რუსთავი-თბილისის რკინიგზა

რუსთავი-თბილისის რკინიგზა

საინფორმაციო საშუალებებმა ერთხმად აიტაცეს თბილისის მერიის ერთ-ერთი ჩინოვნიკის გახმოვანებული სურვილი თბილისიდან რუსთავამდე მეტროს ან ტრამვაის ხაზის გაკეთების შესახებ. ამ იდეით არაერთი ხელისუფლება გამოსულა. რამდენიმე წლის წინ რუსთავისა და თბილისის ტრამვაით დაკავშირების იდეის სიცოცხლისუნარიანობა ტრამვაის ერთი ცნობილი კომპანიის პრეზიდენტთან შევამაწმე. მან პირველ რიგში ქალაქებს შორის მანძილი იკითხა და როგორც კი გაიგო, რომ 20 კილომეტრზეა საუბარი პირდაპირ წამოიძახა – “ელექტრიჩკა“. თბილისი-ბათუმის ახალი მატარებელი “შტადლერი” სწორედ ასეთი მარშრუტებისთვის არის შექმნილი. თბილისსა და რუსთავს შორის მართლაც დადის ელექტრომატარებელი. მისი შესაძლებლობების გასაცნობად 2015 წელს თბილისიდან რუსთავში, თბილისი-გარდაბნის მატარებლით მეგობრებთან ერთად ვიმგზავრე. Read more

ნიუგატი პალიაუდვარი

ყოფილ საბჭოთა სივრცეში ამბობდნენ ხოლმე და ეს შეიძლება გასაბჭოებამდეც ასე იყო, რომ ქალაქი რკინიგზის ვაგზლიდან იწყებაო, ან რკინიგზის სადგური ქალაქის სახეაო. ამ გამონათქვამში ჭეშმარიტება დიდი დოზითაა. შეხედეთ თბილისის ვაგზალს და უმალვე მიხვდებით როგორია ქალქი. ეს არის კომუნისტური უსახური არქიტექტურისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის უწესრიგობის ნაზავი, რომელიც დიდ დაუსრულებელ ბაზრობად იქცა. ძველი ევროპული ვაგზალი კი ევროპულ თბილისთან ერთად განადგურდა და წარსულს ჩაბარდა 🙁 გულდასაწყვეტია, რადგან იმ ქალქებში, რომლებსაც კომუნისტურ-საბჭოთა რუსეთთან უფრო ხანმოკლე შეხება ჰქონდათ ბევრი რამ გადარჩა…

Nyugati Railway Station

ძველ ევროპულ ქალაქს ძველი ვაგზალი უნდა ამშვენებდეს. ბუდაპეშტის სამ ძირითად ვაგზალს შორის ერთ-ერთია “ნიუგატის” რკინიგზის სადგური, რომელიც პეშტის მხარეს, ქალაქის შუაგულში მდებარეობს. Read more

ჰლავნი ნადრაჟი

პრაღის მთავარი ვაგზალი

იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის რაოდენობით პრაღა თბილისს ოდნავ აღემატება, პრაღაში გაცილებით მეტი რკინიგზის სადგურია, ისტორიული თუ შედარებით ახალი. ეს კი არის პრაღის მთავარი ვაგზალი “ჰლავნი ნადრაჟი”. მისი მთავარი შესასვლელი განთავსებულია მომცრო პარკში, ვაცლავის მოედნის მახლობლად. რკინიგზის სადგულის ძირითადი ნაწილი მიწის ქვეშ მდებარეობს.

ჰლავნი ნადრაჟი

ვაგზლის სახურავზე ავტოსადგომია, მასზე გადის ერთ-ერთი ცენტრალური ავტომაგისტრალიც. ვაგზლის დატვირთული ცხოვრება ისეა ორგანიზებული, რომ ის ხელს არ უშლის პარკში დასვენების მოყვარულებს. Read more

ისტორიული ვაგზალი

ეს გაშავებული და ალაგ-ალაგ ჩამონგრეული კედლები რომელიმე პროვინციული ქალაქის მიტოვებული ვაგზალი არ გეგონოთ…

პრაღის ცენტრში მდებარე “მასარიკის” (ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის) სახელობის რკინიგზის სადგური 1845 წლიდან ფუნქციონირებს. Read more

ზესტაფონის ვაგზალი

ზესტაფონის ვაგზალი

სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობის მოყვარულებს ალბათ დააინტერესებს საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ელემენტი. ზაფხულში, ზესტაფონის ვაგზალში, ახალი ჩქაროსნული მატარებლის მოლოდინში, რამდენიმე ვიდეოკადრი გადავიღე…

ვაგზლის ფასადზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამბობდნენ მთლიანად უნდა განვაახლოთო. მე კი ვისურვებდი მისთვის ძველი არქიტექტურული სახე დაებრუნებიათ. ვაგზლის ინფრასტრუქტურის მიმოხილვა ზედმეტია, რადგან აქ ბევრი არაფერი შეცვლილა საბჭოთა კავშირის ბოლო წლების შემდეგ, საპარიკმახეროც კი იგივეა. აი ტუალეტის ამბავი საქვეყნოდ არის ცნობილი, ის უბრალოდ დალუქული იყო. ამბობდნენ რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნებაო. თავად ჩქაროსნული ახალი მატარებელი, მართლაც სწრაფია და კომფორტული. იმაზე კომფორტული ვიდრე რომელიმე “მარშრუტკა” ან ავტობუსი შეიძლება იყოს.

კრაკოვის რკინიგზის სადგური

კრაკოვის ვაგზალი

კრაკოვის რკინიგზის სადური უბრალო, სუფთა და მოწესრიგებული ვაგზალია.

იგივე სადგური ასე გამოიყურებოდა 2 წლის წინ.

სადგურის ოფიციალური დასახელებაა “კრაკოვ გლოვნი”. Read more