ბიუჯეტური ავიაკომპანიების საიდუმლო

ბიუჯეტური ავიაკომპანიების საიდუმლო

ბიუჯეტური ავიაკომპანიების საიდუმლო სულაც არ მდგომარეობს იმაში, რასაც ფართოდ იყენებენ ჩვენებური ტაქსისტები – გაზზე გადაყვანილი ძველი მეორადი ავტომობილი. არადა ბევრს სწორედ ასოციაცია უჩნდება გაზზე გადაყვანილ ტაქსთან, როდესაც ევროპაში 25 ლარად ფრენის შესახებ შეიტყობს ხოლმე. მაგრამ დაუჯერებელი არაფერია, არც ის, რომ 25 ლარად ფრენა შეიძლება და არც ის რომ თვითმფრინავები არც ძველია და არც გაზზე გადაყვანილი. შევეცდები დეტალურად განვიხილო რაში მდგომარეობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სიიაფის საიდუმლო. Read more

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთები

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთები

“ვიზეარის” დაბალფასიანი ავიაფრენების შესახებ დაწერილი პოსტების კომენტარებში ბევრი მეკითხება, არის თუ არა მსგავსი იაფი ავიარეისები ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით, განსაკუთრებით კი ესპანეთით ინტერესდებიან. ბევრს სამუშაოდ წასული ახლობლების მონახულება სურს, ბევრიც პირიქით მონატრებული სამშობლოს მონახულებაზე ოცნებობს. Read more