გაბანძებული პარკინგი

გაბანძებული პარკინგი

რიყის პარკის მიწისქვეშა პარკინგი 1 წლის წინ გაიხსნა, მაგრამ უკვე გაბანძებულია 🙁 არ მუშაობს პარკინგის ღირებულების გადასახდელი აპარატი. შლაგბაუმს თანამშრომლები მას შემდეგ აღებენ, რაც ავტომობილის ნომერს და შესვლის დროს ჩაიწერენ. პარკინგი თითქმის მთლიანად ჩაბნელებულია, გადამწვარია, ან უბრალოდ არ არის ჩართული ნათურების 90 პროცენტი. არადა შესასვლელთან არსებული ბანერი იუწყება, რომ აქ ვაი-ფაიც კი მუშაობს, არა თუ განათება. გამოსვლისას გადასახდელი თანხის მოცულობა იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ იცის არითმეტიკა პარკინგის დარაჯმა. ჩვენს შემთხვევაში 40 წუთში 2 ლარი მოითხოვა და დიდი ალბათობით მთლიანად ჩაიჯიბა.

თბილისი ნარიყალას ციხის ფერდობიდან

თბილისი, მეტეხი

ნარიყალას ციხის ფერდობზე მოწყობილი საფეხმავლო ბილიკიდან მშვენიერი ხედები იშლება.

აბანოთუბანი, მეტეხი

მშვიდობის ხიდი მტკვარზე, იუსტიციის სახლი და ახალი საბაგირო გზა. Read more

მშვიდობის ხიდი ახალ წელს

მშვიდობის ხიდი

2014 წლის პირველ დღეს ქალაქის ქუჩებში სასეირნოდ გასული “მშვიდობის ხიდს” (შუშის ხიდს) მივადექი. საოცრება, ხიდი პირველ იანვარსაც კი სავსე იყო. მეგონა რომ საახალწლო სუფრების მოყვარული საზოგადოება პირველ იანვარს არ ესტუმრბოდა ათასგვარი დაცინვისა და კრიტიკის ობიექტს.

მშვიდობის ხიდი

მიუხედავად მშვიდობის ხიდის წინააღმდეგ აგორებული “შავი პიარისა”, მას ქალის ჰიგიენური საფენების სახელი “ოლვეისიც” კი შეარქვეს, ხიდი მაინც რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სანახაობად, როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის.

ეტლით მშვიდობის ხიდზე

მასზე გასეირნების სურვილი იმდენად დიდია, რომ საბავშვო ეტლით საფეხურების დაძლევასაც არ ერიდებიან.

მშვიდობის ხიდის საფეხურები

ბევრს საფეხურებზე სირბილი და ფოტოების გადაღება მოსწონს, რადგან მტკვარზე გადაფენილი შუშის მოაჯირიანი კიბეები თითქოს ჰაერში, სივრცეში გადაადგილების საშუალებას იძლევა.

ბავშვები მშვიდობის ხიდზე

ხიდის იდეა და მშენებლობა მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება, ამიტომ მისი სიძულვილი ლამის პოლიტიკურ დოქტრინად იქცა დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ახლახანს საკამათო გახდა თანხის მოცულობა რაც საჭიროა ერთი წლის მანძილზე ხიდის ექსპლუატაციისთვის.

დაზიანება მშვიდობის ხიდზე

ვეჭვობ ელოდებიან როდის დაიმსხრევა ხიდის სახურავზე დამაგრებული რომელიმე შუშის ფირფიტა, რათა შემდეგ უსაფრთხოების მომიზეზებით იუსტიციის სახლის მსგავსად დახურონ.

მშვიდობის ხიდი

რიყეზე

მშვენიერი ამინდი იყო და რიყის პარკს ვესტუმრე საიდანაც მშვენიერი ხედები იშლება.

მშვიდობის ხიდი

მშვიდობის ხიდი

მშვიდობის ხიდი

შუაგულში დარეჯანის სასახლე

დარეჯანის სასახლე

რიყე – ნარიყალას საბაგირო გზა

საბაგირო გზა

რეიგანის ძეგლი, მის ფონზე იუსტიციის სახლი. Read more

მშვიდობის ხიდი

მშვიდობის ხიდის პროქტი თავიდანვე პოლიტიზებული აღმოჩნდა. ხელისუფლების ოპოზიციამ ხიდის თანამედროვე დიზაინის არატრადიციული ელემენტები პოლიტიკურ ბრძოლაში არგუმენტებად გამოიყენა. ახლაც გრძელდება ეს პროცესი, თუმცა ამჯერად ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა მშვიდობის ხიდს ებრძვის, რადგან დამარცხებული პოლიტიკური ძალა საბოლოოდ “გააშავოს”.

მიუხედავად თანამედროვე დიზაინისა, მშვიდობის ხიდი იმეორებს მტკვარზე საუკუნის წინ არსებული “მუხრანის ხიდის” ვიზუალურ კონტურებს და ძალიან წააგავს მასს.

მშვიდობის ხიდი (შუშის ხიდი) მიუხედავად თანამედროვე დიზაინისა, ორიგინალურად ერწყმის ძველი თბილისის ხედებს და უცხოელი ტურისტისა თუ ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღების ცენტრშია.

მშვიდობის ხიდს, არქიტექტურული დატვირთვის გარდა, ფუნქციონალური დატვირთვაც გააჩნია. ის ხალხს საშუალებას აძლევს მტკვრის მარცხენა სანაპიროდან, რიყის პარკიდან, არა მარტო მარჯვენა სანაპიროზე მოხვდნენ, არამედ მარჯვენა სანაპიროს დატვირთული საავტომობილო მაგისტრალიც უპრობლემოდ გადაკვეთონ.

ხიდის ოპოზიცია მის დიზაინს ჰიგიენურ საფენს “ოლვეისს” ადარებს, მაგრამ არაპროფესიონალისთვისაც კი ნათელია, რომ ხიდის დიზაინი უფრო ნაპოლეონის ქუდს წააგავს.

ხიდის კონსტრუქცია

ხიდი სასურველი სასეირნო ადგილია.

მშვიდობის ხიდის სხვა რაკურსი

მშვიდობის ხიდის არქიტექტორია იტალიელი მიკელე დე ლუკი.

ხიდის მშენებლობა დაიწყო 2009 წელს და ექსპლოატაციაში შევიდა 2010 წლის 6 მაისს.

მშვიდობის ხიდი

ახალი ფოტოები – 2013 წლის 3 თებერვალი.

მშვიდობის ხიდი