აღმაშენებლის გამზირი 2

აღმაშენებლის გამზირი 2

დავით აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სხვებთან ერთად მეც დავათვალიერე “ახალი ტფილისის” ახლადგახსნილი საფეხმავლო ნაწილი და ვიდეოც გადავიღე. Read more

ტრამვაი აღმაშენებელზე

აღმაშენებლის გამზირზე სეირნობისას ევროპის შუაგულში ვიგრძენი თავი. ამის მიზეზი კი ზაფხული და კვირა დღე იყო, რომლის დროსაც ქალაქი ავტომობილებისგან იცლება. რეკონსტრუირებულ აღმაშენებლის გამზირს ნამდვილ ევროპად კი საფეხმავლო ქუჩად გამოცხადება და ტრამვაი გადააქცევდა.

ტრამვაი აღმაშენებელზე
ფოტომონტაჟი

ძველი თბილისის რეკონსტრუქციის შეფასება

ერთგვარ მოდად ჩამოყალიბდა ლაპარაკი იმაზე, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაცია გიფსოკარდონით განხორციელდა, ან კიდევ საერთოდ რეაბილიტაციის ნაცვლად დაანგრიეს. არადა რეალობა სხვაგვარია.

დავით აღმაშენებლის გამზირი

ხშირად, ხალხის ნაწილი საკუთარ თვალებზე მეტად სხვის აზრს უფრო მეტად ენდობა. აი რას ამბობს ცნობილი ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე თბილისში, ლეღვთახევისა და აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ, ასევე შემოვლითი რკინიგზის პროექტზე.

აღმაშენებლის გამზირი

დავით აღმაშენებლის გამზირი

ეს ფოტოები აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის დასრულებისთანავე, 2011 წლის ნოემბრის ბოლოს გადავიღე. ძალიან ლამაზი იყო, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კამათისა და აზრთა სხვადასხვაობის თემად რჩება რეკონსტრუქციის პროცესი.

აღმაშენებლის გამზირი

რეკონსტრუქციის შედეგად ძველი იერი დაუბრუნდა და გალამაზდა უამრავი ევროპული ყაიდის შენობა. ასეთი თბილისი პრაღას, მიუნხენს და ვარშავას ჰგავს.

მიხაილოვის გამზირი

ამ წმინდა, ევროპულ არქიტექტურას ორგანულად ერწყმის აზიური ელემენტები.

აივნები აღმაშენებელზე

აზიურთან ერთად, გამზირის არქიტექტურაში, კიდევ უფრო ორგანულად ჩაეწერა მოდერნიზებული საბჭოთა შენობები.

საბავშვო თეატრი

ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრი და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი.

ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ნაციონალური ბალეტი

მარჯანიშვილის მოედნის მოდერნიზებული სტალინური არქიტექტურა.

მარჯანიშვილის მოედანი

ასევე, ერთიანი კომპლექსის ორგანულ ნაწილად იქცა 90-იანი წლების უსახური ნაგებობები.

აღმაშენებლის გამზირი

90-იანების რკინის მიშენება მეტრო მარჯანიშვილთან.

მიშენება

მარჯვნივ მოჩანს რკინიგზელთა კულტურის სასახლე. მისი ახლანდელი დანიშნულება ზუსტად არ ვიცი.

რკინიგზელთა კულტურის სასახლე

ისევ არქიტექტურული ეკლექტიკა.

პლეხანოვის სახლები

განახლებული სილამაზეც კი უძლურია უკულტურობასთან და უწესობასთან. ავტომობილის დგომის ამკრძალავი ორი ნიშნის მიუხედავად ტროტუარზე, ჭიშკრის წინ, ჭუჭყიანი და აჭრელებული ავტომობილის პარკირება ერთეულ შემთხვევას არ წარმოადგენს.

სილამაზე

ესეც რომ არ იყოს, ამ უნიკალურ არქიტექტურას და რეკონსტრუქციისთვის დახარჯულ სახსრებს ფასს უკარგავს ავტოტრანსპორტის ნაკადი. აღმაშენებლის გამზირი ცენტრალურ მაგისტრალად არის გადაქცეული და სავალი ნაწილის ორივე მხარეს პარკირების ადგილებია.

აღმაშენებელის გამზირი

უზღვავი რაოდენობის სამარშრუტო ტაქსები, ავტობუსები და პერსონალური ავტომობილები, ასევე სავალ ნაწილზე მორბენალი ქვეითად მოსიარულენი ამ ადგილისთვის შეუფერებელ ქაოსს ქმნიან.

მარშუტკა პლეხანოვზე

კარგი იქნებოდა გამზირის სატრანსპორტო ფუნქცია რეკონსტრუქციასთან ერთად შეცვლილიყო, მაგრამ ამაზე თითქმის არავინ საუბრობს.

აღმაშენებლის პროსპექტი

სამაგიეროდ გაუთავებლად ლაპარაკობენ და უკვე ბევრმა დაიჯერა კიდეც, რომ აღმაშენებლის გამზირი “გიფსოკარდონში ჩასვეს” (იგულისხმება ძირითად სარემონტო მასალად გიფსოკარდონის გამოყენება.)

ვეტცელის სასტუმრო

გიფსოკარდონი იმხანად ოპოზიციურად განწყობილი, ახლა კი მმართველი პოლიტიკური ძალის აქტიურმა მხარდამჭერებმა ვეტცელის სასტუმროს კედლებზე აღმოაჩინეს. ეს მსუბუქი სამშენებლო მასალა მიმაგრებული იყო ამ ულამაზესი შენობის პირველი სართული ქვედა ნაწილზე, იმ ადგილზე სადაც შენობა ტროტუარს ერწყმის. “უხარისხო რეკონსტრუქციის” დასამტკიცებლად ვანდალებმა გიფსოკარდონი დაამსხვრიეს, ფოტოები გადაუღეს და მედიაც ააჭრელეს.

ვეტცელის სახლი

ამ ფოტოზეც ჩანს, რომ შენობის შიდა ნაწილი ცარიალია და გაურემონტებელი. საქმე ისაა, რომ ვეტცელის ისტორიულ ნაგებობას კერძო მესაკუთრე ჰყავს და სანამ ინვესტორი საფუძვლიან რეკონსტრუქციას ჩაატარებდა გამზირის რემონტისას შენობის ფასადის დროებით მოპირკეთდა. სწორედ ამიტომ, მარმარილოს ფილების დამაგრებამდე ვეტცელის შენობის საძირკველს გიფსოკარდონი დროებით მიაწებეს. ამ ულამაზესი შენობის რეკონსტრუქცია ახლაც მიმდინარეობს.

კინოთეატრი აპოლო

თუ ვეტცელის აღდგენა გრძელდება ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება ისტორიული კინოთეატრის “აპოლოს” რეკონსტრუქციის საკითხი.

აპოლო

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი აღმაშენებლის გამზირზე.

ებრაული სახლი

გამზირზე მდებარე მრავალფეროვანი არქიტექტურის რეკონსტრუქციის შედეგი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა დიდი ზომის, უფორმო ჭადრების ამოძირკვის შემდეგ. ხეების მოჭრას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაგრამ მათი შენარჩუნება შეუძლებელს ხდიდა ისტორიული, არქიტექტურული თუ კულტურული ძეგლების გამაგრებას. ჭადრების ფესვთა სისტემა ანგრევდა ძველი შენობების საძირკვლებს და კედლებს. ასევე იყო ათასგვარი ალერგიების მიზეზი.

აღმაშენებლის არქიტექტურა

დიდი ზომის ჭადრები, მცირე ზომის მწვანე ნარგავებმა შეცვალა.

აღმაშენებლის გამზირი

ახლა შენიშვნები. ნაწილი ზევით დავწერე რაც დაკავშირებულია ავტოტრანსპორტით შექნილ ქაოსთან. მეორე არის ის უხარისხობა რაც რესტავრირებული გამზირის ზოგიერთ ადგილზე შევამჩნიე.

უხარისხო ქვაფენილი

ქვაფენილის და მეტლახის დაგება ქართველი ხელოსნების სისუსტეა, ვერაფრით ისწავლეს 🙂

ამოვარდნილი ქვაფენილი

ბევრი ამ და სხვა უხარისხობას რეკონსტრუქციის ინიციატორის მიხეილ სააკაშვილის ხასიათს აბრალებს რაც სიჩქარის ძირითადი მიზეზიაო. მე კი საწინააღმდეგოში ვარ დარწმუნებული. ბევრგან მინახავს აუჩქარებლად შესრულებული სამუშაო, დამკვეთიც სხვა ყოფილა, თუმცა უხარისხობა მაინც პრობლემად დარჩენილა.

პლეხანოვი

მაინც ლამაზია 🙂

სახლი აღმაშენებელზე

ნამდვილი ევროპაა, კარგი იქნება მთელი მიმდებარე ტერიტორია ამგვარად აღადგინონ.

აღმაშენებლის გამზირი

პოსტებს გამზირის სხვა მონაკვეთებზე, რომლების რეაბილიტაცია მოგვიანებით განხორციელდა მომავალში მოვამზადებ.