ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ზღვის სეზონი ახლოვდება და ბევრი გეზსს აიღებს ბათუმისკენ.

მწვანე კონცხი

როდესაც დამსვენებლებით დატვირთული მატარებელი ბათუმს მიუახლოვდება, ეს ადგილი, მწვანე კონცხი უნდა გაიაროს. გადამწვანებულ კლდოვან მთაზე კი გაშენებულია ბოტანიკური ბაღი.

ბოტანიკური ბაღი

არასდროს მიყვარდა ბოტანიკა, მაგრამ მწვანე სილამაზე ამ ბოლო დროს სულ უფრო მიზიდავს. ბათუმის ბოტანიკური ბაღი იმით უფრო საინტერესოა, რომ მის მახლობლად და მასში შეიძლება დასვენება. ზღვაში ბანაობასა და პლაჟზე გარუჯვას მწვანე კონცხის სანაპიროზე, ჩვეულებრივ ან ექსკლუზიურ პლაჟზე მოახერხებთ იმაზე კარგად, ვიდრე ბათუმში. აქ ოდითგანვე ყოფილა ნუდისტური პლაჟიRead more

მსოფლიო ბრენდები ხელვაჩაურში

ბრენდების მოყვარულებს ხშირად უკვირთ ხოლმე, როდესაც ვეუბნები, რომ მათი საყვარელი ესა თუ ის ბრენდი, მაგალითად “ზარა” ან “კოტონი” საქართველოში, კერძოდ კი ხელვაჩაურშიც იკერება და იქვე საკმაოდ იაფადაც იყიდება.

ბრენტი

ხელვაჩაურში თურქული ინვესტიციით ამუშავებული თანამედროვე სტანდარტების ფაბრიკა მსოფლიო ბრენდების დაკვეთებზე მუშაობს. ტანსაცმლის მწარმოებელი ცნობილი კომპანიები მათ მიერ შექმნილი ახალი მოდელების მასობრივი გამოშვებისთვის ისეთ ფაბრიკებს ეძებენ, რომლებიც სტანდარტებსაც აკმაყოფილებენ და იქ ტანსაცმლის შეკერვა სხვადასხვა ფაქტორის გამო იაფი დაჯდება.

ლაკოსტა

სწორედ ამიტომ იკერება აჭარაში Tommy Hilfiger, Zara, Marks & Spencer, Cotton, Puma, Mexx, Next, George, Miss etam, Lotto, Per Una, Autograph, Lebek, Hawes & Curtis, Primark… ამ ბრენდების პროდუქცია ხელვაჩაურის ფაბრიკის წინ, გზისპირას გახსნილ სავაჭრო ცენტრში იყიდება.

ბრენტი

ფასები ხშირ შემთხვევაში ბაზრობაზე გამოტანილი პროდუქციის ღირებულებაზე ნაკლებია, ხარისხი კი ევროპული. მაგალითად მამაკაცის შარვლები.

ხელვაჩაურის ფაბრიკის პროდუქცია

ქალების ტანისამოსიც ძალიან იაფია, მაგალითად ეს მაისურები 10-15 ლარი.

ხელვაჩაურის ნაწარმი

ტანისამოსის გარდა ამ სავაჭრო ცენტრში უამრავი პროდუქციაა, მათ შორის “თეთრეული”

თეთრეული

იხ რუკა: გუგლის რუკა

მწვანე კონცხი

მწვანე კონცხზე ულამაზეს სიმწვანესთან ერთად ბევრ სხვა რამესაც აღმოაჩენთ. მაგალითად, მიტოვებულ დაჟანგულ და ბუნებასთან შერწყმულ საბაგირო გზას.

მწვანე კონცხის საბაგირო გზა

ინტერნეტში მოიპოვება ამ საბაგიროს დაახლოებით 1980-იან წლებში გადაღებული ფოტო.

მწვანე კონცხის საბაგირო 1980-იანი წლები

საბაგირო მწვანე კონცხის სარკინიგზო სადგურს, ბოტანიკური ბაღს ზედა ნაწილთან აკავშირებდა და ტურისტებს ბაღში ასვლას უადვილებდა. ის თითოეულ მათგანს ულამაზეს ბუნებაში ფრინველივით გადაადგილების შეგრძნებას ანიჭებდა.

ბოტანიკური ბაღის საბაგირო

ამას დაუმატეთ რკინიგზის თავზე გადაფრენით გამოწვეული ექსტრიმიც.

მწვანე კონცხის საბაგირო

დარწმუნებული ვარ საბაგიროს სიმაღლიდან ბათუმის უმშვენიერესი ხედებიც გადაიშლებოდა, იმაზე უკეთესი, ვიდრე რკინიგზის ბაქნიდან მოჩანს.

მწვანე კონცხის ბაქანი

თუ რკინიგზაზე გადახვალთ ბოტანიკური ბაღის შესასვლელს ან პლიაჟს მიადგებით. ჯერ პლიაჟზე გავიარ-გამოვიაროთ.

მწვანე კონცხის პლიაჟი

პლიაჟი მყუდრო, მშვიდი და ზღვა – სუფთა და თბილი. ამ ზღვაში შეჭრილი ნაგებობის დანიშნულება ზუსტად ვერ ამოვიცანი. ნაპირსამაგრი მგონია, მაგრამ ძალიან მაღალი ჩანს. მეორეც ნაპირიდან დაახლოებით 20 მეტრში ძველი კედლის ნარჩენებია, რაც მაეჭვებს, რომ რაღაც გემის მისადგომი უნდა იყოს.

მწვანე კონცხი

თუ ვინმემ ზუსტად იცის ნაგებობის დანიშნულება კომენტარებში მომწერეთ. ახლა კი მას ძირითადად მეთევზეები და ზღვაში სიმაღლიდან ხტომის მოყვარულები იყენებენ.

გადასახტომად ემზადებიან

მაგრამ მოულოდნელად, სულ სხვამ სცადა გაფრენა 🙂

გაფრენის მცდელობა

გადახტომის გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი.

ბათუმი მწვანე კონცხიდან

პლიაჟის ძველი ინფრასტრუქტურა მიტოვებულია.

მწვანე კონცხის ინფრასტრუქტურა

ახალი კი ასეთია

ბუნგალოები

რუსული, მოძველებული და გულისამრევი მუსიკის მიუხედავად, რომელიც ახლომახლო კვების ობიექტებიდან ისმის აქ დასვენება გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ბათუმში, ქობულეთში ან კიდევ სარფში.

აჭარის პლიაჟი

დღევანდელი ნუდისტური პლიაჟი

ამასწინათ ბათუმში 1930-იან წლებში ნუდისტური პლიაჟის არსებობის შესახებ ვწერდი. ეს ამბავი ნაჩვენებია იუთუბზე გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც უცხოელებს გადაუღიათ საბჭოთა აჭარაში. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნუდისტური პლიაჟი მართლაც არსებობდა მწვანე კონცხზე “დიკი პლიაჟის” სახელწოდებით. როგორც ჩანს “დიკი პლიაჟის” გადმონაშთი დღესაც არსებობს 🙂

ნუდისტი მწვანე კონცხის პლიაჟზე

დღევანდელი ნუდისტი მწვანე კონცხის პლიაჟზე.

ნუდისტი მწვანე კონცხის პლიაჟზე

ცოტა რთულია ნუდისტობა, ბევრის ყურადღებას იქცევს, მაგრამ შეუძლებელიც არ ყოფილა.

ნუდისტი მწვანე კონცხის პლიაჟზე

მწვანე კონცხის პლიაჟი

მწვანე კონცხი

სარფის საბაჟო

სარფის საბაჟო

ცნობილი ფაქტია, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებული ლტოლვა ჰქონდა თანამედროვე დიზაინისა და არქიტექტურისადმი. შედეგად მისი პრეზიდენტობის პერიოდშ ბევრი ნაგებობა მსოფლიოში საუკეთესო დიზაინის ნიმუშად აღიარეს. ამ ახალმა დიზაინმა სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმასთან ერთად ფუნქციონალური დატვირთვაც შეიძინა, რაც მოქალაქეებს ესთეტიკურთან ერთად გამარტივებული პროცედურებით სარგებლობის სიამოვნებასაც ანიჭებს. Read more

ნუდისტური პლიაჟი ბათუმში

იუთუბზე გამოქვეყნებული ამ დოკუმენტური კადრების მიხედვით, ბათუმში, 1930-იან წლებში ნუდისტური პლიაჟი ფუნქციონირებდა (უყურეთ 1:17 წუთიდან). ბევრი უარყოფს ამ ვიდეომასალის სისწორეს, მაგრამ არიან ისეთების, ვისაც გადმოცემით სმენია, რომ გასაბჭოების პირველ ათწლეულში მსგავსი რამ მართლაც ხდებოდა.

ჩაქვი საუკუნის წინ

საუკუნის წინ, ჩაქვის ფერადი ფოტოები ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა სერგეი პროკუდინ-გორსკიმ გადაიღო. მის მიერ, ორიგინალური ტექნოლოგიით თბილისში, ბორჯომში და ბათუმში გადაღებული ფოტოები უკვე გამოვაქვეყნე. ახლა ჩაქვის რიგი დადგა. 

ჩაქვის ჩაის პლანტაცია და მეჩაიე (ბერძენი) ქალები

ფოტოზე აღბეჭდილია ჩაქვის ჩაის პლანტაცია და როგორც ავტორი აღნიშნავს, მეჩაიე (ბერძენი) ქალები.

ჩაქვი საუკუნის წინ

“ვიკიპედია” იუწყება, რომ 1895 წელს ჩაქვში ჩაის კულტურის გაშენებას ხელი მოჰკიდა “საუფლისწულო საზოგადოებამ”.

ლაო ჯონ-ჯაო

ჩაის საქმის გასაძღოლად ჩინეთიდან მოიწვიეს 23 წლის ლაო ჯინ ჯაო, რომლის ღვაწლი დაფასებულია რუსეთის იმპერიის მესამე ხარისხის სტანისლავის ორდენით. 

ლაო ჯინ ჯაოს სახლი

ლაო ჯინ ჯაოს ვილა ჩაქვში.

ჩაის პლანტაცია საუკუნის წინ

ახალი გაშენებული პლანტაცია და შემდეგ ჩაის ფაბრიკა.

ჩაქვის ჩაის ფაბრიკა

ჩაქვის ჩაის ფაბრიკის ექსტერიერი და ინტერიერი.

ჩაქვის ჩაის ფაბრიკა

საწარმოო პროცესი

ჩაქვის ჩაის ფაბრიკის ინტერიერი

ჩაქვის ჩაის ფაბრიკა

ჩაქვის ჩაის ფაბრიკის პროდუქცია, “რუსული საუფლისწულო ჩაი” ძირითადად განკუთვნილი იყო რუსეთის იმპერიის მაღალი საზოგადოებისთვის.

სიმინდის ყანა

სიმინდის ყანა, პალმები და შემდეგ ბამბუკი.

ბამბუკი

ჩაქვში საუკუნის წინ ჩაის გარდა განვითარებული იყო ბამბუკის წარმოებაც.

ჩაქვის ბამბუკი

ბამბუკის საწარმო

ბამბუკის საწარმო ჩაქვში

ბამბუკის გადასამუშავებელი დანადგარები

ჩაქვის ბამბუკის საწარმო

ბოლოს ჩაქვის პალმების ფოტო და…

ჩაქვი საუკუნის წინ

…ბათუმის პანორამა ჩაქვიდან.

ბათუმი ჩაქვიდან

“ავთენტური” ბათუმი

ბოლო წლების მანძილზე ბევრი დავიდარაბა მსმენია: ბათუმი დაანგრიესო, ბათუმმა ავთენტობა და ძველი იერი დაკარგაო… კარგად მახსოვს ძველი 10 წლის წინანდელი ბათუმი, მაგრამ ვისაც არ ახსოვს, დღემდე შემორჩენილი არტეფაქტები შეახსენებს.

ბათუმის გაურემონტებელი კორპუსი

ამ ფოტოზე კორპუსი ყოფილი პროკურატურის უკან. კიდევ ერთი ხელუხლებელი კორპუსი ახალი მაკდონალდსის მიდამოებში.

ბათუმის ავთენტური კორპუსი

კორპუსების გარდა არც ხელუხლებელი კერძო სახლები ბრწყინავენ. აი ასეთი ხედი იშლება ბათუმის საბაგირო გზიდან.

ძველი ბათუმი

ამ უბნებში, ბათუმის მაშტაბური რეკონსტრუქციის ფარგლებში, ჯერ მხოლოდ გზების ნაწილის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ავთენტური ბათუმი

ძალიან მიყვარს ძველი, ორიგინალური არქიტექტურა, მაგრამ ამ შენობებში ვერაფერი განსაკუთრებული ვერ აღმოვაჩინე, რომ მათ ავთენტობაზე და განუმეორებლობაზე დავიდარაბის ატეხვა ღირდეს.

ბათუმური სახლები

პრობლემა: ქალაქს არასათანადოდ უვლიან

ამის შესახებ ერთი წლის წინაც ვწერდი. უამრავი დეტალია რაც ახალ გარემონტებულ ქალაქს იერს და კომფორტს უკარგავს. მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.

ავტობუსის მოსაცდელი ბათუმში

ამ თანამედროვე კონსტრუქციის შუშები თითქმის ყველგან ან გაბზარულია, ან კიდევ დამსხვრეული.

ვანდალიზმი ბათუმში

ვანდალებს არც ის აშინებთ, რომ მოსაცდელში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები.

ბათუმის მაკდონალდსი

სარეველა ბალახები ბათუმის მაკდონალდსთან, რომელიც მსოფლიოში არქიტექტურისა და დიზაინის გამორჩეულ ნიმუშსს წარმოადგენს. სარეველა ბალახებია არა მარტო აუთვისებელ ტერიტორიაზე, არამედ პლაჟის ფრენბურთის მოედანზეც კი.

პლაჟის ფრენბურთის მოედანი

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფრის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებაა…

ბათუმის საბაგიროს პერსონალი

დიდთოვლობა ბათუმში

დიდთოვლობა ბათუმში

15 სანტიმეტრიანმა თოვლმა, 4 დღის მანძილზე, თითქმის მთელი ბათუმის პარალიზება გამოიწვია.

რადიო

უდენობა, უგაზობა, უწყლობა, უინტერნეტობა და გაჩერებული საქალაქო ტრანსპორტი, არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაც აჭარის დედაქალაქს აწუხებს. ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობა 15 სანტიმეტრიან თოვლს სტიქიას უწოდებს და თავს ამით იმართლებს. თუმცა კი ასეთი თოვლი ჩვეულებრივი ამბავია ბათუმისთვის.

არადა, საუკუნის წინანდელ ბათუმს მართლაც ახსოვს დიდთოვლობა.

batumi-1911-winter

ეს ფოტოები გადაღებულია 1911 წელს.

batumi-1911-snow

ფოტოებიდან ნათლად ჩანს, რომ თოვლის ზომა 15 სანტიმეტრზე მინიმუმ 10-ჯერ უფრო მეტი იყო, მაგრამ ხალხი ქალაქში გადაადგილებას მაინც ახერხებდა.

batumi-1911-tovli

ამ ფოტოზე, მარჯვენა ზედა კუთხეში მარხილი 1 მეტრზე მაღალ თოვლზე გადაადგილდება.

სარფი

სარფის კლდეები

ამბობენ სარფში კარგი ზღვააო. ამიტომ ბევრი აქ სპეციალურად საბანაოდ ჩადის. ბევრს, მიუხედავად სექტემბრის პირველი რიცხვების მწველი სიცხისა, ბანაობისთვის სულაც არ ცხელა.

სარფის საბაჟო

საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ავტოტრანსპორტი, თურქეთში მიმავალ-მომავალი ვაჭრები და ტურისტები ერთმანეთში ირევა. Read more

ბათუმი საუკუნის წინ

ბათუმი 1913 წ. ალექსანდრ ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარი

კადრში მოსჩანს ალექსანდრ ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარი. ახლა ამ ტაძრის ადგილზე ცნობილი სასტუმრო “ინტურისტი” დგას. სასტუმროს ჰოლში ტურისტებს ტაძრის მაკეტს აჩვენებენ.  საუკუნის წინანდელი ბათუმის ფერადი ფოტოები გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა სერგეი პროკუდინ-გორსკიმ, რომელმაც საქართველოში 1910-1913 წლებში იმოგზაურა.

აზიზიეს მეჩეთის მოლები

აზიზიეს მეჩეთის მოლები

ნობელის გარადოკი

ნობელის გარადოკი, ასე ეძახდნენ ბათუმის იმ ნაწილს სადაც განლაგებული იყო ძმები ნობელების ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

ბათუმის სანაპირო, ხედი ჩაქვიდან, 1910 - 13 წწ.

ბათუმის სანაპირო, ხედი ჩაქვიდან, 1910 – 13 წწ.

აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში

აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში

მოხიბლული ვარ ბათუმით, მაგრამ კლიმატი კაიფს ტეხავს. აჭარის და მთლიანად საქართველოს შავი ზღვისპირეთის სხვა ადგილებში კლიმატს კიდევ ემატება გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მომსახურების დაბალი დონე და სიძვირე. Read more

ძველი ბათუმი

old-batumi-street

ძველი ბათუმი საოცრებაა. მას ძველი კოლორიტი კვლავაც შემორჩა ამ ბოლო წლებში ჩატარებულმა რეკონსტრუქციის მიუხედავად. ეს პროექტის ავტორების დამსახურება მგონია, რომლებმაც ხელი თითქმის არ ახლეს ძველ ფასადებს და მათ ბუნებრივი სიძველე შეუნარჩუნეს.

old-batumi-bank

Read more

რა არ მომეწონა ბათუმში

IMG_4760

სასტუმრო “რედისონთან” ახლოს, იქ სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის “ბათუმი ტაუერი” აშენდა და იქ სადაც საკამაოდ დიდი სასტუმროს, “კემპინსკის” მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, საშინელი სუნი ტრიალებს. მიზეზი ფოტოზეც ჩანს. ეს ჩაოხრებული ფეხსალაგი, როგორც ჩანს მუშებს ემსახურებოდა და ცათამბჯენის მშენებლობის დამთავრების შემდეგ მისი ავტორის შესარცხვენად შემოინახა ადგილობრივმა თვითმართველობამ 🙁

ბათუმი ღამით

არ ვიცი რა მიზეზით არის ჩაბნელებული ეს ულამაზესი შენობა და რა მიზეზით არ მუშაობს მასზე დამონტაჟებული ეშმაკის ბორბალი.

ეშმაკის ბორბალი ცათამბჯენზე

იმავე ავტორს მიაწერენ ამ საბაგირო გზის მშენებლობასაც, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად გამართულია, არ მუშაობს, დაკეტილია.

გაჩერებული საბაგირო გზა

ალბათ ველობილიკის ავტორის მიმართ დამოკიდებულება ჩანს ავტომობილების მფლობელთა საქციელშიც.

IMG_4430

დავიჯერო ამ ფეხითმოსიარულეთა საქციელიც (ისინი გზას გაზონზე გადავლით კვეთენ) პოლიტიკით არის განპირობებული?

ბათუმის ქუჩა

თუ ფეხითმოსიარულენი გაზონებს თელავენ, ავტომობილები ტროტუარებს ამსხვრევენ.

პარკირება ტროტუარზე

შედეგი

დანგრეული ქვაფენილი

არც მოქალაქეები აკლებენ ახალ ქვაფენილს. Read more