იაფი კვება პრაღაში

იაფი კვება პრაღაში

გახსოვთ “ევროტურიდან” მთვრალი თხა? ჰოდა ეს სცენა გადაღებულია პრაღაში, ჩვენში “კოზელის” სახელით ცნობილი ლუდის რესტორანში “კოზლოვნაში”. რამ გამახსენა ეს ამბავი და უამრავმა შეკითხვებმა პრაღაში იაფი კვების ობიექტების შესახებ. ბიუჯეტური მოგზაურობის მოყვარულთა სამწუხაროდ, პრაღის რესტორნები საკმაოდ გაძვირდა ტურიზმისა და ჩეხეთში ცხოვრების დონის ზრდის პარალელურად. თუ ჩეხური კერძები გაინტერესებთ, ან მოგზაურობისას შიმშილის გრძნობამ შეგაწუხათ და გინდათ ხარისხიანად და საფუძვლიანად გამოიკვებოთ გირჩევთ “კოზლოვნა ლიდიცკა” – Kozlovna Lidická მოინახულოთ. Read more

ლუდის სამოთხე

ლუდი და პრაღა

დალევდით ლუდს -10 გრადუსიან ყინვაში? მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას შევძლებდი, მიუხედავად იმისა რომ ლუდის დიდი მოყვარული ვარ. მაგრამ ჩეხური ლუდი ისეთია, თანაც პრაღულ ატმოსფეროში, რომ სიცივეს დაგავიწყებს, ისევე როგორც შუა ზაფხულში სიცხეს. Read more