თბილისის ფუნიკულიორი 111 წლისაა

ფუნიკულიორი

1905 წლის 27 მარტის დილით ფუნიკულიორი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

1900 წელს თბილისის მთავრობასა და ბელგიურ ანონიმურ საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ბელგიელებს ფუნიკულიორი 45-წლიანი იჯარით გადაეცათ. ვადის გასვლის შემდეგ ციცაბო მთაზე მოწყობილი ტრამვაი ქალაქის საკუთრება უნდა გამხდარიყო. ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წელს დაიწყო და 1905 წელს დასრულდა. მას ეკისრებოდა ტრამვაის ქვედა ხაზისა და “ზედა თბილისის” ერთმანეთთან დაკავშირების ფუნქცია. მაგრამ 1921 წლის შემდეგ “ზედა თბილისის” მშენებლობის გეგმები დავიწყებას მიეცა.

პრეზიდენტის სასახლე

რაიხსტაგის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეც დავლაშქრე 🙂

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე

პრეზიდენტის სასახლის კომპლექსი ადმინისტრაციის კორპუსის შესასვლელიდან იწყება. მასთან ნასამართლეობის გაუქმების მსურველი მოქალაქეების გრძელი რიგი დამხვდა.

რიგი პრეზიდენტის სასახლესთან

ქუჩის მეორე მხარეს, ძველი შენობის კედელზე კი ასეთი წარწერებია.

მიხო

პრეზიდენტის სასახლე ავლაბრის ძველ და ამორტიზირებულ ნაგებობებს შორის მდებარე საგზაო პოლიციის სამმართველოს ადგილზე აშენდა. ის ნაწილობრივ იმეორებს ძველი შენობის არქიტექტურას.

საგზაო პოლიცია, 2004 წ.

ძირითადი განმასხვავებელი კი არის სასახლის ცენტრალურ ნაწილზე დამონტაჟებული შუშის გუმბათი.

პრეზიდენტის სასახლე

სასახლის ძირითად კორპუსს ადმინისტრაციის შენობა ხიდის ტიპის დერეფნით უკავშირდება.

პრეზიდენტის სასახლეში შესასვლელი

დერეფნიდან პირდაპირ სასახლის შუაგულში, შენობის ორივე მხარიდან,  შუშის შესასვლელი კარებით აღჭურვილ ჰოლში მოვხვდი.

სასახლის ჰოლი

აქ კიდევ ერთი ხიდია, რომელზეც პრეზიდენტთან ერთად მომავალი მაღალი რანგის სტუმრები გვინახავს ხოლმე. ქვემოთ კი დარბაზის ცენტრში დაცულია უძველესი მინიატურული ბიბლია.

მინიატურული ბიბლია

ზემოთ, პირობითად მესამე დონეზე საკონფერენციო დარბაზია. აქ ტარდებოდა პრესკონფერენციებისა და ოფიციალური შეხვედრების დიდი ნაწილი.

პრეზიდენტის საკონფერენციო დარბაზი

სწორედ ამ დარბაზის სახურავს წარმოადგენს შუშის გუმბათი.

შუშის გუმბათი

გუმბათზე ასვლა შუშის კიბეებით ხდება, საიდანაც თბილისის მშვენიერი ხედები იშლება.

სამების ტაძარი

ერთ მხარეს სამების ტაძარი მოჩანს, მეორე მხარეს კი მთაწმინდა.

მთაწმინდა

გუმბათის შუაგულში, შუშის იატაკზე დადგომა სერიოზული გამოცდაა 🙂

გუმბათის შუშის იატაკი

გუმბათის კიბიდან ლიფტით ჩავდივართ პრეზიდენტის კაბინეტთან.

სასახლის ლიფტი

კაბინეტია, მასპინძლის საზღვარგარეთ ვიზიტად ყოფნის გამო დაკეტილია.

პრეზიდენტის კაბინეტის კარები

შუშის კარიდან მისაღები ოთახის გადაღება ხერხდება.

პრეზიდენტის კაბინეტის მისაღები

სასახლის ეზო უკანა მხრიდან.

ავლაბრის რეზიდენცია

პრეზიდენტის სასახლის ეზოდან თბილისის მშვენიერი ხედები იშლება.

თბილისი

მთაწმინდა და კადრის შუაგულიდან ოდნავ მარცხნივ, სახელმწიფო კანცელარიის მოყვითალო-მოყავისფრო შენობა.

თბილისი

20 წლის წინ ამ კომუნისტური არქიტექტურის ნიმუშს “ქაჯეთის სასახლეს” ეძახდნენ. ამბობენ, რომ ახლა სწორედ მასში აპირებს დაბინავებას საქართველოს ახალი პრეზიდენტი.

თბილისის ფუნიკულიორი

თბილისის ფუნიკულიორი

კიდევ ერთი ვიდეო ფუნიკულიორის მუშაობის შესახებ. ამ ვიდეოს გადაღება გადავწყვიტე იმ დიდი ინტერესის გამო, რომელიც ბლოგის სტუმრებმა ფუნიკულიორის თემაზე გამოქვეყნებული წინა პოსტების მიმართ გამოიჩინეს.

მსგავსი პოსტები:

ფუნიკულიორი ამუშავდა

ფუნიკულიორი ამუშავდა

თბილისის საუკუნოვანი ფუნიკულიორი კვლავ ამუშავდა 🙂

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, განსაკუთრებით სარელსო ტრანსპორტის მოყვარულთა და გულშემატკივართა საზოგადოების სიხარულს საზღვარი აღარ აქვს. თბილისში მტაწმინდის ფუნიკულიორის ტრამვაი ამუშავდა. ვაგონები ჩამოიტანეს შვეიცარიიდან და მთაწმინდის ციცაბო კალთაზე დამონტაჟებულ საუკუნოვან რელსებზე დააყენეს. ვაგონები დაამზადა და თბილისში დაამონტაჟა კომპანია Doppelmayr Garaventa Group.

ფუნიკულიორის ვაგონი

ფუნიკულიორი ტრამვაის ვაგონები ყოველ 10 წუთში გადის ზედა და ქვედა სადგურიდან. მთლიანი მანძილის დაფარვას მხოლოდ 3 წუთს ანდომებს.

მთაწმინდის ფუნიკულიორი

მგზავრობის საფასურის გადახდა ხორციელდება მთაწმინდის პარკის პლასტიკური ბარათების მეშვეობით.

ფუნიკულიორში შესასვლელი

ვატმანი ვაგონის სამართავ პულტთან.

ვატმანი

ფუნიკულიორის ვაგონი აღჭურვილია უსაფრთხოების რამდენიმე სისტემით, რომლებიც უზრუნველყოფენ ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ვაგონის ავარიულ გაჩერებას. ერთ-ერთი სისტემა თავად რელსებზე დამუხრუჭებას უზრუნველყოფს.

ფუნიკულიორის ტრამვაი

ფუნიკულიორი მთაწმინდის პარკის საკუთრებაა და ეს პროექტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის დაფინანსებით ”თბილისის განვითარების ფონდმა” განახორციელა.

IMG_7182

ხედი მთაწმინდის პარკის სადგურიდან.

მთაწმინდის პარკიდან დაშვება

მთაწმინდის პარკიდან დაშვება.

ფუნიკულიორის ესტაკადა

მთაწმინდის შუაგულში, მამა დავითის ეკლესიის მახლობლად ფუნიკულიორის ვაგონები ერთმანეთს გვერდს უვლიან.

მამა დავითი

მამა დავითი, მთაწმინდის პანმთეონი – ფუნიკულიორის შუა გაჩერება.

ვაგონები ერთმანეთს ენაცვლებიან

ზევით და ქვევით მიმავალი ვაგონები შუაგულ მთაზე გაჩერებისა და გვერდის აქცევის შემდეგ გათავისუფლებულ ლიანდაგს იკავებენ.

ვაგონი ქვედა სადგურს უახლოვდება

ვაგონი ქვედა სადგურს უახლოვდება.

ახლახანს აღდგენილი ქვედა სადგური

ახლახანს აღდგენილი ფუნიკულიორის ქვედა სადგური.

ფუნიკულიორს ხარაჩოები მოხსნეს

ფუნიკულიორის ქვედა სადგურს ხარაჩოები მოხსნეს, მშვენივრად გამოიყურება. პარალელურად მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

როგორც ჩანს ფუნიკულიორის ტრამვაის ვაგონების სისტემა უკვე გამართულია, რადგან შუაგულში დამაგრებული ვაგონი უკვე ქვევით ჩამოიყვანეს. ეს ვერ მოხეხდებოდა ბაგირის (ტროსის) დამაგრებისა და ძრავის ამუშავების გარეშე.

უთბილისის ფუნიკულიორი 1905

სავარაუდოდ ეს ფოტო გადაღებულია ფუნიკულიორის ქვედა სადგურის მშენებლობის დასრულებიდანვე.

თბილისის ფუნიკულიორი

 

მასზე ჩენს, რომ დღევანდელი ვარიანტი ორი გუმბათით და შესასვლელი კარებების რაოდენობით განსხვავდება. როგორც ჩანს მათი რაოდენობა არც საუკუნის წინ იყო საკმარისი, ამიტომ შემდეგი ფოტო უფრო წააგავს დღევანდელს. მასზე ჩანს გუმბათებიც, რომლებიც ასევე შემდგომ ეტაპზე დაემატა.

ძველ ფოტოებზე, ფუნიკულიორის სადგურის აღმოსავლური სტილის ფანჯრებში მოსჩანს დავითის ვარსკვლავები. მოგვიანებით დავითის ვარსკვლავები საბჭოთა ვარსკვლავებმა შეცვალა. შემდეგ კი ფუნიკულიორის სადგურის ძველი დარბაზი საერთოდ დაანგრიეს და კომუნისტური არქიტექტურით შცვალეს.

ახლა, აღდგენილი შენობა ძალიან წააგავს პირვანდელს, ოღონდ დავითის ვარსკვლავები სხვა ვარსკვლავებმა შეცვალა 🙁

მშენებლობის პროცესი:

6 მაისი 2012 – სადგურის ნარჩენების დემონტაჟის დასაწყისი

21 ივნისი 2012  – სადგურის დემონტაჟი

20 სექტემბერი 2012

ძველის ადგილზე ახალი, მაგრამ უფრო ძველი სადგური აშენდა.

ფუნიკულიორის ვაგონების ევოლუცია

ინტერნეტში თბილისის ფუნიკულიორის ტრამვაის ძველი ვაგონების რამდენიმე ფოტო ვიპოვე.

ფუნიკულიორის პირველი წლები

პირველი ვაგონი, სავარაუდოდ 1905 წ. Read more

თბილისის ფუნიკულიორის ახალი სიცოცხლე

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, განსაკუთრებით სარელსო ტრანსპორტის მოყვარულთა და გულშემატკივართა საზოგადოების სიხარულს საზღვარი აღარ აქვს 🙂 თბილისში ფუნიკულიორის ტრამვაის ვაგონები ჩამოიტანეს შვეიცარიიდან და მთაწმინდის ციცაბო კალთაზე დამონტაჟებულ საუკუნოვან რელსებზე დააყენეს. ვაგონები დაამზადა კომპანია Doppelmayr Garaventa Group.

გალერეა