დავით აღმაშენებლის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ყველა რეკორდი მოხსნა. ჯერ მგზავრთა რაოდენობის რეკორდებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ არც ეს არის შორს. 2010 წლიდან 2015 წლის ჩათვლით მგზავრების რაოდენობა დაახლოებით 2400%-ით გაიზარდა.

ქუთაისის აეროპორტი

თუმცა, დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის რეკორდი ძირითადად მის აღიარებას უკავშირდება გამორჩეული არქიტექტურისა და დიზაინის გამო. ერთი თვის წინ აშშ-ს გამოცემა “არქიტექტურულმა დაიჯესტმა” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საოცარი დიზაინის ხუთ ახალ აეროპორტთა შორის დაასახელა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჰოლანდიური კომპანია UNstudio-ს მიერ დაპროექტებული ტერმინალი მგზავრთა სწრაფად მზარდი რაოდენობით გამოირჩევა. Read more

პანორამა თბილისის ვარიანტები

პანორამა თბილისის” პრეზენტაციის უფრო დეტალური ვერსია, რომელშიც მოცემულია თავისუფლების მოედნისა და ერეკლეს მოედნის რამდენიმე სხვა ვარიანტი.

panorama-tbilisi-001 panorama-tbilisi-002 panorama-tbilisi-003 Read more

არქიტექტურის დეგრადაცია

რუსთაველზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ “მაგთიკომის” მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება. პროექტის არქიტექტურამ ბევრი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა მშენებლობა მაინც მიმდინარეობს. მისი დასრულების შემდეგ რუსთაველზე აი ასეთ შენობას მივიღებთ.

მაგთის გალერეა

“მაგთის” არქუტექტურა ჩაანაცვლებს “თბილისის ომის” დროს დამწვარ და დანგრეულ “მხატვრის სახლს”. მშენებლობის პროცესი

magti-rustaveli

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე, 1921 წლამდე, ეს შენობა სასტუმრო “ორიანტს” წარმოადგენდა.

სასტუმრო "ორიანტი"

ამერიკელი ჟურნალისტი ჯულიან რალფი 1898 წელს გამოქვეყნებულ მოგონებებში წერდა: “ერთადერთი მართლაც შესანიშნავი სასტუმრო, რომელიც ჩემი მოგზაურობის დროს ვნახე, იყო სასტუმრო „ორიანტი“ თბილისში. მას ინახავდა ერთი შვეიცარიელი კაცი და მისი ცოლი, რომლებმაც იცოდნენ, რომ მსახურების შერჩევისას უნდა მორიდებოდნენ რუსებსა და სომხებს – ყველა მათგანი ქართველია”.

Hotel Oriant

გამორჩეული ხარისხის გარდა ეს შენობა სახელგანთქმული იყო არქიტექტურის და დიზაინის თვალსაზრისითაც.

ზინგერი 1880 წ.

სასტუმრო “ორიანტის” პირველ სართულზე მდებარეობდა ცნობილი კომპანიის “ზინგერის” მაღაზია, რომელიც 1880 წელს გაიხსნა. მაღაზიის ვიტრინა და კარები თბილისური მოდერნის გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენდა.

თბილისის და პრაღის მსგავსება?

საგამოფენო ცენტრები თბილისში და პრაღაში

პრაღის საგამოფენო კომპლექსის ნახვისას დეჟავიუს განცდა მიჩნდებოდა ხოლმე. მართალია თბილისის საუკუნის წინანდელი საგამოფენო პავილიონი არასდროს მინახავს, მაგრამ ფოტოდან მიღებული შთაბეჭდილება დეჟავიუს განცდას მაინც მიქმნიდა.

საუკუნის წინანდელ თბილისში მუშტაიდის პარკში დასასვენებელ და სხვა დანიშნულების ობიექტებთან ერთად მოწყობილი იყო საგამოფენო პავილიონიც. მისი არქიტექტურა ძალინ ჰგავს პრაღის, ასევე საუკუნეზე უფრო ძველი საგამოფენო ცენტრის “ვისტავიშტეს” არქიტექტურას.

პუშკინის ქუჩა

პუშკინის ქუჩა რეკონსტრუქციის შემდეგ

ფოტოების ნახვის შემდეგ ბევრი მეკითხება ეს სად არისო 🙂 ეს არის თბილისი, თავისუფლების მოედნიდან ყოფილ ”კოლმეურნეობის” მოედანზე ჩამავალი პუშკინის ქუჩა. Read more