ფულის გადაცვლა ბუდაპეშტში

ფულის გადაცვლა ბუდაპეშტში

ხშირად კითხულობენ თუ სად ჯობია ფულის გადახურდავება ბუდაპეშტში. საქმე იმაშია, რომ გადამცვლელი პუნქტების დიდ ნაწილს დაბალი კურსი აქვთ და ამასთან საკომისიოსაც ითხოვენ. თავდაპირველად ვერაფერი რომ ვერ ვიპოვე ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში “ვესტერნ იუნიონის” ჯიხურში ვახურდავებდი, სადაც 100 დოლარამდე თანხის გადაცვლისას საკომისიოს სახით 500 ფორინტი, დაახლოებით 5 ლარი მიჰქონდათ. განსაკუთრებით წამგებიანი იყო უფრო ნაკლები თანხის დახურდავება, რადგან საკომისიო იგივეს შეადგენდა. Read more

ექსჩეინჯი პრაღაში

praha-exchange-map

სად გადავცვალო დოლარი და ევრო ჩეხურ კრონაზე?

ამ კითხვას პრაღაში გამგზავრების წინ უამრავი ტურისტი სვამს. ხელსაყრელი კურსით ფულის გადაცვლის გარდა ზევით დასმულ კითხვაზე პასუხი თავიდან აგაცილებთ არასასიამოვნო პრობლემებსაც, რომლებიც ბევრ ჩემს ნაცბობს შეემთხვა. პრაღაში ფულის გადაცვლიდსას ერთხელ მეც ვიზარალე მაცდური სარეკლამო აბრების გამო.

ვალუტის გადამცვლელი უამრავი ჯიხური ოფიციალურ კურსზე საკმაოდ მაღალ კურსს აქვეყნებს, თუმცა სარეკლამო აბრის კუთხეში მცირე ასოებით წერია მომსახურების საკომისიო. რომელიც ხშირად საკმაოდ მაღალია და თუ ასეთ რეკლამას წამოეგებით მაგალითად 100 ევროდან შეიძლება 30 ევროც კი დაკარგოთ.

ყველას გირჩევთ მიაკითხეთ ვაცლავის მოედნის პარალელურ ქუჩაზე, ”პოლიტპატიმრების ქუჩაზე” არაბების ჯიხურებს აქ ოფიციალურზე ოდნავ მაღალი კურსიცაა და თან საკომისიოს არავინ წაგართმევთ. რაც თავი მახსოვს სულ მანდ ვახურდავებ და არასდროს გავწბილებულვარ.

მისამართი: 14 Politických vězňů, Prague, Prague, Česká republika

რუკაზე: https://goo.gl/maps/hp7N7

დაბალბიუჯეტიანი სასტუმროები ამ რაიონში