ფლიქსბასი – FlixBus

ფლიქსბასი – FlixBus

ფლიქსბასი  გვიან გავიცანი, მხოლოდ ამ ერთი თვის წინ ვიმგზავრე მილანიდან ვენეციაში და საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი, როგორც ფასით ასევე კომფორტით. თვენახევრით ადრე შეძენილ ბილეთში 13,90 ევრო გადავიხადე, თუ კარგად ჩაუსაფრთებით 5 ევროიანი ბილეთებიც შეიძლება იპოვოთ. ფლიქსბასამდე ცენტრალურ ევროპაში სხვა დაბალბიუჯეტიანი ავტობუსებით ვსარგებლობდი, ისეთი როგორიც არის “სტუდენტეჯენსი” (ახლანდელი “რეგიოჯეტი”), “პოლსკიბასი” და “ლეოექსპრესი”. ეს უკანასკნელი ფლიქსბასისგან იმით განსხვავდება, რომ ბილეთის შეძენის დროს ადგილის არჩევის საშუალებას იძლევა. აქვე ავღნიშნავ, რომ ლეოექსპრესი და ფლიქსბასი მთელ რიგ მიმართულებაზე თანამშრომლობენ და კომბინირებულ რეისებსაც ასრულებენ. Read more

ავტობუსების და მატარებლების ძიება ევროპაში

ავტობუსების და მატარებლების ძიება ევროპაში

ევროპაში იაფი ფრენა კარგია, მაგრამ ბევრს სჭირდება ევროპის შიგნით იაფად მოგზაურობა ავტობუსით, ან მატარებლით. ახლახანს აღმოვაჩინე ვებსაიტი, რომელიც ევროპაში მოქმედი სატრანსპორტო კომპანიების საიტებზე ეძებს ყველაზე იაფ ბილეთებს – დაწყებული “პოლსკი” ბასიდან და დამთავრებული “ლეოექსპრესით“. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ შეადაროთ სხვადასხვა კომპანიის ფასები მოცემულ მარშრუტზე და თქვენთვის მისაღები ფასი აირჩიოთ. ასევე საიტი საშუალებას გაძლევთ ავტობუსების ფასები შეადაროთ იმავე მიმართულების მატარებლებისა თუ თვითმფრინავების ფასებს. სისტემა აერთიანებს 12 ქვეყნის 350 ავტუბუსისა და მატარებლის კომპანიას და ერთმანეთთან აკავშირებს 30 ათასზე მეტ დანიშნულების ადგილს, შესაბამისად საუკეთესო საშუალებაა ევროპაში მოგზაურობის დასაგეგმად. Read more

ყველაზე იაფი რესტორანი კრაკოვში

ყველაზე იაფი რესტორანი კრაკოვში

კრაკოვი იაფი ქალქია, ყველაზე ტურისტულ ადგილებშიც კი, მაგალითად საკვებზე, ქართველი მოგზაურისთვისაც ხელმისაწვდომი ფასებია. ამ საყოველთაო სიიაფის მიუხედავად ტურისტების დიდი რაოდენობა მაინც ეტანება ყველაზე იაფ რესტორანს Bar Mleczny “Pod Temidą” (რძის ბარი “თემიდას ქვემოთ”). Read more

როგორ გავფრინდეთ ევროპაში ყველაზე იაფად

როგორ გავფრინდეთ ევროპაში ყველაზე იაფად

“ვიზეარის” დაბალფასიანი ავიაფრენების შესახებ დაწერილი პოსტების კომენტარებში ბევრი მეკითხება, არის თუ არა მსგავსი იაფი ავიარეისები ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით, განსაკუთრებით კი ესპანეთით ინტერესდებიან. ბევრს სამუშაოდ წასული ახლობლების მონახულება სურს, ბევრიც პირიქით მონატრებული სამშობლოს მონახულებაზე ოცნებობს. Read more

10 ევროდ ქუთაისიდან ევროპაში

10 ევროდ ქუთაისიდან ევროპაში

ავიაკომპანია Wizzair-მა, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკკომპანიაა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბაზის გახსნა აღნიშნა.

wizzair georgia

“ვიზეარმა” ქუთაისში მოახდინა თავისი ერთ-ერთი ახალი ავიახომალდის Airbus A320-ის ბაზირება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ხომალდი მოემსახურება დამატებით 7 ახალ დაბალტარიფიან მიმართულებას: ბერლინი, დორტმუნდი და მიუნხენი (მემინგენი) გერმანიაში, ლარნაკა კვიპროსზე, მილანი იტალიაში, სოფია ბულგარეთში და სალონიკი საბერძნეთში. ახალი ავიამიმართულებების ჩათვლით, “ვიზეარი” თავის მომხმარებელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახლა უკვე 11 მიმართულებას სთავაზობს. ეს საშუალებას აძლევს ქართველ მომხმარებელს მთელს ევროპაში, 70-ზე მეტი მიმართულებით იმოგზაურონ “ვიზეარის” ყველაზე დაბალი ფასებით. Read more

ევროპაში იაფად და კომფორტულად მგზავრობა

ევროპაში იაფად და კომფორტულად მგზავრობა

მოკლედ, დაბალბიუჯეტიანი მოგზაურების ევროპაში ხეტიალისთვის სულ უფრო და უფრო მეტი საშუალებები ჩნდება. Read more

ნიუგატი პალიაუდვარი

ყოფილ საბჭოთა სივრცეში ამბობდნენ ხოლმე და ეს შეიძლება გასაბჭოებამდეც ასე იყო, რომ ქალაქი რკინიგზის ვაგზლიდან იწყებაო, ან რკინიგზის სადგური ქალაქის სახეაო. ამ გამონათქვამში ჭეშმარიტება დიდი დოზითაა. შეხედეთ თბილისის ვაგზალს და უმალვე მიხვდებით როგორია ქალქი. ეს არის კომუნისტური უსახური არქიტექტურისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის უწესრიგობის ნაზავი, რომელიც დიდ დაუსრულებელ ბაზრობად იქცა. ძველი ევროპული ვაგზალი კი ევროპულ თბილისთან ერთად განადგურდა და წარსულს ჩაბარდა 🙁 გულდასაწყვეტია, რადგან იმ ქალქებში, რომლებსაც კომუნისტურ-საბჭოთა რუსეთთან უფრო ხანმოკლე შეხება ჰქონდათ ბევრი რამ გადარჩა…

Nyugati Railway Station

ძველ ევროპულ ქალაქს ძველი ვაგზალი უნდა ამშვენებდეს. ბუდაპეშტის სამ ძირითად ვაგზალს შორის ერთ-ერთია “ნიუგატის” რკინიგზის სადგური, რომელიც პეშტის მხარეს, ქალაქის შუაგულში მდებარეობს. Read more

სად “გვატყუებს” WizzAir-ი

სად “გვატყუებს” WizzAir-ი

WizzAir

“ვიზეარმა” ქუთაისიდან 7 ახალი მიმართულებით: ბერლინი, მიუნხენი (მემინგემი), დორტმუნდი, მილანი, თესალონიკი, ლარნაკა და სოფია – 30-40 ევროდ ფრენების დაწყების შესახებ გამოაცხადა. ეს ინფორმაცია უმალვე აიტაცა სრულიად ინტერნეტმა და უამრავი ტყუილ-მართალიც დაიწერა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ “ვიზეარის” მიერ გამოცხადებული ფასები სარეკლამო “ტრიუკია”, ზოგი ირწმუნება ეგეთი იაფი ბილეთი 2-3 ცალია და დანარჩენი უძვირესიო, ზოგიც კი ამტკიცებს ბილეთები ბარგის და საკვების დამატების შემდეგ ძვირდებაო… რა ასაზრდოვებს ამ ეჭვებს და პესიმიზმს, ანუ სად გვატყუებს “ვიზეარი”? Read more

WizzAir-ის ახალი მიმართულებები

WizzAir-ის ახალი მიმართულებები

ავიაკომპანია “ვიზეარი” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. ესენია: ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფია. Read more

ბუდაპეშტის ცენტრალური ბაზარი

ბაზარში ვაჭრობა არასდროს მიყვარდა, ჩვენს ბაზრებში გამეფებული უწესრიგობისა და ანტისანიტარიის გამო. ყველაზე მეტად კი გასასვლელებში გამვლელთა ფეხებში ჩადგმული ყუთები და გარევაჭრობა მაღიზიანებს, მაგრამ…

ბუდაპეშტის ბაზარი

ბუდაპეშტის ცენტრალურმა ბაზარმა ჩემი წარმოდგენები შეცვალა. სისუფთავე, წესრიგი და მრავალფეროვანი პროდუქცია ბაზრის ისტორიულ, არქიტექტურულად გამორჩეულ, ლამაზ შენობაშია თავმოყრილი. Read more

ბიუჯეტური მოგზაურობის ნაკლი

ბიუჯეტურ მოგზაურობას ორი მხარე აქვს. სიიაფე უსიტყვოდ მისი დადებითი მხარეა. რა არის მეორე, პირობითად უარყოფითი მხარე?

IMG_20160112_053737

ხელბარგით შეზღუდული მგზავრობის (დიდი ჩანთა დამატებითი თანხა ღირს) გარდა მთავარ სირთულეს წარმოადგენს თვითმფრინავის სკამები. ისინი დაახლოებით იმ ზომებზეა “მოჭრილი” როგორიცაა თბილისი-ქუთაისის “მარშრუტკის” სკამები. 1.80 მეტრის სტანდარტული კაცისთვის ამ სკამებზე ჯდომა დიდი დისკომფორტია. Read more

ტრამვაი აღმაშენებელზე

აღმაშენებლის გამზირზე სეირნობისას ევროპის შუაგულში ვიგრძენი თავი. ამის მიზეზი კი ზაფხული და კვირა დღე იყო, რომლის დროსაც ქალაქი ავტომობილებისგან იცლება. რეკონსტრუირებულ აღმაშენებლის გამზირს ნამდვილ ევროპად კი საფეხმავლო ქუჩად გამოცხადება და ტრამვაი გადააქცევდა.

ტრამვაი აღმაშენებელზე
ფოტომონტაჟი

ჟენევა თვალის ერთი გადავლებით

შადრევანი ჟენევის ტბაზე

შადრევანი ჟენევის ტბაზე – ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო.

ჟენევა

შადრევანი შესამჩნევია ქალაქის ბევრი ადგილიდან.

ჟენევა

ძველი ჟენევა.  ამ ქალაქში გასეირნების მსურელებს უსათუოდ გამოგადგებათ დაბალბიუჯეტიანი სასტუმროების საძიებო სისტემა: hotelscombined.com

IMG_2277

ხეები ჟენევის ქუჩებში.

ჟენევის ქუჩები

ჟენევის ქუჩა

ჟენევის ქუჩა

მუსიკალური ინსტრუმენტი ყველასთვის.

პიანინო ყველასთვის

გედი ჟენევის ტბის კამკამა წყალში.

გედი ჟენევის ტბაზე

ჟენევის ტბა

ჟენევის ტბა

ძირითადი საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ტრამვაი, Bombardier 3000 Flexity Outlook C

Bombardier 3000 Flexity Outlook C

და ტროლეიბუსი,  Hess SwissTrolley 3 (BGT-N2C)

Hess SwissTrolley 3 (BGT-N2C)

მოტოციკლეტი ჟენევის ძირითადი კერძო ტრანსპორტი

მოტოციკლეტი

Love

ცერნის მუზეუმი

CERN

ველოსიპედების სადგომი

ჟენევა

გაეროს ჟენევის შტაბ-ბინა.

UN Geneva

გაეროს ჟენევის შტაბ-ბინის მიმდებარე სკვერი.

გაერო

ჟენეველები

ჟენეველები

შვეიცარიული საათი ყველგან, მათ შორის გაზონზეც.

შვეიცარიული საათი

ვიდეო ჟენევისა და მისი ტრანსპორტის შესახებ.