ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ზღვის სეზონი ახლოვდება და ბევრი გეზსს აიღებს ბათუმისკენ.

მწვანე კონცხი

როდესაც დამსვენებლებით დატვირთული მატარებელი ბათუმს მიუახლოვდება, ეს ადგილი, მწვანე კონცხი უნდა გაიაროს. გადამწვანებულ კლდოვან მთაზე კი გაშენებულია ბოტანიკური ბაღი.

ბოტანიკური ბაღი

არასდროს მიყვარდა ბოტანიკა, მაგრამ მწვანე სილამაზე ამ ბოლო დროს სულ უფრო მიზიდავს. ბათუმის ბოტანიკური ბაღი იმით უფრო საინტერესოა, რომ მის მახლობლად და მასში შეიძლება დასვენება. ზღვაში ბანაობასა და პლაჟზე გარუჯვას მწვანე კონცხის სანაპიროზე, ჩვეულებრივ ან ექსკლუზიურ პლაჟზე მოახერხებთ იმაზე კარგად, ვიდრე ბათუმში. აქ ოდითგანვე ყოფილა ნუდისტური პლაჟიRead more

რიქსოს ბორჯომი

საქართველოს საპარტნიორო ფონდმა და ყაზახეთის კომპანია “ყაზმუნაიგაზმა“ ლიკანში საზეიმო ვითარებაში გახსნეს ერთობლივი პროექტი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „რიქსოს ბორჯომი“. სასტუმრო მდებარეობს “მეოთხე სამმართველოს” სახელით ცნობილ ტერიტორიაზე. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერები, მთავრობის, პარლამენტისა და ბიზნესის წარმომადგენლები. „რიქსოს ბორჯომში” 151 ნომერია. კომპლექსი აერთიანებს რესტორანს, კაფე-ბარებს, საკონფერენციო დარბაზებს, გოლფისა და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, ბალნეოლოგიურ ცენტრს, საცურაო აუზსა და ბავშვთა გასართობ ცენტრს. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მილიონი აშშ დოლარია. პროექტში საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კაპიტალის 50%-ია.

ექსკლუზიური პლიაჟი

მწვანე კონცხის ექსკლუზიური პლიაჟი

ამ მშვენიერ, ექსკლუზიურ პლიაჟს შემთხვევით გადავაწყდი. ის მხოლოდ ზღვიდან მოსჩანს და თუ წინასწარ არ იცი მისი არსებობის შესახებ, დიდი ალბათობით ვერც ვერასდროს შეამჩნევთ. მე მას ექსკლუზიური პლიაჟი შევარქვი.

მწვანე კონცხი

მწვანე კონცხის მყუდრო პლიაჟზე გარუჯვისას ყურადღება მიიპყრო ზღვაში შეჭრილ კლდეზე გაკეთებულმა ხიდმა და ბუნებრივია მისკენ გავემართე. Read more

თბილისის ზღვები და ტბები

ლისის ტბა

ზაფხულის ცხელ დღეებში თბილისში ჩარჩენილებს შავ ზღვაზე წაუსვლელად შეუძლიათ დაისვენონ და გაირუჯონ ლისის ტბაზე.

ლისის ტბა

ლისის ტბას საკმაოდ კომფორტული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა აქვს.

ლისის ტბის პლიაჟი

პლიაჟი დაფარულია სპეციალური ქვიშით და მოწყობილია “შეზლონგების” გაქირავების სერვისი.

ველოსიპედები ლისის ტბაზე

აქვე არის ველოსიპედების გაქირავება და ღია კაფე თუ რესტორანი.

ღია კაფე ლისის ტბაზე

უფრო მეტი კაფე-ბარი და რესტორანია კუს ტბაზე.

კუს ტბა

კუს ტბა ბოლო წლებია ელიტური სეირნობის, დასხვენებისა და დროს ტარების ბუდედ იქცა. მის გარშემო დადიან, დარბიან, ველოსიპედებით დაჰქრიან, ბავშვებს ასეირნებენ… მოძრაობის წესებისადმი ქართველების დამკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ ადვილი წარმოსადგენი ხდება რას ემსგავსება საღამოობით ეს ტერიტორია.

რესტორანი კუს ტბაზე

ამას ემატება რესტორნებში ქეიფი ხმამაღალი მუსიკა, თუმცა დილიდან გარუჯვა მაინც შეიძლება.

კუს ტბაზე

ტბაზე გასეირნება თუ მოგინდებათ რამდენიმე ველოსიპედი და ნავი მოგემსახურებათ.

ტბაზე გასეირნების სხვადასხვა საშუალება

თუმცა მღვრიე წყალთან ერთად კუს ტბას ხიბლს უკარგავს უამრავი ხალხი, განსაკუთრებით კი ავტომობილების საცობები, როგორც ასასვლელში ასევე პარკირების ადგილზე.

კუს ტბა

შემდეგი თბილისის ზღვა.

IMG_20150419_144713-1

იახტკლუბი, აკვაპარკი და სხვა გასართობი საშუალებები

IMG_20150419_145052-1

ახალი ბათუმის რამდენიმე კადრი

ახალი ბათუმის რამდენიმე კადრი

პლაჟი, ანბანის კოშკი და ტექნოლოგური უნივერსიტეტის უფუნქციო დარჩენილი შენობა.

პლაჟი, ანბანის კოშკი და ტექნოლოგური უნივერსიტეტის უფუნქციო დარჩენილი შენობა.

ანბანის კოშკი

ანბანის კოშკი

ალი და ნინო ზღვის პირას

ალი და ნინო ზღვის პირას.

ბულვარის შადრევანი

ბულვარის შადრევანი

ბათუმის ასტრონომიული საათი

ბათუმის ასტრონომიული საათის კოშკი

სასტუმრო ჰილტონი

სასტუმრო ჰილტონი

ახალი ბათუმის სანაპირო

ახალი ბათუმის სანაპირო

ველობილიკი და ველოსიპედისტები

ველობილიკი და ველოსიპედისტები

სასტუმრო რედისონ ბლუ

სასტუმრო რედისონ ბლუ

კაფე-ბარები ბულვარში

კაფე-ბარები ბულვარში

საკონსტიტუციო სასამართლო და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

საკონსტიტუციო სასამართლო და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სასტუმრო რედისონ ბლუ

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სასტუმრო რედისონ ბლუ

რუსთაველის გამზირი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ცათამბჯენი

რუსთაველის გამზირი და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ცათამბჯენი.

ბულვარი

ბულვარი

ახალი ბათუმი

ყოფილი ჭაობის უბანი. იუსტიციის სახლი და ჭაობის ადგილზე შექმნილი ხელოვნური ტბა.

ბათუმის ქუჩა

ასათვისებელი ბათუმი

ასათვისებელი ბათუმი

აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში

აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში

მოხიბლული ვარ ბათუმით, მაგრამ კლიმატი კაიფს ტეხავს. აჭარის და მთლიანად საქართველოს შავი ზღვისპირეთის სხვა ადგილებში კლიმატს კიდევ ემატება გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მომსახურების დაბალი დონე და სიძვირე. Read more

ბათუმის ასტრონომიული საათი

ბათუმის ასტრონომიული საათი

ბათუმის ცენტრში აშენებული ეს კოშკი ბევრს მოსწონს, მეც მომეწონა და შარშან რამდენიმე ფოტო გადავუღე. მხოლოდ ახლა, მეგობრის Vader Lord-ის დახმარებით შევამჩნიე, რომ კოშკზე დამონტაჟებულია ასტრონომიული საათი, ისეთი, როგორიც პრაღის რატუშაზე.

ბათუმის ასტრონომიული საათი

ახლა გასარკვევი რჩება ამ საათით სარგებლობის წესები.

astronomical clock

ასტრონომიული საათი ბათუმის საკრებულოს 2010 წლის გადაწყვეტილებით გერმანიაში შეუკვეთეს და მისი დამზადება 1 მილიონ 700 ათასი ლარი დაჯდა.

ეროვნული ბანკის ფილიალის ყოფილი შენობა

სწორედ მისი ღირებულება გახდა პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი. მიუხედავად ამისა ის ისევე იზიდავს ტურისტებს და ფოტოკამერებს, როგორც პრაღის საათი.

ნაფეტვრები

მეგობარმა თბილისიდან 6 კილომეტრით მოშორებულ აგარაკზე მიგვიწვია, რომელიც ცნობილია ”ნაფეტვრების” სახელით.

Read more

ახალი ბათუმი

გამიჭირდა ბათუმის ცნობა, აქ ორი წლის წინ ვიყავი და მას შემდეგ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. შავი ზღვის სანაპიროზე ახალი ულამაზესი ქალაქი აღმოცენდა.

თუმცა ძველი ნაგებობები, რომლებიც ბათუმის სიმბოლოებს წარმოადგენს აღდგენილი და რესტავრირებულია.

Read more

სინოპი

პირველად სინოპის შესახებ ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, თუ არ ვცდები 6 წლის წინ. მაშინ ქობულეთში ვისვენებდი და ამ ჩემმა ნაცნობმა სინოპიდან თბილისის გზაზე ქობულეთში შეისვენა და რა თქმა უნდა ხარჯებზე ჩამოვარდა საუბარი. ჰოდა რომ გადავიანგარიშე დაახლოებით 200 დოლარით ძვირი გამოდიოდა ვიდრე მე ქობულეთი დამიჯდა. არადა ვისვენებდი კერძო სახლში სადაც ერთხელ ისე გაწვიმდა რომ საძინებელში წყალი ჩამოვიდა. ისე წვიმდა თითქმის 7 დღე, რომ სახლიდან სასადილომდე რომელიც ეზოს დასაწყისში იყო პლაჟის ქოლგით მივდიოდით და მაინც ვსველდებოდით. ხოდა მაშინ ვთქვით აქ ჩვენი ფეხი აღარ იქნებათქო…

ჰოდა მეორე წელს ავიბარგეთ, წინასწარ დავრეკე სასტუმროში დავჯავშნე, ხოფაშიც დავრეკე და იქ ქართულად შევუკვეთე ბილეთები. მაშინ თბილისიდან პირდაპირი არაფერი დადიაოდა. 2004 წელი იყო. მთავარი თავგადასავალი რა თქმა უნდა საქართველოს გზაა. მარშუტკა ის არ აღმოჩნდა რომლის ბილეთებიც მე ვიყიდე. მერე თერჯოლაში ისე გაფუჭდა, რომ მძღოლმა ვეღარ გააკეთა და მე კიდევ თურქეთში საღამოს ავტობუსზე მაგვიანდება. როგორც იქნა ვაჭრების თუ სატვირთო მარშუტკაში ჩაგვსვა მძღოლმა და ისეთი რიხინ-რიხინით და აუტანელი ხმაურით თუ სიცხით ჩავედი სარფამდე. Read more