პრაღის ეიფელი – პეტრინის კოშკი

პრაღის ეიფელი – პეტრინის კოშკი

1889 წელს პარიზში მსოფლიო გამოფენის შესასვლელში აღმართულმა ეიფელის კოშკმა ბევრი ააფორიაქა. მათ შორის იყვნენ გამოფენის დასათვალიერებლად ჩასული გამოჩენილი ჩეხები. მათ შორის იყო ვილემ კურცი, ჩეხი ზოოლოგი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც შინ დაბრუნებისას გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც პეტრინის გორაკზე პრაღის ხედების დასათვალიერებლად კოშკის აშენების ინიციატივით გამოვიდა. Read more

პარიზის მეტრო

გამოადგებათ მათ ვინც პარიზში ხეტიალს გადაწყვეტს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალისტებიც ბევრ საინტერესოს აღმოაჩენენ.

Paris Metro

ავტორი: შოთა კუბლაშვილი

პარიზის მეტროს სახეობები

პარიზის სისტემა შედგება ორი ტიპის ხაზისგან. M და RER. M-ს უწოდებენ მეტროს.

მეტრო შედგება 14 ხაზისგან. ყველას აქვს განსხვავებული ფერი და ნომერი – 1 დან 14-ის ჩათვლით.

RER 5 ხაზიანია. აქაც ყველას აქვს თავისი ფერი და ლათინური ანბანის სიმბოლო A დან E-მდე.

Paris Metro

მათ შორის განსხვავება ისაა, რომ მეტროს გაჩერებები არის მალ-მალე. ბევრგან სადგურები ისე ახლოს არის ერთმანეთთან, რომ გვირაბში ერთი სადგურიდან  შემდეგი სადგურის ბაქანი მოჩანს. ეს ტრანსპორტი დადის ცენტრალურ ზონებში და შედარებით მოკლე შემადგენლობებია (ეს მოკლე ზოგ ხაზზე თბილისისაზე ორჯერ დიდია). ზოგ ხაზზე ვაგონებია, ზოგ ხაზზე კი სექციები.

RER ჩერდება მხოლოდ დიდ სადგურებზე, დადიან ორ სართულიანი მატარებლები გარეუბნებში. შემადგენლობაში არის ბევრი ვაგონი.

RER - T4

მგზავრობის ღირებულება და გადახდის ფორმა Read more