რა განასხვავებს პრაღის და თბილისის ინფრასტრუქტურას

პრაღა

ორი ქალაქის ტურისტული პოტენციალი თვალის ერთი შევლებით

ქალაქებში თანამედროვე ტურიზმის მნიშვნელოვანი განვითარება შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე რომ შეუძლებელია, თუნდაც საქართველოს მაგალითიდან ჩანს. თბილისის ინფრასტრუქტურა განვითარებული ქვეყნების ქალაქებთან შედარებით საკმაოდ ცუდ დღეშია, რასაც არამარტო უცხოელი ვიზიტორი, ადგილობრივი მაცხოვრებელიც კარგად ხედავს. რა უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ და რა მიმართულებით უნდა იაროს, ამის მაგალითად თუნდაც ის ქალაქები გამოდგება, რომელსაც თბილისის მსგავსად კომუნისტურ ეპოქაში მოუწია არსებობა და შემდეგ უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის პირობებში აგრძელებს განვითარების გზას. Read more

როგორ ვიმგზავროთ ბუდაპეშტში

როგორ ვიმგზავროთ ბუდაპეშტში

ბუდაპეშტს საკმაოდ გამართული “ინტეგრირებული” ურბანული სატრანსპორტო სისტემა გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქალაქო ავტობუსები, ტროლეიბუსები, ტრამვაი, მეტრო, მდინარის ტრამვაი და საგარეუბნო მატარებლებიც კი ერთმანეთთან არის დაკავშირებული განრიგით და ინფრასტრუქტურით. ამგვარი ტრანსპორტი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ბუდაპეშტში ქუჩებში ხეტიალს. Read more

მეტროს მუზეუმი

IMG_7165-1

დუნაიზე უნგრების დამკვიდრების, “სამშობლოში დაფუძნების” 1000 წლის აღსანიშნავად, 1896 წელს ბუდაპეშტში მუშაობა დაიწყო მეტრომ, რომელიც პირველი იყო კონტინენტალურ ევროპაში და ერთ-ერთი პირველი მთელს მსოფლიოში. Read more

ტრამვაის ფანჯრიდან დანახული სტამბოლი

100_3461

რომელუბნელი ხარ, ეფენდი?

ძველი ქალაქი სულთანაჰმეთი (Sultanahmet) – ჩვენებური რიყეა, აქაა აია სოფია (Hagia Sophia), სულთან აჰმედის ე.წ. ლურჯი მეჩეთი (Sultanahmet Camii – ჯამიი) და სულთან მეჰმედის თოფქაფეს სასახლე (Topkapı Sarayı). აქვეა კონსტანტინოპოლის მტკნარი წყლის საცავი – ბაზილიკა ცისტერნა (Yerebatan Sarnici/Basilica Cistern) და არქეოლოგიური მუზეუმი. სულ პირველად რომ ჩავედი სტამბოლში ძველი ქალაქი ადმინისტრაციულად ემინონიუს (Eminönü) რაიონს ეკუთვნოდა, მეორედ ჩასვლისას კი აღმოვაჩინე, რომ ემინონიუ ფაათის (Fatih) რაიონს “გადაუსანსლავს”. ახლა ფაათი სტამბოლის ისტორიული გულია – სწორედ აქაა განლაგებული რომისა და ოთომანის იმპერიის დროინდელ შენობათა დიდი ნაწილი. “ძველი ქალაქი” უბნებით: სულთანაჰმეთი, ემინონიუ, ბეიაზითი (Beyazit)… – ტურისტული მექაა. მე-18 საუკუნეში ეს კვარტალი მიწისძვრამ დააზარალა და მის ხელახლა ასაშენებლად ფრანგი არქიტექტორები მიიწვიეს. საერთოდ, პარიზის გავლენა სტამბოლზე დიდია, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიმგვანებაც კი სცადეს.  Read more

მეტროს სადგური “უნივერსიტეტი”

“აზიის განვითარების ბანკის” საქართველოს წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” დაკონსერვებულ ობიექტზე მშენებლობის განახლების ამსახველი ფოტოები.

აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროეტის ბიუჯეტი 83 მილიონ ლარს შეადგენს. ამ თანხის ათვისება 2015 წლის ზაფხულში დაიწყო და გეგმის მიხედვით 2 წლის შემდეგ, ანუ 2017 წლის ზაფხულში მეტროსადგური “უნივერსიტეტი” უნდა ამუშავდეს. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ესპანურ-იტალიური ერთობლივი კომპანია ASSIGNIA KOBRA. პროექტის განხორციელება რამდენჯერმე დადგა კითხვის ქვეშ პოლიტიკური ცვლილებებისა თუ ჩაშლილი ტენდერის გამო. Read more

თბილისის ტრანსპორტი 1999 წ.

უნიკალური ვიდეოკადრები, რომლებიც 1999 წლის სექტემბერში გადაიღეს საქალაქო ტრანსპორტის უცხოელმა ფანებმა. ვიდეოების მოძიება და მონტაჟი Irakli Ika-ის დამსახურებაა.

ტროლეიბუსები და ავტობუსები

მეტრო

ტრამვაი

პარიზის მეტრო

გამოადგებათ მათ ვინც პარიზში ხეტიალს გადაწყვეტს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალისტებიც ბევრ საინტერესოს აღმოაჩენენ.

Paris Metro

ავტორი: შოთა კუბლაშვილი

პარიზის მეტროს სახეობები

პარიზის სისტემა შედგება ორი ტიპის ხაზისგან. M და RER. M-ს უწოდებენ მეტროს.

მეტრო შედგება 14 ხაზისგან. ყველას აქვს განსხვავებული ფერი და ნომერი – 1 დან 14-ის ჩათვლით.

RER 5 ხაზიანია. აქაც ყველას აქვს თავისი ფერი და ლათინური ანბანის სიმბოლო A დან E-მდე.

Paris Metro

მათ შორის განსხვავება ისაა, რომ მეტროს გაჩერებები არის მალ-მალე. ბევრგან სადგურები ისე ახლოს არის ერთმანეთთან, რომ გვირაბში ერთი სადგურიდან  შემდეგი სადგურის ბაქანი მოჩანს. ეს ტრანსპორტი დადის ცენტრალურ ზონებში და შედარებით მოკლე შემადგენლობებია (ეს მოკლე ზოგ ხაზზე თბილისისაზე ორჯერ დიდია). ზოგ ხაზზე ვაგონებია, ზოგ ხაზზე კი სექციები.

RER ჩერდება მხოლოდ დიდ სადგურებზე, დადიან ორ სართულიანი მატარებლები გარეუბნებში. შემადგენლობაში არის ბევრი ვაგონი.

RER - T4

მგზავრობის ღირებულება და გადახდის ფორმა Read more

თიუნელი

თიუნელი

თიუნელი, თურქულად Tünel – სტამბოლის უძველესი მეტროს სისტემაა. მე უფრო მიწისქვეშა ფუნიკულიორს დავარქმევდი. Read more

ბერლინის ტრანსპორტი

ბერლინი, გერმანიის გარდა, სარკინიგზო ელექტროტრანსპორტის დედაქალაქიცაა 🙂

hauptbahnhof berlin
ეს ფოტო საიტიდან – berlin.pinkbigmac.com

ჩემი ბერლინში მოგზაურობა სწორედ რკინიგზის ცენტრალური ვაგზლიდან, Hauptbahnhof-დან დაიწყო. Read more

მეტროს დეპო

მეტროს დეპო

თბილისის მეტროს გლდანის დეპო 1985 წელს გაიხსნა. ის ე.წ. გლდანის ხიდთან, მტკვრის პირას მდებარეობს და თითქმის 2 ასეულ ვაგონს ემსახურება.

დეპოში დგას მეტროს მატარებლების სარეზერვო შემადგენლობები. ეს არის თბილისში მოდერნიზებული ვაგონები, რომლის მარკაა 81-717M.

დეპოში თითქმის ყოველ ნახევარ საათში შემოდის მატარებლები ტექნიკური შემოწმების მიზნით.

შემადგენლობის დათვალიერება 20 სათში ერთხელ ხდება და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში რემონტი ადგილზე უტარდება.  Read more

თბილისის მეტროს ანტიკვარიატი

თბილისის ტრამვაის” ხალხი თბილისის მეტროს გლდანის დეპოში ვიმყოფებოდით ანტიკვარული ვაგონის დასათვალიერებლად. ეს ვაგონი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიიდან წამოიღო გამარჯვებულმა საბჭოთა კავშირმა სხვა სიმდიდრესთან ერთად.

В-4 სერიის გერმანული ვაგონი 1927 წლით თარიღდება. ის თბილისის მეტროში 1969 წლიდან მუშაობს ლიანდაგმზომად.

ფასდაუდებელი ექპონატია, ასეთი სულ ორია მსოფლიოში. Read more

საიტები, რომელიც ყველას გამოგადგებათ

http://ttc.com.ge – თბილისის სატრანსპორტო კომპანია.
http://tm.ge – თბილისის მიკროავტობუსი.

პრაღის ტრანსპორტი

პრაღის ტრანსპორტი

პრაღის ასტრონომიული საათივით გამართულად და ზუსტად მუშაობს ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ტრამვაი, მეტრო და ავტობუსი ერთიან სისტემას წარმოადგენს და ყველა მარშრუტი და რეისი ურთიერთდაკავშირებული. ტრანსპორტი მოძრაობს გრაფიკის მიხედვით და ეს გრაფიკი ზუსტად არის დაცული. პრაღაში მეტროს მატარებლის, ტრამვაისა თუ ავტობუსის ერთწუთიანი დაგვიანებაც კი იშვიათობას წარმოადგენს. ეს ვრცელი ვიდეო მასალაც ძირითადად პრაღის ტრანსპორტის მუშაობას აღწერს. Read more

ბერლინი

ბევრი მინახავს ვინც ამ ქალაქზე გიჟდება, მე უფრო მეტს მოველოდი.

რაიხსტაგზე დროშის აღმართვა მინდოდა, მაგრამ გერმანელებს ისტორიის გაკვეთილი კარგად შეუსწავლიათ და შუშის გუმბათისთვის ძაბრის ფორმა მიუციათ 😉

Read more