10 ლარად ბათუმში მატარებლით

10 ლარად ბათუმში მატარებლით

თბილისი-ბათუმის მატარებლის ბილეთი გაძვირდა. ბიზნესკლასი 100 ლარი ღირს, პირველი კლასი 65 და ეკონომკლასი კვლავ 25 ლარი. მიუხედავად ამისა გაძვირებამ ბევრი აღაშფოთა. ამ საკითხს დიდი დრო დაეთმო ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემაში “თქვენი დრო” სადაც იაფი მოგზაურობის შესახებ სასაუბროდ მიმიწვიეს. ამ გადაცემის შემდეგ ბათუმის მიმართულებით მატარებლით იაფად მგზავრობის შესაძლებლობით დავინტერესდი და აი რა აღმოვაჩინე. Read more

შტადლერი თბილისსა და ბათუმს შორის

თბილისიდან ბათუმში Stadler-ის ორსართულიანი მატარებლით იმგზავრებთო – გამოაცხადა “საქართველოს რკინიგზამ”. ამ სახელმწიფო კომპანიის პრესრელიზში წერია, რომ “2016 წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონიდან მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპული სტანდარტის Stadler Kiss მოდელის მატარებლით იმგზავრონ, რომლის ანალოგით დღეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მგზავრობენ.”

დაგვიანებული მგზავრები

ეს ფოტო ბუდაპეშტის რკინიგზის სადგურში გადავიღე, მამა-შვილს რამდენიმე წამით გაასწრო “შტადლერის” მარკის მატარებელმა. მეორე ანალოგიური შემადგენლობა კი გვერდით დგას და თავის დროს ელოდება. Read more

ალი და ნინო

ბათუმის მერიამ ცნობილი სკულპტურის, ბათუმის ერთ-ერთ სიმბოლოდ” ქცეული, “ალი და ნინოს” გადატანა გადაწყვიტა და ამისთვის 234 975 ლარი გამოუყო ერთ-ერთ კომპანიას. დემონტაჟის დროს ნინოს ქანდაკებაზე ჩაბმული ბაგირი გაწყდა, ქანდაკება ძირს დავარდა და დაზიანდა. შეძლებენ კი მოძრავი სკულპტურის გადატანას და ამუშავებას?

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ზღვის სეზონი ახლოვდება და ბევრი გეზსს აიღებს ბათუმისკენ.

მწვანე კონცხი

როდესაც დამსვენებლებით დატვირთული მატარებელი ბათუმს მიუახლოვდება, ეს ადგილი, მწვანე კონცხი უნდა გაიაროს. გადამწვანებულ კლდოვან მთაზე კი გაშენებულია ბოტანიკური ბაღი.

ბოტანიკური ბაღი

არასდროს მიყვარდა ბოტანიკა, მაგრამ მწვანე სილამაზე ამ ბოლო დროს სულ უფრო მიზიდავს. ბათუმის ბოტანიკური ბაღი იმით უფრო საინტერესოა, რომ მის მახლობლად და მასში შეიძლება დასვენება. ზღვაში ბანაობასა და პლაჟზე გარუჯვას მწვანე კონცხის სანაპიროზე, ჩვეულებრივ ან ექსკლუზიურ პლაჟზე მოახერხებთ იმაზე კარგად, ვიდრე ბათუმში. აქ ოდითგანვე ყოფილა ნუდისტური პლაჟიRead more

ველობილიკები

თბილისში ველოსიპედის კულტურა არასდროს ყოფილა, მას ძირითადად სასეირნოდ (“საკატაოდ”) იყენებდნენ ხოლმე. აქაური დაუწერელი წესების მიხედვით, ველოსიპედზე შემომჯდარი ბიჭი თუ გოგო არასრულფასოვანი ადამიანი – “შერეკილი” იყო და დაცინვის – “შაყირის” ობიექტს წარმოადგენდა. ახლაც წარმოადგენს 🙁 მახსოვს ორიოდე წლის წინ, როგორ ეცადნენ პარლამენტარები თავიანთი ველოსიპედიანი კოლეგის დამცირებას. ველოსიპედი რომ ქალაქში “გრეხი” არ არის, ევროპისა თუ ამერიკის მაგალითები მეტყველებს. რამდენიმე ფოტო ცნობილი ქალაქებიდან.

ბერლინი 

ბერლინელი ველოსიპედისტები

ქალაქის ცენტრში, ბრანდერბურგის ჭიშკართან ველობილიკი ავტომობილების სავალი ნაწილისგან საგულდაგულოდ არის გამოყოფილი.

IMG_7487

ყურადღება მიიქცია ამ მოკლეკაბიანმა და მაღალქუსლებიანმა ქალმა ველოსიპედზე შემოჯდომისა და მისი ოსტატურად მართვის გამო.

IMG_7505

კრაკოვი

კრაკოვი

კრაკოვში უცებ ხვდები, რომ ველოსიპედი ურბანული კულტურის ტრადიციული ნაწილია და ყველაზე “სვეცკი სასტავი” სწორედ ველოსიპედით დადის “ტუსოვკებზე” და არა “ბოგდანის” ზომის შავი ჯიპებით.

კრაკოვის პარკი

კრაკოვში ველოსიპედს ის უპირატესობაც აქვს, რომ მისთვის ხსნილია ქვეითების ქუჩები, რომლებიც მრავლად არის ძველ ქალაქში.

კრაკოვის ქუჩა

პრაღა

პრაღა, ველოსიპედისტები

პრაღა რელიეფით თბილისს წააგავს და ველოსიპედით გადაადგილება გარკვეულ ბუნებრივ წინააღმდეგობებს აწყდება, მაგრამ ის მაინც პოპულარულია ყველა თაობის მოქალაქეთა შორის.

ბაბო ველოსიპედზე

ძველი ველოსიპედი ანტიკვარიატის მაღაზიის წინ

ძველი ველოსიპედი

ჟენევა

ჟენევა და ველოსიპედი

ჟენევაში ველოსიპედი გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა არა მარტო რიგითი მოქალაქეებისთვის.

ველოსიპედისტი ჟენევის ქუჩაში

ჰალსტუხიანი ბანკირები და გაეროს თანამშრომლებიც სერიოზული ველოსიპედისტები არიან 🙂

ჟენევა და ველოსიპედი

ყველგან ველოსიპედი, ბევრი ველოსიპედი…

ჟენევა, ველოსიპედები

ბათუმი

ბათუმი

გასულ წლებში ბათუმში დიდი მონდომების შედეგად ველოსიპედის კულტურა გაჩნდა, მაგრამ ძირითადად ტურისტებისთვის.

საოჯახო ველოსიპედი

ბათუმში ველოკულტურის განვითარებას ხელსაყრელი ველოინფრასტრუქტურაც განაპირობებს.

ბათუმი, პიაცა

რატომ არ ვითარდება ველოკულტურა თბილისში?

თბილისის ველოსიპედი

მწვანე კონცხი

მწვანე კონცხზე ულამაზეს სიმწვანესთან ერთად ბევრ სხვა რამესაც აღმოაჩენთ. მაგალითად, მიტოვებულ დაჟანგულ და ბუნებასთან შერწყმულ საბაგირო გზას.

მწვანე კონცხის საბაგირო გზა

ინტერნეტში მოიპოვება ამ საბაგიროს დაახლოებით 1980-იან წლებში გადაღებული ფოტო.

მწვანე კონცხის საბაგირო 1980-იანი წლები

საბაგირო მწვანე კონცხის სარკინიგზო სადგურს, ბოტანიკური ბაღს ზედა ნაწილთან აკავშირებდა და ტურისტებს ბაღში ასვლას უადვილებდა. ის თითოეულ მათგანს ულამაზეს ბუნებაში ფრინველივით გადაადგილების შეგრძნებას ანიჭებდა.

ბოტანიკური ბაღის საბაგირო

ამას დაუმატეთ რკინიგზის თავზე გადაფრენით გამოწვეული ექსტრიმიც.

მწვანე კონცხის საბაგირო

დარწმუნებული ვარ საბაგიროს სიმაღლიდან ბათუმის უმშვენიერესი ხედებიც გადაიშლებოდა, იმაზე უკეთესი, ვიდრე რკინიგზის ბაქნიდან მოჩანს.

მწვანე კონცხის ბაქანი

თუ რკინიგზაზე გადახვალთ ბოტანიკური ბაღის შესასვლელს ან პლიაჟს მიადგებით. ჯერ პლიაჟზე გავიარ-გამოვიაროთ.

მწვანე კონცხის პლიაჟი

პლიაჟი მყუდრო, მშვიდი და ზღვა – სუფთა და თბილი. ამ ზღვაში შეჭრილი ნაგებობის დანიშნულება ზუსტად ვერ ამოვიცანი. ნაპირსამაგრი მგონია, მაგრამ ძალიან მაღალი ჩანს. მეორეც ნაპირიდან დაახლოებით 20 მეტრში ძველი კედლის ნარჩენებია, რაც მაეჭვებს, რომ რაღაც გემის მისადგომი უნდა იყოს.

მწვანე კონცხი

თუ ვინმემ ზუსტად იცის ნაგებობის დანიშნულება კომენტარებში მომწერეთ. ახლა კი მას ძირითადად მეთევზეები და ზღვაში სიმაღლიდან ხტომის მოყვარულები იყენებენ.

გადასახტომად ემზადებიან

მაგრამ მოულოდნელად, სულ სხვამ სცადა გაფრენა 🙂

გაფრენის მცდელობა

გადახტომის გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი.

ბათუმი მწვანე კონცხიდან

პლიაჟის ძველი ინფრასტრუქტურა მიტოვებულია.

მწვანე კონცხის ინფრასტრუქტურა

ახალი კი ასეთია

ბუნგალოები

რუსული, მოძველებული და გულისამრევი მუსიკის მიუხედავად, რომელიც ახლომახლო კვების ობიექტებიდან ისმის აქ დასვენება გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ბათუმში, ქობულეთში ან კიდევ სარფში.

აჭარის პლიაჟი

ექსკლუზიური პლიაჟი

მწვანე კონცხის ექსკლუზიური პლიაჟი

ამ მშვენიერ, ექსკლუზიურ პლიაჟს შემთხვევით გადავაწყდი. ის მხოლოდ ზღვიდან მოსჩანს და თუ წინასწარ არ იცი მისი არსებობის შესახებ, დიდი ალბათობით ვერც ვერასდროს შეამჩნევთ. მე მას ექსკლუზიური პლიაჟი შევარქვი.

მწვანე კონცხი

მწვანე კონცხის მყუდრო პლიაჟზე გარუჯვისას ყურადღება მიიპყრო ზღვაში შეჭრილ კლდეზე გაკეთებულმა ხიდმა და ბუნებრივია მისკენ გავემართე. Read more

დღევანდელი ნუდისტური პლიაჟი

ამასწინათ ბათუმში 1930-იან წლებში ნუდისტური პლიაჟის არსებობის შესახებ ვწერდი. ეს ამბავი ნაჩვენებია იუთუბზე გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც უცხოელებს გადაუღიათ საბჭოთა აჭარაში. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნუდისტური პლიაჟი მართლაც არსებობდა მწვანე კონცხზე “დიკი პლიაჟის” სახელწოდებით. როგორც ჩანს “დიკი პლიაჟის” გადმონაშთი დღესაც არსებობს 🙂

ნუდისტი მწვანე კონცხის პლიაჟზე

დღევანდელი ნუდისტი მწვანე კონცხის პლიაჟზე.

ნუდისტი მწვანე კონცხის პლიაჟზე

ცოტა რთულია ნუდისტობა, ბევრის ყურადღებას იქცევს, მაგრამ შეუძლებელიც არ ყოფილა.

ნუდისტი მწვანე კონცხის პლიაჟზე

მწვანე კონცხის პლიაჟი

მწვანე კონცხი

ნუდისტური პლიაჟი ბათუმში

იუთუბზე გამოქვეყნებული ამ დოკუმენტური კადრების მიხედვით, ბათუმში, 1930-იან წლებში ნუდისტური პლიაჟი ფუნქციონირებდა (უყურეთ 1:17 წუთიდან). ბევრი უარყოფს ამ ვიდეომასალის სისწორეს, მაგრამ არიან ისეთების, ვისაც გადმოცემით სმენია, რომ გასაბჭოების პირველ ათწლეულში მსგავსი რამ მართლაც ხდებოდა.

ჩაქვი საუკუნის წინ

საუკუნის წინ, ჩაქვის ფერადი ფოტოები ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა სერგეი პროკუდინ-გორსკიმ გადაიღო. მის მიერ, ორიგინალური ტექნოლოგიით თბილისში, ბორჯომში და ბათუმში გადაღებული ფოტოები უკვე გამოვაქვეყნე. ახლა ჩაქვის რიგი დადგა. 

ჩაქვის ჩაის პლანტაცია და მეჩაიე (ბერძენი) ქალები

ფოტოზე აღბეჭდილია ჩაქვის ჩაის პლანტაცია და როგორც ავტორი აღნიშნავს, მეჩაიე (ბერძენი) ქალები.

ჩაქვი საუკუნის წინ

“ვიკიპედია” იუწყება, რომ 1895 წელს ჩაქვში ჩაის კულტურის გაშენებას ხელი მოჰკიდა “საუფლისწულო საზოგადოებამ”.

ლაო ჯონ-ჯაო

ჩაის საქმის გასაძღოლად ჩინეთიდან მოიწვიეს 23 წლის ლაო ჯინ ჯაო, რომლის ღვაწლი დაფასებულია რუსეთის იმპერიის მესამე ხარისხის სტანისლავის ორდენით. 

ლაო ჯინ ჯაოს სახლი

ლაო ჯინ ჯაოს ვილა ჩაქვში.

ჩაის პლანტაცია საუკუნის წინ

ახალი გაშენებული პლანტაცია და შემდეგ ჩაის ფაბრიკა.

ჩაქვის ჩაის ფაბრიკა

ჩაქვის ჩაის ფაბრიკის ექსტერიერი და ინტერიერი.

ჩაქვის ჩაის ფაბრიკა

საწარმოო პროცესი

ჩაქვის ჩაის ფაბრიკის ინტერიერი

ჩაქვის ჩაის ფაბრიკა

ჩაქვის ჩაის ფაბრიკის პროდუქცია, “რუსული საუფლისწულო ჩაი” ძირითადად განკუთვნილი იყო რუსეთის იმპერიის მაღალი საზოგადოებისთვის.

სიმინდის ყანა

სიმინდის ყანა, პალმები და შემდეგ ბამბუკი.

ბამბუკი

ჩაქვში საუკუნის წინ ჩაის გარდა განვითარებული იყო ბამბუკის წარმოებაც.

ჩაქვის ბამბუკი

ბამბუკის საწარმო

ბამბუკის საწარმო ჩაქვში

ბამბუკის გადასამუშავებელი დანადგარები

ჩაქვის ბამბუკის საწარმო

ბოლოს ჩაქვის პალმების ფოტო და…

ჩაქვი საუკუნის წინ

…ბათუმის პანორამა ჩაქვიდან.

ბათუმი ჩაქვიდან

“ავთენტური” ბათუმი

ბოლო წლების მანძილზე ბევრი დავიდარაბა მსმენია: ბათუმი დაანგრიესო, ბათუმმა ავთენტობა და ძველი იერი დაკარგაო… კარგად მახსოვს ძველი 10 წლის წინანდელი ბათუმი, მაგრამ ვისაც არ ახსოვს, დღემდე შემორჩენილი არტეფაქტები შეახსენებს.

ბათუმის გაურემონტებელი კორპუსი

ამ ფოტოზე კორპუსი ყოფილი პროკურატურის უკან. კიდევ ერთი ხელუხლებელი კორპუსი ახალი მაკდონალდსის მიდამოებში.

ბათუმის ავთენტური კორპუსი

კორპუსების გარდა არც ხელუხლებელი კერძო სახლები ბრწყინავენ. აი ასეთი ხედი იშლება ბათუმის საბაგირო გზიდან.

ძველი ბათუმი

ამ უბნებში, ბათუმის მაშტაბური რეკონსტრუქციის ფარგლებში, ჯერ მხოლოდ გზების ნაწილის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ავთენტური ბათუმი

ძალიან მიყვარს ძველი, ორიგინალური არქიტექტურა, მაგრამ ამ შენობებში ვერაფერი განსაკუთრებული ვერ აღმოვაჩინე, რომ მათ ავთენტობაზე და განუმეორებლობაზე დავიდარაბის ატეხვა ღირდეს.

ბათუმური სახლები

პრობლემა: ქალაქს არასათანადოდ უვლიან

ამის შესახებ ერთი წლის წინაც ვწერდი. უამრავი დეტალია რაც ახალ გარემონტებულ ქალაქს იერს და კომფორტს უკარგავს. მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.

ავტობუსის მოსაცდელი ბათუმში

ამ თანამედროვე კონსტრუქციის შუშები თითქმის ყველგან ან გაბზარულია, ან კიდევ დამსხვრეული.

ვანდალიზმი ბათუმში

ვანდალებს არც ის აშინებთ, რომ მოსაცდელში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები.

ბათუმის მაკდონალდსი

სარეველა ბალახები ბათუმის მაკდონალდსთან, რომელიც მსოფლიოში არქიტექტურისა და დიზაინის გამორჩეულ ნიმუშსს წარმოადგენს. სარეველა ბალახებია არა მარტო აუთვისებელ ტერიტორიაზე, არამედ პლაჟის ფრენბურთის მოედანზეც კი.

პლაჟის ფრენბურთის მოედანი

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფრის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებაა…

ბათუმის საბაგიროს პერსონალი

ახალი ბათუმის რამდენიმე კადრი

ახალი ბათუმის რამდენიმე კადრი

პლაჟი, ანბანის კოშკი და ტექნოლოგური უნივერსიტეტის უფუნქციო დარჩენილი შენობა.

პლაჟი, ანბანის კოშკი და ტექნოლოგური უნივერსიტეტის უფუნქციო დარჩენილი შენობა.

ანბანის კოშკი

ანბანის კოშკი

ალი და ნინო ზღვის პირას

ალი და ნინო ზღვის პირას.

ბულვარის შადრევანი

ბულვარის შადრევანი

ბათუმის ასტრონომიული საათი

ბათუმის ასტრონომიული საათის კოშკი

სასტუმრო ჰილტონი

სასტუმრო ჰილტონი

ახალი ბათუმის სანაპირო

ახალი ბათუმის სანაპირო

ველობილიკი და ველოსიპედისტები

ველობილიკი და ველოსიპედისტები

სასტუმრო რედისონ ბლუ

სასტუმრო რედისონ ბლუ

კაფე-ბარები ბულვარში

კაფე-ბარები ბულვარში

საკონსტიტუციო სასამართლო და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

საკონსტიტუციო სასამართლო და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სასტუმრო რედისონ ბლუ

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სასტუმრო რედისონ ბლუ

რუსთაველის გამზირი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ცათამბჯენი

რუსთაველის გამზირი და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ცათამბჯენი.

ბულვარი

ბულვარი

ახალი ბათუმი

ყოფილი ჭაობის უბანი. იუსტიციის სახლი და ჭაობის ადგილზე შექმნილი ხელოვნური ტბა.

ბათუმის ქუჩა

ასათვისებელი ბათუმი

ასათვისებელი ბათუმი

ბათუმი და ტრამვაი

Tram in Batumi

30 იანვარს აჭარა P.S.-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბათუმში შეიძლება ტრამვაის პროექტზე მუშაობა დაიწყოს. “ბათუმში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმის წარმატებულად ამოქმედების შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ ქალაქში ტრამვაის ხაზის ამოქმედდება.” – წერს აჭარა P.S.

ტრამვაი ბათუმის ბულვარში

პესიმისტების მხრიდან უკვე გამოჩნდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ბათუმში ვიწრო ქუჩებია და ასე შემდეგ. მათ შევახსენებ, რომ ტრამვაი სხვა ტრანსპორტისგან განსხვავებით ყველაზე ვიწრო ქუჩაში უპრობლემოდ გადაადგილდება რადგან დაფიქსირებულია ლიანდაგზე და მას არ სჭირდება დამატებითი სივრცე მანევრირებისთვის. მეორეც ბათუმის ქუჩებში 90-იანების ბოლომდე მატარებლები დადიოდნენ.

მატარებელი ბათუმში

ასეთი ტრადიციის მქონე ქალაქში ტრამვაის ხაზის გატარება მხოლოდ ფინანსურ საკითხებს უკავშირდება და სხვას არაფერს 🙂

მატარებელი ბათუმის ქუჩაზე

დიდთოვლობა ბათუმში

დიდთოვლობა ბათუმში

15 სანტიმეტრიანმა თოვლმა, 4 დღის მანძილზე, თითქმის მთელი ბათუმის პარალიზება გამოიწვია.

რადიო

უდენობა, უგაზობა, უწყლობა, უინტერნეტობა და გაჩერებული საქალაქო ტრანსპორტი, არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაც აჭარის დედაქალაქს აწუხებს. ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობა 15 სანტიმეტრიან თოვლს სტიქიას უწოდებს და თავს ამით იმართლებს. თუმცა კი ასეთი თოვლი ჩვეულებრივი ამბავია ბათუმისთვის.

არადა, საუკუნის წინანდელ ბათუმს მართლაც ახსოვს დიდთოვლობა.

batumi-1911-winter

ეს ფოტოები გადაღებულია 1911 წელს.

batumi-1911-snow

ფოტოებიდან ნათლად ჩანს, რომ თოვლის ზომა 15 სანტიმეტრზე მინიმუმ 10-ჯერ უფრო მეტი იყო, მაგრამ ხალხი ქალაქში გადაადგილებას მაინც ახერხებდა.

batumi-1911-tovli

ამ ფოტოზე, მარჯვენა ზედა კუთხეში მარხილი 1 მეტრზე მაღალ თოვლზე გადაადგილდება.