ბუგატი და სხვები პრაღის მუზეუმში

ბუგატი და სხვები პრაღის მუზეუმში

ხშირად მითქვამს მუზეუმებში სიარული არ მიყვარსთქო, მაგრამ არაფერი გამომდის, როდესაც საქმე ტექნიკის თავმოყრის ადგილებს ეხება. არაფერი სჯობს საუკუნოვანი ავტომობილების, ორთქმავლების, ველოსიპედების, მოტოციკლების, თვითმფრინავების, ფოტოაპარატების… ხილვას. ყველაფერი ეს კი თავმოყრილია ტექნოლოგიების ნაციონალურ მუზეუმში პრაღაში. მუზეუმის ადგილმდებარეობისა და მისასვლელი მარშრუტის შესახებ პოსტის ბოლოში. თავიდან კი მინდა დავიწყო ავტომბილების მდიდრული კოლექციით, რომელიც მთავარი საგამოფენო დარბაზის 0 სართულზეა გამოფენილი. სხვა ექსპონატების შესახებ მომდევნო პოსტებში. Read more

პოლონეთის ავიაციის მუზეუმი

კრაკოვში მორიგი მოგზაურობის თარიღი ახლოვდება და იმაზე ფიქრში თუ რა დამრჩა კიდევ სანახავი გამახსენდა, რომ ბევრი მასალა ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მაქვს. მათ შორის არის პოლონეთის ავიაციის მუზეუმი. არ მიყვარს მუზეუმებში ხეტიალი, უფრო ცოცხალი ქალაქების მონახულება მირჩევნია, მაგრამ ავიაციის მუზეუმი ერთ-ერთი გამონაკლისია – ის ნამდვილი სამოთხეა მფრინავი ჯართის მოყვარულთათვის.

პოლონეთის ავიაციის მუზეუმი

მუზეუმი დაარსდა 1964 წელს და დღემდე ადგილობრივებისა და ტურისტების დიდი ინტერესით სარგებლობს ექსპონატების მრავალფეროვნებითა და რაოდენობით. ძველ აეროდრომზე განლაგებულ მუზეუმში დაცულია 150-ზე მეტი მფრინავი აპარატი და უამრავი საავიაციო ძრავი თუ მოწყობილობა. Read more

ბევრი ფული ყვარელში

ბევრი ფული ყვარელში

ახალი და ჯერ კიდევ დაუჭრელი ლარები, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ქართული და უცხოური ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ათობით საუკუნეს ითვლიან, ფულის ესკიზები, დანაკუწებული კუპიურების გროვა, საკოლექციო მონეტები… Read more

მეტროს მუზეუმი

IMG_7165-1

დუნაიზე უნგრების დამკვიდრების, “სამშობლოში დაფუძნების” 1000 წლის აღსანიშნავად, 1896 წელს ბუდაპეშტში მუშაობა დაიწყო მეტრომ, რომელიც პირველი იყო კონტინენტალურ ევროპაში და ერთ-ერთი პირველი მთელს მსოფლიოში. Read more

პოლონური ავტომობილები

პოლონური ავტომობილები

კრაკოვში, მუნიციპალური ინჟინერიის მუზეუმში, ერთ დიდ პავილიონში თავმოყრილია პოლონეთში სხვადასხვა დროს უცხოური ლიცენზიით თუ ადგილობრივი კონსტრუქციით შექმნილი ავტომობილები, მოტოციკლეტები და სხვა მოტორიზებული სატრანსპორტო საშუალებები. სუსტი განათების გამო ზოგიერთი ფოტოს ხარისხი მოიკოჭლებს, მაგრამ მაინც… თავდაპირველად ავტობუსი “რაგბი”, 1929 წლიდან ემსახურებოდა კრაკოვის მოსახლეობას. Read more

თელავის ცენტრის სილამაზე

თელავი, ერეკლეს ძეგლი

ერეკლე მეორის ძეგლის ირგვლივ ყველაფერი გარემონტებულია. რეკონსტრუქცია 2012 წლის ზაფხულამდე დასრულდა.

თელავის ცენტრი

რემონტმა არაფერი შეცვალა თელაველთა პოლიტიკურ განწყობაში და ბევრი შენობა გაურემონტებელი დარჩა. მაგალითად, საბჭოთა საქართველოს დროინდელი სასტუმრო. Read more

ტრამვაის მუზეუმი

პრაღის ტრამვაის (ტრანსპორტის) მუზეუმზე ადრეც დავწერე. ამჯერად ფოტოებს მიმოვიხილავ.

მუზეუმი ტრამვაის დეპოს განაპირა ანგარშია განთავსებული და დეპოსგან მხოლოდ ღობე გამოჰყოფს.

მუზეუმის ინტერიერი ზუსტად ისეთივეა, როგორიც დეპოში. აქ ყველანაირ სიძველეს უფრთხილდებიან, მათ შორის ხის ინტერიერს.

პრაღის ტრამვაის ისტორიაც კონკიდან იწყება Read more

ტრამვაის მუზეუმი – მერვე დღე

მერვე დღე პრაღაში ხანგრძლივი მივლინებით ჩამოსული კოლეგის მონახულებისა და დაკვალიანების გარდა ტრანსპორტის (ტრამვაის) მუზეუმის შესწავლას დავუთმე.

მუზეუმი მოთავსებულია ტრამვაის მოქმედი დეპოს ერთერთ სადგომში. შესვლისას შეცდომით დეპოს ეზოში ფორმიანი ვატმანების თავშეყრის ადგილას აღმოვჩნდი. ამან კი შედარების გაკეთების საშუალება მომცა. უცხოელი ტურისტებისთვის და არამარტო მათთვის გახსნილი მუზეუმის ეზო და სადგომის მდგომარეობა ზუსტად ისეთივია როგორიც მოქმედ დეპოში. უნებლიედ თბილისის ტრანსპორტის ”გარაჟები” გამახსენდა 🙁

მუზეუმში 35 კრონი გადავიხადე, ეს თითქმის 3 ლარია. იქ მოთავსებული ტრამვაისა და ამ ტრანსპორტთან დაკავშირებული დამხმარე მანქანების დიდი ნაწილი აღდგენილია და განახლებული. ამ ფოტოზე გამოსახული ვაგონი კი ზუსტად იმ მდგომარეობაშია როგორშიც იყო 1970 წელს, ექსპლოატაციის დასრულებისას. თავად კი გამოშვებულია 1930 წელს. მას ჩაბმული აქვს მეორე ვაგონი (ტრაილერი) რომელსაც ძრავი არ გააჩნია. ასეთი შემადგენლობა ახლაც დადის პრაღის ქუჩებში და ძირითადად ტურისტებს იზიდავს. Read more