ბორჯომის საბაგირო გზა

საბაგირო გზა მინერალურ წყალთან ერთად ბორჯომის სიმბოლოა. 1970-იან წლებში აგებული “ბორჯომპარკი-პლატოს“ სახალხო-საბაგირო გზა 90-იან წლებში თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი აღდგენა მხოლოდ 2005 წელს მოხერხდა. საპროექტო და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესრულდა იური ნადირაძის ხელმძღვანელობით.

ბატონ იური ნადირაძეს პროექტის შესახებ რამდენიმე დეტალის გახსენება ვთხოვე: Read more

რა განასხვავებს პრაღის და თბილისის ინფრასტრუქტურას

პრაღა

ორი ქალაქის ტურისტული პოტენციალი თვალის ერთი შევლებით

ქალაქებში თანამედროვე ტურიზმის მნიშვნელოვანი განვითარება შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე რომ შეუძლებელია, თუნდაც საქართველოს მაგალითიდან ჩანს. თბილისის ინფრასტრუქტურა განვითარებული ქვეყნების ქალაქებთან შედარებით საკმაოდ ცუდ დღეშია, რასაც არამარტო უცხოელი ვიზიტორი, ადგილობრივი მაცხოვრებელიც კარგად ხედავს. რა უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ და რა მიმართულებით უნდა იაროს, ამის მაგალითად თუნდაც ის ქალაქები გამოდგება, რომელსაც თბილისის მსგავსად კომუნისტურ ეპოქაში მოუწია არსებობა და შემდეგ უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის პირობებში აგრძელებს განვითარების გზას. Read more

ქუჩის რეკონსტრუქციის ინსტრუქცია

ქუჩის რეკონსტრუქციის ინსტრუქცია

აღმაშენებლის გამზირის შემდეგ თბილისში დიდი ქუჩის – გამზირის რეკონსტრუქცია აღარ განხორციელებულა. იმედია, მომავალში ქუჩების განახლების აუცილებელი პროცესი ისევ გაგრძელდება. როგორი უნდა იყოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი გამზირი?

მაგალითი პრაღიდან. აქ ქალაქის ხელისუფლეამ 2018 წლამდე “ვინოჰრადსკას” (ვენახების) ქუჩის რეკონსტრუქცია გადაწყვიტა. Read more

ჯორბენაძის ქუჩა

ძველი თბილისის ერთი დანგრეული და მოუწესრიგებელი ქუჩის რეკონსტრუქციიდან თითქმის 3 წელი გავიდა. არქიტექტორ ვიქტორ ჯორბენაძის ქუჩა მეტეხის კლდეზე გადმოკიდებული აივნიანი სახლების უკანა მხარეა.

ვიქტორ ჯორბენაძის ქუჩა

პირველი ფოტო ქუჩის ბოლოდან გადავიღე, ციხის ნანგრევებიდან. Read more

როგორ იცვლება ქალაქი

ძველ თბილისში ამ 3-4 წლის წინ აღდგენილი და გალამაზებული ადგილები მოვიარე, რამდენიმე ქუჩას ფოტო გადავუღე და რეკონსტრუქციამდელ და აღდგენის შემდეგ არსებულს შევადარე. ძველი თბილისის რეაბილიტაციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ძირითადად პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ახლა კი იმას, რაც ხდება არავინ აპროტესტებს 🙁 თანდათან სხვადასხვა ფოტოშედარებებს გამოვაქვეყნებ, დავიწყებ ბეთლემის ქუჩა 35-ით.

tbilisi-betlemi-35-2007

2007-2008 წ+. ფოტო თავად მეტყველებს ყველაფერზე.

tbilisi-betlemi-35-2011

2011 წ.

ბეთლემის ქ. 35

2014 წ. ამ ფოტოზე ადვილი შესამჩნევია ის ვანდალიზმი, რასაც განიცდის გადასახადის გადამხდელთა ფულით აღდგენილი და გალამაზებული ქონება. იმის ნაცვლად, რომ ძველი ქალაქის ერთ-ერთი ეზოს კედელზე ქუჩის და ნომრის აღმნიშვნელი აბრა მიემაგრებინათ, ნომერი უშნოდ და უგემოვნოდ მიაწერეს, ხოლო დამუშავებული მერქნისგან დამზადებულ ხის ჭიშკარზე ასევე შეუფერებლად და გაუგებრად მიაწერეს ავტომობილის გაჩერების ამკრძალავი წარწერა, ვითომ პარკირების ამკრძალავი საგზაო ნიშნები ჯერაც არ გამოუგონიათ. ის, რომ ქვაფენილი ბალახმა დაფარა რაღა მოსატანია. 🙁

თბილისის ავთენტურობის ამბავი

ბევრისგან მსმენია, რომ ძველი თბილისის ნაწილმა რეკონსტრუქციის შემდეგ ავთენტურობა დაკარგა, ხშირად მიკამათია ამის გამო. კარგად მახსოვს რა მდგომარეობა იყო იმ უბნებში სადაც აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა და რა მდგომარეობაა ახლა. თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე ფოტო.

გორგასლის I შესახვევი ქ. N7

before-after

სალამის ქ. N14 Read more

“ავთენტური” ბათუმი

ბოლო წლების მანძილზე ბევრი დავიდარაბა მსმენია: ბათუმი დაანგრიესო, ბათუმმა ავთენტობა და ძველი იერი დაკარგაო… კარგად მახსოვს ძველი 10 წლის წინანდელი ბათუმი, მაგრამ ვისაც არ ახსოვს, დღემდე შემორჩენილი არტეფაქტები შეახსენებს.

ბათუმის გაურემონტებელი კორპუსი

ამ ფოტოზე კორპუსი ყოფილი პროკურატურის უკან. კიდევ ერთი ხელუხლებელი კორპუსი ახალი მაკდონალდსის მიდამოებში.

ბათუმის ავთენტური კორპუსი

კორპუსების გარდა არც ხელუხლებელი კერძო სახლები ბრწყინავენ. აი ასეთი ხედი იშლება ბათუმის საბაგირო გზიდან.

ძველი ბათუმი

ამ უბნებში, ბათუმის მაშტაბური რეკონსტრუქციის ფარგლებში, ჯერ მხოლოდ გზების ნაწილის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ავთენტური ბათუმი

ძალიან მიყვარს ძველი, ორიგინალური არქიტექტურა, მაგრამ ამ შენობებში ვერაფერი განსაკუთრებული ვერ აღმოვაჩინე, რომ მათ ავთენტობაზე და განუმეორებლობაზე დავიდარაბის ატეხვა ღირდეს.

ბათუმური სახლები

პრობლემა: ქალაქს არასათანადოდ უვლიან

ამის შესახებ ერთი წლის წინაც ვწერდი. უამრავი დეტალია რაც ახალ გარემონტებულ ქალაქს იერს და კომფორტს უკარგავს. მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.

ავტობუსის მოსაცდელი ბათუმში

ამ თანამედროვე კონსტრუქციის შუშები თითქმის ყველგან ან გაბზარულია, ან კიდევ დამსხვრეული.

ვანდალიზმი ბათუმში

ვანდალებს არც ის აშინებთ, რომ მოსაცდელში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები.

ბათუმის მაკდონალდსი

სარეველა ბალახები ბათუმის მაკდონალდსთან, რომელიც მსოფლიოში არქიტექტურისა და დიზაინის გამორჩეულ ნიმუშსს წარმოადგენს. სარეველა ბალახებია არა მარტო აუთვისებელ ტერიტორიაზე, არამედ პლაჟის ფრენბურთის მოედანზეც კი.

პლაჟის ფრენბურთის მოედანი

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფრის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებაა…

ბათუმის საბაგიროს პერსონალი

თბილისი ნარიყალას ციხის ფერდობიდან

თბილისი, მეტეხი

ნარიყალას ციხის ფერდობზე მოწყობილი საფეხმავლო ბილიკიდან მშვენიერი ხედები იშლება.

აბანოთუბანი, მეტეხი

მშვიდობის ხიდი მტკვარზე, იუსტიციის სახლი და ახალი საბაგირო გზა. Read more

სიღნაღი რეკონსტრუქციამდე

სიღნაღი 2006 წ.

როგორი იყო სიღნაღი რეკონსტრუქციამდე? რაც უფრო დრო გადის ამ კითხვაზე პასუხი სულ უფრო ბევრს აინტერესებს. გთავაზობთ ჩემი ვირტუალური მეგობრების forever`s_NEVER და asiko-ს მიერ 2006 წელს გადაღებულ ფოტოებს.

სიღნაღი 2006 წ.

შედარებისთვის იხილეთ რეკონსტრუქციის შემდეგ გადაღებული ფოტოები.

ძველი სიღნაღი

მახსოვს რეკონსტრუქციის დაწყების შემდეგ ბევრი კამათი და დავი-დარაბა იყო, არიქა სიღნაღს ანგრევენო. ამ ფოტოების შემხედვარე ძნელია რეკონსტრუქციის მოწინააღმდეგეთა პოზიცია გაიზიარო. Read more

ახალი ქუჩა მცხეთაში

მცხეთა

მცხეთის რეკონსტრუქციამ ბევრი უკმაყოფილო დატოვა. მე არასდროს მესმოდა მათი პროტესტის, განსაკუთრებით კი ანტიოქიის ქუჩის ბინადართა უკმაყოფილების მიზეზი.

ანტიოქიის ქუჩა

ამ ადგილის ფოტო ჯერ კიდევ 2011-ში გადავიღე, მაშინ, როდესაც მცხეთის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი დასრულდა. მაშინდელ ფოტოზე დაინახავთ ძველ, უსახურ კორპუსებს და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას.

ანტიოქიის ქუჩა 2011 წ.

ახლა ანტიოქიის ქუჩა რეკონსტრუირებულია და განახლებული.

ანტიოქიის ქუჩა

აქ აშენდა გუბერნატორის ოფისი… Read more

ძველი თბილისის რეკონსტრუქციის შეფასება

ერთგვარ მოდად ჩამოყალიბდა ლაპარაკი იმაზე, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაცია გიფსოკარდონით განხორციელდა, ან კიდევ საერთოდ რეაბილიტაციის ნაცვლად დაანგრიეს. არადა რეალობა სხვაგვარია.

დავით აღმაშენებლის გამზირი

ხშირად, ხალხის ნაწილი საკუთარ თვალებზე მეტად სხვის აზრს უფრო მეტად ენდობა. აი რას ამბობს ცნობილი ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე თბილისში, ლეღვთახევისა და აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ, ასევე შემოვლითი რკინიგზის პროექტზე.

თელავის ცენტრის სილამაზე

თელავი, ერეკლეს ძეგლი

ერეკლე მეორის ძეგლის ირგვლივ ყველაფერი გარემონტებულია. რეკონსტრუქცია 2012 წლის ზაფხულამდე დასრულდა.

თელავის ცენტრი

რემონტმა არაფერი შეცვალა თელაველთა პოლიტიკურ განწყობაში და ბევრი შენობა გაურემონტებელი დარჩა. მაგალითად, საბჭოთა საქართველოს დროინდელი სასტუმრო. Read more

ძველი ბათუმი

old-batumi-street

ძველი ბათუმი საოცრებაა. მას ძველი კოლორიტი კვლავაც შემორჩა ამ ბოლო წლებში ჩატარებულმა რეკონსტრუქციის მიუხედავად. ეს პროექტის ავტორების დამსახურება მგონია, რომლებმაც ხელი თითქმის არ ახლეს ძველ ფასადებს და მათ ბუნებრივი სიძველე შეუნარჩუნეს.

old-batumi-bank

Read more

გასეირნება ძველ თბილისში

ბოტანიკური ქუჩა

თუ კაცს გასეირნება გინდა სერიოზული თავსატეხის წინაშე დგები… ბევრი ფიქრისა და დისკუსიის შემდეგ არჩევანი ბოტანიკურ ბაღზე შეჩერდა. თუმცა იქამდე საჭიროა არანაკლებ საინტერესო, ახლახანს რეკონსტრუირებული “ბოტანიკური” ქუჩის გავლა.

ბოტანიკური ქუჩა

ქუჩა ძალიან ლამაზი და საინტერესოა, ამიტომ ეს პოსტი მთლიანად მას ეძღვნება.

ბოტანიკური ქუჩა

ქვაფენილიანი აღმართის ბოლოს ჯუმა-მეჩეთის მინარეთი მოჩანს. ამ მეჩეთის უნიკალურობა იმაშია, რომ მას სალოცავად იყენებენ, როგორც სუნიტი მუსულმანები, ასევე შიიტები. თუ ზურგსუკან გაიხედავთ სამების ტაძარს შეამჩნევთ.

ბოტანიკური ქუჩა   ბოტანიკური ქუჩა

მარჯვნივ განლაგებულ აივნიან შენობებს ნარიყალას ციხე გადმოჰყურებს. მოულოდნელად შენობების რიგი წყდება და კლდესთან შერწყმული ციხესიმაგრის პირას აღმოჩნდებით. Read more