რუსთავი-თბილისის რკინიგზა

რუსთავი-თბილისის რკინიგზა

საინფორმაციო საშუალებებმა ერთხმად აიტაცეს თბილისის მერიის ერთ-ერთი ჩინოვნიკის გახმოვანებული სურვილი თბილისიდან რუსთავამდე მეტროს ან ტრამვაის ხაზის გაკეთების შესახებ. ამ იდეით არაერთი ხელისუფლება გამოსულა. რამდენიმე წლის წინ რუსთავისა და თბილისის ტრამვაით დაკავშირების იდეის სიცოცხლისუნარიანობა ტრამვაის ერთი ცნობილი კომპანიის პრეზიდენტთან შევამაწმე. მან პირველ რიგში ქალაქებს შორის მანძილი იკითხა და როგორც კი გაიგო, რომ 20 კილომეტრზეა საუბარი პირდაპირ წამოიძახა – “ელექტრიჩკა“. თბილისი-ბათუმის ახალი მატარებელი “შტადლერი” სწორედ ასეთი მარშრუტებისთვის არის შექმნილი. თბილისსა და რუსთავს შორის მართლაც დადის ელექტრომატარებელი. მისი შესაძლებლობების გასაცნობად 2015 წელს თბილისიდან რუსთავში, თბილისი-გარდაბნის მატარებლით მეგობრებთან ერთად ვიმგზავრე. Read more

შტადლერი თბილისსა და ბათუმს შორის

თბილისიდან ბათუმში Stadler-ის ორსართულიანი მატარებლით იმგზავრებთო – გამოაცხადა “საქართველოს რკინიგზამ”. ამ სახელმწიფო კომპანიის პრესრელიზში წერია, რომ “2016 წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონიდან მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპული სტანდარტის Stadler Kiss მოდელის მატარებლით იმგზავრონ, რომლის ანალოგით დღეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მგზავრობენ.”

დაგვიანებული მგზავრები

ეს ფოტო ბუდაპეშტის რკინიგზის სადგურში გადავიღე, მამა-შვილს რამდენიმე წამით გაასწრო “შტადლერის” მარკის მატარებელმა. მეორე ანალოგიური შემადგენლობა კი გვერდით დგას და თავის დროს ელოდება. Read more

მწვანე კონცხი

მწვანე კონცხზე ულამაზეს სიმწვანესთან ერთად ბევრ სხვა რამესაც აღმოაჩენთ. მაგალითად, მიტოვებულ დაჟანგულ და ბუნებასთან შერწყმულ საბაგირო გზას.

მწვანე კონცხის საბაგირო გზა

ინტერნეტში მოიპოვება ამ საბაგიროს დაახლოებით 1980-იან წლებში გადაღებული ფოტო.

მწვანე კონცხის საბაგირო 1980-იანი წლები

საბაგირო მწვანე კონცხის სარკინიგზო სადგურს, ბოტანიკური ბაღს ზედა ნაწილთან აკავშირებდა და ტურისტებს ბაღში ასვლას უადვილებდა. ის თითოეულ მათგანს ულამაზეს ბუნებაში ფრინველივით გადაადგილების შეგრძნებას ანიჭებდა.

ბოტანიკური ბაღის საბაგირო

ამას დაუმატეთ რკინიგზის თავზე გადაფრენით გამოწვეული ექსტრიმიც.

მწვანე კონცხის საბაგირო

დარწმუნებული ვარ საბაგიროს სიმაღლიდან ბათუმის უმშვენიერესი ხედებიც გადაიშლებოდა, იმაზე უკეთესი, ვიდრე რკინიგზის ბაქნიდან მოჩანს.

მწვანე კონცხის ბაქანი

თუ რკინიგზაზე გადახვალთ ბოტანიკური ბაღის შესასვლელს ან პლიაჟს მიადგებით. ჯერ პლიაჟზე გავიარ-გამოვიაროთ.

მწვანე კონცხის პლიაჟი

პლიაჟი მყუდრო, მშვიდი და ზღვა – სუფთა და თბილი. ამ ზღვაში შეჭრილი ნაგებობის დანიშნულება ზუსტად ვერ ამოვიცანი. ნაპირსამაგრი მგონია, მაგრამ ძალიან მაღალი ჩანს. მეორეც ნაპირიდან დაახლოებით 20 მეტრში ძველი კედლის ნარჩენებია, რაც მაეჭვებს, რომ რაღაც გემის მისადგომი უნდა იყოს.

მწვანე კონცხი

თუ ვინმემ ზუსტად იცის ნაგებობის დანიშნულება კომენტარებში მომწერეთ. ახლა კი მას ძირითადად მეთევზეები და ზღვაში სიმაღლიდან ხტომის მოყვარულები იყენებენ.

გადასახტომად ემზადებიან

მაგრამ მოულოდნელად, სულ სხვამ სცადა გაფრენა 🙂

გაფრენის მცდელობა

გადახტომის გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი.

ბათუმი მწვანე კონცხიდან

პლიაჟის ძველი ინფრასტრუქტურა მიტოვებულია.

მწვანე კონცხის ინფრასტრუქტურა

ახალი კი ასეთია

ბუნგალოები

რუსული, მოძველებული და გულისამრევი მუსიკის მიუხედავად, რომელიც ახლომახლო კვების ობიექტებიდან ისმის აქ დასვენება გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ბათუმში, ქობულეთში ან კიდევ სარფში.

აჭარის პლიაჟი

ჰლავნი ნადრაჟი

პრაღის მთავარი ვაგზალი

იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის რაოდენობით პრაღა თბილისს ოდნავ აღემატება, პრაღაში გაცილებით მეტი რკინიგზის სადგურია, ისტორიული თუ შედარებით ახალი. ეს კი არის პრაღის მთავარი ვაგზალი “ჰლავნი ნადრაჟი”. მისი მთავარი შესასვლელი განთავსებულია მომცრო პარკში, ვაცლავის მოედნის მახლობლად. რკინიგზის სადგულის ძირითადი ნაწილი მიწის ქვეშ მდებარეობს.

ჰლავნი ნადრაჟი

ვაგზლის სახურავზე ავტოსადგომია, მასზე გადის ერთ-ერთი ცენტრალური ავტომაგისტრალიც. ვაგზლის დატვირთული ცხოვრება ისეა ორგანიზებული, რომ ის ხელს არ უშლის პარკში დასვენების მოყვარულებს. Read more

ცხოვრება რკინიგზის გარშემო

ცხოვრება რკინიგზის გარშემო

ეს კადრი გადაღებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის რკინიგზის ვაგზლისკენ მიმავალი მატარებლის მემანქანეთა კაბინიდან 2009 წელს.

ბათუმი-თბილისის რკინიგზის გასწვრივ

საქართველოს რკინიგზა

მიყვარს მატარებლის ფანჯრიდან ცქერა, განსაკუთრებით ევროპაში. ხანდახან იუთუბზე გერმანიის რკინიგზის ვიდეოებსაც კი ვუყურებ, იმდენად ლამაზი და საინტერესოა გარემო სადაც რკინიგზა გადის. არანაკლებ ლამაზია საქართველოს რკინიგზის შემოგარენი, მაგრამ დანგრეული და მოუწესრიგებელი 🙁

თბილისის ვაგზალი

”თბილისი ცენტრალის” გარემონტების მიუხედავად ბაქანი უსახური და მოუწესრიგებელია.

საინფორმაციო დაფა

ე.წ. გადასასვლელი ხიდი.

გადასასვლელი ხიდი

რკინიგზისპირა კორპუსი აგურისა და ბეტონის ლოჯიებით.

კორპუსი

სავარაუდოდ რკინიგზის შენობა მოსახლეობას აუთვისებია.

IMG_3704

თბილისური გრაფიტი.

თბილისური გრაფიტი

საბჭოთა მოზაიკა საწყობის კედელზე. Read more

შემოვლითი რკინიგზა

IMG_1581-900

შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის ამსახველი ფოტოები გადაღებულია 2012 წლის დეკემბერში ენთუზიასტების მიერ.

IMG_1556-900

ეს ესტაკადა უკვე დასრულებულია, ისევე როგორც შემოვლითი რკინიგზის გვირაბების და ხიდების უმრავლესობა. მიუხედავად ამისა “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ პროექტი მათთვის მიმზიდველი არ არის. სანდო წყაროს ცნობით ლაპარაკია 300 მილიონიანი პროექტის დაკონსერვების შესახებ.

IMG_1561-900

შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა ქართულ-ჩინურმა კონსორციუმმა განახორციელა.

IMG_1565-900

შესრულებული სამუშაოების მნახველები მაღალ შეფასებას აძლევენ გვირაბებისა თუ ხიდების ხარისხს. Read more

ისტორიული ვაგზალი

ეს გაშავებული და ალაგ-ალაგ ჩამონგრეული კედლები რომელიმე პროვინციული ქალაქის მიტოვებული ვაგზალი არ გეგონოთ…

პრაღის ცენტრში მდებარე “მასარიკის” (ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის) სახელობის რკინიგზის სადგური 1845 წლიდან ფუნქციონირებს. Read more

მიწაში ჩასული რკინიგზა

ორთქმავალი
ორთქმავალი 15 C 32

რუსთავის საბავშო რკინიგზის მშენებლობა 1986 წლის 1 თებერვალს დაიწყო. ამ მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ იუწყება სადგურის მახლობლად მდებარე წარწერიანი ფილა, რომელიც, ბედის ირონიითა თუ არსებული გარემოების შესაბამისად, მემორიალს, ანდა სულაც საფლავსა ჰგავს.

რუსთავის საბავშვო რკინიგზა
“1986 წლის 1 თებერვალს აქ საფუძველი ჩაეყარა საბავშვო რკინიგზის მშენებლობას”

ერთ დროს სადგურის ბაქანზე უამრავი ბავში ირეოდა. ბილეთები სიმბოლურ, 10–20 კაპიკად იყიდებოდა. ფრიალებდა ალისფერი ყელსახვევი, დროშა, ფერადი ბუშტები. ბავშვების ხმაურში იკარგებოდა სადგურის მორიგის სასტვენისა და ორთქმავლის გაბმული კივივლი.

სადგური
რუსთავის საბავშვო რკინიგზის სადგური

რუსთავის საბავშვო რკინიგზა
ორთქმავალი 15 C 32

ვაგონებში (რონოდებში) ტევა არ იყო. ბავშვებთან ერთად, მტკვრის გრილ ჭალაში (სადაც რკინიზის წრიული მარშრუტი გადიოდა) გასეირნება სკოლის მასწავლებლებსაც მოსწონდათ და – მშობლებსაც. 90–იანი წლების პირველ ნახევარში ამ ვაგონში მინი–კინოთეატრი მოეწყო. თუ მეხსიერება არ მღალატობს, დაწესებულებას „ცეროდენა“ ერქვა და უმუშევრად დარჩენილ მეტალურგებსა თუ ქიმიკოსებს ეროტიკულ ფილმებს (ემანუელა, греческая смоковница და მსგავს რამეებს) სთავაზობდა.

ვაგონი
ვაგონი – არსადაც არ მიქრის 🙁

რუსთავის საბავშვო რკინიზის ისტორია უსახელოდ დასრულდა: ლოკომტივი და ვაგონი გაძარცვული და ჟანგისგან შეჭმულია; სავალ ნაწილზე უშნო მცენარეები იზრდება, რელსები კი სულაც მიწაში ჩადის…

რუსთავის საბავშვო რკინიგზა
ბოლო გაჩერება

ავტორი: ჯიმშერ რეხვიაშვილი

რუკა

რუსთავის საბავშვო რკინიგზის რუკა

რუსთავის საბავშვო რკინიგზის გახსნისას გადაღებული ფოტო.

რუსთავის საბავშვო რკინიგზის გახსნისას გადაღებული ფოტო

საბავშვო რკინიგზა ამუშავდა

მუშტაიდის პარკში საბავშვო რკინიგზა ამუშავდა.

საბავშვპ რკინიგზა

საბავშვო მატარებელს, საბჭოთა საქართველოში, სასწავლო დანიშნულება ჰქონდა. მის ლოკომოტივზე ბავშვებს მატარებლის მართვას ასწავლიდნენ. ახლა ამ მატარებლით ბავშვებს მხოლოდ სეირნობა შეუძლიათ.

TY7-2044

მატარებლის ლოკომოტივი, თბომავალი მუშაობს დიზელის ძრავზე. 2005 წელს სწორედ დიზელის ძრავის დაზიანება გახდა რკინიგზის გაჩერების მიზეზი.

თბომავლის ძრავი

მატარებელი გადის ყოველ ნახევარ საათში და გასეირნება ღირს 1,5 ლარი.

სადგური

გადახდა პლასტიკური ბარათით ხდება, რომელსაც მუშტაიდის პარკის სალაროში 1 ლარად ამზადებენ.

საბავშვო მატარებელი

მატარებელი სამი ღია ტიპის ვაგონისგან შედგება.

ვაგონები

სიმაფორი მემანქანეს ანიშნებს, რომ წინ მოძრაობა არ შეიძლება. წითელი მწვანე სიგნალით ყოველ ნახევარ საათში იცვლება 🙂

ლიანდაგი

როგორც ჩანს, ლიანდაგი არ არის საუკეთესო მდგომარეობაში, რადგან ვაგონების ბორბლები ლიანდაგის გადაბმის ადგილების გავლის დროს საგრძნობლად ხმაურობს.

ლიანდაგი

მუშტაიდის პარკის კუთხეში მოწყობილი წრიული ლიანდაგის შემოვლის შემდეგ, მატარებელი ჩერდება და უკანა სვლით შედის სადგურში. ლიანდაგების გარადთვას მეისრე არეგულირებს.

მეისრე

სადგურში შესვლისთანავე ძრავს გამორთავენ და აგრილებენ.

სადგურში

თბილისის საბავშვო რკინიგზის ისტორია 1935 წლის 24 ივნისიდან იწყება.

ბაქანი

მაშინ მატარებელის სათავეში ორთქმავალი იყო, რომელიც ახლა კვარცხლბეკზე დგას.

ორთქმავალი

Read more

ზესტაფონის ვაგზალი

ზესტაფონის ვაგზალი

სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობის მოყვარულებს ალბათ დააინტერესებს საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ელემენტი. ზაფხულში, ზესტაფონის ვაგზალში, ახალი ჩქაროსნული მატარებლის მოლოდინში, რამდენიმე ვიდეოკადრი გადავიღე…

ვაგზლის ფასადზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამბობდნენ მთლიანად უნდა განვაახლოთო. მე კი ვისურვებდი მისთვის ძველი არქიტექტურული სახე დაებრუნებიათ. ვაგზლის ინფრასტრუქტურის მიმოხილვა ზედმეტია, რადგან აქ ბევრი არაფერი შეცვლილა საბჭოთა კავშირის ბოლო წლების შემდეგ, საპარიკმახეროც კი იგივეა. აი ტუალეტის ამბავი საქვეყნოდ არის ცნობილი, ის უბრალოდ დალუქული იყო. ამბობდნენ რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნებაო. თავად ჩქაროსნული ახალი მატარებელი, მართლაც სწრაფია და კომფორტული. იმაზე კომფორტული ვიდრე რომელიმე “მარშრუტკა” ან ავტობუსი შეიძლება იყოს.