რეკომენდირებული აპარტამენტი ბუდაპეშტში

რეკომენდირებული აპარტამენტი ბუდაპეშტში

თუ ბუდაპეშტში ოჯახით, ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობას აპირებთ, ანუ თქვენი ჯგუფი 3-5 კაცისგან შედგება ჰოსტელებზე და სასტუმროებზე მეტად გირჩევთ აპარტამენტებს. 2 წლის წინაც დავწერე პოსტი ბუდაპეშტის იაფიანი, 2-3 კაციანი აპარტამენტების შესახებ, ახლა კი უფრო დიდი და ერთ-ერთი საუკეთესო აპარტამენტი მიმოვიხილოთ, რომელიც ჩვენგან რეკომენდირებულიაRead more

გასეირნება სალონიკში

გასეირნება სალონიკში

ხშირად შემხვედრია კითხვა იმის შესახებ თუ რისი ნახვა შეიძლება და საერთოდ ღირს თუ არა სალონიკში მოგზაურობა. ასევე, ბევრჯერ მინახავს პასუხი ამ კითხვებზე, რომ “სალონიკში სანახავი არაფერია”. მეც ასეთი განწყობით ჩავედი სალონიკში. უკვე მეორედ ტრანზიტისთვის გამოვიყენე სალონიკის აეროპორტი “მაკედონია”. პირველად აქედან ათენში გადავფრინდი და მეორედ ახლა, პარიზში გავემგზავრე.
Read more

აპარტამენტი მილანში

აპარტამენტი მილანში

მილანში მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე, მაგალითად, ბათუმში დასვენება. ამის მთავარი მიზეზი, როგორც ცნობილია “ვიზეარის” იაფი ავიარეისებია. ამჯერად 25 ლარიანი ბილეთების შეძენა დავაგვიანე, მაგრამ 65 ლარიანი ბილეთებიც არ არის ძვირი.

მილანში გასეირნება რომ არ გაძვირდეს საჭიროა სათანადო საცხოვრებლის შერჩევა. როგორც ყოველთვის მე ოჯახთან ერთად მოგზაურობისას აპარტამენტებს ვანიჭებ უპირატესობას. მათი დაქირავება შესაძლებელია Airbnb.com-ზე. Read more

როგორ გამოვიყენოთ 35 ევროიანი ფასდაკლება Airbnb-ზე

როგორ გამოვიყენოთ 35 ევროიანი ფასდაკლება Airbnb-ზე

ვიდეოინსტრუქცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ 35 ევროს ფასდაკლება Airbnb-ზე. Read more

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტები პრაღაში

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტები პრაღაში

ზოგიერთს ჰგონია, რომ Airbnb-ის აპარტამენტი მხოლოდ ის ბინაა, რომლიდანაც მესაკუთრე სადღაც შორს გადაბარგდა და ცარიალი ერთ-ოთახიანი გასაქირავებლად საიტზე გამოაქვეყნა. აქედან მომდინარეობს რეალური თუ მითადქცეული ამბები აუტანელი და სისხლისმსმელი მასპინძლების შესახებ, რომლებიც სტუმრებს ბრალდებებს უყენებენ და კომპენსაციებს მოითხოვენ… ასეთი რიტორიკის ავტორები ყოველთვის სასტუმროებს აქებენ, თუმცა კი რეალობაში უხარისხო სასტუმროებიც საკმაო რაოდენობით გვხვდება. მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევნის გაკეთებას სასტუმროებისთვის მინიჭებული ვარსკვლავების რაოდენობა აიოლებს და როგორც ჩანს სწორედ ეს განაპირობებს ნდობის უფრო მაღალ ხარისხს.

მე განსხვავებული შეხედულება გამაჩნია

Read more

რატომ ვირჩევ Airbnb-ს აპარტამენტებს

რატომ ვირჩევ Airbnb-ს აპარტამენტებს

სოციალურ ქსელებში წავაწყდი რამდენიმე უკმაყოფილო ადამიანის კომენტარებს, რომლებიც Airbnb-ს საყვედურობდნენ საზღვარგარეთ უხარისხო აპარტამენტებში დაბინავების გამო. ზოგი იჩემებდა მაგას ახლოს აღარ გავეკარებიო, ზოგიც ფეხს აღარ შევდგამ დაქირავებულ ბინაშიო…

არადა, როგორ შეიძლება უარი თქვა ისეთ იაფ აპარტამენტებზე, რომელსაც ქვევით მიმოვიხილავ და თანაც ისეთ არც თუ იაფ ქალაქში, როგორიც არის ათენი. Read more

35 ევრო საჩუქრად მოგზაურებს

35 ევრო საჩუქრად მოგზაურებს

რა უნდა იყოს ხეტიალის მოყვარულთათვის მოგზაურობის დაფინანსებაზე კარგი საჩუქარი? მოკლედ, Airbnb-მ თქვენი წახალისების საშუალება მომცა.

35 ევროს სამოგზაურო კრედიტს მიიღებს ყველა ვინც ჩემი გვერდიდან, აქედან დარეგისტრრდება 🙂 Read more

აპარტამენტები ლვოვში

აპარტამენტები ლვოვში

ბიუჯეტური მოგზაურობისას დაბალფასიანი მარშრუტით მგზავრობის გარდა აუცილებელია იაფი, მაგრამ კომფორტული საცხოვრებლის მოძებნა. ლვოვის შემთხვევაში ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან იქაური ფასები ხშირ შემთხვევაში სასაცილოდაც კი გამოიყურება დანარჩენ ევროპასთან შედარებით. მაგალითად Airbnb-ის მეშვეობით 18 დოლარად თქვენ დაჯავშნით ორადგილიან მშვენიერ აპარტამენტს ქალაქის ისტორიულ ცენტრში.

ლვოვი აპარტამენტები

ჩემს შემთხვევაში 18 დოლარიანის დაჯავშნა ვერ მოხერხდა, განა იმიტომ რომ დაკავებული იყო, არამედ მე მსურდა “ეარბიენბის” სამოგზაურო კრედიტის გამოყენება, რომელიც იმ შემთხვევაში ამუშავდება თუ ბინის დაქირავებისას მინიმუმ 75 დოლარს დახარჯავთ. მე კი ლვოვში 3 ღამით ვრჩებოდი და 3-ჯერ 18 კრედიტის ათვისების საშუალებას არ მაძლევდა. ამიტომ ავირჩიე 30 დოლარიანი აპარტამენტი, რომელიც მდებარეობს “ბაზრის მოედანზე”, ლვოვის ცენტრალურ, ისტორიულ მოედანზე. Read more

როგორ დავუკავშირდეთ Airbnb-ს ტელეფონით

ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის, როგორც მოგზაურებს, ასევე აპარტამენტის მესაკუთრეებს, თუ როგორ დავუკავშირდეთ Airbnb-ს ტელეფონით. Airbnb-ს დახმარების სამსახურთან ვებსაიტზე არსებული უკუკავშირის ფორმებით დაკავშირება საკმაოდ ჩახლართულია და არაოპერატიული.

იმის შესახებ თუ რა არის “ეარბიენბი”, როგორ უნდა დაჯავშნოთ მისი მეშვეობით იაფი და კომფორტული ბინები საზღვარგარეთ თუ საქართველოში, მიიღოთ 20 დოლარიანი ფასდაკლება და ასევე თქვენც შეძლოთ ბინის გაქირავება და გამდიდრება აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში.

airbnb phones

Airbnb-ს დახმარების სამსახურთან მეტნაკლებად ოპერატიული დაკავშირება შესაძლებელია ფეისბუკგვერდის მეშვეობით. მაგრამ, მაგალითად თუ არ გაქვთ ინტერნეტი: საზღვარგარეთ დაჯავშნულ აპარტამენტში დაბინავებისას ბინა არ მოგეწონათ და გინდათ ჯავშნის გაუქმება და ფულის უკან დაბრუნება, “ეარბიენბისთან” ტელეფონით კავშირის ჰაერივით აუცილებელია. ზოგიერთი ტელეფონი უფასოა, ზოგიც კი ბიუჯეტური. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სათაო ოფისს აშშ-ში. რუსულენოვანი მოგზაურებისთვის მოსახერხებელი იქნება რუსეთის ოფისთან ტელეფონით დაკავშირება.

  •  Airbnb რუსეთი + 7 495 380 35 15; მოსკოვი + 7 495 465 80 90
  • უფასო ნომერი 8 800 301 71 04
  • ამერიკის შეერთებული შტატები + 1-415-800-5959 (უფასოა), ან + 1-855-424-7262 (უფასოა)
  • ავსტრალია +61 2 8520 3333
  • ავსტრია +43 (0) 72 08 83, 800
  • არგენტინა +54 11 53 52 78 88
  • ბრაზილია +55 21 3958-5800
  • გაერთიანებული სამეფო +44 203 318 1111
  • გერმანია +49 30 30 80 83 80 ან +49 (0) 40609464444
  • ჰონგ კონგი +852 5808 8888
  • საბერძნეთი +30 211 1989888
  • დანია +45 89 88 20 00
  • ისრაელის +972 3 939 9977
  • ირლანდია +353 1 697 1831
  • ესპანეთი +34 91 123 45 67
  • იტალია + 39-06-99 36 6533
  • ჩინეთი +86 10 5904 5310 ან 400 890 0309 (ფასი ჩინეთის შიდა ტარიფების მიხედვით)
  • მექსიკა +52 55 41 70 43 33
  • ნიდერლანდები +31 (0) 20 52 22 333
  • ახალი ზელანდია +64 4 4880 888
  • ნორვეგია +47 21 61 16 88
  • პერუ +51 1 7089777
  • პოლონეთი +48 22 30 72 000
  • პორტუგალია +351 30 880 3888
  • პუერტორიკო +1 787 919-0880
  • რუსეთი +7 495 465 80 90
  • საფრანგეთი +33 (0) 1 84 88 40 00
  • ჩილე +56 229 380 777
  • შვეიცარიაში +41 43 50 84 900
  • შვედეთი +46 844 68 12 34
  • სამხრეთ კორეა +82 2 6022 2499 ან +82 808 220 230 (უფასო)
  • იაპონია +81 3 4580 0999 და +81 800 100 1008 (უფასოა)

ტრადიციული დაბინავების მსურველებმა სასტუმროები ეძებეთ არა ბუკინგკომზე, ან სხვა რაიმე მსგავს საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე.

სასტუმრო თუ აპარტამენტი?

სასტუმრო თუ აპარტამენტი?

რომელი სჯობს, სასტუმრო თუ აპარტამენტი – ეს ქართული ტურისტული ინტერნეტფორუმების ერთ-ერთი აქტუალური თემაა. მოგზაურობისას ბევრი უპირატესობას ანიჭებს სასტუმროში დაბინავებას და აპარტამენტების (ბინების) გაქირავების სერვისს არ აღიარებს. მე კი საპირისპირო აზრი ჩამომიყალიბდა და თუ რატომ პოლონეთის ულამაზესი ქალაქის კრაკოვის ერთი სასტუმროსა და აპარტამენტის მიმოხილვის საფუძველზე გავარჩიოთ. Read more

როგორ “გავმდიდრდეთ” ბინის გაქირავებით?

როგორ “გავმდიდრდეთ” ბინის გაქირავებით?

ბინის გაქირავება ორ სტუდენტ გოგოზე ან უცხოელზე, შესაბამისად, სტაბილური შემოსავლის – 400-800 ლარის (160-320 აშშ დოლარი) მიღება ბევრი თბილისელის ბიზნესია ან კიდევ ოცნება. თუმცა მოგება შეიძლება გასამმაგდეს და გაოთხმაგდეს თუ ბინას ან ოთახს Airbnb-ის მეშვეობით “დღიურად” უცხოელ ტურისტებზე გააქირავებთ. შენიშვნა: ეს არ არის ჰოსტელი.

რატომ “ეარბიენბი”? იმიტომ რომ ეს არის ყველაზე პოპულარული და რეალური საიტი, საიდანაც შეკვეთებს აუცილებლად მიიღებთ და თვეში (ერთოთახიანი ბინის შემთხვევაში) 700, 800, 900 აშშ დოლარის გამომუშავებასაც შეძლებთ. ეს არ არის დაუჯერებელი ამბავი, მითუმეტეს დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია “ვიზეარმა” ევროპიდან ახალი რეისები დაამატა და მოსალოდნელია დაბალბიუჯეტიანი ტურისტების რაოდენობის ზრდაც. უბრალოდ, საჭიროა რამდენიმე რჩევის გათვალისწინება.  Read more

აპარტამენტის დაჯავშნა Airbnb-ზე

აპარტამენტის დაჯავშნა Airbnb-ზე

აპარტამენტების (ბინების) დაჯავშნის ყველაზე გავრცელებული და მოსახერხებელი სისტემა airbnb.com-ით სარგებლობის წესები (ინსტრუქცია):

რეგისტრაცია: თუ თქვენ არ ხართ ამ საიტის მომხმარებელი შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ პირდაპირ, ან გაიაროთ რეგისტრაცია ჩემი გვერდიდან: https://www.airbnb.ie/c/mem1559 ჩემგან რეგისტრაცია იმით არის კარგი, რომ თქვენ მიიღებთ 30 ევროს ბონუსს და პირველი ჯავშნის განხორციელების დროს ბინის საერთო ღირებულებას ავტომატურად გამოაკლდება 30 ევროს. რეგისტრაციის დროს არ დაგჭირდებათ დიდი ფორმის შევსება, შეგიძლიათ პირდაპირ ფეისბუკის ან გუგლის ექაუნთის გამოყენებით შეხვიდეთ.

airbnb prague

ძიება: საძიებო ველში ჩავწერთ ქალაქს, ამ შემთხვევაში პრაღას და ბინის დასაჯავშნ თარიღებს, 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე 4 ადამიანისთვის (ოჯახი). სისტემამ გამოიტანა სხვადასხვა ფასიანი ბევრი შედეგი. მე გამოვიყენე ფასის ფილტრი და მაქსიმალური ზღვარი დავაყენე 60 აშშ დოლარზე. პირველი ბინის ფოტო რასაც ამ სკრინშოტზეც ხედავთ მდებარეობს ქალაქის ცენტრში და ერთი დღე ღირს 55 აშშ დოლარი. ბინის მფლობელს airbnb-ისგან მინიჭებული აქვს სპეციალური ნიშანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამოირჩევა მაღალი სანდოობით, მომსახურების მაღალი ხარისხითა და… მეორე კი შედარებით დაბალფასიანი ბინის ფოტო ჩანს, რომელიც გაცილებით უკეთ გამოიყურება, მაგრამ ის ქალაქის ცენტრიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს.

prague-flat

შერჩევა: ბინის შერჩევისას დააკვირდით ვარსკვლავების რაოდენობას. ისინი ასახავენ ბინის შესაბამისობას, მის სისუფთავეს, მფლობელის კომუნიკაბელობას… ასევე გადაიკითხეთ მომხმარებელთა გამოხმაურებები, რომლებიც ნათელ წარმოდგენას მოგცემთ ბინისა და მისი მესაკუთრის შესახებ. თუ ბინა ახალი გამოქვეყნებულია, (როგორც ზედა სკრინშოტზეა) მას არ აქვს ვარსკვლავები და მომხმარებელთა შეფასებები – რისკი იზრდება. ასეთ შემთხვევაში მიწერეთ მფლობელს, გაესაუბრეთ და ეცადეთ დარწმუნდეთ მის კეთილსინდისიერებაში. ბინის მესაკუთრესთან ურთიერთობა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რათა შეათანხმოთ ბინაში შესვლის დრო, იქ მფლობელის დახვედრის დეტალები…

ეს კი ის აპარტამენტია, რომელიც მე 4 კაცისთვის 48 აშშ დოლარად დავჯავშნე პრაღის ცენტრალურ რაიონში, პრაღა 2-ში. 3 ოთახიანი დიდი ბინა ეკუთვნის მხატვარ კაცს, რომელიც ახლა იტალიაში მოგზაურობს და ჩვენ მისმა მეგობარმა მიგვიღო. სწორედ ამიტომ საჭიროა ყველა დეტალის წინასწარ შეთანხმება. აპარტამენტი ავეჯის გარდა აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ხმის გამაძლიერებელი სისტემითაც კი.

airbnb-martin

რისკები: ამ პოსტის მომზადება იმ კომენტარებმა გადამაწყვეტინა სადაც ლაპარაკია airbnb-ის პრობლემებზე. სისტემაში გამოქვეყნებული აპარტამენტების აბსოლუტური უმრავლესობა სანდოა, მაგრამ არიან უპასუხისმგებლო მფლობელებიც. მაგალითად მე მქონდა შემთხვევა, როდესაც ბინა დავჯავშნე, ფული გადავიხადე და თანხა იმწამსვე უკან დამიბრუნდა, იგივე განმეორდა მეორე მცდელობისას და შემდეგ მომივიდა ბინის პატრონის წერილი სადაც საიტზე გამოქვეყნებულ ფასებს შეცდომას უწოდებდა და დაჯავშნას ორჯერ უფრო ძვირად მთავაზობდა. ასეთებს ერიდეთ!

კიდევ ერთი შემთხვევა ჯავშნის გაუქმებას უკავშირდება. airbnb-ს აქვს მკაცრი პოლიტიკა და რაც ბინის მფლობელებს თითქმის არ აძლევს ჯავშნის გაუქმების საშუალებას. ის ვინც ამას მაინც გააკეთებს მკაცრად ისჯება. მის გვერდზე გამოქვეყნდება ავტომატური შეტყობინება არაკეთილსინდისიერი საქციელის შესახებ, მეპატრონეს არ ექნება გაუქმებული დღეების გამოყენების საშუალება და ის დაჯარიმდება 50 დოლარით. ამიტომ ჯავშნის გაუქმების ალბათობა ნაკლებია. თავად მომხმარებელს კი თავისუფლად შეუძლია შეკვეთის გაუქმება ბინაში შესვლამდე 3 დღით ადრე.

და თუ ეს რთულად მოგეჩვენებათ ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებელს: hotelscombined.com

ვიდეოინსტრუქცია