კამბოჯა

კამბოჯა

პირველად როდესაც მოვხვდი კამბოჯის სამეფოში, მივხვდი, რომ ეს იყო ზუსტად ის რაზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, ეს იყო სულ სხვა სამყარო, სამყარო სადაც წარსული ძალიან ლამაზად არის შერწყმული აწმყოსთან და ქმნის წარმოუდგენელ სილამაზეს, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ. არაამქვეყნიურმა კომპლექსმა “ანგკორ ვატმა” კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩემს თავს მივეცი პირობა, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი ამ საოცრებათა ქვეყანაში და შევისწავლიდი მას სრულყოფილად და ასეც მოვიქეცი, მას შემდეგ 3-ჯერ ვეწვიე სიამ რიპს. უბრალოდ მიეცით თქვენს თავს პირობა, რომ აუცილებლად მოინახულებთ კამბოჯას და მხოლოდ მერე მიხვდებით რას ვგულისხმობდი მე… Read more

სოფლის ცხოვრება პოლონურად – ნაწილი 1

პოლონეთში მოგზაურობისას ავტობუსიდან გადაღებულმა ფოტოებმა დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. პოლონეთის სოფლების კადრებზე აღბეჭდილი ეს დასახლებები ზოგს შეძლებული მოქალაქეების აგარაკები ეგონა, მაგრამ სოფლების სიღრმეშიც ანალოგიურ სურათებს გადავაწყდი.

პოლონეთის სოფელი

ეს ფოტო გადაღებულია საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუის მახლობელ სოფელში, მალოპოლსკის სავოევოდოში, კარპატების მთებში, სლოვაკეთის საზღვართან – დაახლოებით ისეთი რეგიონია, როგორიც ბორჯომი-ბაკურიანი.  მის ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს ტურიზმი, რომელსაც კრინიცა-ზდრუიში სათხილამურო ტრასები და რეგიონის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პოტენციალი იზიდავს. შესაბამისად, ტურიზმი კრინიცის მომიჯნავე სოფლების ცხოვრებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. Read more