როდის არ ამართლებს Airbnb

როდის არ ამართლებს Airbnb

ამ პოსტის მომზადება Airbnb-ის შესახებ გავრცელებულმა მცდარმა მოსაზრებებმა გადამაწყვეტინა, რომელთა მიზეზიც ძირითადად არის პირადი ან ნაცნობების უარყოფითი გამოცდილება. ზოგს ჯავშანს უუქმებენ, ზოგს ადგილზე ჩასვლისას სთხოვენ უფრო მეტის გადახდას, ან ბინა არ არის ისეთი, როგორიც ფოტოებზე, ან სისუფთავე მოიკოჭლებს და ასე შემდეგ. სურათს ისიც ამძაფრებს, რომ უკმაყოფილო მომხმარებლები უფრო აქტიურობენ – ეს ბუნებრივიცაა და ყველას უმტკიცებენ, რომ Airbnb არ არის სანდო, ასე ვთქვათ არ ამართლებს.

განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა ჩემს პირად მაგალითზე და გავაანალიზოთ როდის არ ამართლებს Airbnb, ან რატომ არ ამართლებს. Read more

აპარტამენტი მილანში

აპარტამენტი მილანში

მილანში მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე, მაგალითად, ბათუმში დასვენება. ამის მთავარი მიზეზი, როგორც ცნობილია “ვიზეარის” იაფი ავიარეისებია. ამჯერად 25 ლარიანი ბილეთების შეძენა დავაგვიანე, მაგრამ 65 ლარიანი ბილეთებიც არ არის ძვირი.

მილანში გასეირნება რომ არ გაძვირდეს საჭიროა სათანადო საცხოვრებლის შერჩევა. როგორც ყოველთვის მე ოჯახთან ერთად მოგზაურობისას აპარტამენტებს ვანიჭებ უპირატესობას. მათი დაქირავება შესაძლებელია Airbnb.com-ზე. Read more

როგორ გამოვიყენოთ 35 ევროიანი ფასდაკლება Airbnb-ზე

როგორ გამოვიყენოთ 35 ევროიანი ფასდაკლება Airbnb-ზე

ვიდეოინსტრუქცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ 35 ევროს ფასდაკლება Airbnb-ზე. Read more

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტები პრაღაში

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტები პრაღაში

ზოგიერთს ჰგონია, რომ Airbnb-ის აპარტამენტი მხოლოდ ის ბინაა, რომლიდანაც მესაკუთრე სადღაც შორს გადაბარგდა და ცარიალი ერთ-ოთახიანი გასაქირავებლად საიტზე გამოაქვეყნა. აქედან მომდინარეობს რეალური თუ მითადქცეული ამბები აუტანელი და სისხლისმსმელი მასპინძლების შესახებ, რომლებიც სტუმრებს ბრალდებებს უყენებენ და კომპენსაციებს მოითხოვენ… ასეთი რიტორიკის ავტორები ყოველთვის სასტუმროებს აქებენ, თუმცა კი რეალობაში უხარისხო სასტუმროებიც საკმაო რაოდენობით გვხვდება. მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევნის გაკეთებას სასტუმროებისთვის მინიჭებული ვარსკვლავების რაოდენობა აიოლებს და როგორც ჩანს სწორედ ეს განაპირობებს ნდობის უფრო მაღალ ხარისხს.

მე განსხვავებული შეხედულება გამაჩნია

Read more

რატომ ვირჩევ Airbnb-ს აპარტამენტებს

რატომ ვირჩევ Airbnb-ს აპარტამენტებს

სოციალურ ქსელებში წავაწყდი რამდენიმე უკმაყოფილო ადამიანის კომენტარებს, რომლებიც Airbnb-ს საყვედურობდნენ საზღვარგარეთ უხარისხო აპარტამენტებში დაბინავების გამო. ზოგი იჩემებდა მაგას ახლოს აღარ გავეკარებიო, ზოგიც ფეხს აღარ შევდგამ დაქირავებულ ბინაშიო…

არადა, როგორ შეიძლება უარი თქვა ისეთ იაფ აპარტამენტებზე, რომელსაც ქვევით მიმოვიხილავ და თანაც ისეთ არც თუ იაფ ქალაქში, როგორიც არის ათენი. Read more

35 ევრო საჩუქრად მოგზაურებს

35 ევრო საჩუქრად მოგზაურებს

რა უნდა იყოს ხეტიალის მოყვარულთათვის მოგზაურობის დაფინანსებაზე კარგი საჩუქარი? მოკლედ, Airbnb-მ თქვენი წახალისების საშუალება მომცა.

35 ევროს სამოგზაურო კრედიტს მიიღებს ყველა ვინც ჩემი გვერდიდან, აქედან დარეგისტრრდება 🙂 Read more

ყვარლის კიდევ ერთი მშვენება

ყვარლის სასწავლო ცენტრი

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ყვარლის კიდევ ერთი მშვენებაა. ილიას გორაზე გაშენებული საკონფერენციო-სასტუმრო კომპლექსი სსიპ- საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს ეკუთვნის. Read more

სასტუმრო თუ აპარტამენტი?

რომელი სჯობს, სასტუმრო თუ აპარტამენტი – ეს ქართული ტურისტული ინტერნეტფორუმების ერთ-ერთი აქტუალური თემაა. მოგზაურობისას ბევრი უპირატესობას ანიჭებს სასტუმროში დაბინავებას და აპარტამენტების (ბინების) გაქირავების სერვისს არ აღიარებს. მე კი საპირისპირო აზრი ჩამომიყალიბდა და თუ რატომ პოლონეთის ულამაზესი ქალაქის კრაკოვის ერთი სასტუმროსა და აპარტამენტის მიმოხილვის საფუძველზე გავარჩიოთ.

Hotel ibis Krakow Centrum

ეს არის სასტუმროების ცნობილი ქსელის ibis-ის ორადგილიანი ნომერი კრაკოვში სამვარსკვლავიან სასტუმრო Hotel ibis Krakow Centrum-ში. ამ მომენტში ორ ადგილიანი ნომრის დაჯავშნა შესაძლებელია 70 ევროდ. რეალურად ეს ოთახი უფრო პატარა ზომისაა და ასე გამოიყურება. Read more

როგორ “გავმდიდრდეთ” ბინის გაქირავებით?

როგორ “გავმდიდრდეთ” ბინის გაქირავებით?

ბინის გაქირავება ორ სტუდენტ გოგოზე ან უცხოელზე, შესაბამისად, სტაბილური შემოსავლის – 400-800 ლარის (160-320 აშშ დოლარი) მიღება ბევრი თბილისელის ბიზნესია ან კიდევ ოცნება. თუმცა მოგება შეიძლება გასამმაგდეს და გაოთხმაგდეს თუ ბინას ან ოთახს Airbnb-ის მეშვეობით “დღიურად” უცხოელ ტურისტებზე გააქირავებთ. შენიშვნა: ეს არ არის ჰოსტელი.

რატომ “ეარბიენბი”? იმიტომ რომ ეს არის ყველაზე პოპულარული და რეალური საიტი, საიდანაც შეკვეთებს აუცილებლად მიიღებთ და თვეში (ერთოთახიანი ბინის შემთხვევაში) 700, 800, 900 აშშ დოლარის გამომუშავებასაც შეძლებთ. ეს არ არის დაუჯერებელი ამბავი, მითუმეტეს დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია “ვიზეარმა” ევროპიდან ახალი რეისები დაამატა და მოსალოდნელია დაბალბიუჯეტიანი ტურისტების რაოდენობის ზრდაც. უბრალოდ, საჭიროა რამდენიმე რჩევის გათვალისწინება.  Read more

რიქსოს ბორჯომი

საქართველოს საპარტნიორო ფონდმა და ყაზახეთის კომპანია “ყაზმუნაიგაზმა“ ლიკანში საზეიმო ვითარებაში გახსნეს ერთობლივი პროექტი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „რიქსოს ბორჯომი“. სასტუმრო მდებარეობს “მეოთხე სამმართველოს” სახელით ცნობილ ტერიტორიაზე. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერები, მთავრობის, პარლამენტისა და ბიზნესის წარმომადგენლები. „რიქსოს ბორჯომში” 151 ნომერია. კომპლექსი აერთიანებს რესტორანს, კაფე-ბარებს, საკონფერენციო დარბაზებს, გოლფისა და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, ბალნეოლოგიურ ცენტრს, საცურაო აუზსა და ბავშვთა გასართობ ცენტრს. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მილიონი აშშ დოლარია. პროექტში საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კაპიტალის 50%-ია.

ლოპოტას ტბა და სასტუმრო

ლოპოტას ტბა და სასტუმრო კომპლექსი

ლოპოტას ტბაზე და იქ განთავსებულ სასტუმრო კომპლექს “ლოპოტა რეზორტში” ერთ-ერთი სემინარის ფარგლებში ვიმყოფებოდი. ეს მშვენიერი ადგილი თელავის ცენტრიდან 23 კილომეტრში მდებარეობს ნაფარეულის მიმართულებით.

ნაფარეულის გზა

ნაფარეულამდე რამდენიმე კილომეტრით ადრე მარჯვნივ ვიწრო გზა მიდის, რომელსაც ამ შლაგბაუმამდე მივყავართ.

ლოპოტას შლაგბაუმი

დაცვის მიერ სტუმრების ჯავშანის შემოწმების შემდეგ ამ 20%-იან აღმართს გადალახავთ და ლოპოტას ტბას მიადგებით.

ლოპოტას გზა

აღმართის დასრულების შემდეგ ტბის პირას გაშენებული სასტუმრო კომპლექსი იწყება.

ლოპოტას ტბა

ტბის გარშემო გადაადგილება და კომპლექსის შენობებთან მისვლა შესაძლებელია  ელექტრო და ველო ტრანსპორტით.

ლოპოტას ტბა

სასტუმროს ელექტრობუსი სტუმრების გადასაყვანად, განსაკუთერბით მოსახერხებელია ცივ და წვიმიან ამინდში.

Lopota Lake

ტბის გარშემო მოწყობილია ადგილები, სადაც შეიძლება ჩამოჯდე, საქმიანი საუბარი წამოიწყო, ყავა დალიო, ან მეგობრებთან ერთად გაერთო. Read more

ბათუმის ასტრონომიული საათი

ბათუმის ასტრონომიული საათი

ბათუმის ცენტრში აშენებული ეს კოშკი ბევრს მოსწონს, მეც მომეწონა და შარშან რამდენიმე ფოტო გადავუღე. მხოლოდ ახლა, მეგობრის Vader Lord-ის დახმარებით შევამჩნიე, რომ კოშკზე დამონტაჟებულია ასტრონომიული საათი, ისეთი, როგორიც პრაღის რატუშაზე.

ბათუმის ასტრონომიული საათი

ახლა გასარკვევი რჩება ამ საათით სარგებლობის წესები.

astronomical clock

ასტრონომიული საათი ბათუმის საკრებულოს 2010 წლის გადაწყვეტილებით გერმანიაში შეუკვეთეს და მისი დამზადება 1 მილიონ 700 ათასი ლარი დაჯდა.

ეროვნული ბანკის ფილიალის ყოფილი შენობა

სწორედ მისი ღირებულება გახდა პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი. მიუხედავად ამისა ის ისევე იზიდავს ტურისტებს და ფოტოკამერებს, როგორც პრაღის საათი.

ზესტაფონის ყავა

ზესტაფონმა ფეროს კვამლთან ერთად ამ ბოლო დროს სახელი გაითქვა გემრიელი და იაფი ყავით.

ადრე, რამდენჯერაც ზესტაფონის შემოვლით გზაზე გავიარე, არასდროს გაჩერების სურვილი არ გამჩენია, ყოველთვის მეგონა, რომ გზის პირას ტრანზიტული ავტომობილების მძღოლებისთვის სწრაფი კვების ობიექტები გახსნეს.

შემდეგ, თბილისში ჭორი გავარდა ზესტაფონში ენითაუწერელ ყავას ხარშავენო. დავინტერესდი, ნაცნობში მოვიკითხე, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. ცოტახნის ძებნის შემდეგ ადრე შეუმჩნეველი კაფეები აღმოვაჩინე. ჩამოსაჯდომად და დასასვენებლად შექმნილი მშვენიერი გარემო, უფასო Wi-Fi და უგემრიელესი იაფი ყავა “ლავაცა”.

“ლავაცას” თბილისშიც დალევ, მაგრამ ზესტაფონში რაღაც განსაკუთრებული არომატი აქვს. ჰოდა, ტრადიციად იქცა ზესტაფონში იმ ქუჩაზე გავლა და დასტოპება, სადაც გემრიელ ყავას არაერთ კაფეში ხარშავენ. ამ დაწესებულებებს მუშტარი არასდროს აკლია, განსაკუთრებით პარლამენტის ქუთაისში გადატანის შემდეგ 🙂

WC

lamazza wc

საყავრია.  ზესტაფონში სტუმრობის მსურველებს შეუძლიათ დაბინავდნენ დაბალბიუჯეტიან სასტუმროებში.

რუკაზე

ახალი ბათუმი

გამიჭირდა ბათუმის ცნობა, აქ ორი წლის წინ ვიყავი და მას შემდეგ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. შავი ზღვის სანაპიროზე ახალი ულამაზესი ქალაქი აღმოცენდა.

თუმცა ძველი ნაგებობები, რომლებიც ბათუმის სიმბოლოებს წარმოადგენს აღდგენილი და რესტავრირებულია.

Read more