გზა პრაღამდე და უკან

გზა პრაღამდე და უკან

ორწლიანი პაუზის შემდეგ პრაღაში გასეირნება გადავწყვიტე. ამის მიზეზი მონატრებასთან ერთად “ვიზეარის” იაფი ბილეთების თარიღები იყო, რომლებიც კრაკოვში ევროპის ადგილობრივი მთავრობების კონგრესში მონაწილეობისთვის 3-4 თვით ადრე შევიძინე. თავდაპირველად, კონფერენციის დასრულების შემდეგ მორჩენილ დღეებში ლვოვში კიდევ ერთხელ მოგზაურობას ვფიქრობდი, მაგრამ ადრეგაზაფხულის არასტაბილურმა ამინდმა შემაშინა, რაც ლვოვში ხეტიალის საშუალებას არ მოგვცემდა და პრაღაში კვლავ ნაცნობი და მონატრებული გარემოს მონახულება ვარჩიეთ.

თავიდანვე აღვნიშნავ, თითქმის ყველა ბილეთი შეძენილია წინასწარ და ძალიან დაბალ ფასად. Read more

რადარები საქართველოს გზებზე

რადარები საქართველოს გზებზე

რუკაზე დატანილია ვიდეოკამერებისა და რადარების მდებარეობა და მათი მოქმედების არეალში დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე.

გზად პრაღიდან ბერლინისკენ

პრაღიდან ბერლინამდე ავტობუსით დაახლოებით 5 საათის სავალი გზაა.

პრაღის ავტოსადგური

გზა პრაღის ავტოსადგურიდან იწყება, რომელიც საკმაოდ მომცრო და უბრალოა. E55-ის ავტომაგისტრალის ჩეხეთის მონაკვეთზე სხვადასხვა ტიპის ისტორიულ ძეგლებს მოვკარი თვალი და ავტობუსის სქელი ფანჯრის მიუხედავად მაინც გადავიღე.

კოშკი

Read more