ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა

ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა

ბუდაპეშტში თუ ძირითადი „სტანდარტული“ ღირსშესანიშნაობები მოინახულეთ, მუზეუმებში ხეტიალი და რესტორნებში ჯდომაც მოგბეზრდათ, ამასთანავე ხართ ტრანსპორტის, განსაკუთრებით, რკინიგზის მოყვარული და თან გინდათ, მოზარდებიც გაახაროთ – შეგიძლიათ საბავშვო რკინიგზას ეწვიოთ. თბილისისგან განსხვავებით, ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და თანაც მაღლობზე.
Read more

გაგრილება ბაკურიანში

გაგრილება ბაკურიანში

თბილისის 40 გრადუსიანი სიცხისგან თავის დაღწევის რამდენიმე საშუალება არსებობს და გაგრილება ბაკურიანში ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. შუადღით 10 – 13 გრადუსით დაბალი ტემპერატურა, ღამით კიდევ უფრო დიდი სხვაობა, მთის ნიავი და სუფთა ჰაერი – ბაკურიანს, ზამთრის ამ კურორტს, აქტუალობას ზაფხულშიც არ უკარგავს. Read more

ბორჯომის საბაგირო გზა

საბაგირო გზა მინერალურ წყალთან ერთად ბორჯომის სიმბოლოა. 1970-იან წლებში აგებული “ბორჯომპარკი-პლატოს“ სახალხო-საბაგირო გზა 90-იან წლებში თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი აღდგენა მხოლოდ 2005 წელს მოხერხდა. საპროექტო და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესრულდა იური ნადირაძის ხელმძღვანელობით.

ბატონ იური ნადირაძეს პროექტის შესახებ რამდენიმე დეტალის გახსენება ვთხოვე: Read more

რიყე-ნარიყალა და ბოტანიკური ბაღი

ხშირად მჩვევია თბილისის ტურისტული ადგილების მონახულება და იმის გაცნობიერება თუ რა შეიძლება დაინახოს უცხოელმა თუ ადგილობრივმა მოგზაურმა, ან რა შეიცვალა წინანდელთან შედარებით.

IMG_2875-11

ნარიყალა განსაკუთრებულ ტურისტულ სანახაობად ახალი საბაგირო გზის გაკეთების შემდეგ იქცა და მნახველთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. საბაგირო გზის შესასვლელთან თითქმის არ წყდება რიგი, თუმცა მე გამიმართლა და მხოლოდ 5-6 კაცის შემდეგ მოვხვდი სალაროსთან. Read more

მწვანე კონცხი

მწვანე კონცხზე ულამაზეს სიმწვანესთან ერთად ბევრ სხვა რამესაც აღმოაჩენთ. მაგალითად, მიტოვებულ დაჟანგულ და ბუნებასთან შერწყმულ საბაგირო გზას.

მწვანე კონცხის საბაგირო გზა

ინტერნეტში მოიპოვება ამ საბაგიროს დაახლოებით 1980-იან წლებში გადაღებული ფოტო.

მწვანე კონცხის საბაგირო 1980-იანი წლები

საბაგირო მწვანე კონცხის სარკინიგზო სადგურს, ბოტანიკური ბაღს ზედა ნაწილთან აკავშირებდა და ტურისტებს ბაღში ასვლას უადვილებდა. ის თითოეულ მათგანს ულამაზეს ბუნებაში ფრინველივით გადაადგილების შეგრძნებას ანიჭებდა.

ბოტანიკური ბაღის საბაგირო

ამას დაუმატეთ რკინიგზის თავზე გადაფრენით გამოწვეული ექსტრიმიც.

მწვანე კონცხის საბაგირო

დარწმუნებული ვარ საბაგიროს სიმაღლიდან ბათუმის უმშვენიერესი ხედებიც გადაიშლებოდა, იმაზე უკეთესი, ვიდრე რკინიგზის ბაქნიდან მოჩანს.

მწვანე კონცხის ბაქანი

თუ რკინიგზაზე გადახვალთ ბოტანიკური ბაღის შესასვლელს ან პლიაჟს მიადგებით. ჯერ პლიაჟზე გავიარ-გამოვიაროთ.

მწვანე კონცხის პლიაჟი

პლიაჟი მყუდრო, მშვიდი და ზღვა – სუფთა და თბილი. ამ ზღვაში შეჭრილი ნაგებობის დანიშნულება ზუსტად ვერ ამოვიცანი. ნაპირსამაგრი მგონია, მაგრამ ძალიან მაღალი ჩანს. მეორეც ნაპირიდან დაახლოებით 20 მეტრში ძველი კედლის ნარჩენებია, რაც მაეჭვებს, რომ რაღაც გემის მისადგომი უნდა იყოს.

მწვანე კონცხი

თუ ვინმემ ზუსტად იცის ნაგებობის დანიშნულება კომენტარებში მომწერეთ. ახლა კი მას ძირითადად მეთევზეები და ზღვაში სიმაღლიდან ხტომის მოყვარულები იყენებენ.

გადასახტომად ემზადებიან

მაგრამ მოულოდნელად, სულ სხვამ სცადა გაფრენა 🙂

გაფრენის მცდელობა

გადახტომის გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი.

ბათუმი მწვანე კონცხიდან

პლიაჟის ძველი ინფრასტრუქტურა მიტოვებულია.

მწვანე კონცხის ინფრასტრუქტურა

ახალი კი ასეთია

ბუნგალოები

რუსული, მოძველებული და გულისამრევი მუსიკის მიუხედავად, რომელიც ახლომახლო კვების ობიექტებიდან ისმის აქ დასვენება გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ბათუმში, ქობულეთში ან კიდევ სარფში.

აჭარის პლიაჟი

პანორამა თბილისის ვარიანტები

პანორამა თბილისის” პრეზენტაციის უფრო დეტალური ვერსია, რომელშიც მოცემულია თავისუფლების მოედნისა და ერეკლეს მოედნის რამდენიმე სხვა ვარიანტი.

panorama-tbilisi-001 panorama-tbilisi-002 panorama-tbilisi-003 Read more

ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტი

“პანორამა თბილისი” – ასე ჰქვია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “თანაინვესტირების ფონდის” ახალ პროექტს, რომელიც თბილისში სასტუმრო, სავაჭრო, ბიზნეს და კულტურული ცენტრების, ასევე საბაგირო გზებისა და პარკების მშენებლობას ითვალისწინებს.

სოლოლაკის ბაღები და მაღლობი, კომპიუტერული მოდელი

საბაგირო გზები კომპლექსებს შორის

რიყეზე

მშვენიერი ამინდი იყო და რიყის პარკს ვესტუმრე საიდანაც მშვენიერი ხედები იშლება.

მშვიდობის ხიდი

მშვიდობის ხიდი

მშვიდობის ხიდი

შუაგულში დარეჯანის სასახლე

დარეჯანის სასახლე

რიყე – ნარიყალას საბაგირო გზა

საბაგირო გზა

რეიგანის ძეგლი, მის ფონზე იუსტიციის სახლი. Read more

თბილისის ტრანსპორტის პერსპექტივები

sabagiro

2012 წლის დასაწყისში, თბილისში რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, საბაგირო გზა ამუშავდა. თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილმა ამ სატრანსპორტო საშუალებამ ერთმანეთს დააკავშირა რიყის პარკი და ნარიყალას ციხე. მიუხედავად იმისა, რომ საბაგირო გზა თბილისისთვის კარგად ნაცნობი ტრანსპორტია, მის მიმართ თბილისე­ლებისა და ტურისტების ინტერესმა მოლოდინს გადაა­ჭარბა. რიყის და ნარიყალას სადგურებთან რიგები თითქმის წესად იქცა. ამ ტურისტული მნიშვნელობის მარშრუტს 2012 წლის ბოლოს კიდევ ერთი, ანალოგიური დანიშნულების, ელექტროტრანსპორტი შეემატა. მთაწმინდაზე აღადგინეს და განაახლეს საუკუნოვანი ფუნიკულიორი, რომელზეც ვაგონების თანამედროვე სისტემა დაამონტაჟეს. დაგეგ­მილი იყო ერთი წლის შემდეგ მთაწმინდის საბაგირო გზის ამოქმედებაც. დედაქალაქის მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა საჰაერო ტრანსპორტის სხვა მარშრუტების გან­ვითარებაც, მაგრამ პოლიტიკური რეალობის ცვლილებამ ბევრი პროექტი დაამუხრუჭა. Read more

ახალი საბაგირო გზა

თბილისში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა საბაგირო გზამ, რომელიც რიყის პარკს ნარიყალას ციხესთან აკავშირებს. თანამედროვე საბაგირო გზის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ტურისტები. საბაგირო გზით მგზავრობისას თვალწინ იშლება ძველი თბილისის ხედები.