10 ლარად ბათუმში მატარებლით

10 ლარად ბათუმში მატარებლით

თბილისი-ბათუმის მატარებლის ბილეთი გაძვირდა. ბიზნესკლასი 100 ლარი ღირს, პირველი კლასი 65 და ეკონომკლასი კვლავ 25 ლარი. მიუხედავად ამისა გაძვირებამ ბევრი აღაშფოთა. ამ საკითხს დიდი დრო დაეთმო ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემაში “თქვენი დრო” სადაც იაფი მოგზაურობის შესახებ სასაუბროდ მიმიწვიეს. ამ გადაცემის შემდეგ ბათუმის მიმართულებით მატარებლით იაფად მგზავრობის შესაძლებლობით დავინტერესდი და აი რა აღმოვაჩინე. Read more

რუსთავი-თბილისის რკინიგზა

რუსთავი-თბილისის რკინიგზა

საინფორმაციო საშუალებებმა ერთხმად აიტაცეს თბილისის მერიის ერთ-ერთი ჩინოვნიკის გახმოვანებული სურვილი თბილისიდან რუსთავამდე მეტროს ან ტრამვაის ხაზის გაკეთების შესახებ. ამ იდეით არაერთი ხელისუფლება გამოსულა. რამდენიმე წლის წინ რუსთავისა და თბილისის ტრამვაით დაკავშირების იდეის სიცოცხლისუნარიანობა ტრამვაის ერთი ცნობილი კომპანიის პრეზიდენტთან შევამაწმე. მან პირველ რიგში ქალაქებს შორის მანძილი იკითხა და როგორც კი გაიგო, რომ 20 კილომეტრზეა საუბარი პირდაპირ წამოიძახა – “ელექტრიჩკა“. თბილისი-ბათუმის ახალი მატარებელი “შტადლერი” სწორედ ასეთი მარშრუტებისთვის არის შექმნილი. თბილისსა და რუსთავს შორის მართლაც დადის ელექტრომატარებელი. მისი შესაძლებლობების გასაცნობად 2015 წელს თბილისიდან რუსთავში, თბილისი-გარდაბნის მატარებლით მეგობრებთან ერთად ვიმგზავრე. Read more

ავტობუსების და მატარებლების ძიება ევროპაში

ავტობუსების და მატარებლების ძიება ევროპაში

ევროპაში იაფი ფრენა კარგია, მაგრამ ბევრს სჭირდება ევროპის შიგნით იაფად მოგზაურობა ავტობუსით, ან მატარებლით. ახლახანს აღმოვაჩინე ვებსაიტი, რომელიც ევროპაში მოქმედი სატრანსპორტო კომპანიების საიტებზე ეძებს ყველაზე იაფ ბილეთებს – დაწყებული “პოლსკი” ბასიდან და დამთავრებული “ლეოექსპრესით“. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ შეადაროთ სხვადასხვა კომპანიის ფასები მოცემულ მარშრუტზე და თქვენთვის მისაღები ფასი აირჩიოთ. ასევე საიტი საშუალებას გაძლევთ ავტობუსების ფასები შეადაროთ იმავე მიმართულების მატარებლებისა თუ თვითმფრინავების ფასებს. სისტემა აერთიანებს 12 ქვეყნის 350 ავტუბუსისა და მატარებლის კომპანიას და ერთმანეთთან აკავშირებს 30 ათასზე მეტ დანიშნულების ადგილს, შესაბამისად საუკეთესო საშუალებაა ევროპაში მოგზაურობის დასაგეგმად. Read more

ევროპაში იაფად და კომფორტულად მგზავრობა

ევროპაში იაფად და კომფორტულად მგზავრობა

მოკლედ, დაბალბიუჯეტიანი მოგზაურების ევროპაში ხეტიალისთვის სულ უფრო და უფრო მეტი საშუალებები ჩნდება. Read more

შტადლერი თბილისსა და ბათუმს შორის

თბილისიდან ბათუმში Stadler-ის ორსართულიანი მატარებლით იმგზავრებთო – გამოაცხადა “საქართველოს რკინიგზამ”. ამ სახელმწიფო კომპანიის პრესრელიზში წერია, რომ “2016 წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონიდან მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპული სტანდარტის Stadler Kiss მოდელის მატარებლით იმგზავრონ, რომლის ანალოგით დღეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მგზავრობენ.”

დაგვიანებული მგზავრები

ეს ფოტო ბუდაპეშტის რკინიგზის სადგურში გადავიღე, მამა-შვილს რამდენიმე წამით გაასწრო “შტადლერის” მარკის მატარებელმა. მეორე ანალოგიური შემადგენლობა კი გვერდით დგას და თავის დროს ელოდება. Read more

ნიუგატი პალიაუდვარი

ყოფილ საბჭოთა სივრცეში ამბობდნენ ხოლმე და ეს შეიძლება გასაბჭოებამდეც ასე იყო, რომ ქალაქი რკინიგზის ვაგზლიდან იწყებაო, ან რკინიგზის სადგური ქალაქის სახეაო. ამ გამონათქვამში ჭეშმარიტება დიდი დოზითაა. შეხედეთ თბილისის ვაგზალს და უმალვე მიხვდებით როგორია ქალქი. ეს არის კომუნისტური უსახური არქიტექტურისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის უწესრიგობის ნაზავი, რომელიც დიდ დაუსრულებელ ბაზრობად იქცა. ძველი ევროპული ვაგზალი კი ევროპულ თბილისთან ერთად განადგურდა და წარსულს ჩაბარდა 🙁 გულდასაწყვეტია, რადგან იმ ქალქებში, რომლებსაც კომუნისტურ-საბჭოთა რუსეთთან უფრო ხანმოკლე შეხება ჰქონდათ ბევრი რამ გადარჩა…

Nyugati Railway Station

ძველ ევროპულ ქალაქს ძველი ვაგზალი უნდა ამშვენებდეს. ბუდაპეშტის სამ ძირითად ვაგზალს შორის ერთ-ერთია “ნიუგატის” რკინიგზის სადგური, რომელიც პეშტის მხარეს, ქალაქის შუაგულში მდებარეობს. Read more

Leo Express

ერთ სატრანსპორტო კომპანიაზე, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მინიმუმ 4 ქვეყანაში იაფად მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ.

Leo Express

ლეოექსპრესი” ჩეხური კერძო სარკინიგზო კომპანიაა, რომელმაც მგზავრების გადაზიდვები ამ შავი, ყვითელზოლებიანი მატარებლით, Stadler FLIRT-ით ჩეხეთის მსხვილ ქალაქებს შორის დაიწყო (Stadler-ის შემადგენლობა იმოძრავებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზეც).

ერთი წელი იქნება რაც “ლეოექსპრესმა” პოლონეთის ტერიტორიაზეც შეაბიჯა და ერთმანეთს დაუკავშირა კრაკოვი, კატოვიცე და პრაღა. ეს იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ კატოვიცეში ქუთაისიდან დაბალბიუჯეტიანი ავიარეისები სრულდება. მოკლედ, კატოვიცეში ვთქვათ 30-40 ევროდ ჩაფრენის შემდეგ შეგიძლიათ კრაკოვს ესტუმროთ და შემდეგ “ლეოექსპრესით” პრაღაში გაემგზავროთ 22-23 ევროდ, ხანდახან უფრო დაბალფასადაც კი. თუ პირდაპირ პრაღაში გამგზავრებას გადაწყვეთთ ეს უფრო იაფი დაგიჯდებათ. ამ ქალაქებში იაფფასიანი საცხოვრებლის საპოვნელად ეწვიეთ hotelscombined-ის საძებო სისტემასRead more

ბაკურიანი და “კუკუშკა”

ბაკურიანი და “კუკუშკა”

ბაკურიანისკენ მიმავალ გზას გავუყევი. ამინდის პროგნოზი ირწმუნებოდა, რომ თოვლი უნდა წამოსულიყო. ახალდათოვლილი ბაკურიანი განსაკუთრებით ფოტოგენურია. მაგრამ ბაკურიანის გადაღება არ იყო ჩემი მთავარი მიზანი, ამის შესახებ ცოტა ქვევით. Read more

კუკუშკა

კუკუშკა

“კუკუშკას” დღემდე ეძახიან ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე მოძრავ მატარებელს, როგორც ჩანს ძველი ორთქმავლის პატივსაცემად. ახლა კი საუკუნის წინათ აშენებული რკინიგზა მთლიანად ელექტროფიცირებულია და მატარებლების გადაადგილებაზე ჩეხოსლოვაკიური წარმოების ლოკომოტივები ზრუნევენ. ამ ვიდეოში გადაღებულია “კუკუშკის” გასვლა ბაკურიანის სადგურიდან.

მართალია ახლა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა მთლიანად ელექტროფიცირებულია, მაგრამ მას მაინც შემორჩა ძველი ორთქმავლის მატარებლის რუსული მეტსახელი – “კუკუშკა” (გუგული).

კუკუშკა ბაკურიანში

ისტორია სათავეს იღებს მეფის რუსეთიდან, როდესაც 1871 წელს ბორჯომის ხეობა რუსეთის მეფე ალექსანდრე II თავის ძმას, მიხაილ რომანოვს უბოძა. სწორედ მისი მმართველობის დროს (1898-1901) გაიყვანეს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა.

კუკუშკა - ЧС 11

ახლა ლოკომოტივის ფუნქციას ჩეხოსლოვაკიური წარმოების ელმავალი ЧС11 ასრულებს, რომელიც 1966 წელს დამზადებულია “შკოდას” ქარხანაში და მას სამშობლოში “უთოს” ეძახიან, დიზაინის უთოსთან მსგავსების გამო.

კუკუშკა ЧС11

სიძველის მიუხედავად, “კუკუშკა” კარგი საშუალებაა, განსაკუთრებით ზამთარში, ბაკურიანში ასასვლელად. ის რთული რელიეფის დაფარვას 2 საათს ანდომებს, მაგრამ დაკარგული დროის კომპენსირება ულამაზესი ხედების ხილვით ხდება.

ბაკურიანის ვაგზალი

სამახსოვრო სურათი “კუკუშკით” გამგზავრების წინ ტრადიციად იქცა.

ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი

ადრე ეს რკინიგზა ანდეზიტის საბადოსაც ემსახურებოდა და სატვირთო ფუნქციაც ჰქონდა, ახლა ის მხოლოდ სამგზავრო დანიშნულებისაა.

კუკუშკა ბაკურიანში

შემდეგი გაჩერება ბორჯომის პარკი…

ბაკურიანის რკინიგზა

 

ბათუმი და ტრამვაი

Tram in Batumi

30 იანვარს აჭარა P.S.-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბათუმში შეიძლება ტრამვაის პროექტზე მუშაობა დაიწყოს. “ბათუმში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმის წარმატებულად ამოქმედების შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ ქალაქში ტრამვაის ხაზის ამოქმედდება.” – წერს აჭარა P.S.

ტრამვაი ბათუმის ბულვარში

პესიმისტების მხრიდან უკვე გამოჩნდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ბათუმში ვიწრო ქუჩებია და ასე შემდეგ. მათ შევახსენებ, რომ ტრამვაი სხვა ტრანსპორტისგან განსხვავებით ყველაზე ვიწრო ქუჩაში უპრობლემოდ გადაადგილდება რადგან დაფიქსირებულია ლიანდაგზე და მას არ სჭირდება დამატებითი სივრცე მანევრირებისთვის. მეორეც ბათუმის ქუჩებში 90-იანების ბოლომდე მატარებლები დადიოდნენ.

მატარებელი ბათუმში

ასეთი ტრადიციის მქონე ქალაქში ტრამვაის ხაზის გატარება მხოლოდ ფინანსურ საკითხებს უკავშირდება და სხვას არაფერს 🙂

მატარებელი ბათუმის ქუჩაზე

ჰლავნი ნადრაჟი

პრაღის მთავარი ვაგზალი

იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის რაოდენობით პრაღა თბილისს ოდნავ აღემატება, პრაღაში გაცილებით მეტი რკინიგზის სადგურია, ისტორიული თუ შედარებით ახალი. ეს კი არის პრაღის მთავარი ვაგზალი “ჰლავნი ნადრაჟი”. მისი მთავარი შესასვლელი განთავსებულია მომცრო პარკში, ვაცლავის მოედნის მახლობლად. რკინიგზის სადგულის ძირითადი ნაწილი მიწის ქვეშ მდებარეობს.

ჰლავნი ნადრაჟი

ვაგზლის სახურავზე ავტოსადგომია, მასზე გადის ერთ-ერთი ცენტრალური ავტომაგისტრალიც. ვაგზლის დატვირთული ცხოვრება ისეა ორგანიზებული, რომ ის ხელს არ უშლის პარკში დასვენების მოყვარულებს. Read more

ცხოვრება რკინიგზის გარშემო

ცხოვრება რკინიგზის გარშემო

ეს კადრი გადაღებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის რკინიგზის ვაგზლისკენ მიმავალი მატარებლის მემანქანეთა კაბინიდან 2009 წელს.

ბათუმი-თბილისის რკინიგზის გასწვრივ

საქართველოს რკინიგზა

მიყვარს მატარებლის ფანჯრიდან ცქერა, განსაკუთრებით ევროპაში. ხანდახან იუთუბზე გერმანიის რკინიგზის ვიდეოებსაც კი ვუყურებ, იმდენად ლამაზი და საინტერესოა გარემო სადაც რკინიგზა გადის. არანაკლებ ლამაზია საქართველოს რკინიგზის შემოგარენი, მაგრამ დანგრეული და მოუწესრიგებელი 🙁

თბილისის ვაგზალი

”თბილისი ცენტრალის” გარემონტების მიუხედავად ბაქანი უსახური და მოუწესრიგებელია.

საინფორმაციო დაფა

ე.წ. გადასასვლელი ხიდი.

გადასასვლელი ხიდი

რკინიგზისპირა კორპუსი აგურისა და ბეტონის ლოჯიებით.

კორპუსი

სავარაუდოდ რკინიგზის შენობა მოსახლეობას აუთვისებია.

IMG_3704

თბილისური გრაფიტი.

თბილისური გრაფიტი

საბჭოთა მოზაიკა საწყობის კედელზე. Read more

შემოვლითი რკინიგზა

IMG_1581-900

შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის ამსახველი ფოტოები გადაღებულია 2012 წლის დეკემბერში ენთუზიასტების მიერ.

IMG_1556-900

ეს ესტაკადა უკვე დასრულებულია, ისევე როგორც შემოვლითი რკინიგზის გვირაბების და ხიდების უმრავლესობა. მიუხედავად ამისა “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ პროექტი მათთვის მიმზიდველი არ არის. სანდო წყაროს ცნობით ლაპარაკია 300 მილიონიანი პროექტის დაკონსერვების შესახებ.

IMG_1561-900

შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა ქართულ-ჩინურმა კონსორციუმმა განახორციელა.

IMG_1565-900

შესრულებული სამუშაოების მნახველები მაღალ შეფასებას აძლევენ გვირაბებისა თუ ხიდების ხარისხს. Read more

ისტორიული ვაგზალი

ეს გაშავებული და ალაგ-ალაგ ჩამონგრეული კედლები რომელიმე პროვინციული ქალაქის მიტოვებული ვაგზალი არ გეგონოთ…

პრაღის ცენტრში მდებარე “მასარიკის” (ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის) სახელობის რკინიგზის სადგური 1845 წლიდან ფუნქციონირებს. Read more