ევროპული განათლება თბილისურ ფასად

ევროპული განათლება თბილისურ ფასად

ევროპაში უმაღლესი განათლების მიღება სულაც არ არის ძვირი და რთული. მთავარია მონდომება, ინგლისურის ცოდნა და თუ უფასოდ არა თბილისის საშუალო უნივერსიტეტის ფასად მაინც შეძლებთ ევროპული განათლების მიღებას, მაგალითად კრაკოვში. კრაკოვი გარდა იმისა, რომ პოლონეთის სამეფო დედაქალაქად იწოდება საუნივერსიტეტო-სტუდენტური ქალაქიცაა. ამ სტატუსის მთავარი მიზეზია “იაგელონის უნივერსიტეტი”. ის ერთ-ერთი უძველესია მთელს ევროპაში. უნივერსიტეტის დაარსების სიგელი 1364 წელს გამოსცა მეფე კაზიმირ III დიდებულმა. Read more

ოლესკის სასახლე და ციხესიმაგრე

ოლესკის სასახლე და ციხესიმაგრე

ლვოვი თავად სასახლე და დედოფალია 🙂 სასახლეები არც მის შემოგარენს აკლია. ბოლო საუკუნეებში დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ავსტრო-უნგრეთისა და პოლონეთის გავლენამ მრავალი ისეთი კულტურული კერა გააჩინა, რომელიც ამ მხარეს განსაკუთრებულ ინტერესსა და სილამაზეს მატებს. სასახლეები და ციხესიმაგრეების ნაწილში მუზეუმები და გალერეებია მოწყობილი, ნაწილი კი უპატრონობით ინგრევა. მათ შესახებ შემდეგ პოსტებში, თავდაპირველად ოლესკის ციხესიმაგრე. Read more

ყველაზე იაფი რესტორანი კრაკოვში

ყველაზე იაფი რესტორანი კრაკოვში

კრაკოვი იაფი ქალქია, ყველაზე ტურისტულ ადგილებშიც კი, მაგალითად საკვებზე, ქართველი მოგზაურისთვისაც ხელმისაწვდომი ფასებია. ამ საყოველთაო სიიაფის მიუხედავად ტურისტების დიდი რაოდენობა მაინც ეტანება ყველაზე იაფ რესტორანს Bar Mleczny “Pod Temidą” (რძის ბარი “თემიდას ქვემოთ”). Read more

პოლონური ღვინის ტურიზმი

პოლონური ღვინის ტურიზმი

აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანო შენაო – იტყოდა კახელი კაცი. მართლაც, რამ მოიყვანა ვენახი პოლონეთის მთიან და ცივ მხარეში, იქ სადაც ძირითადად ქლიავის მოსავალი მოდის?

ვენახები პოლონეთში

სოფელ პოლომ მალიში, (Połom Mały) რომელიც მდებარეობს ივკოვას რაიონში, კრაკოვიდან კრინიცაში მიმავალი გზის შუაში,  ერთმა ახალგაზრდა კაცმა ოჯახის შექმნის შემდეგ ღვინის ტურიზმის განვითარება გადაწყვიტა. Read more

როგორ მოვხვდი ლვოვში

როგორ მოვხვდი ლვოვში

ბევრი მეკითხება, რა გინდოდა ლვოვში, რატომ გადაწყვიტეო? ამის შესახებ ცალკე პოსტს მოვამზადებ, მანამდე კი აღვწერ იმ მარშრუტს, რომლის მეშვეობითაც ლვოვში მოვხვდი. Read more

პოლონეთის ავიაციის მუზეუმი

კრაკოვში მორიგი მოგზაურობის თარიღი ახლოვდება და იმაზე ფიქრში თუ რა დამრჩა კიდევ სანახავი გამახსენდა, რომ ბევრი მასალა ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მაქვს. მათ შორის არის პოლონეთის ავიაციის მუზეუმი. არ მიყვარს მუზეუმებში ხეტიალი, უფრო ცოცხალი ქალაქების მონახულება მირჩევნია, მაგრამ ავიაციის მუზეუმი ერთ-ერთი გამონაკლისია – ის ნამდვილი სამოთხეა მფრინავი ჯართის მოყვარულთათვის.

პოლონეთის ავიაციის მუზეუმი

მუზეუმი დაარსდა 1964 წელს და დღემდე ადგილობრივებისა და ტურისტების დიდი ინტერესით სარგებლობს ექსპონატების მრავალფეროვნებითა და რაოდენობით. ძველ აეროდრომზე განლაგებულ მუზეუმში დაცულია 150-ზე მეტი მფრინავი აპარატი და უამრავი საავიაციო ძრავი თუ მოწყობილობა. Read more

სასტუმრო თუ აპარტამენტი?

რომელი სჯობს, სასტუმრო თუ აპარტამენტი – ეს ქართული ტურისტული ინტერნეტფორუმების ერთ-ერთი აქტუალური თემაა. მოგზაურობისას ბევრი უპირატესობას ანიჭებს სასტუმროში დაბინავებას და აპარტამენტების (ბინების) გაქირავების სერვისს არ აღიარებს. მე კი საპირისპირო აზრი ჩამომიყალიბდა და თუ რატომ პოლონეთის ულამაზესი ქალაქის კრაკოვის ერთი სასტუმროსა და აპარტამენტის მიმოხილვის საფუძველზე გავარჩიოთ.

Hotel ibis Krakow Centrum

ეს არის სასტუმროების ცნობილი ქსელის ibis-ის ორადგილიანი ნომერი კრაკოვში სამვარსკვლავიან სასტუმრო Hotel ibis Krakow Centrum-ში. ამ მომენტში ორ ადგილიანი ნომრის დაჯავშნა შესაძლებელია 70 ევროდ. რეალურად ეს ოთახი უფრო პატარა ზომისაა და ასე გამოიყურება. Read more

რისი ნახვა შეიძლება კრაკოვში ერთ დღეში

რისი ნახვა შეიძლება ერთ დღეში პოლონეთის უძველეს და ულამაზეს ქალაქში, რომელის თითოეული კვადრატული მეტრი გაჟღენთილია დიდი კულტურით, უამრავი ტრაგედიითა და წინააღმდეგობრივი ისტორიით?

ვაველის სასახლე

ჩემს ძველ პოსტებში აღწერილია თუ როგორ უნდა ჩახვიდეთ კრაკოვში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მეშვეობით. მოკლედ, აეროპორტიდან თავდაპირველად აუცილებლად მოხვდებით ავტოსადგურში ან რკინიგზის სადგურში, რომლებიც ერთმანეთის გვერდით მდებარეობენ. ორივე ისტორიული ქალაქის ცენტრის მახლობლადაა და აქედან სრულიად შესაძლებელია მოგზაურობის დაწყება ფეხით. Read more

Leo Express

ერთ სატრანსპორტო კომპანიაზე, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მინიმუმ 4 ქვეყანაში იაფად მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ.

Leo Express

ლეოექსპრესი” ჩეხური კერძო სარკინიგზო კომპანიაა, რომელმაც მგზავრების გადაზიდვები ამ შავი, ყვითელზოლებიანი მატარებლით, Stadler FLIRT-ით ჩეხეთის მსხვილ ქალაქებს შორის დაიწყო (Stadler-ის შემადგენლობა იმოძრავებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზეც).

ერთი წელი იქნება რაც “ლეოექსპრესმა” პოლონეთის ტერიტორიაზეც შეაბიჯა და ერთმანეთს დაუკავშირა კრაკოვი, კატოვიცე და პრაღა. ეს იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ კატოვიცეში ქუთაისიდან დაბალბიუჯეტიანი ავიარეისები სრულდება. მოკლედ, კატოვიცეში ვთქვათ 30-40 ევროდ ჩაფრენის შემდეგ შეგიძლიათ კრაკოვს ესტუმროთ და შემდეგ “ლეოექსპრესით” პრაღაში გაემგზავროთ 22-23 ევროდ, ხანდახან უფრო დაბალფასადაც კი. თუ პირდაპირ პრაღაში გამგზავრებას გადაწყვეთთ ეს უფრო იაფი დაგიჯდებათ. ამ ქალაქებში იაფფასიანი საცხოვრებლის საპოვნელად ეწვიეთ hotelscombined-ის საძებო სისტემასRead more

სოფლის ცხოვრება პოლონურად – ნაწილი 2

ვაგრძელებ პოლონეთის სოფლის ცხოვრების აღწერას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველა სოფელი ასეთი იყოს და ყველგან მსგავსი ცხოვრება ჰქონდეთ, მაგრამ მალოპოლსკის სავოევოდოში სოფლების უმრავლესობა ნამდვილად ასეთია.

პოლონური სოფელი

სოფელი ტილიჩი პოლონეთის მთებში, კარპატებში მდებარეობს და ისევე როგორც პირველ პოსტში აღწერილი სოფელი, 1947 წლამდე დასახლებული იყო ლემკების ეთნიკური ჯგუფის ხალხით. შესაბამისად, მთელი ისტორია ლემკებს უკავშირდება, ისევე როგორც სოფლის ცენტრში მდებარე მე-17 საუკუნის ხის ეკლესია (ფოტოზე მარჯვნივ).  Read more

სოფლის ცხოვრება პოლონურად – ნაწილი 1

პოლონეთში მოგზაურობისას ავტობუსიდან გადაღებულმა ფოტოებმა დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. პოლონეთის სოფლების კადრებზე აღბეჭდილი ეს დასახლებები ზოგს შეძლებული მოქალაქეების აგარაკები ეგონა, მაგრამ სოფლების სიღრმეშიც ანალოგიურ სურათებს გადავაწყდი.

პოლონეთის სოფელი

ეს ფოტო გადაღებულია საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუის მახლობელ სოფელში, მალოპოლსკის სავოევოდოში, კარპატების მთებში, სლოვაკეთის საზღვართან – დაახლოებით ისეთი რეგიონია, როგორიც ბორჯომი-ბაკურიანი.  მის ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს ტურიზმი, რომელსაც კრინიცა-ზდრუიში სათხილამურო ტრასები და რეგიონის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პოტენციალი იზიდავს. შესაბამისად, ტურიზმი კრინიცის მომიჯნავე სოფლების ცხოვრებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. Read more

დავით აღმაშენებლის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ყველა რეკორდი მოხსნა. ჯერ მგზავრთა რაოდენობის რეკორდებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ არც ეს არის შორს. 2010 წლიდან 2015 წლის ჩათვლით მგზავრების რაოდენობა დაახლოებით 2400%-ით გაიზარდა.

ქუთაისის აეროპორტი

თუმცა, დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის რეკორდი ძირითადად მის აღიარებას უკავშირდება გამორჩეული არქიტექტურისა და დიზაინის გამო. ერთი თვის წინ აშშ-ს გამოცემა “არქიტექტურულმა დაიჯესტმა” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საოცარი დიზაინის ხუთ ახალ აეროპორტთა შორის დაასახელა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჰოლანდიური კომპანია UNstudio-ს მიერ დაპროექტებული ტერმინალი მგზავრთა სწრაფად მზარდი რაოდენობით გამოირჩევა. Read more

პოლონური ავტომობილები

პოლონური ავტომობილები

კრაკოვში, მუნიციპალური ინჟინერიის მუზეუმში, ერთ დიდ პავილიონში თავმოყრილია პოლონეთში სხვადასხვა დროს უცხოური ლიცენზიით თუ ადგილობრივი კონსტრუქციით შექმნილი ავტომობილები, მოტოციკლეტები და სხვა მოტორიზებული სატრანსპორტო საშუალებები. სუსტი განათების გამო ზოგიერთი ფოტოს ხარისხი მოიკოჭლებს, მაგრამ მაინც… თავდაპირველად ავტობუსი “რაგბი”, 1929 წლიდან ემსახურებოდა კრაკოვის მოსახლეობას. Read more

გასეირნება ვარშავაში – Vylet ve Warszawe

ვარშავა

შესაძლოა ამ ქალაქმა დიდად არ მოგხიბლოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი 1939 წლის “ბლიც კრიკმა” მთლიანად გაანადგურა და ყველა ძველებური შენობა, რასაც ამ ფოტოებზე ხედავთ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძველი ნახაზების მიხედვით ხელახლა იქნა აშენებული. და ეს მოახერხეს ნაცისტი და ხარბი მეზობლის მიერ განადგურებულ, დანგრეულ, დაქცეულ, დამშეულ და “ძია სტალინის” მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში.

ავტორი: ბექა ნინიკური Read more