თბილისის ფუნიკულიორი 111 წლისაა

ფუნიკულიორი

1905 წლის 27 მარტის დილით ფუნიკულიორი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

1900 წელს თბილისის მთავრობასა და ბელგიურ ანონიმურ საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ბელგიელებს ფუნიკულიორი 45-წლიანი იჯარით გადაეცათ. ვადის გასვლის შემდეგ ციცაბო მთაზე მოწყობილი ტრამვაი ქალაქის საკუთრება უნდა გამხდარიყო. ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წელს დაიწყო და 1905 წელს დასრულდა. მას ეკისრებოდა ტრამვაის ქვედა ხაზისა და “ზედა თბილისის” ერთმანეთთან დაკავშირების ფუნქცია. მაგრამ 1921 წლის შემდეგ “ზედა თბილისის” მშენებლობის გეგმები დავიწყებას მიეცა.

მიწაში ჩასული რკინიგზა

მიწაში ჩასული რკინიგზა

რუსთავის საბავშო რკინიგზის მშენებლობა 1986 წლის 1 თებერვალს დაიწყო. ამ მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ იუწყება სადგურის მახლობლად მდებარე წარწერიანი ფილა, რომელიც, ბედის ირონიითა თუ არსებული გარემოების შესაბამისად, მემორიალს, ანდა სულაც საფლავსა ჰგავს. Read more

ფუნიკულიორი ამუშავდა

ფუნიკულიორი ამუშავდა

თბილისის საუკუნოვანი ფუნიკულიორი კვლავ ამუშავდა 🙂

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, განსაკუთრებით სარელსო ტრანსპორტის მოყვარულთა და გულშემატკივართა საზოგადოების სიხარულს საზღვარი აღარ აქვს. თბილისში მტაწმინდის ფუნიკულიორის ტრამვაი ამუშავდა. ვაგონები ჩამოიტანეს შვეიცარიიდან და მთაწმინდის ციცაბო კალთაზე დამონტაჟებულ საუკუნოვან რელსებზე დააყენეს. ვაგონები დაამზადა და თბილისში დაამონტაჟა კომპანია Doppelmayr Garaventa Group.

ფუნიკულიორის ვაგონი

ფუნიკულიორი ტრამვაის ვაგონები ყოველ 10 წუთში გადის ზედა და ქვედა სადგურიდან. მთლიანი მანძილის დაფარვას მხოლოდ 3 წუთს ანდომებს.

მთაწმინდის ფუნიკულიორი

მგზავრობის საფასურის გადახდა ხორციელდება მთაწმინდის პარკის პლასტიკური ბარათების მეშვეობით.

ფუნიკულიორში შესასვლელი

ვატმანი ვაგონის სამართავ პულტთან.

ვატმანი

ფუნიკულიორის ვაგონი აღჭურვილია უსაფრთხოების რამდენიმე სისტემით, რომლებიც უზრუნველყოფენ ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ვაგონის ავარიულ გაჩერებას. ერთ-ერთი სისტემა თავად რელსებზე დამუხრუჭებას უზრუნველყოფს.

ფუნიკულიორის ტრამვაი

ფუნიკულიორი მთაწმინდის პარკის საკუთრებაა და ეს პროექტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის დაფინანსებით ”თბილისის განვითარების ფონდმა” განახორციელა.

IMG_7182

ხედი მთაწმინდის პარკის სადგურიდან.

მთაწმინდის პარკიდან დაშვება

მთაწმინდის პარკიდან დაშვება.

ფუნიკულიორის ესტაკადა

მთაწმინდის შუაგულში, მამა დავითის ეკლესიის მახლობლად ფუნიკულიორის ვაგონები ერთმანეთს გვერდს უვლიან.

მამა დავითი

მამა დავითი, მთაწმინდის პანმთეონი – ფუნიკულიორის შუა გაჩერება.

ვაგონები ერთმანეთს ენაცვლებიან

ზევით და ქვევით მიმავალი ვაგონები შუაგულ მთაზე გაჩერებისა და გვერდის აქცევის შემდეგ გათავისუფლებულ ლიანდაგს იკავებენ.

ვაგონი ქვედა სადგურს უახლოვდება

ვაგონი ქვედა სადგურს უახლოვდება.

ახლახანს აღდგენილი ქვედა სადგური

ახლახანს აღდგენილი ფუნიკულიორის ქვედა სადგური.

მეტროს დეპო

მეტროს დეპო

თბილისის მეტროს გლდანის დეპო 1985 წელს გაიხსნა. ის ე.წ. გლდანის ხიდთან, მტკვრის პირას მდებარეობს და თითქმის 2 ასეულ ვაგონს ემსახურება. Read more

თბილისის მეტროს ანტიკვარიატი

თბილისის მეტროს ანტიკვარიატი

თბილისის ტრამვაის” ხალხი თბილისის მეტროს გლდანის დეპოში ვიმყოფებოდით ანტიკვარული ვაგონის დასათვალიერებლად. ეს ვაგონი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიიდან წამოიღო გამარჯვებულმა საბჭოთა კავშირმა სხვა სიმდიდრესთან ერთად. Read more