეთთან დაკავშირების ფუნქცია. მაგრამ 1921 წლის შემდეგ “ზედა თბილისის” მშენებლობის გეგმები დავიწყებას მიეცა.

რა განასხვავებს პრაღის და თბილისის ინფრასტრუქტურას

პრაღა

ორი ქალაქის ტურისტული პოტენციალი თვალის ერთი შევლებით

ქალაქებში თანამედროვე ტურიზმის მნიშვნელოვანი განვითარება შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე რომ შეუძლებელია, თუნდაც საქართველოს მაგალითიდან ჩანს. თბილისის ინფრასტრუქტურა განვითარებული ქვეყნების ქალაქებთან შედარებით საკმაოდ ცუდ დღეშია, რასაც არამარტო უცხოელი ვიზიტორი, ადგილობრივი მაცხოვრებელიც კარგად ხედავს. რა უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ და რა მიმართულებით უნდა იაროს, ამის მაგალითად თუნდაც ის ქალაქები გამოდგება, რომელსაც თბილისის მსგავსად კომუნისტურ ეპოქაში მოუწია არსებობა და შემდეგ უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის პირობებში აგრძელებს განვითარების გზას. Read more

ტრამვაის ფანჯრიდან დანახული სტამბოლი

100_3461

რომელუბნელი ხარ, ეფენდი?

ძველი ქალაქი სულთანაჰმეთი (Sultanahmet) – ჩვენებური რიყეა, აქაა აია სოფია (Hagia Sophia), სულთან აჰმედის ე.წ. ლურჯი მეჩეთი (Sultanahmet Camii – ჯამიი) და სულთან მეჰმედის თოფქაფეს სასახლე (Topkapı Sarayı). აქვეა კონსტანტინოპოლის მტკნარი წყლის საცავი – ბაზილიკა ცისტერნა (Yerebatan Sarnici/Basilica Cistern) და არქეოლოგიური მუზეუმი. სულ პირველად რომ ჩავედი სტამბოლში ძველი ქალაქი ადმინისტრაციულად ემინონიუს (Eminönü) რაიონს ეკუთვნოდა, მეორედ ჩასვლისას კი აღმოვაჩინე, რომ ემინონიუ ფაათის (Fatih) რაიონს “გადაუსანსლავს”. ახლა ფაათი სტამბოლის ისტორიული გულია – სწორედ აქაა განლაგებული რომისა და ოთომანის იმპერიის დროინდელ შენობათა დიდი ნაწილი. “ძველი ქალაქი” უბნებით: სულთანაჰმეთი, ემინონიუ, ბეიაზითი (Beyazit)… – ტურისტული მექაა. მე-18 საუკუნეში ეს კვარტალი მიწისძვრამ დააზარალა და მის ხელახლა ასაშენებლად ფრანგი არქიტექტორები მიიწვიეს. საერთოდ, პარიზის გავლენა სტამბოლზე დიდია, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიმგვანებაც კი სცადეს.  Read more

ქუჩის რეკონსტრუქციის ინსტრუქცია

ქუჩის რეკონსტრუქციის ინსტრუქცია

აღმაშენებლის გამზირის შემდეგ თბილისში დიდი ქუჩის – გამზირის რეკონსტრუქცია აღარ განხორციელებულა. იმედია, მომავალში ქუჩების განახლების აუცილებელი პროცესი ისევ გაგრძელდება. როგორი უნდა იყოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი გამზირი?

მაგალითი პრაღიდან. აქ ქალაქის ხელისუფლეამ 2018 წლამდე “ვინოჰრადსკას” (ვენახების) ქუჩის რეკონსტრუქცია გადაწყვიტა. Read more

ტაქსიმი და ისტიკლალი

ტაქსიმი და ისტიკლალი

ჩემთვის სტამბოლი იწყება ისტიკლალიდან, დამოუკიდებლობის გამზირიდან, სასტუმრო “რიჩმონდიდან”, რომელიც 2007 წელს ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოზე მარჯვენა მხარეს მოსჩანს. ადვილი შესამჩნევია, ძველი არქიტექტურის შემონობაზე დადგმული შავი შუშის კონსტრუქცია. Read more

ტრამვაი აღმაშენებელზე

აღმაშენებლის გამზირზე სეირნობისას ევროპის შუაგულში ვიგრძენი თავი. ამის მიზეზი კი ზაფხული და კვირა დღე იყო, რომლის დროსაც ქალაქი ავტომობილებისგან იცლება. რეკონსტრუირებულ აღმაშენებლის გამზირს ნამდვილ ევროპად კი საფეხმავლო ქუჩად გამოცხადება და ტრამვაი გადააქცევდა.

ტრამვაი აღმაშენებელზე
ფოტომონტაჟი

თბილისის ტრანსპორტი 1999 წ.

უნიკალური ვიდეოკადრები, რომლებიც 1999 წლის სექტემბერში გადაიღეს საქალაქო ტრანსპორტის უცხოელმა ფანებმა. ვიდეოების მოძიება და მონტაჟი Irakli Ika-ის დამსახურებაა.

ტროლეიბუსები და ავტობუსები

მეტრო

ტრამვაი

ჟენევის ტრამვაი

ბევრ ქართველს შემთხვევია სიტუაცია, როდესაც ევროპის რომელიმე ცნობილ ქალაქში ტაქსით სარგებლობის შემდეგ შეხვედრაზეც დაგვიანებია და ჯიბეც საგრძნობლად შეუთხელებია. ასეთ გასაჭირს ჟენევაში ტრამვაი აგარიდებთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ტალონს სასტუმროში უფასოდ მიიღებთ, ხოლო ტრამვაის სისტემა შვეიცარიული საათივით გამართულად და ზუსტად მუშაობს.

Stadler Tango ZR

ჟენევის ტრამვაის სისტემას გამორჩეული დიზაინის მქონე ტრამვაი ამშვენებს. ყველაზე მეტ ყურადღებას ტრამვაის ეს მოდელი იპყრობს – შტადლერის “ტანგო” (Stadler Tango ZR) – ტანგოს მოცეკვავეს წააგავს რელსებზე 🙂

შტადლერის ტანგო

ამ თანამედროვე, მიმზიდველი დიზაინის შიგნით ისეთი ინტერიერი იმალება, რომელიც ცეკვასთან მწყრალად მყოფსაც კი აცეკვებს ტანგოს 🙂

ჟენევის ტრამვაი "ტანგო"

ტანგოსკენ გიბიძგებთ უამრავი საფეხური, მიხვეულ-მოხვეული გასასვლელი და სხვა უცნაურობები, რომლებსაც ბევრ თანამედროვე ტრამვაიში აღარ ვხვდებით (ეს “ტანგოს” ერთ-ერთ ძირითად ნაკლს წარმოადგენს).

შტადლერის ტანგო

ხედი ვატმანის კაბინიდან.

ვატმანი

ჟენევაში შტადლერის ტანგო 2011 წლიდან გამოჩნდა. ის 70%-იან დაბალიატაკიან ტრამვაით ითვლება. ვაგონში დახმარების გარეშე შესვლა და გამოსვლა შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, საბავშვო ეტლით მოსეირნე მშობლებს თუ მოხუცებს. 6 სექციანი ვაგონის სიგრძე 44 მეტრს შეადგენს, ცარიელის წონა 57 ტონაა, იტევს 260-მდე მგზავრს.

ტრამვაის საფეხურები

ყველა კარი აღჭურვილია ავტომატური პანდუსით, რომელიც ტრამვაისა და ტროტუარს შორის არსებულ მანძილს ფარავს. მისი მოქმედების პრინციპი კარგად ჩანს შემდეგ ვიდეოზე.

გაცილებით კომფორტულია, სალონში უფრო მეტი სივრცე აქვს და შიდა საფეხურების დაძლევა არ მოგიწევთ ბომბარდირის “ფლექსიტი აუთლუკში” (Bombardier 3000 Flexity Outlook Cityrunner).

Bombardier 3000 Flexity Outlook C

ამ 7 სექციანი ტრანსპორტისთვის სირთულეს არ წარმოადგენს ჟენევის ცენტრის ვიწრო ქუჩებში გადაადგილება. მისი სიგრძეა 42 მეტრი, სიმძიმე 50 ტონაა და შეუძლია 231 მგზავრის გადაყვანა.

ტრამვაი ბომბარდირი

ბომბარდირის ეს მოდელი ჟენავაში 2004 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ჟენეველების და ჟენევის სტუმრების სიმპატიებს იმსახურებს.

Bombardier 3000 Flexity Outlook C

“ფლექსიტი” 100%-იან დაბალიატაკიან ტრამვაის წარმოადგენს, და მაში შესვლა-გამოსვლა თავისუფლად შეუძლიათ ეტლიან მგზავრებს. ისიც, ისევე როგორც “ტანგო”, აღჭურვილია გადმოსაკეცი მცირე პანდუსით, რაც ტრამვაის ტროტუართან კიდევ უფრო აახლოვებს.

ტრამვაის პანდუსი

ბომბარდირის ფლექსიტი გამოირჩევა სალონის მოცულობით, სივრცით.

ბომბარდირის სალონი

მის ზირითად ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს წკაპა-წკუპი, რომელიც ისმის “გარმოშკიდან” მოსახვევების გავლისას. აუფრო მეტ დეტალს აღმოაჩენთ ვიდეოში (1:46 წუთიდან).

რამდენიმე სიტყვა ჟენევის ტრამვაის უფრო ძველ ვაგონებზე. “დუევაგის” (Duewag-Vevey) სხვადასხვა მოდიფიკაციები ჟენევაში 1984 წლიდან გამოჩნდა და დღემდე ექსპლოატაციაშია.

 Duewag-Vevey Be 4/6   ასაკის მიუხედავად ტრამვაის ეს ვაგონები საკმაოდ კომფორტულია. მასში შესვლის საშუალება აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც და სალონში გაცილებით მეტი სივრცეა ვიდრე შტადლერის ტანგოში.    Duewag-Vevey Be 4/6  Duewag-Vevey Be 4/6

ასაკის მიუხედავად ტრამვაის ეს ვაგონები საკმაოდ კომფორტულია.

Duewag-Vevey Be 4/6 სალონი

მასში შესვლის საშუალება აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც და სალონში გაცილებით მეტი სივრცეა ვიდრე შტადლერის ტანგოში.

ჟენევის ტრამვაი

ჟენევაში “დუევაგის” ორ და სამსექციანი ვაგონები ერთმანეთს ჩაბმული მოძრაობენ. ტრამვაის ასეთი შემადგენლობის სიგრძე 53 მეტრია და შეუძლია 450 მგზავრის გადაყვანა. ცარიელ მდგომარეობაში შემადგენლობის ჯამური წონა 62 ტონამდე აღწევს.

Duewag-Vevey Be 4/6

ეს ვიდეო კი ჟენევაში დუავეგის მოძრაობის თავისებურებებს ასახავს.

ჟენევის ტრამვაის 2013 წლის რუკა

Genève Tramway network map 2010

ჟენევის ტრამვაი სათავეს იღებს 1862 წლიდან, რომელიც ცხენების მეშვეობით მოძრაობდა. 1889 წელს კი ორთქლის ძრავიანი ტრამვაი ამუშავდა, ხოლო 1894 წლიდან ჟენევაში ელექტროენერგიის ძრავიანი ტრამვაი გამოჩნდა. მას შემდეგ სისტემა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და 1920 წელს მთელს ევროპაში ყველაზე დიდი ქსელის (119 კმ) ტიტული მოიპოვა. ის ჟენევას გარეუბნებთან ერთად საფრანგეთის ქალაქებთანაც აკავშირებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ტრამვაის დეგრადაცია და 1970 წლისთვის ჟენევაში მხოლოდ ერთი ხაზი შემორჩა. ტრამვაის აღორძინების პროცესი სათავეს ირებს 1995 წლიდან.

Geneva Tram, CERN

ამჟამად ქსელის სიგრძე 36 კილომეტრს შეადგენს და ის თითქმის ყოველ წელს იზრდება.

ძველი თბილისის კადრების ნაკრები

თბილისი 1882 – 1920 წლები

თბილისი, ვარაზის ხევი და მშენებარე ვაჟა ფშაველას გამზირი.

თბილისი – ხალხი, მეტეხი, რუსთაველის გამზირი და ქალაქის ხედები.

პოლიტიკა – ტრამვაის პროექტის შეჩერების მიზეზი

თბილისის ტრამვაი "კონკა"

საქართველოს მთავრობას ხშირად საყვედურობენ შეჩერებული თუ უარყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო. მთავარ კრიტიკას იწვევს თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის შეწყვეტა, მაგრამ არის სხვა პროექტებიც, რომლებიც საწყის ეტაპზევე შეჩერდა. მათ შორისაა თბილისის ტრამვაის იდეა. ტრამვაის ხაზების გაყვანას უნდა გაეუმჯობესებინა დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

თბილისის ტრამვაის პროექტის თემა პერიოდულად წამოტივტივდება ხოლმე საქართველოს მედიაში. საკითხის მორიგი აქტუალიზაცია ერთი კვირის წინ მოხდა, როდესაც ინტერნეტის სოციალურ ქსელებში – ასევე რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს ვებსაიტზე – რადიო თავისუფლების რეპორტაჟი თარიღის მიუთითებლად გავრცელდა. მასალა, რომლის სათაურია ”თბილისის ახალი ტრამვაი რუსთაველზე გაივლის”, ჩვენს ვებსაიტზე ერთ წელზე მეტი ხნის წინ – 2012 წლის აპრილში -გამოქვეყნდა. თუმცა ახლა ინტერნეტის სოციალურ ქსელებში ის გავრცელდა როგორც ამჟამინდელი სიახლე, რამაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების იმედთან ერთად, უამრავი განსხვავებული აზრი და კითხვის ნიშანი წარმოშვა. ”სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” გამგეობის წევრს, ლევან ჩიტაძეს, დარჩა შთაბეჭდილება, რომ 2012 წელს ხელისუფლებამ თბილისის ტრამვაის პროექტი წინასაარჩევნო პიარად გამოიყენა. მისმა ორგანიზაციამ კითხვებით არაერთხელ მიმართა დედაქალქის მერიას:
Read more

თიუნელი

თიუნელი

თიუნელი, თურქულად Tünel – სტამბოლის უძველესი მეტროს სისტემაა. მე უფრო მიწისქვეშა ფუნიკულიორს დავარქმევდი. Read more