ბორჯომის საბაგირო გზა

საბაგირო გზა მინერალურ წყალთან ერთად ბორჯომის სიმბოლოა. 1970-იან წლებში აგებული “ბორჯომპარკი-პლატოს“ სახალხო-საბაგირო გზა 90-იან წლებში თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი აღდგენა მხოლოდ 2005 წელს მოხერხდა. საპროექტო და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესრულდა იური ნადირაძის ხელმძღვანელობით.

ბატონ იური ნადირაძეს პროექტის შესახებ რამდენიმე დეტალის გახსენება ვთხოვე: Read more

დილიჟანის წყალი

გახსოვთ “მიმინოს” ეს ფრაგმენტი? როდესაც ფრუნზიკა ვალიკოს უმტკიცებს, რომ დილიჟანის წყალი მეორეა მსოფლიოში სან-ფრანცისკოს წყლის შემდეგ. ჰოდა, “მიმინოს” პერსონაჟების კამათში მეც ჩავერთე და დილიჟანში სადაც შევძელი წყალი ყველგან დავლიე 🙂  Read more

რიქსოს ბორჯომი

საქართველოს საპარტნიორო ფონდმა და ყაზახეთის კომპანია “ყაზმუნაიგაზმა“ ლიკანში საზეიმო ვითარებაში გახსნეს ერთობლივი პროექტი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „რიქსოს ბორჯომი“. სასტუმრო მდებარეობს “მეოთხე სამმართველოს” სახელით ცნობილ ტერიტორიაზე. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერები, მთავრობის, პარლამენტისა და ბიზნესის წარმომადგენლები. „რიქსოს ბორჯომში” 151 ნომერია. კომპლექსი აერთიანებს რესტორანს, კაფე-ბარებს, საკონფერენციო დარბაზებს, გოლფისა და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, ბალნეოლოგიურ ცენტრს, საცურაო აუზსა და ბავშვთა გასართობ ცენტრს. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მილიონი აშშ დოლარია. პროექტში საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კაპიტალის 50%-ია.

ბაკურიანი და “კუკუშკა”

ბაკურიანი და “კუკუშკა”

ბაკურიანისკენ მიმავალ გზას გავუყევი. ამინდის პროგნოზი ირწმუნებოდა, რომ თოვლი უნდა წამოსულიყო. ახალდათოვლილი ბაკურიანი განსაკუთრებით ფოტოგენურია. მაგრამ ბაკურიანის გადაღება არ იყო ჩემი მთავარი მიზანი, ამის შესახებ ცოტა ქვევით. Read more

კუკუშკა

კუკუშკა

“კუკუშკას” დღემდე ეძახიან ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე მოძრავ მატარებელს, როგორც ჩანს ძველი ორთქმავლის პატივსაცემად. ახლა კი საუკუნის წინათ აშენებული რკინიგზა მთლიანად ელექტროფიცირებულია და მატარებლების გადაადგილებაზე ჩეხოსლოვაკიური წარმოების ლოკომოტივები ზრუნევენ. ამ ვიდეოში გადაღებულია “კუკუშკის” გასვლა ბაკურიანის სადგურიდან.

მართალია ახლა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა მთლიანად ელექტროფიცირებულია, მაგრამ მას მაინც შემორჩა ძველი ორთქმავლის მატარებლის რუსული მეტსახელი – “კუკუშკა” (გუგული).

კუკუშკა ბაკურიანში

ისტორია სათავეს იღებს მეფის რუსეთიდან, როდესაც 1871 წელს ბორჯომის ხეობა რუსეთის მეფე ალექსანდრე II თავის ძმას, მიხაილ რომანოვს უბოძა. სწორედ მისი მმართველობის დროს (1898-1901) გაიყვანეს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა.

კუკუშკა - ЧС 11

ახლა ლოკომოტივის ფუნქციას ჩეხოსლოვაკიური წარმოების ელმავალი ЧС11 ასრულებს, რომელიც 1966 წელს დამზადებულია “შკოდას” ქარხანაში და მას სამშობლოში “უთოს” ეძახიან, დიზაინის უთოსთან მსგავსების გამო.

კუკუშკა ЧС11

სიძველის მიუხედავად, “კუკუშკა” კარგი საშუალებაა, განსაკუთრებით ზამთარში, ბაკურიანში ასასვლელად. ის რთული რელიეფის დაფარვას 2 საათს ანდომებს, მაგრამ დაკარგული დროის კომპენსირება ულამაზესი ხედების ხილვით ხდება.

ბაკურიანის ვაგზალი

სამახსოვრო სურათი “კუკუშკით” გამგზავრების წინ ტრადიციად იქცა.

ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი

ადრე ეს რკინიგზა ანდეზიტის საბადოსაც ემსახურებოდა და სატვირთო ფუნქციაც ჰქონდა, ახლა ის მხოლოდ სამგზავრო დანიშნულებისაა.

კუკუშკა ბაკურიანში

შემდეგი გაჩერება ბორჯომის პარკი…

ბაკურიანის რკინიგზა

 

ბორჯომის წარმოება საუკუნის წინ

ბორჯომის ქარხანა

ბორჯომის მინერალური წყლის აღმოჩენა რუსეთის სახელს უკავშირდება. “ბორჯომი” იმდენად მოსწონდათ იმპერიაში, რომ ცნობილმა ფოტოხელოვანმა პროკუდინ-გორსკმა, სავარაუდოდ 1913 წელს ფერადი ფოტოსესია მიუძღვნა ბორჯომს და მის ქარხანას.

ევგენიევსკის სახელობის წყარო

ბორჯომის წყლის “ევგენიევსკის” სახელობის წყარო Read more

ლიკანი – 2005

ეს ფოტოები ლიკანის სამთავრობო აგარაკზე 2005 წლის გაზაფხულზე გადავიღე.

რომანოვების სასახლე

რუსეთის იმპერიის სამეფო ოჯახის, რომანოვების სასახლე, რომელიც ლიკანის მშვენებაა, 1892-95 წლებში არქიტექტორმა ლეონტინ ნიკოლაევიჩ ბენუამ ააშენა. Read more