თხილამურებით ბოჰემიის მთებში

თხილამურებით ბოჰემიის მთებში

2008 წლის პოსტი. ქვეყნდება მცირედი ცვლილებებით.

წინასიტყვაობა: 10 წლის წინ ზამთრის არდარდეგების გატარებას უცხოეთში ვგეგმავდი და ბიუჯეტურ სამთო-სათხილამურო კურორტებს ვეძებდი. რა თქმა უნდა თავიდანვე ძიება ჩეხეთის რესპუბლიკაში დავიწყე. იმ ხანად ჩემთვის პოლონეთზე და უნგრეთზე მახლობელი ჩეხეთი იყო, პირდაპირი ავიარეისებისა და პრაღასთან ახლო ნაცნობობის გამო. სხვადასხვა მიზეზთა გამო მოგზაურობა არ შესდგა, მაგრამ მოძიებული ინფორმაცია ჩემმა ერთ-ერთმა ძველმა ბლოგპოსტმა შემოინახა. ვფიქრობ, ის ახლა კიდევ უფრო აქტუალურია საქართველოს ზამთრის კურორტების გადატვირთულობისა და სიძვირის ფონზე. Read more

ლუდის სამოთხე

ლუდი და პრაღა

დალევდით ლუდს -10 გრადუსიან ყინვაში? მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას შევძლებდი, მიუხედავად იმისა რომ ლუდის დიდი მოყვარული ვარ. მაგრამ ჩეხური ლუდი ისეთია, თანაც პრაღულ ატმოსფეროში, რომ სიცივეს დაგავიწყებს, ისევე როგორც შუა ზაფხულში სიცხეს. Read more

ლუდსახარში

ლუდსახარში

რა შეიძლება აქ დაიწეროს, პაღაში უამრავი და ერთმანეთისგან განსხვავებული ლუდსახარშია. ჩვენთან ლუდსახარშს ლუდის ქარხანას ეძახიან. პრაღაში კი ლუდსახარში უფრო ლუდის რესტორნებს და ბარებს ჰქვია. ჩვეულებრივ რესტორანში ლუდის სახარში ქვაბები დგას, ნედლი ლუდის სუნი ტრიალებს და იქვე ჩამოსხმული ლუდის დაგემოვნებას არაფერი სჯობს 🙂

ტურისტებისთვის ადვილად საპოვნი ლუდსახარშია ”ნოვომესტსკი პივოვარი”. ვაცლავის მოედანთან ახლოს მდებარეობს და მას ძირითადად, სწორედ ტურისტები სტუმრობენ. რესტორანი სიძველის შთაბეჭდილებას ინტერიერის დეტალებით, ჭერზე ჩამოკიდებული სვიის სურნელითა და ლუდსახარში ქვაბებით აღწევს. Read more