რიყე-ნარიყალა და ბოტანიკური ბაღი

ხშირად მჩვევია თბილისის ტურისტული ადგილების მონახულება და იმის გაცნობიერება თუ რა შეიძლება დაინახოს უცხოელმა თუ ადგილობრივმა მოგზაურმა, ან რა შეიცვალა წინანდელთან შედარებით.

IMG_2875-11

ნარიყალა განსაკუთრებულ ტურისტულ სანახაობად ახალი საბაგირო გზის გაკეთების შემდეგ იქცა და მნახველთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. საბაგირო გზის შესასვლელთან თითქმის არ წყდება რიგი, თუმცა მე გამიმართლა და მხოლოდ 5-6 კაცის შემდეგ მოვხვდი სალაროსთან. Read more

მშვიდობის ხიდი ახალ წელს

მშვიდობის ხიდი

2014 წლის პირველ დღეს ქალაქის ქუჩებში სასეირნოდ გასული “მშვიდობის ხიდს” (შუშის ხიდს) მივადექი. საოცრება, ხიდი პირველ იანვარსაც კი სავსე იყო. მეგონა რომ საახალწლო სუფრების მოყვარული საზოგადოება პირველ იანვარს არ ესტუმრბოდა ათასგვარი დაცინვისა და კრიტიკის ობიექტს.

მშვიდობის ხიდი

მიუხედავად მშვიდობის ხიდის წინააღმდეგ აგორებული “შავი პიარისა”, მას ქალის ჰიგიენური საფენების სახელი “ოლვეისიც” კი შეარქვეს, ხიდი მაინც რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სანახაობად, როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის.

ეტლით მშვიდობის ხიდზე

მასზე გასეირნების სურვილი იმდენად დიდია, რომ საბავშვო ეტლით საფეხურების დაძლევასაც არ ერიდებიან.

მშვიდობის ხიდის საფეხურები

ბევრს საფეხურებზე სირბილი და ფოტოების გადაღება მოსწონს, რადგან მტკვარზე გადაფენილი შუშის მოაჯირიანი კიბეები თითქოს ჰაერში, სივრცეში გადაადგილების საშუალებას იძლევა.

ბავშვები მშვიდობის ხიდზე

ხიდის იდეა და მშენებლობა მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება, ამიტომ მისი სიძულვილი ლამის პოლიტიკურ დოქტრინად იქცა დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ახლახანს საკამათო გახდა თანხის მოცულობა რაც საჭიროა ერთი წლის მანძილზე ხიდის ექსპლუატაციისთვის.

დაზიანება მშვიდობის ხიდზე

ვეჭვობ ელოდებიან როდის დაიმსხრევა ხიდის სახურავზე დამაგრებული რომელიმე შუშის ფირფიტა, რათა შემდეგ უსაფრთხოების მომიზეზებით იუსტიციის სახლის მსგავსად დახურონ.

მშვიდობის ხიდი

რიყეზე

მშვენიერი ამინდი იყო და რიყის პარკს ვესტუმრე საიდანაც მშვენიერი ხედები იშლება.

მშვიდობის ხიდი

მშვიდობის ხიდი

მშვიდობის ხიდი

შუაგულში დარეჯანის სასახლე

დარეჯანის სასახლე

რიყე – ნარიყალას საბაგირო გზა

საბაგირო გზა

რეიგანის ძეგლი, მის ფონზე იუსტიციის სახლი. Read more

”ზარბაზნის ტუჩი” და ”წაქცეული გრაფინები”

პროექტის დასრულების მოახლოებასთან ერთად კონსტრუქცია სულ უფრო მიმზიდველი ხდება.

რიყეზე მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო კომპლექსის მშენებლობა პროექტის გამოჩენისთანავე გახდა კრიტიკის მიზეზი. საზოგადოების წარმომადგენელთა ერთი ნაწილი თანამედროვე დიზაინის მქონე კომპლექსის წინაღმდეგ გამოდიოდა. ახლა კი ის პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზადაც იქცა.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რიყეზე მშენებარე კონსტრუქცია დიზაინისა და მაშტაბების გამო გააკრიტიკა და მას ”ზარბაზნის ტუჩი” და ”წაქცეული გრაფინები” უწოდა. თავად ივანიშვილი კი არანაკლებ მაშტაბურ და თანამედროვე დიზაინის მქონე შენობაში ცხოვრობს, რომლის კრიტიკა დღემდე არავის უცდია.

მიუხედავად პოლიტიკისა პროექტი დასასრულს უახლოვდება. ბევრს აინტერესებს როგორ შეიძლება ამ ”წაქცეულ გრაფინებში” შესვლა. საგამოფენო ცენტრში რიყის პარკიდან მოხვდებით, ხოლო მუსიკალურ თეატრში ავლაბრისკენ მიმავალი ქუჩიდან. ეს შესასვლელი  საგამოფენო ცენტრსაც მოემსახურება.

მუსიკალური თეატრი, საგამოფენო კომპლექსი, მშვიდობის ხიდი, საბაგირო გზა და იუსტიციის სახლი, მტკვრის პირას, ძველი თბილისის შუაგულში, ახალ, თანამედროვე დიზაინის  თბილისს აყალიბებს. ეს ფოტოები მომაწოდა Fabian Monteko – Fabi.ge

მუსიკალურ-საგამოფენო კომპლექსის პროექტი, ისევე როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტები ეკუთვნის იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასი.

მშვიდობის ხიდი

მშვიდობის ხიდის პროქტი თავიდანვე პოლიტიზებული აღმოჩნდა. ხელისუფლების ოპოზიციამ ხიდის თანამედროვე დიზაინის არატრადიციული ელემენტები პოლიტიკურ ბრძოლაში არგუმენტებად გამოიყენა. ახლაც გრძელდება ეს პროცესი, თუმცა ამჯერად ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა მშვიდობის ხიდს ებრძვის, რადგან დამარცხებული პოლიტიკური ძალა საბოლოოდ “გააშავოს”.

მიუხედავად თანამედროვე დიზაინისა, მშვიდობის ხიდი იმეორებს მტკვარზე საუკუნის წინ არსებული “მუხრანის ხიდის” ვიზუალურ კონტურებს და ძალიან წააგავს მასს.

მშვიდობის ხიდი (შუშის ხიდი) მიუხედავად თანამედროვე დიზაინისა, ორიგინალურად ერწყმის ძველი თბილისის ხედებს და უცხოელი ტურისტისა თუ ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღების ცენტრშია.

მშვიდობის ხიდს, არქიტექტურული დატვირთვის გარდა, ფუნქციონალური დატვირთვაც გააჩნია. ის ხალხს საშუალებას აძლევს მტკვრის მარცხენა სანაპიროდან, რიყის პარკიდან, არა მარტო მარჯვენა სანაპიროზე მოხვდნენ, არამედ მარჯვენა სანაპიროს დატვირთული საავტომობილო მაგისტრალიც უპრობლემოდ გადაკვეთონ.

ხიდის ოპოზიცია მის დიზაინს ჰიგიენურ საფენს “ოლვეისს” ადარებს, მაგრამ არაპროფესიონალისთვისაც კი ნათელია, რომ ხიდის დიზაინი უფრო ნაპოლეონის ქუდს წააგავს.

ხიდის კონსტრუქცია

ხიდი სასურველი სასეირნო ადგილია.

მშვიდობის ხიდის სხვა რაკურსი

მშვიდობის ხიდის არქიტექტორია იტალიელი მიკელე დე ლუკი.

ხიდის მშენებლობა დაიწყო 2009 წელს და ექსპლოატაციაში შევიდა 2010 წლის 6 მაისს.

მშვიდობის ხიდი

ახალი ფოტოები – 2013 წლის 3 თებერვალი.

მშვიდობის ხიდი

ახალი საბაგირო გზა

თბილისში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა საბაგირო გზამ, რომელიც რიყის პარკს ნარიყალას ციხესთან აკავშირებს. თანამედროვე საბაგირო გზის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ტურისტები. საბაგირო გზით მგზავრობისას თვალწინ იშლება ძველი თბილისის ხედები.