ოლესკის სასახლე და ციხესიმაგრე

ოლესკის სასახლე და ციხესიმაგრე

ლვოვი თავად სასახლე და დედოფალია 🙂 სასახლეები არც მის შემოგარენს აკლია. ბოლო საუკუნეებში დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ავსტრო-უნგრეთისა და პოლონეთის გავლენამ მრავალი ისეთი კულტურული კერა გააჩინა, რომელიც ამ მხარეს განსაკუთრებულ ინტერესსა და სილამაზეს მატებს. სასახლეები და ციხესიმაგრეების ნაწილში მუზეუმები და გალერეებია მოწყობილი, ნაწილი კი უპატრონობით ინგრევა. მათ შესახებ შემდეგ პოსტებში, თავდაპირველად ოლესკის ციხესიმაგრე. Read more

ლვოვი – ქალაქი ყავა და შოკოლადი

ლვოვი – ქალაქი ყავა და შოკოლადი

ზოგიერთი ქალაქი ბაზარს ჰგავს, ზოგს ლუდის გემო აქვს, ზოგს მარიხუანის სუნი ასდის, ზოგიც ღამის კლუბთან ასოცირდება – აი ლვოვი კი ყავა და შოკოლადია.

უკრაინის ამ უძველესი ქალაქის მონახულება დიდი ხანია მინდოდა. მიზეზი ინტერნეტში მიმობნეული ცნობები და ფოტოებია, რომლებიც მეტყველებენ ლვოვის მდიდარ ისტორიაზე, არქიტექტურაზე, კრეატიულ კაფე-რესტორნებზე და გამორჩეულ ატმოსფეროზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის. Read more

სასტუმრო ლონდონი

ყოფილი სასტუმრო ლონდონის სადარბაზო

მეცხრამეტე საუკენის დასაწყისიდან მოყოლებული, სასტუმრო „ლონდონს“ გერმანელები ამუშავებდნენ, რიხტერების ოჯახი. უამრავი მოგზაური ახსენებს ამ სასტუმროს და მხოლოდ და მხოლოდ – დადებითად. თითქმის ყველა ამბობს, რომ ეს იყო საუკეთესო სასტუმრო კავკასიაში, ბევრი – საუკეთესო იყოო რუსეთში, ხოლო ერთი იმასაც კი ამბობს, მსოფლიოში არ მინახავსო ასეთი კარგი სასტუმრო. რით იყო „ლონდონი“ გამორჩეული? „აქ იყო კარგად შერწყმული ოჯახური სტუმართმოყვარეობის მოდელი, როდესაც სასტუმროს მეპატრონე პირადად იცნობს ყველა კლიენტს, პირადად ზრუნავს მათზე, ეს ოჯახური სიმყუდროვის ატმოსფერო და, მეორე მხრივ, ძალიან მაღალი სტანდარტები მომსახურების, კვების. იქ რესტორანიც იყო და ყველაფერი, რაც კი შეიძლება შესთავაზოს სასტუმრომ კლიენტს, პირადად ზრუნავს მათზე, ეს ოჯახური სიმყუდროვის ატმოსფერო და, მეორე მხრივ, ძალიან მაღალი სტანდარტები მომსახურების, კვების. იქ რესტორანიც იყო და ყველაფერი, რაც კი შეიძლება შესთავაზოს სასტუმრომ კლიენტს. აი, ამით მიაღწია „ლონდონმა“ მაღალ სტატუსს, რომელიც მას ჰქონდა დიდი ხნის მანძილზე, დაარსებიდან დახურვამდე, ორმოცი წელი, თითქმის”. (ფრაგმენტი რადიო “თავისუფლების” გადაცემიდან).

სასტუმრო “ლონდონის” სადარბაზო ახლა

ყოფილი სასტუმრო ლონდონი

ჭერზე გამოსახული ქალაქი. (ვცდილობ დავადგინო რომელი ქალაქია)

ნახატი სასტუმრო "ლონდონის" ჭერზე

სადარბაზო

სასტუმრო ლონდონის სადარბაზო

გასაგებია, რომ ბოლშევიკებმა და კომუნისტებმა არაფერი დააკლეს ამ შენობის განადგურებას, მაგრამ გაუგებარია იმ ჩინოვნიკის თუ ჩინოვნიკების მოტივაცია ვინც რამდენიმე წლის წინ ელექტროკაბელების გაყვანის პროექტი ამგვარად დაამტკიცა.

სასტუმრო "ლონდონის" სადარბაზო

ნუდისტური პლიაჟი ბათუმში

იუთუბზე გამოქვეყნებული ამ დოკუმენტური კადრების მიხედვით, ბათუმში, 1930-იან წლებში ნუდისტური პლიაჟი ფუნქციონირებდა (უყურეთ 1:17 წუთიდან). ბევრი უარყოფს ამ ვიდეომასალის სისწორეს, მაგრამ არიან ისეთების, ვისაც გადმოცემით სმენია, რომ გასაბჭოების პირველ ათწლეულში მსგავსი რამ მართლაც ხდებოდა.

თბილისის ტრამვაის ისტორია

პირველი ტრამვაი თბილისის ქუჩებში

თბილისის ტრამვაის მშენებლობა 1904 - 05 წწ.

ტრამვაის ხაზის მშენებლობა.

ელექტროტრამვაის პირველი ხაზი, ქალაქში, 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა. ვიწროლიანდაგიანი ტრამვაის სისტემა, ვაგონების ჩათვლით ბელგიურმა კომპანიამ ააშენა.

თბილისის ტრამვაის მაღალი, დახურული კლასის ვაგონი 1904-1917 წწ.

ბელგიური წარმოების ვაგონი.

Read more

ტრამვაი კონკა

დეკემბრის ბოლოს 108 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც თბილისში ელექტროტრამვაი ამოძრავდა. ახლა ეს მოძრაობა შეჩერებულია აგერ უკვე 6 წელია და თბილისის ტრამვაის უკანასკნელი არტეფაქტი, ე.წ. კონკა ღია ცის ქვეშ, სამშენებლო პოლიგონზე, თითქმის უპატრონოდ დგას.

ეს ფოტო 2010 წლის 25 დეკემბერს გადავიღე ყოფილი ავჭალის დეპოს ტერიტორიაზე.  ტრამვაის ვაგონი ახლაც ამ ადგილზე დგას და თვითმხილველების გადმოცემით დღითი-დღე იძარცვება.

ფოტოზე ასახულია ვაგონის ერთი ადგილიდან მეორეზე გადათრევის პროცესი. ტრამვაის გვერდით მოათავსეს რამდენიმე ტროლეიბუსიც და სივრცე შემოვლითი რკინიგზის მშენებლობისთვის საჭირო ბეტონის ქარხნისთვის გამოათავისუფლეს.

ტრამვაის ვაგონი “კონკა” წარმოადგენს ძველი საბჭოური ტრამვაის КТМ-2-ის მოდიფიკაციას. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ის არის უფრო ადრეული, დამოუკიდებელი საქართველოს დროინდელი, ღია ტიპის ბელგიური ვაგონის გასაბჭოებული ვერსია.

ღია ტიპის ვაგონი ხაზზე ძირითადად საზეიმო დღეებში გამოდიოდა. მისი სალონი მოპირკეთებულია ხის მასალით. მისი ერთი მხარე თბილისურ ღია აივანს წააგავს, მეორე კი ასევე თბილისურ შემინულ და მოჩუქურთმებულ აივანს.

სავარაუდოდ ამ ვაგონის წინამორბედი.

“კონკა” არ გამოირჩეოდა კომფორტით, მაგრამ მისი გამოჩენა ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. ევროპის ძველ ქალქებში, მსგავსი ღია თუ ძველი ტრამვაის ვაგონი ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს და ასეთი ტრამვაით გასეირნება უფრო ძვირიც კი ღირს ვიდრე ჩვეულებრივი ტრამვაით.

თბილისის ტრამვაის ისტორიას აღსანიშნავად ე.წ. კოლმეურნეობის მოედანზე სპეციალურად შექმნილი ვაგონი დგას. ასევე სპეციალურად დამზადებული ტრამვაის ვაგონი შევამჩნიე რამდენიმე ადგილას. მაშინ როდესაც დღემდე შემორჩენილი ავთენტური ტრამვაის ვაგონი “კონკა” ავჭალის დეპოს ტერიტორიაზე, სამშენებლო მასალების პოლიგონზე, უყურადღებობით ნადგურდება.

ფუნიკულიორის ვაგონების ევოლუცია

ინტერნეტში თბილისის ფუნიკულიორის ტრამვაის ძველი ვაგონების რამდენიმე ფოტო ვიპოვე.

ფუნიკულიორის პირველი წლები

პირველი ვაგონი, სავარაუდოდ 1905 წ. Read more