10 ლარად ბათუმში მატარებლით

10 ლარად ბათუმში მატარებლით

თბილისი-ბათუმის მატარებლის ბილეთი გაძვირდა. ბიზნესკლასი 100 ლარი ღირს, პირველი კლასი 65 და ეკონომკლასი კვლავ 25 ლარი. მიუხედავად ამისა გაძვირებამ ბევრი აღაშფოთა. ამ საკითხს დიდი დრო დაეთმო ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემაში “თქვენი დრო” სადაც იაფი მოგზაურობის შესახებ სასაუბროდ მიმიწვიეს. ამ გადაცემის შემდეგ ბათუმის მიმართულებით მატარებლით იაფად მგზავრობის შესაძლებლობით დავინტერესდი და აი რა აღმოვაჩინე. Read more

რუსთავი-თბილისის რკინიგზა

რუსთავი-თბილისის რკინიგზა

საინფორმაციო საშუალებებმა ერთხმად აიტაცეს თბილისის მერიის ერთ-ერთი ჩინოვნიკის გახმოვანებული სურვილი თბილისიდან რუსთავამდე მეტროს ან ტრამვაის ხაზის გაკეთების შესახებ. ამ იდეით არაერთი ხელისუფლება გამოსულა. რამდენიმე წლის წინ რუსთავისა და თბილისის ტრამვაით დაკავშირების იდეის სიცოცხლისუნარიანობა ტრამვაის ერთი ცნობილი კომპანიის პრეზიდენტთან შევამაწმე. მან პირველ რიგში ქალაქებს შორის მანძილი იკითხა და როგორც კი გაიგო, რომ 20 კილომეტრზეა საუბარი პირდაპირ წამოიძახა – “ელექტრიჩკა“. თბილისი-ბათუმის ახალი მატარებელი “შტადლერი” სწორედ ასეთი მარშრუტებისთვის არის შექმნილი. თბილისსა და რუსთავს შორის მართლაც დადის ელექტრომატარებელი. მისი შესაძლებლობების გასაცნობად 2015 წელს თბილისიდან რუსთავში, თბილისი-გარდაბნის მატარებლით მეგობრებთან ერთად ვიმგზავრე. Read more

ტაქსების რეგულაციის მოსალოდნელი შედეგი

ტაქსების რეგულაციის მოსალოდნელი შედეგი

ჟურნალ “ბიზნესი და მენეჯმენტისთვის” მომზადებული სტატია

ტაქსების რეგულაციის აუცილებლობის თემა თბილისის მერიის კაბინეტებში დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა. მანამდე ეს სფერო, ისევე როგორც ბიზნესის ბევრი სხვა მიმართულება, თავისუფალ გარემოში ვითარდებოდა და მომხმარებლებსა თუ სერვისის მიმწოდებლებს, ტაქსისტებს არჩევანის თავისუფლების დიდ არეალს უქმნიდა. ანუ იყო როგორც დაბალი დონის, იაფფასიანი ტაქსები, ასევე საშუალო და მაღალი დონის მომსახურების მიმწოდებლებიც. ამ სფეროში არსებულმა კონკურენციამ ტაქსები ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი გახადა და განუვითარებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირობებში ქალაქში გადაადგილების საუკეთესო საშუალებად იქცა. ასევე მზარდმა მოთხოვნამ სიღარიბის ზღვარზე მყოფ ბევრ მოქალაქეს ტაქსების ბიზნესში დასაქმებისა და შემოსავლის მიღების საშუალება მისცა და ასე გამრავლდა ტაქსები არა მარტო თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მაშტაბით. Read more

ბინის გაქირავების შედეგები

ბინის გაქირავების შედეგები

Airbnb-ზე ბინის უცხოელ ტურისტებზე გაქირავების შესახებ ჩემს მიერ გამოქვეყნებული ბლოგპოსტით, როგორ “გავმდიდრდეთ” ბინის გაქირავებით?, ბევრი დაინტერესდა. მას შემდეგ ექვსი თვე გავიდა და შედეგების შეჯამების დროც დადგა. Airbnb-ს შესახებ პოსტიდან ბინის გასაქირავებლად დარეგისტრირებულთა დიდი რაოდენობიდან ამ ეტაპისთვის საბოლოო შედეგს 11-მა მიაღწია. (სკრინშოტებზე მათი ფოტოები და გვარები დაფარულია.)

airbnb-hosts-100-usd

ამ სურათზე ჩანს, რომ ბინის თითოეულმა პატრონმა (ჰოსტმა) ისეთ სტუმარს უმასპინძლა, რომელმაც მინიმუმ 100 დოლარი გადაიხადა. სწორედ ეს არის მთავარი პირობა ჩემი ბმულიდან “ეარბიენბიზე” რეგისტრაციის შემდეგ საჩუქრის მისაღებად. საჩუქარი კი ჰოსტისთვის (მასპინძლისთვის) 50 დოლარს შეადგენს, თუმცა თავად ტურისტების მასპინძლობით მიღებული ემოცია და ფინანსური სარგებელი გაცილებით მეტია. 🙂 თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ “ეარბიენბიზე” აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში. Read more

რატომ სჭირდება თბილისს ტრამვაი

tram tbilisi skoda 15t
ტრამვაი რუსთაველის გამზირზე (ფოტომონტაჟი)

(ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოსვლის ტექსტი)

ამ ბოლო დროს, ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომ თბილისში ავტომობილების რაოდენობა ძალიან გაიზარდა და სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა სხვადასხვაგვარი შეზღუდვების და რეგულაციების დაწესება. თუმცა კი ეკონომიკის ზრდასთან და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან ერთად ავტომობილების რიცხვის ზრდა გარდაუვალი პროცესია. თუ ამჟამად თბილისში ავტომობილი საშუალო სტატისტიკური მონაცემებით ყოველ მესამე მოქალქეს ჰყავს, განვითარების შედარებით მაღალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების მაჩვენებელი გაცილებით მეტია. მოკლედ, პრობლემას წარმოადგენს არა რაოდენობა, არამედ ავტომობილის გამოყენების ინტენსივობა ქალაქის ფარგლებში გადაადგილებისას. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ მიკროავტობუსების, “მარშრუტკების” სიმრავლე. Read more

ახალი ღვინის ფესტივალი 2016

14 მაისს, მთაწმინდის პარკში, ღვინის კლუბის ორგანიზებით უკვე მეშვიდედ ჩატარდა ახალი ღვინის ფესტივალი.

2015 წლის მოსავლის ღვინოები წარმოადგინეს მცირე-ოჯახურმა მარნებმა (102 მარანი) დ საშუალო და დიდმა მეღვინეობებმა (78 ღვინის კომპანია).

ახალი ღვინის ფესტივალზე ტრადიციულად ჩატარდა ქვევრის საზეიმო გახსნის ცერემონიალი. გათამაშდა საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები…

შტადლერი თბილისსა და ბათუმს შორის

თბილისიდან ბათუმში Stadler-ის ორსართულიანი მატარებლით იმგზავრებთო – გამოაცხადა “საქართველოს რკინიგზამ”. ამ სახელმწიფო კომპანიის პრესრელიზში წერია, რომ “2016 წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონიდან მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპული სტანდარტის Stadler Kiss მოდელის მატარებლით იმგზავრონ, რომლის ანალოგით დღეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მგზავრობენ.”

დაგვიანებული მგზავრები

ეს ფოტო ბუდაპეშტის რკინიგზის სადგურში გადავიღე, მამა-შვილს რამდენიმე წამით გაასწრო “შტადლერის” მარკის მატარებელმა. მეორე ანალოგიური შემადგენლობა კი გვერდით დგას და თავის დროს ელოდება. Read more

თბილისის ფუნიკულიორი 111 წლისაა

ფუნიკულიორი

1905 წლის 27 მარტის დილით ფუნიკულიორი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

1900 წელს თბილისის მთავრობასა და ბელგიურ ანონიმურ საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ბელგიელებს ფუნიკულიორი 45-წლიანი იჯარით გადაეცათ. ვადის გასვლის შემდეგ ციცაბო მთაზე მოწყობილი ტრამვაი ქალაქის საკუთრება უნდა გამხდარიყო. ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წელს დაიწყო და 1905 წელს დასრულდა. მას ეკისრებოდა ტრამვაის ქვედა ხაზისა და “ზედა თბილისის” ერთმანეთთან დაკავშირების ფუნქცია. მაგრამ 1921 წლის შემდეგ “ზედა თბილისის” მშენებლობის გეგმები დავიწყებას მიეცა.

როგორ “გავმდიდრდეთ” ბინის გაქირავებით?

როგორ “გავმდიდრდეთ” ბინის გაქირავებით?

ბინის გაქირავება ორ სტუდენტ გოგოზე ან უცხოელზე, შესაბამისად, სტაბილური შემოსავლის – 400-800 ლარის (160-320 აშშ დოლარი) მიღება ბევრი თბილისელის ბიზნესია ან კიდევ ოცნება. თუმცა მოგება შეიძლება გასამმაგდეს და გაოთხმაგდეს თუ ბინას ან ოთახს Airbnb-ის მეშვეობით “დღიურად” უცხოელ ტურისტებზე გააქირავებთ. შენიშვნა: ეს არ არის ჰოსტელი.

რატომ “ეარბიენბი”? იმიტომ რომ ეს არის ყველაზე პოპულარული და რეალური საიტი, საიდანაც შეკვეთებს აუცილებლად მიიღებთ და თვეში (ერთოთახიანი ბინის შემთხვევაში) 700, 800, 900 აშშ დოლარის გამომუშავებასაც შეძლებთ. ეს არ არის დაუჯერებელი ამბავი, მითუმეტეს დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია “ვიზეარმა” ევროპიდან ახალი რეისები დაამატა და მოსალოდნელია დაბალბიუჯეტიანი ტურისტების რაოდენობის ზრდაც. უბრალოდ, საჭიროა რამდენიმე რჩევის გათვალისწინება.  Read more

რა განასხვავებს პრაღის და თბილისის ინფრასტრუქტურას

პრაღა

ორი ქალაქის ტურისტული პოტენციალი თვალის ერთი შევლებით

ქალაქებში თანამედროვე ტურიზმის მნიშვნელოვანი განვითარება შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე რომ შეუძლებელია, თუნდაც საქართველოს მაგალითიდან ჩანს. თბილისის ინფრასტრუქტურა განვითარებული ქვეყნების ქალაქებთან შედარებით საკმაოდ ცუდ დღეშია, რასაც არამარტო უცხოელი ვიზიტორი, ადგილობრივი მაცხოვრებელიც კარგად ხედავს. რა უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ და რა მიმართულებით უნდა იაროს, ამის მაგალითად თუნდაც ის ქალაქები გამოდგება, რომელსაც თბილისის მსგავსად კომუნისტურ ეპოქაში მოუწია არსებობა და შემდეგ უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის პირობებში აგრძელებს განვითარების გზას. Read more

მეტროს სადგური “უნივერსიტეტი”

“აზიის განვითარების ბანკის” საქართველოს წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” დაკონსერვებულ ობიექტზე მშენებლობის განახლების ამსახველი ფოტოები.

აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროეტის ბიუჯეტი 83 მილიონ ლარს შეადგენს. ამ თანხის ათვისება 2015 წლის ზაფხულში დაიწყო და გეგმის მიხედვით 2 წლის შემდეგ, ანუ 2017 წლის ზაფხულში მეტროსადგური “უნივერსიტეტი” უნდა ამუშავდეს. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ესპანურ-იტალიური ერთობლივი კომპანია ASSIGNIA KOBRA. პროექტის განხორციელება რამდენჯერმე დადგა კითხვის ქვეშ პოლიტიკური ცვლილებებისა თუ ჩაშლილი ტენდერის გამო. Read more

რიყე-ნარიყალა და ბოტანიკური ბაღი

ხშირად მჩვევია თბილისის ტურისტული ადგილების მონახულება და იმის გაცნობიერება თუ რა შეიძლება დაინახოს უცხოელმა თუ ადგილობრივმა მოგზაურმა, ან რა შეიცვალა წინანდელთან შედარებით.

IMG_2875-11

ნარიყალა განსაკუთრებულ ტურისტულ სანახაობად ახალი საბაგირო გზის გაკეთების შემდეგ იქცა და მნახველთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. საბაგირო გზის შესასვლელთან თითქმის არ წყდება რიგი, თუმცა მე გამიმართლა და მხოლოდ 5-6 კაცის შემდეგ მოვხვდი სალაროსთან. Read more

ვერეს ხეობის დატბორვის ამბავი

იქ სადაც ახლა გმირთა მოედანია ადრე იყო ასეთი ხიდი, რომელშიც მდინარე ვერე გაედინებოდა. ფოტო გადაღებულია 1942 წელს.

გმირთა მოედანი 1942 წ.

შემდეგ კომუნისტებმა მდინარე კოლექტორში მოათავსეს და ზემოდან მოედანი მოაწყვეს. ვერც ეს ხიდი და ვერც მითუმეტეს კოლექტორი, გუშინ მოვარდნილ წყლის, მიწისა და ხის მორების ნაკადს ვერ ატარებს და ასრულებს ჯებირის როლს, რომელიც წყლის შეგუბებას და ზოოპარკისა და გმირთა მოედნის დატბორვას იწვევს. Read more