რატომ კავალა

რატომ კავალა

გასული წლის ოქტომბრის თვეში სალონიკში გასეირნების შემდეგ გადავწყვიტე ზამთრის შვებულების ნაწილი ისევ იქ გამეტარებინა, მაგრამ კავალაში აღმოვჩნდი. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ “ვიზეარმა” სალონიკის რეისები რამდენიმე თვით კავალას აეროპორტში გადაიტანა. დეკემბერ-იანვარში გაფრენის თარიღის მოახლოებამდე გამუდმებით თვალს ვადევნებდი ფორუმებს, მაგრამ არავინ წერდა კავალაში მოგზაურობაზე. კავალას აეროპორტს თითქმის ყველა მგზავრი სხვა მიმართულებით გასამგზავრებლად იყენებდა. Read more