რუსთავი-თბილისის რკინიგზა

რუსთავი-თბილისის რკინიგზა

საინფორმაციო საშუალებებმა ერთხმად აიტაცეს თბილისის მერიის ერთ-ერთი ჩინოვნიკის გახმოვანებული სურვილი თბილისიდან რუსთავამდე მეტროს ან ტრამვაის ხაზის გაკეთების შესახებ. ამ იდეით არაერთი ხელისუფლება გამოსულა. რამდენიმე წლის წინ რუსთავისა და თბილისის ტრამვაით დაკავშირების იდეის სიცოცხლისუნარიანობა ტრამვაის ერთი ცნობილი კომპანიის პრეზიდენტთან შევამაწმე. მან პირველ რიგში ქალაქებს შორის მანძილი იკითხა და როგორც კი გაიგო, რომ 20 კილომეტრზეა საუბარი პირდაპირ წამოიძახა – “ელექტრიჩკა“. თბილისი-ბათუმის ახალი მატარებელი “შტადლერი” სწორედ ასეთი მარშრუტებისთვის არის შექმნილი. თბილისსა და რუსთავს შორის მართლაც დადის ელექტრომატარებელი. მისი შესაძლებლობების გასაცნობად 2015 წელს თბილისიდან რუსთავში, თბილისი-გარდაბნის მატარებლით მეგობრებთან ერთად ვიმგზავრე. Read more

წითელი ხიდის საბაჟო

წითელი ხიდის საბაჟო

შუა ზაფხულის სიცხეში, ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად წითელი ხიდის საბაჟო დავათვალიერე. თანამედროვე ინფრასტრუქტურის სასაზღვრო და საბაჟო გამშვები პუნქტი წინა ხელისუფლების “ნგრევის” პოლიტიკის შედეგია, ისევე როგორც სარფის საბაჟო და სხვა საბაჟო-გამშვები პუნქტებიც. Read more