გასეირნება სალონიკში

გასეირნება სალონიკში

ხშირად შემხვედრია კითხვა იმის შესახებ თუ რისი ნახვა შეიძლება და საერთოდ ღირს თუ არა სალონიკში მოგზაურობა. ასევე, ბევრჯერ მინახავს პასუხი ამ კითხვებზე, რომ “სალონიკში სანახავი არაფერია”. მეც ასეთი განწყობით ჩავედი სალონიკში. უკვე მეორედ ტრანზიტისთვის გამოვიყენე სალონიკის აეროპორტი “მაკედონია”. პირველად აქედან ათენში გადავფრინდი და მეორედ ახლა, პარიზში გავემგზავრე.
Read more

იაფი კვება პრაღაში

იაფი კვება პრაღაში

გახსოვთ “ევროტურიდან” მთვრალი თხა? ჰოდა ეს სცენა გადაღებულია პრაღაში, ჩვენში “კოზელის” სახელით ცნობილი ლუდის რესტორანში “კოზლოვნაში”. რამ გამახსენა ეს ამბავი და უამრავმა შეკითხვებმა პრაღაში იაფი კვების ობიექტების შესახებ. ბიუჯეტური მოგზაურობის მოყვარულთა სამწუხაროდ, პრაღის რესტორნები საკმაოდ გაძვირდა ტურიზმისა და ჩეხეთში ცხოვრების დონის ზრდის პარალელურად. თუ ჩეხური კერძები გაინტერესებთ, ან მოგზაურობისას შიმშილის გრძნობამ შეგაწუხათ და გინდათ ხარისხიანად და საფუძვლიანად გამოიკვებოთ გირჩევთ “კოზლოვნა ლიდიცკა” – Kozlovna Lidická მოინახულოთ. Read more

ვენეცია და ფასები

ვენეცია და ფასები

არის თუ არა შესაძლებელი ვენეციაში მოგზაურობა მცირე ბიუჯეტით? ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ ეკონომია მაინც შესაძლებელია. ვენეციის უნიკალურობის გამო მას ყოველწლიურად 5 მილიონი ტურისტი სტუმრობს და შესაბამისად ყველაფრის ფასი იმაზე მაღალია ვიდრე იტალიის ისედაც ძვირ, სხვა ტურისტულ ქალაქებში. აქ ჩემს მაგალითზე განვიხილოთ სად და როგორ შეიძლება ეკონომიის გაკეთება. Read more

ლვოვი – ქალაქი ყავა და შოკოლადი

ლვოვი – ქალაქი ყავა და შოკოლადი

ზოგიერთი ქალაქი ბაზარს ჰგავს, ზოგს ლუდის გემო აქვს, ზოგს მარიხუანის სუნი ასდის, ზოგიც ღამის კლუბთან ასოცირდება – აი ლვოვი კი ყავა და შოკოლადია.

უკრაინის ამ უძველესი ქალაქის მონახულება დიდი ხანია მინდოდა. მიზეზი ინტერნეტში მიმობნეული ცნობები და ფოტოებია, რომლებიც მეტყველებენ ლვოვის მდიდარ ისტორიაზე, არქიტექტურაზე, კრეატიულ კაფე-რესტორნებზე და გამორჩეულ ატმოსფეროზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის. Read more

ყველაზე იაფი რესტორანი კრაკოვში

ყველაზე იაფი რესტორანი კრაკოვში

კრაკოვი იაფი ქალქია, ყველაზე ტურისტულ ადგილებშიც კი, მაგალითად საკვებზე, ქართველი მოგზაურისთვისაც ხელმისაწვდომი ფასებია. ამ საყოველთაო სიიაფის მიუხედავად ტურისტების დიდი რაოდენობა მაინც ეტანება ყველაზე იაფ რესტორანს Bar Mleczny “Pod Temidą” (რძის ბარი “თემიდას ქვემოთ”). Read more

ლოჯიები შარდენზე

წლების მანძილზე შარდენი თბილისური ”ბოჰემის” შეკრების ადგილი იყო და მოთხოვნის ზრდასთან ერთად ინფრასტრუქტურა და სერვისიც ვითარდებოდა.

ლოჯიები შარდენზე

ბოლოს კი ეს პროცესი ჩვეულებრივ თბილისურ განვითარება-გაფართოვებას დაემსგავსა, შარდენზე კაფე-რესტორნებს პლასტიკატის ლოჯიები მიაშენეს.

ჩვეულებრივ, სხვა ქვეყნებში, უფრო ცივ ქვეყნებში ვიდრე საქართველოა, გარე კაფე-რესტორნების გასათბობად ძალიან საინტერესო კონსტრუქციის ნავთქურას იყენებენ. სოკოს თუ ქოლგის მსგავსი ”კერასინკები” ისე ათბობენ, რომ გარეთ ჯდომა და ჭორაობა ყინვაშიც არ მოგბეზრდება.

გარე კაფე-რესტორნის ნავთქურები

პრაღაში გადაღებულ ამ ფოტოზე ქოლგის და პირამიდის მსგავსი ნავთქურები ძალისხმევის გარეშე უმკლავდებიან ბოჰემიის სუსხიან კლიმატს.

პრაღის შემოგარენი – კონოპიშტე და კარლშტაინი

კონოპიშტე. სასახლე სავსეა იარაღითა და ნანადირევის ფიტულებით, რქებითა და ეშვებით. ნადირობის ჟინით შეპყრობილმა სასახლის პატორონმა პრინცმა ფრანც ფერდინანდმა, ვიდრე სარაევოში ტერიტორისტის ტყვია დაეწეოდა, 30 თასამდე სულიერის დახოცვა მოასწრო… Read more