ბიუჯეტური ავიაკომპანიების საიდუმლო

ბიუჯეტური ავიაკომპანიების საიდუმლო

ბიუჯეტური ავიაკომპანიების საიდუმლო სულაც არ მდგომარეობს იმაში, რასაც ფართოდ იყენებენ ჩვენებური ტაქსისტები – გაზზე გადაყვანილი ძველი მეორადი ავტომობილი. არადა ბევრს სწორედ ასოციაცია უჩნდება გაზზე გადაყვანილ ტაქსთან, როდესაც ევროპაში 25 ლარად ფრენის შესახებ შეიტყობს ხოლმე. მაგრამ დაუჯერებელი არაფერია, არც ის, რომ 25 ლარად ფრენა შეიძლება და არც ის რომ თვითმფრინავები არც ძველია და არც გაზზე გადაყვანილი. შევეცდები დეტალურად განვიხილო რაში მდგომარეობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სიიაფის საიდუმლო. Read more

ქუთაისი პარიზი (ბოვე)

ქუთაისი პარიზი (ბოვე)

2018 წლის 17 მაისიდან პარიზში მოგზაურობის მსურველებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ქუთაისიდან გაფრინდნენ. ამაში მათ Wizz Air-ის იაფფასიანი ავიაბილეთები დაეხმარება. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე ისინი იყენებენ მცირე ზომის აეროპორტებს, რომელთა ნაწილი დანიშნულების ადგილიდან მოშორებით მდებარეობს. ამ შემთხვევაშიც ასეა, ქუთაისიდან პარიზში ჩაფრენის მსურველი თავდაპირველად Beauvais (ბოვეს) აეროპორტში მოხვდება. Read more

თვითმფრინავები

ძალიან მიყვარს თვითმფრინავების აფრენა-დაფრენის პროცესის, საერთოდ თვითმფრინავებზე და აეროპორტების საქმიანობაზე დაკვირვება.

IMG_8297

მაგალითად ამ თვითმფრინავის დაჯდომისას საინტერესო პროცესი განვითარდა.

IMG_8298

პირველი შეხების შემდეგ, არ ვიცი საფრენი ბილიკის სისველისა თუ ქარის გამო თვითმფრინავი ოდნავ მოსრიალდა და ერთი ბორბლით მოწყდა საფრენ ბილიკს.

IMG_8299

ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. აფრენის და დაფრენის პროცესის თვალთვალი საინტერესოა წვიმიან ამინდში, როდესაც საფრენ ბილიკზე წყლის ჭავლი წარმოიქმენბა.

“სიბირის ავიახაზების” ახლა S7-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში, მის ფონზე “აირზენას” ორი ბოინგი. Read more