როდის არ ამართლებს Airbnb

როდის არ ამართლებს Airbnb

ამ პოსტის მომზადება Airbnb-ის შესახებ გავრცელებულმა მცდარმა მოსაზრებებმა გადამაწყვეტინა, რომელთა მიზეზიც ძირითადად არის პირადი ან ნაცნობების უარყოფითი გამოცდილება. ზოგს ჯავშანს უუქმებენ, ზოგს ადგილზე ჩასვლისას სთხოვენ უფრო მეტის გადახდას, ან ბინა არ არის ისეთი, როგორიც ფოტოებზე, ან სისუფთავე მოიკოჭლებს და ასე შემდეგ. სურათს ისიც ამძაფრებს, რომ უკმაყოფილო მომხმარებლები უფრო აქტიურობენ – ეს ბუნებრივიცაა და ყველას უმტკიცებენ, რომ Airbnb არ არის სანდო, ასე ვთქვათ არ ამართლებს.

განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა ჩემს პირად მაგალითზე და გავაანალიზოთ როდის არ ამართლებს Airbnb, ან რატომ არ ამართლებს. Read more

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტები პრაღაში

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტები პრაღაში

ზოგიერთს ჰგონია, რომ Airbnb-ის აპარტამენტი მხოლოდ ის ბინაა, რომლიდანაც მესაკუთრე სადღაც შორს გადაბარგდა და ცარიალი ერთ-ოთახიანი გასაქირავებლად საიტზე გამოაქვეყნა. აქედან მომდინარეობს რეალური თუ მითადქცეული ამბები აუტანელი და სისხლისმსმელი მასპინძლების შესახებ, რომლებიც სტუმრებს ბრალდებებს უყენებენ და კომპენსაციებს მოითხოვენ… ასეთი რიტორიკის ავტორები ყოველთვის სასტუმროებს აქებენ, თუმცა კი რეალობაში უხარისხო სასტუმროებიც საკმაო რაოდენობით გვხვდება. მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევნის გაკეთებას სასტუმროებისთვის მინიჭებული ვარსკვლავების რაოდენობა აიოლებს და როგორც ჩანს სწორედ ეს განაპირობებს ნდობის უფრო მაღალ ხარისხს.

მე განსხვავებული შეხედულება გამაჩნია

Read more

აპარტამენტები ლვოვში

აპარტამენტები ლვოვში

ბიუჯეტური მოგზაურობისას დაბალფასიანი მარშრუტით მგზავრობის გარდა აუცილებელია იაფი, მაგრამ კომფორტული საცხოვრებლის მოძებნა. ლვოვის შემთხვევაში ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან იქაური ფასები ხშირ შემთხვევაში სასაცილოდაც კი გამოიყურება დანარჩენ ევროპასთან შედარებით. მაგალითად Airbnb-ის მეშვეობით 18 დოლარად თქვენ დაჯავშნით ორადგილიან მშვენიერ აპარტამენტს ქალაქის ისტორიულ ცენტრში.

ლვოვი აპარტამენტები

ჩემს შემთხვევაში 18 დოლარიანის დაჯავშნა ვერ მოხერხდა, განა იმიტომ რომ დაკავებული იყო, არამედ მე მსურდა “ეარბიენბის” სამოგზაურო კრედიტის გამოყენება, რომელიც იმ შემთხვევაში ამუშავდება თუ ბინის დაქირავებისას მინიმუმ 75 დოლარს დახარჯავთ. მე კი ლვოვში 3 ღამით ვრჩებოდი და 3-ჯერ 18 კრედიტის ათვისების საშუალებას არ მაძლევდა. ამიტომ ავირჩიე 30 დოლარიანი აპარტამენტი, რომელიც მდებარეობს “ბაზრის მოედანზე”, ლვოვის ცენტრალურ, ისტორიულ მოედანზე. Read more

ბინის გაქირავების შედეგები

ბინის გაქირავების შედეგები

Airbnb-ზე ბინის უცხოელ ტურისტებზე გაქირავების შესახებ ჩემს მიერ გამოქვეყნებული ბლოგპოსტით, როგორ “გავმდიდრდეთ” ბინის გაქირავებით?, ბევრი დაინტერესდა. მას შემდეგ ექვსი თვე გავიდა და შედეგების შეჯამების დროც დადგა. Airbnb-ს შესახებ პოსტიდან ბინის გასაქირავებლად დარეგისტრირებულთა დიდი რაოდენობიდან ამ ეტაპისთვის საბოლოო შედეგს 11-მა მიაღწია. (სკრინშოტებზე მათი ფოტოები და გვარები დაფარულია.)

airbnb-hosts-100-usd

ამ სურათზე ჩანს, რომ ბინის თითოეულმა პატრონმა (ჰოსტმა) ისეთ სტუმარს უმასპინძლა, რომელმაც მინიმუმ 100 დოლარი გადაიხადა. სწორედ ეს არის მთავარი პირობა ჩემი ბმულიდან “ეარბიენბიზე” რეგისტრაციის შემდეგ საჩუქრის მისაღებად. საჩუქარი კი ჰოსტისთვის (მასპინძლისთვის) 50 დოლარს შეადგენს, თუმცა თავად ტურისტების მასპინძლობით მიღებული ემოცია და ფინანსური სარგებელი გაცილებით მეტია. 🙂 თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ “ეარბიენბიზე” აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში. Read more

აპარტამენტები ბუდაპეშტში

აპარტამენტები ბუდაპეშტში

ბუდაპეშტის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი, სილამაზესთან ერთად, სიიაფეა, როგორც ავიაბილეთების, მოგზაურობის წვრილმანი ხარჯების, ასევე საცხოვრებლის. ამ მხრივ Airbnb დიდ არჩევანს გვთავაზობს. თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

პირველი აპარტამენტი, რომელშიც 5 დღე ვცხოვრობდი მდებარეობს ბუდაპეშტის ცენტრალურ უბანში, პარლამენტის მახლობლად, მეტროსადგურ Arany János utca-ის გვერდით. გთავაზობთ ამ ბინის ვიდეოაღწერას, რომელიც 1 დღე 27 აშშ დოლარი ღირს. Read more