სტამბოლი და სტამბოლს მიღმა

სტამბოლი და სტამბოლს მიღმა

2012 წლის 5 ნოემბრის პოსტი. ქვეყნდება მცირედი ცვლილებებით.

მოგზაურის რვეული: ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

გაფრთხილება ეს ძალიან ვრცელი (და ძალიან სუბიექტური) სითიგაიდი იქნება (რმდენიმე ნაწილად) და მათთვის დავწერე, ვინც სტამბოლში გამგზავრებას აპირებს, სხვები ამსიგრძე პოსტის კითხვით თავს ნუ შეიწუხებთ. შევეცადე, პოსტი უფრო ინფორმატიული და პრაქტიკულად გამოყენებადი ყოფილიყო, ამიტომ, თუკი ცუდად შეკმაზული გეჩვენა, შენთვის არ დამიწერია. 😉 Read more

ტრამვაის ფანჯრიდან დანახული სტამბოლი

100_3461

რომელუბნელი ხარ, ეფენდი?

ძველი ქალაქი სულთანაჰმეთი (Sultanahmet) – ჩვენებური რიყეა, აქაა აია სოფია (Hagia Sophia), სულთან აჰმედის ე.წ. ლურჯი მეჩეთი (Sultanahmet Camii – ჯამიი) და სულთან მეჰმედის თოფქაფეს სასახლე (Topkapı Sarayı). აქვეა კონსტანტინოპოლის მტკნარი წყლის საცავი – ბაზილიკა ცისტერნა (Yerebatan Sarnici/Basilica Cistern) და არქეოლოგიური მუზეუმი. სულ პირველად რომ ჩავედი სტამბოლში ძველი ქალაქი ადმინისტრაციულად ემინონიუს (Eminönü) რაიონს ეკუთვნოდა, მეორედ ჩასვლისას კი აღმოვაჩინე, რომ ემინონიუ ფაათის (Fatih) რაიონს “გადაუსანსლავს”. ახლა ფაათი სტამბოლის ისტორიული გულია – სწორედ აქაა განლაგებული რომისა და ოთომანის იმპერიის დროინდელ შენობათა დიდი ნაწილი. “ძველი ქალაქი” უბნებით: სულთანაჰმეთი, ემინონიუ, ბეიაზითი (Beyazit)… – ტურისტული მექაა. მე-18 საუკუნეში ეს კვარტალი მიწისძვრამ დააზარალა და მის ხელახლა ასაშენებლად ფრანგი არქიტექტორები მიიწვიეს. საერთოდ, პარიზის გავლენა სტამბოლზე დიდია, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიმგვანებაც კი სცადეს.  Read more

კატების ქალაქი, რომელიც ძაღლებმა გადაარჩინეს

მოჰამედის კატები და დაჩიპული ძაღლები

სტამბოლი კატების ქალაქია. ამბობენ, რომ მოჰამედს უყვარდა კატები, აქედანაა, ალბათ, თურქების მათადმი სიყვარულიც. თბილისელი ქუჩის კატები თუ მშიშრები არიან და ადამიანს უფრთხიან, სტამბოლში – სხვა საქმეა. ეს ქალაქი მათია. ოთხთათები მუდამ ორფეხებს შორიახლო დაცუნცულებენ და ხელებში შეჰყურებენ სასუსნავის მოლოდინში.

სტამბოლის მიწაზე დავდგი ფეხი თუ არა, სირქეჯის სადგურში ერთი კატა ამედევნა ძაღლივით და სანამ იქაურობას ვათვალიერებდი, გიდობას მიწევდა. ჩემი ბაბუის ბაბუა და კიდევ იმისი ბაბუა სადგურში მუშაობდა თაგვების რისხვად და თავისი ორი თვალით დაინახა, როგორ ადიოდა ერკიულ პუარო “აღმოსავლეთის ექსპრესშიო”, – ასე მითხრა. Read more

აია სოფია, თოფკაპი და გალათას კოშკი

ამ ბოლო დღეების  სტატისტიკის მიხედვით ბლოგის სტუმრები განსაკუთრებით ინტერესდებიან სტამბოლის თემით. ამ თემის მეტ-ნაკლებად შესავსებად ფოტოგალერეა აია სოფიას, თოფკაპისა და გალათას კოშკის კადრებით.

ტაქსიმი და ისტიკლალი

ტაქსიმი და ისტიკლალი

ჩემთვის სტამბოლი იწყება ისტიკლალიდან, დამოუკიდებლობის გამზირიდან, სასტუმრო “რიჩმონდიდან”, რომელიც 2007 წელს ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოზე მარჯვენა მხარეს მოსჩანს. ადვილი შესამჩნევია, ძველი არქიტექტურის შემონობაზე დადგმული შავი შუშის კონსტრუქცია. Read more

თიუნელი

თიუნელი

თიუნელი, თურქულად Tünel – სტამბოლის უძველესი მეტროს სისტემაა. მე უფრო მიწისქვეშა ფუნიკულიორს დავარქმევდი. Read more

სტამბოლის ახალი ტრამვაი

Alstom Citadis 301

სტამბოლში თანამედროვე ტრამვაის ახალი თაობა 2 წელია რაც გამოჩნდა.

Alstom Citadis 301 Istanbul

ფრანგული სამსექციანი Alstom Citadis 301

Istanbul Tram

ალსტომ სიტადისის ტრამვაი სტამბოლის T1 (Bağcılar-Kabataş) მარშრუტზე დადის შედარებით ძველ Bombardier Flexity Swift-ის მარკის ტრამვაისთან ერთად.

Bombardier Flexity Swift

ორივე მათგანს გააჩნია ერთმანეთისგან განსხვავებული პლუსები. ალსტომის დიზაინი გაცილებით თანამედროვეა, ის ითვლება 100 პროცენტიან დაბალიატაკიან ვაგონად, თუმცა კი სალონში ბორბლების ადგილზე იატაკი შესაჩნევად ამობურცულია.

სტამბოლის ტრამვაი

ბომბარდირ წინა და უკანა ბორბლებთან იატაკი ამაღლებული აქვს ერთი საფეხურით, ამიტომ ნახევრადდაბალიატაკიან ვაგონად ითვლება. ის გაცილებით რბილად გადადის რელსების ისრებზე და შედარებით უხმაუროც არის ვიდრე ალსტომი.

სტამბოლის ტრამვაი

ტრამვაის გაჩერება, ის დაცულია ღობეებით და მასში შესვლა საფასურის გადახდის და თბილისის მეტროს მსგავსი ხარიხის გადალახვის შემდეგ ხდება,

ტრამვაის გაჩერება

სტამბოლის სარკინიგზო ტრანსპორტის რუკა:

სტამბოლი გასტონომიული

სასადილო სტამბოლში

არაფერია ისე იოლი სტამბოლში, როგორც ზედმეტი წონის აკრეფა, ამიტომ ბევრი იარეთ ფეხით და მცირეკალორიული რამეები ჭამეთ. ;) მაგრამ ეს მეორე ოჰ, რა ძნელი შესასრულებელია! თურქებს ძალიან უყვართ სალათები – თქვენც გირჩევთ. არ დაგამძიმებთ და არ მიგაძინებთ. ტრადიციული სეზონური მევსიმ სალათასი (Mevsim salatası) მართალია თურქული ბოსტნეულით კეთდება და ჭოპორტის პომიდორს ვერ მოგართმევენ, მაგრამ მაინც საღი და გემრიელია. :) თუ ადრე ადგებით, შეგიძლიათ ბოსფორიდან მზის ამოცურვით დატკბეთ და თან ბალიქ-ექმექით (Balık Ekmek – “თევზი და პური” – თევზის სენდვიჩია) წაიხემსისაუზმოთ. სანაპიროზე (და არამარტო) ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამზადებენ მიდიებს. ცხარეა და გემრიელი. Read more

თურქული ჩურჩხელა

თურქული ჩურჩხელები

სტამბოლში პირველად 10 წლის წინ მოვხვდი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ჩურჩხელებით სავსე მაღაზიები აღმოვაჩინე. აქამდე მეც იმ პროპაგანდის მსხვერპლი ვიყავი, რომელიც გვარწმუნებდა ჩურჩხელის დამზადება მხოლოდ ქართველებს ხელგვეწიფებაო.

კაბადოკიური ჩურჩხელა

ეს ფოტო კაბადოკიაში, ტკბილეულის ერთ-ერთ მაღაზიაში გადავიღე. სხვადასხვა წვენისგან დამზადებული, ერთ ზომაზე დაჭრილი ჩურჩხელა, წონის მიხედვით იყიდება.

ბურგერ კინგი

ბურგერკინგი

კრაკოვის ქუჩებში ფეხით ხეტიალით დაღლილი და მშიერი სწრაფი კვების ობიექტის, კონკრეტულად კი “მაკდონალდსის” საპოვნელად დიდ სავაჭრო ცენტრში “გალერეა კრაკოვსკაში” შევედი.  დაღლილ-დაქანცული და მშიერი, ტრადიციულ რესტორანში შეკვეთის ლოდინს, სწრაფი კვების სერვისს ვარჩევ ხოლმე. მაგრამ “მაკდონალდსის” რიგებმა ძებნის გაგრძელება მაიძულა და გამახსენდა, რომ ამ ცენტრში “მაკდონალდსის” კონკურენტის “ბურგერ კინგის” რესტორანიცაა. Read more

სტამბოლი შოფინგური

მოგზაურის რვეული: ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

ვხედავ, რომ ჩემს სტამბოლულ პოსტებს ბევრი ადამიანი კითხულობს, იმასაც ვხედავ, რომ ბევრი კითხვას შუიდან იწყებს :) – მე-3 ნაწილის მკითხველთა რაოდენობა ლამის ორჯერ სჭარბობს პირველისას, ჰოდა საგანგებოდ მათთვის და ვინც კითხვას აქედან იწყებს, მათთვისაც, უნდა გავიმეორო, რაც უკვე დავწერე: ეს პოსტები ძალიან სუბიექტურია და თუკი ჩემი გემოვნება, ჰოი საკვირველებავ და არ ემთხვევა თქვენსას, გული ნუ მოგივათ. ახლა კი, გავიდეთ საშოფინგოდ.

სტამბოლის სავაჭრო ცენტრი

სტამბოლის დიდი ბაზრის (Kapalıçarşı/Grand Bazaar) ნახვა ერთხელ მაინც ღირს, მითუფრო, რომ “ძველი ქალაქის” ბეიაზითის უბანშია და შორს წასვლა საჭირო არაა – თუნდაც ქუჩაში სეირნობისას გადააწყდები… ნახვა კი ღირს, მაგრამ რამდენად ღირს ვაჭრობა – ეს უკვე მეორე ამბავია. ინტერნეტ-ვაჭრობისა და ამერიკული მაღაზიების მიერ შემოთავაზებული 70%-იანი ფასდაკლებების ფონზე, სტამბოლის ბაზარში ტანსაცმლის ყიდვა სისულელე მგონია. რაც კარგია – იაფი არ იქნება და რაც იაფია – ან არ ვარგა ან, უბრალოდ, ფეიქია… Read more

სტამბოლის ტრამვაი

სტამბოლის გამორჩეულ მრავალფეროვნებას კიდევ უფრო ამდიდრებს ქალაქის ასევე მრავალფეროვანი ტრანსპორტი, მათ შორის ტრამვაი. ტრამვაი შეიძლება დაიყოს რამდენიმე სახეობად, ჩქაროსნული (მეტროტრამი), თანამედროვე, ისტორიული…