გაგრილება ბაკურიანში

გაგრილება ბაკურიანში

თბილისის 40 გრადუსიანი სიცხისგან თავის დაღწევის რამდენიმე საშუალება არსებობს და გაგრილება ბაკურიანში ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. შუადღით 10 – 13 გრადუსით დაბალი ტემპერატურა, ღამით კიდევ უფრო დიდი სხვაობა, მთის ნიავი და სუფთა ჰაერი – ბაკურიანს, ზამთრის ამ კურორტს, აქტუალობას ზაფხულშიც არ უკარგავს. Read more

ბაკურიანი და “კუკუშკა”

ბაკურიანი და “კუკუშკა”

ბაკურიანისკენ მიმავალ გზას გავუყევი. ამინდის პროგნოზი ირწმუნებოდა, რომ თოვლი უნდა წამოსულიყო. ახალდათოვლილი ბაკურიანი განსაკუთრებით ფოტოგენურია. მაგრამ ბაკურიანის გადაღება არ იყო ჩემი მთავარი მიზანი, ამის შესახებ ცოტა ქვევით. Read more

კუკუშკა

კუკუშკა

“კუკუშკას” დღემდე ეძახიან ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე მოძრავ მატარებელს, როგორც ჩანს ძველი ორთქმავლის პატივსაცემად. ახლა კი საუკუნის წინათ აშენებული რკინიგზა მთლიანად ელექტროფიცირებულია და მატარებლების გადაადგილებაზე ჩეხოსლოვაკიური წარმოების ლოკომოტივები ზრუნევენ. ამ ვიდეოში გადაღებულია “კუკუშკის” გასვლა ბაკურიანის სადგურიდან.

მართალია ახლა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა მთლიანად ელექტროფიცირებულია, მაგრამ მას მაინც შემორჩა ძველი ორთქმავლის მატარებლის რუსული მეტსახელი – “კუკუშკა” (გუგული).

კუკუშკა ბაკურიანში

ისტორია სათავეს იღებს მეფის რუსეთიდან, როდესაც 1871 წელს ბორჯომის ხეობა რუსეთის მეფე ალექსანდრე II თავის ძმას, მიხაილ რომანოვს უბოძა. სწორედ მისი მმართველობის დროს (1898-1901) გაიყვანეს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა.

კუკუშკა - ЧС 11

ახლა ლოკომოტივის ფუნქციას ჩეხოსლოვაკიური წარმოების ელმავალი ЧС11 ასრულებს, რომელიც 1966 წელს დამზადებულია “შკოდას” ქარხანაში და მას სამშობლოში “უთოს” ეძახიან, დიზაინის უთოსთან მსგავსების გამო.

კუკუშკა ЧС11

სიძველის მიუხედავად, “კუკუშკა” კარგი საშუალებაა, განსაკუთრებით ზამთარში, ბაკურიანში ასასვლელად. ის რთული რელიეფის დაფარვას 2 საათს ანდომებს, მაგრამ დაკარგული დროის კომპენსირება ულამაზესი ხედების ხილვით ხდება.

ბაკურიანის ვაგზალი

სამახსოვრო სურათი “კუკუშკით” გამგზავრების წინ ტრადიციად იქცა.

ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი

ადრე ეს რკინიგზა ანდეზიტის საბადოსაც ემსახურებოდა და სატვირთო ფუნქციაც ჰქონდა, ახლა ის მხოლოდ სამგზავრო დანიშნულებისაა.

კუკუშკა ბაკურიანში

შემდეგი გაჩერება ბორჯომის პარკი…

ბაკურიანის რკინიგზა