ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა

ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა

ბუდაპეშტში თუ ძირითადი „სტანდარტული“ ღირსშესანიშნაობები მოინახულეთ, მუზეუმებში ხეტიალი და რესტორნებში ჯდომაც მოგბეზრდათ, ამასთანავე ხართ ტრანსპორტის, განსაკუთრებით, რკინიგზის მოყვარული და თან გინდათ, მოზარდებიც გაახაროთ – შეგიძლიათ საბავშვო რკინიგზას ეწვიოთ. თბილისისგან განსხვავებით, ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და თანაც მაღლობზე.
Read more

10 ევროდ ქუთაისიდან ევროპაში

10 ევროდ ქუთაისიდან ევროპაში

ავიაკომპანია Wizzair-მა, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკკომპანიაა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბაზის გახსნა აღნიშნა.

wizzair georgia

“ვიზეარმა” ქუთაისში მოახდინა თავისი ერთ-ერთი ახალი ავიახომალდის Airbus A320-ის ბაზირება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ხომალდი მოემსახურება დამატებით 7 ახალ დაბალტარიფიან მიმართულებას: ბერლინი, დორტმუნდი და მიუნხენი (მემინგენი) გერმანიაში, ლარნაკა კვიპროსზე, მილანი იტალიაში, სოფია ბულგარეთში და სალონიკი საბერძნეთში. ახალი ავიამიმართულებების ჩათვლით, “ვიზეარი” თავის მომხმარებელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახლა უკვე 11 მიმართულებას სთავაზობს. ეს საშუალებას აძლევს ქართველ მომხმარებელს მთელს ევროპაში, 70-ზე მეტი მიმართულებით იმოგზაურონ “ვიზეარის” ყველაზე დაბალი ფასებით. Read more

შტადლერი თბილისსა და ბათუმს შორის

თბილისიდან ბათუმში Stadler-ის ორსართულიანი მატარებლით იმგზავრებთო – გამოაცხადა “საქართველოს რკინიგზამ”. ამ სახელმწიფო კომპანიის პრესრელიზში წერია, რომ “2016 წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონიდან მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპული სტანდარტის Stadler Kiss მოდელის მატარებლით იმგზავრონ, რომლის ანალოგით დღეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მგზავრობენ.”

დაგვიანებული მგზავრები

ეს ფოტო ბუდაპეშტის რკინიგზის სადგურში გადავიღე, მამა-შვილს რამდენიმე წამით გაასწრო “შტადლერის” მარკის მატარებელმა. მეორე ანალოგიური შემადგენლობა კი გვერდით დგას და თავის დროს ელოდება. Read more

ნიუგატი პალიაუდვარი

ყოფილ საბჭოთა სივრცეში ამბობდნენ ხოლმე და ეს შეიძლება გასაბჭოებამდეც ასე იყო, რომ ქალაქი რკინიგზის ვაგზლიდან იწყებაო, ან რკინიგზის სადგური ქალაქის სახეაო. ამ გამონათქვამში ჭეშმარიტება დიდი დოზითაა. შეხედეთ თბილისის ვაგზალს და უმალვე მიხვდებით როგორია ქალქი. ეს არის კომუნისტური უსახური არქიტექტურისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის უწესრიგობის ნაზავი, რომელიც დიდ დაუსრულებელ ბაზრობად იქცა. ძველი ევროპული ვაგზალი კი ევროპულ თბილისთან ერთად განადგურდა და წარსულს ჩაბარდა 🙁 გულდასაწყვეტია, რადგან იმ ქალქებში, რომლებსაც კომუნისტურ-საბჭოთა რუსეთთან უფრო ხანმოკლე შეხება ჰქონდათ ბევრი რამ გადარჩა…

Nyugati Railway Station

ძველ ევროპულ ქალაქს ძველი ვაგზალი უნდა ამშვენებდეს. ბუდაპეშტის სამ ძირითად ვაგზალს შორის ერთ-ერთია “ნიუგატის” რკინიგზის სადგური, რომელიც პეშტის მხარეს, ქალაქის შუაგულში მდებარეობს. Read more

სად “გვატყუებს” WizzAir-ი

სად “გვატყუებს” WizzAir-ი

WizzAir

“ვიზეარმა” ქუთაისიდან 7 ახალი მიმართულებით: ბერლინი, მიუნხენი (მემინგემი), დორტმუნდი, მილანი, თესალონიკი, ლარნაკა და სოფია – 30-40 ევროდ ფრენების დაწყების შესახებ გამოაცხადა. ეს ინფორმაცია უმალვე აიტაცა სრულიად ინტერნეტმა და უამრავი ტყუილ-მართალიც დაიწერა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ “ვიზეარის” მიერ გამოცხადებული ფასები სარეკლამო “ტრიუკია”, ზოგი ირწმუნება ეგეთი იაფი ბილეთი 2-3 ცალია და დანარჩენი უძვირესიო, ზოგიც კი ამტკიცებს ბილეთები ბარგის და საკვების დამატების შემდეგ ძვირდებაო… რა ასაზრდოვებს ამ ეჭვებს და პესიმიზმს, ანუ სად გვატყუებს “ვიზეარი”? Read more

როგორ ვიმგზავროთ ბუდაპეშტში

ბუდაპეშტს საკმაოდ გამართული “ინტეგრირებული” ურბანული სატრანსპორტო სისტემა გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქალაქო ავტობუსები, ტროლეიბუსები, ტრამვაი, მეტრო, მდინარის ტრამვაი და საგარეუბნო მატარებლებიც კი ერთმანეთთან არის დაკავშირებული განრიგით და ინფრასტრუქტურით. ამგვარი ტრანსპორტი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ბუდაპეშტში ქუჩებში ხეტიალს.

ბუდაპეშტის ტრამვაი

საზოგადოებრივ ტრანსპორტთან პირველი შეხება აეროპორტიდან იწყება. 200E არის ავტობუსი რომელიც მეტროს ყველაზე ახლო სადგურთან მიგიყვანთ. ლურჯი ავტობუსი პირდაპირ აეროპორტის ტერმინალის გამოსასვლელთან ჩერდება. მაგრამ სანამ ავტობუსში ჩაჯდებით უნდა შეიძინოთ ბილეთი. ამის გაკეთება მძღოლთანაც შეგიძლიათ, მაგრამ მას მხოლოდ ერთი ტიპის ბილეთები აქვს და ეს არახელსაყრელია. შევეცდები ავხსნა რა ტიპის ბილეთი არის ყველაზე ოპტიმალური. Read more

აპარტამენტები ბუდაპეშტში

აპარტამენტები ბუდაპეშტში

ბუდაპეშტის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი, სილამაზესთან ერთად, სიიაფეა, როგორც ავიაბილეთების, მოგზაურობის წვრილმანი ხარჯების, ასევე საცხოვრებლის. ამ მხრივ Airbnb დიდ არჩევანს გვთავაზობს. თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

პირველი აპარტამენტი, რომელშიც 5 დღე ვცხოვრობდი მდებარეობს ბუდაპეშტის ცენტრალურ უბანში, პარლამენტის მახლობლად, მეტროსადგურ Arany János utca-ის გვერდით. გთავაზობთ ამ ბინის ვიდეოაღწერას, რომელიც 1 დღე 27 აშშ დოლარი ღირს. Read more

მეტროს მუზეუმი

IMG_7165-1

დუნაიზე უნგრების დამკვიდრების, “სამშობლოში დაფუძნების” 1000 წლის აღსანიშნავად, 1896 წელს ბუდაპეშტში მუშაობა დაიწყო მეტრომ, რომელიც პირველი იყო კონტინენტალურ ევროპაში და ერთ-ერთი პირველი მთელს მსოფლიოში. Read more

ბუდაპეშტის ცენტრალური ბაზარი

ბაზარში ვაჭრობა არასდროს მიყვარდა, ჩვენს ბაზრებში გამეფებული უწესრიგობისა და ანტისანიტარიის გამო. ყველაზე მეტად კი გასასვლელებში გამვლელთა ფეხებში ჩადგმული ყუთები და გარევაჭრობა მაღიზიანებს, მაგრამ…

ბუდაპეშტის ბაზარი

ბუდაპეშტის ცენტრალურმა ბაზარმა ჩემი წარმოდგენები შეცვალა. სისუფთავე, წესრიგი და მრავალფეროვანი პროდუქცია ბაზრის ისტორიულ, არქიტექტურულად გამორჩეულ, ლამაზ შენობაშია თავმოყრილი. Read more

ბიუჯეტური მოგზაურობის ნაკლი

ბიუჯეტურ მოგზაურობას ორი მხარე აქვს. სიიაფე უსიტყვოდ მისი დადებითი მხარეა. რა არის მეორე, პირობითად უარყოფითი მხარე?

IMG_20160112_053737

ხელბარგით შეზღუდული მგზავრობის (დიდი ჩანთა დამატებითი თანხა ღირს) გარდა მთავარ სირთულეს წარმოადგენს თვითმფრინავის სკამები. ისინი დაახლოებით იმ ზომებზეა “მოჭრილი” როგორიცაა თბილისი-ქუთაისის “მარშრუტკის” სკამები. 1.80 მეტრის სტანდარტული კაცისთვის ამ სკამებზე ჯდომა დიდი დისკომფორტია. Read more

როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში იაფად?

ბუდაპეშტი

ბუდაპეშტში ბიუჯეტურზე ბიუჯეტური ტურით მივემგზავრები. მოკლედ იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება 150-200 ევროდ მოინახულო ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. Read more